ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 2 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 2 აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 055 210 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 010] ტანკი – 11 068 ერთეული [+0] ჯავშანტექნიკა – 23 069 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 30 982 ერთეული [+38] MLRS – 1 452 ერთეული …

რეპორტაჟი მზია ამაღლობელის დასკვნითი პროცესიდან – „თაობები ისაუბრებენ ამ საქმეზე“

პირველ აგვისტოს მზია ამაღლობელის საქმის განხილვა დასრულდა – ადვოკატებმა დასკვნითი სიტყვა უკვე თქვეს. ბოლო სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელი ცისფერი პერანგით მოვიდა – დარბაზში შემოადგა თუ არა ფეხი, დარბაზს ხელი აუწია მოსალმების ნიშნად და გაუღიმა. „თავისუფლება მზიას“- ამ შეძახილებით ახმაურებული დარბაზი დახვდა მოსამართლე ნინო სახელაშვილს. დარბაზში, სადაც მზია ამაღლობელის საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა გაიმართა, ბევრმა ვერ …

„ამ დარბაზში ყველაზე ხმამაღლა მზიას ხმა ისმის, თუ ვინმეს გაგონება უნდა“ – ადვოკატი

დღეს, 1-ელ აგვისტოს, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო სხდომაზე, პროკურორის რეპლიკების შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა კიდევ ერთხელ შეახსენა სასამართლოს ციხის ფსიქიატრის დასკვნა მზია ამაღლობელზე, რომელშიც წერია, რომ მზია ამაღლობელს აქვს კეთილსინდისიერების გადაჭარბებული გრძნობა. „მზია ვერ დაიბრალებს, კეთილსინდისიერი ადამიანი ვერ დაიბრალებს იმას, რაც არ ჩაუდენია. მე თქვენ წაგიკითხეთ მზიას დახასიათება, რომელიც ციხეში ფსიქიატრმა დაწერა, მასთან …

მზია ამაღლობელის დასკვნით სიტყვას სასამართლო 4 აგვისტოს მოისმენს

დღეს, 1-ელ აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, თუმცა უშუალოდ მზია ამაღლობელს დასკვნითი სიტყვის თქმის საშუალება 4 აგვისტოს, 13 საათზე ექნება. მზია ამაღლობელმა თავად მოითხოვა დასკვნითი სიტყვის გადადება. „სასამართლოს ვთხოვ, მომცეს საბოლოო სიტყვის უფლება, მაგრამ ამისთვის ცალკე პროცესი ჩანიშნოს. მომზადებისთვის არა, იმისთვის, რომ ძალები ფიზიკურად აღვიდგინო და იმისთვის, რომ რისი თქმაც მინდა, …

„ესაა საქმე, რომელზეც თაობები ისაუბრებენ“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი

პირველ აგვისტოს, 20:40 საათზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დაასრულა თითქმის 8-საათიანი დასკვნითი სიტყვა. დასკვნითი სიტყვის დასასრულს, მან ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის საქმე თაობების განსახილველი საქმეა. „მზია ამაღლობელის საქმე არის სარკე. ამ სარკეში როგორც კი ჩაიხედავ, გიჩვენებს, როგორ იყენებს ხელისუფლება ძალაუფლებას ბოროტად. არის საქმეები, რომელიც დღევანდელი გადასახედიდან სხვანაირად ჩანს და ხვალინდელი გადასახედიდან – სხვაგვარად. …

მზიას ბრძოლა არის ყველა იმ ადამიანის ბრძოლა, ვინც ხმას იღებს უსამართლობის წინააღმდეგ – თამაზ ბაკურიძე

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე ფეისბუქზე მზია ამაღლობელის სოლიდარობის წერილს აქვეყნებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე დასკვნითი სხდომის პარალელურად. . „ბათუმელები“ უცვლელად გთავაზობთ წერილს: „სოლიდარობის წერილი ჟურნალისტ მზია ამაღლობელს! დღეს, როცა სიტყვას სიმართლის ძალა აქვს, შენ – მზია – რჩები იმ ერთ-ერთ იშვიათ ხმად, ვინც თავისუფლების ფასს კარგად იცნობს. შენი ბრძოლა მხოლოდ შენი არაა – ეს არის ბრძოლა …

