გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 დეკემბრის 21 საათიდან 17 დეკემბრის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ღამით – მცირე წვიმა, მთაში – თოვა. დღისით – უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:
- დღისით: 10 – 15 გრადუსი სითბო
- ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში:
- დღისით: 5 – 10 გრადუსი სითბო
- ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
- დღისით: 0 – 5 გრადუსი ყინვა
ღამით: 5 – 10 გრადუსი ყინვა
ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა კი +14 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში 18, 19 და 20 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.