„ჩვენ წინ იწერება სისტემური სიცრუის ქრონიკა“ – ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე

დღეს, 1-ელ აგვისტოს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრება. სალომე ზურაბიშვილი სასამართლო სხდომიდან ფეისბუქზე წერს, რომ ამ პროცესმა კიდევ ერთხელ აჩვენა „ბრალდების და ბრალდებების სრული კოლაფსი“. „ძალიან დეტალურად, ნათლად, კვალიფიციურად და დამაჯერებლად ასაბუთებს ადვოკატი, თუ რამდენი ტყუილი, რამდენი ცრუ ჩვენება წარმოადგინეს მოწმე პოლიციელებმა… ერთმანეთთან შეუთავსებელი სიცრუე, რომელიც „არ იფუთება“, ურთიერთსაწინააღმდეგო, …

სილა არ აზიანებს ჯანმრთელობას, მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია ვერ იქნება დგებუაძის ღირსება – ადვოკატი

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 საათზე მეტია მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა. მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარეს უსმენს. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა ისაუბრა სილის გაწვნის ეპიზოდზე და ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის სილა ვერ დააზიანებდა ჯანმრთელობას, ხოლო ი. დგებუაძის პატივმოყვარეობის საკითხს მძიმე დანაშაულის კვალიფიკაცია ვერ მიეცემა: „სახეში გაშლილი ხელის გარტყმა არის სილა. …

მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა გრძელდება

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში 5 საათზე მეტია მიმდინარეობს მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომა, რომელიც ამ დრომდე [18:30] გრძელდება. დღეს მოსამართლე ნინო სახელაშვილი დაცვის მხარეს უსმენს. ადვოკატებმა დამატებით რამდენიმე საათი მოითხოვეს დასკვნითი სიტყვისთვის, რასაც მოსამართლე დაეთანხმა. მზია ამაღლობელის ადვოკატი მაია მწარიაშვილი დეტალურად განიხილავს მზია ამაღლობელის საქმის ყველა დარღვევასა და ნიუანსს. უცნობია, დღეს გამოაცხადებს თუ არა …

ერთად გავაგონოთ სინდისის პატიმრების ხმა ბათუმს – განცხადება სასამართლოსთან

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, მზია ამაღლობელის პროცესის პარალელურად განცხადება გააკეთეს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებმა და მოქალაქეებს მოუწოდეს, შეუერთდნენ ხვალ, 2 აგვისტოს, 20:00 საათზე ბათუმში დაგეგმილ აქციას. სინდისის პატიმრების დედები და ოჯახის წევრები დღეს სპეციალურად ჩამოვიდნენ თბილისიდან ბათუმში მზია ამაღლობელის სხდომაზე დასასწრებად. „პირველ რიგში, სოლიდარობა მზია ამაღლობელს, მადლობა მას მისი ბრძოლისთვის და ყველა იმ ადამიანს, …

„რა უნდა ციხეში მზია ამაღლობელს?“ – მზექალა შანიძე

„რა უნდა ციხეში მზია ამაღლობელს? ასეთ მოქალაქეები მაფიქრებინებენ, რომ საქართველო არ იქნება უძრავი, ჩაკეტილი და არათავისუფალი“ – მიიჩნევს ენათმეცნიერი მზექალა შანიძე. წერილი მზექალა შანიძემ „ნეტგაზეთს“ მიაწოდა. დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. უცნობია, დღეს გამოაცხადებს თუ არა განაჩენს მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლე, ნინო სახელაშვილი, თუმცა ამით მზია ამაღლობელის საქმის არსებითი …

„მზია გახდა სახე ჩვენი ქალების არმიის, ვინც ბევრი იშრომა და ხშირად უჩინარიც იყო“

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანადამფუძნებელი, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამთა მიქელაძე ფეისბუქზე ეხმიანება ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო სხდომას, რომელიც დღეს, პირველ აგვისტოს მიმდინარეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოში. თამთა მიქელაძე წერს, რომ მზია ამაღლობელი იქცა სიმბოლოდ იმ ქალების, რომლებმაც ბევრი იშრომეს და ხშირად უჩინარნი იყვნენ. „მზია ამაღლობელი ივანიშვილის ამორალური და უმოწყალო პოლიტიკური რეჟიმის მამხილებელი ისტორიული …

„გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი პატიმრობიდან“ – შოთა არველაძე

ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელი შოთა არველაძე მიიჩნევს, რომ მზია ამაღლობელი პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ტაბულა“ ავრცელებს. „თავისუფლება მზია ამაღლობელს! გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი პატიმრობიდან!“, – თქვა შოთა არველაძემ „ტაბულასთან“. დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. უცნობია, დღეს გამოაცხადებს თუ არა განაჩენს მზია ამაღლობელის საქმის მოსამართლე, ნინო სახელაშვილი, თუმცა ამით …

“თუ დღეს დადგა განაჩენი, ეს იქნება ამ უსამართლობაში მონაწილე ყველა ადამიანის განაჩენი” – ზურაბიშვილი

დღეს, პირველ აგვისტოს, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მივიდა. სასამართლო დარბაზში შესვლამდე, მან კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან. “მთავარი რამ, რაც ყველამ უნდა ვიცოდეთ, არის ის, რომ თუ დღეს დადგა განაჩენი, ეს იქნება განაჩენი არა მზიასი,  არამედ იქნება განაჩენი ყველა იმ ადამიანის, რომელიც მონაწილეობს/მონაწილეობდა პირველი დღიდან ამ უსამართლობაში და რომელიც პასუხისმგებელი იქნება …

საქმე ისე დასრულდა, მზია ამაღლობელს თვალით არ უნახავს გამომძიებლები – ადვოკატი

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე დღეს დაცვის მხარეს უსმენენ. მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა დღეს დასკვნითი სიტყვისას ხაზი გაუსვა, რომ მზია ამაღლობელის საქმის გამოძიება შსს-მ და პროკურატურამ ისე ჩაატარეს, რომ ერთხელაც კი არ შეხვედრიან მზია ამაღლობელს. „გამოძიებას აწარმოებდა პოლიციის 2 რეგიონის (აჭარის და გურიის) საგამოძიებო დანაყოფის 8 გამომძიებელი, …

მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლოს ესწრებიან დიპლომატები ევროპული ქვეყნების საელჩოებიდან

დღეს, 1 აგვისტოს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს ესწრებიან ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები საქართველოში. მზია ამაღლობელის პროცესზე დასასწრებად ჩამოვიდა ჩეხეთის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი. სხდომას ესწრებიან დიპლომატები ევროკავშირის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ნიდერლანდების, შვედეთისა და პოლონეთის საელჩოებიდან. საელჩოების წარმომადგენლებს სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას სინქრონულად, წერილობით მიეწოდებათ სხდომის …

მზია ამაღლობელის დასკვნითი სხდომა – განახლებადი ინფორმაცია სასამართლო დარბაზიდან

ბათუმი, 1 აგვისტო – თვალი ადევნეთ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს პირდაპირ რეჟიმში სასამართლო დარბაზიდან. ინფორმაცია ქრონოლოგიურად ახლდება პირდაპირ რეჟიმში.  12:30 სთ – მზია ამაღლობელის დასკვნითი სასამართლო სხდომა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13 საათზე დაიწყება. პროცესის დაწყებამდე სასამართლოსთან მზია ამაღლობელის კოლეგები, მეგობრებო და მხარდამჭერები იკრიბებიან სოლიდარობის ნიშნად. 12:35 სთ – „თავისუფლება მზიას!“ – ჩაქვში გადმოკიდეს ბანერი იმ …

დღეს ბათუმში მზია ამაღლობელის საქმის დასკვნითი სასამართლო სხდომა გაიმართება

დღეს, პირველ აგვისტოს, დღის პირველი საათიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება. მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი პირველ აგვისტოს გამოიტანოს, ან მისი გამოცხადება გადადოს. მზია ამაღლობელი გამოცემების – „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ თანადამფუძნებელი და დირექტორია. ის თითქმის 7 თვე უკანონო პატიმრობაშია – სილის გაწვნის გამო მას …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 1 აგვისტო

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 054 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940] ტანკი – 11 068 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 068 ერთეული [+2] საარტილერიო სისტემა – 30 944 ერთეული [+33] MLRS – 1 451 ერთეული [+0] …

ბათუმის მერიას გმირთა ხეივნის საპირფარეშოები აუქციონზე გააქვს

ბათუმის მერიამ განსაზღვრა აუქციონით სარგებლობაში გადაცემის საწყისი წლიური ფასები იმ ქონებისთვის, რომელიც თითქმის 1 წელია უპატრონოდაა მიტოვებული და ნადგურდება. ამ ქონების ჩამონათვალშია კომერციული ფართობები და საპირფარეშოები, რომლებიც ჟიული შარტავას გამზირზე არსებულ ხეივანში, საფეხმავლო ხიდების ქვეშ მოაწყვეს. ხეივნის და ხიდების მოწყობაში ქვეყნის ბიუჯეტიდან მთლიანობაში 25 მილიონი ლარი დაიხარჯა. „ბათუმელებს“ 30 ივლისს ქალაქის მერიაში აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით …

„მზია უნდა გათავისუფლდეს“ – პოლონეთის სეიმის წევრი

პოლონეთის სეიმის წევრი, პოლიტიკოსი „მწვანეთა პარტიიდან“, მარგარეტ ტრაჩი X-ზე ეხმიანება მზია ამაღლობელის საქმის ბოლო პროცესს, რომელიც ხვალ, 1 აგვისტოსაა ჩანიშნული ბათუმის საქალაქო სასამართლოში და წერს, რომ მზია ამაღლობელი უნდა გათავისუფლდეს. „მზია ამაღლობელი – საქართველოში ერთ-ერთი უძველესი მედია ორგანიზაციის დამფუძნებელი, დამოუკიდებელი მედიის ვეტერანი. ცოტა ხნის წინ ის პოლიტიკური პატიმარი გახდა. საქართველოს მთავრობის რუსეთისკენ გადახრა გრძელდება, თუმცა …

„ეტყობა ავ თვალს არ ენახება“ – რატომ არ მიდის გიორგი მურვანიძე ბათუმის საკრებულოს სხდომებზე

დღეს, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, სადაც ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე ისევ არ მივიდა. საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ამის გამო კრიტიკული კომენტარები გააკეთეს. მათი აზრით, მერის მოვალეობის შემსრულებელი ვალდებულია ერთხელ მაინც დაესწროს სხდომას, საკრებულოს ვადის ამოწურვამდე. გიორგი მურვანიძე ბათუმის ვიცე-მერად 14 მაისს დანიშნეს. ის ამავე დროს მერის მოვალეობასაც ასრულებს, თუმცა ამ პოსტზე …

ბუნდესტაგის წევრი: „მზია ამაღლობელი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს“

გერმანელი პოლიტიკოსი, ბუნდესტაგის წევრი „მწვანეთა პარტიიდან“, ყოფილი მოსამართლე რობინ ვაგენერი პლატფორმა X-ზე ეხმიანება „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს, რომელიც 1 აგვისტოსაა ჩანიშნული ბათუმის საქალაქო სასამართლოში. „ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი 200 დღის განმავლობაში უკანონოდ იყო დაპატიმრებული. ხვალ მისი „სასამართლო პროცესი“ დასრულდება. მას პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა …

„მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ – ორგანიზაციების განცხადება

მზია ამაღლობელის საქმის დასკვნითი სასამართლოს წინ, რომელიც ხვალ, პირველ აგვისტოს გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებენ, მოხსნან ვეტერანი ჟურნალისტის წინააღმდეგ წაყენებული სისხლის სამართლის ბრალდება და ხელი შეუწყონ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. „ამაღლობელი იანვარში დაპატიმრების შემდეგ უსამართლოდ იმყოფება წინასწარი პატიმრობის იზოლატორში, რა დროსაც მისი ჯანმრთელობა და მხედველობა …

ბერლინში ქართველი აქტივისტები მზია ამაღლობელის სოლიდარობის აქციას გამართავენ საელჩოსთან

პირველ აგვისტოს, გერმანიაში, ბერლინში ქართველი აქტივისტების გაერთიანება ევროპაში, „გზა“, საქართველოს საელჩოს წინ მზია ამაღლობელისა და სინდისის პატიმრების სოლიდარობის აქციას აანონსებს. ამის შესახებ „გზა“ ფეისბუქზე ავრცელებს ინფორმაციას. „1 აგვისტოს ჩანიშნულია საბოლოო სასამართლო სხდომა მზია ამაღლობელის საქმეზე. მიუხედავად სარწმუნო მტკიცებულებების არარსებობისა და სერიოზული პროცედურული დარღვევებისა — მათ შორის, საეჭვო გარემოებებში მიცემული პოლიციელების ჩვენებებისა — საქმე მიჰყავთ შესაძლო …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 ივლისის 21 საათიდან 1 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში: დღისით: 30 – 35 გრადუსი სითბო ღამით: 20 – 25 გრადუსი სითბო მაღალმთიან ზონაში: დღისით: 28 – …

პირველ აგვისტოს მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება

პარასკევს, პირველ აგვისტოს, დღის პირველი საათიდან ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება. მოსამართლე ნინო სახელაშვილი სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატების დასკვნით სიტყვას მოისმენს. მოსამართლემ, შესაძლოა, განაჩენი პირველ აგვისტოს გამოიტანოს, ან მისი გამოცხადება გადადოს. 21 ივლისის სასამართლო სხდომაზე სასამართლომ უკვე მოისმინა პროკურატურის დასკვნითი სიტყვა – პროკურორმა მზია ამაღლობელს საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკება შესთავაზა, რაც ბრალის …

მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესზე ბათუმში აქტივისტები თბილისიდანაც ჩამოვლენ

პირველ აგვისტოს, მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესზე ჩამოსვლას გეგმავენ აქტივისტები თბილისიდან. ინფორმაციას ამის შესახებ ავრცელებს მოძრაობა „საზოგადოებრივი მაუწყებელი ხალხს“. „1 აგვისტოს, 13 საათზე, მზია ამაღლობელის დასკვნით პროცესზე, ვიკრიბებით ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან. თბილისიდან წასვლის მსურველებისათვის ტრანსპორტი დაიძვრება დილის 7 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან. წასვლის მსურველებმა წინასწარ მოგვეწერეთ. თავისუფლება და გამარჯვება მზია ამაღლობელს!“ – ვკითხულობთ განცხადებაში. მზია ამაღლობელის საქმეზე …

„არ არსებობს მიზეზი, რაც ამ ქმედებას გაამართლებს“ – გამოსახლება და მშობლების დაკავება ბავშვების თვალწინ

„წარმოიდგინეთ, ბავშვს აქვს განცდა, რომ სახლიდან გამოაგდეს, ქუჩაში დარჩა. თან ხედავს, რომ არავინ იბრძვის იმისთვის, რომ ის დაიცვას. როგორ მოჰყვება ამას მომავალში? ნამდვილად დაამახსოვრდება, როგორც ერთ-ერთი მძიმე ისტორია მის ცხოვრებაში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ სოფიკო მენაბდიშვილი. რა უფლებები დაარღვია სახელმწიფომ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩიდან იძულებით გამოსახლებული 150 ოჯახის და მათი მცირეწლოვანი შვილების შემთხვევაში? რა უნდა გაეკეთებინა ბავშვზე …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 31 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 31 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 053 260 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070] ტანკი – 11 067 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 23 066 ერთეული [+1] საარტილერიო სისტემა – 30 911 ერთეული [+16] MLRS – 1 451 ერთეული …

„ეს დღე ყველას ლუსტრაცია იქნება“ – სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის ბოლო პროცესზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე ეხმიანება მზია ამაღლობელის დასკვნით სასამართლო პროცესს, რომელიც პირველ აგვისტოს გაიმართება ბათუმის საქალაქო სასამართლოში. სალომე ზურაბიშვილი წერს, რომ ეს იქნება გადამწყვეტი დღე. „ბათუმელები“ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ-პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „1 აგვისტო ამ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწერება სამუდამოდ როგორც გზასაყარი. იქნება საქართველო 2025 წლის პირველ აგვისტომდე და პირველ აგვისტოს შემდეგ. იმაზე, თუ როგორ …

„არ არსებობს არანაირი დიფ სთეითი“ – ინტერვიუ ბრიტანეთის ელჩთან

„დასავლეთის მთავრობებს არანაირი “დიფ სთეითი” არ აკონტროლებს. ის უბრალოდ არ არსებობს,” – ასე პასუხობს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში, გარეთ უორდი, “ქართული ოცნების” ნარატივს, რომლითაც “ოცნების” ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების დისკრედიტაციას და მათი რეკომენდაციების იგნორირებას ცდილობს. 30 ივლისს, მზია ამაღლობელის საქმის დასკვნით სასამართლო სხდომამდე ორი დღით ადრე, ბრიტანეთის ელჩმა მოინახულა „ბათუმელების“ რედაქცია – დამოუკიდებელი მედია ორგანიზაცია, რომელიც …

გმირთა ხეივანი, რომლის მოწყობაზე 25 მილიონი დაიხარჯა, მწყობრიდან გამოსულია

ბათუმში, გმირთა ხეივნის რეაბილიტაციისა და საფეხმავლო გადასასვლელი ხიდების მოწყობის პროექტი 2021 წელს, თვითმმართველობის არჩევნებამდე დააანონსეს. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე რეაბილიტირებული ხეივანი პომპეზურად, პრემიერ-მინისტრის თანდასწრებით გახსნეს, 2025 წლის ზაფხულში კი ხეივნის ინფრასტრუქტურა უკვე მწყობრიდან გამოსულია. ამ პროექტისთვის ბიუჯეტიდან 25 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა. 2024 წლის 5 ივნისს საქართველოს მთავრობამ საზოგადოებას ამცნო, რომ ბათუმში …

ქართველობა ვინ უნდა დამაკარგვინოს? არ არსებობს ეგეთი რამე – სტუდენტი, რომელიც გერმანიაში მუშაობს

20 წლის დესი სახვაძე, შავი ზღვის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტია, ბიზნესის მიმართულებაზე მენეჯმენტს სწავლობს. წელს პირველად ისარგებლა სტუდენტური დასაქმების პროგრამით და ორი თვით გერმანიაში წავიდა სამუშაოდ. „უვიზო მიმოსვლის გამო ვიზაზე წვალება არ დამჭირდა. საბუთების შეგროვება ყველაზე ადვილი იყო. სტუდენტური დასაქმებისთვის გჭირდება რა თქმა უნდა, ბიომეტრიული პასპორტი, ცნობა უნივერსიტეტიდან, რომელზეც თანხა არ გეხარჯება. ასევე იმატრიკულაცია, რომელიც …

მერის მოვალეობის შემსრულებელს ბათუმში ბინა არ აქვს – ვინ არის გიორგი მურვანიძე

46 წლის გიორგი მურვანიძე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებლად 2025 წლის 14 მაისს წარადგინეს. აქამდე მისი საქმიანობა არ უკავშირდებოდა თვითმმართველობას. გიორგი მურვანიძე პროფესიით იურისტია, სადოქტორო ხარისხი კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს დაცული. ღია წყაროების თანახმად, მისი სამუშაო გამოცდილება ათვლას იწყებს 2004 წლიდან, როცა ის საქართველოს პროკურატურაში უფროს გამომძიებლად დასაქმდა და იმუშავა 2006 წლამდე. …

საქართველოში ბოლო სამ თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთიდან შემოვიდა

2025 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 309.4 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 22.4 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 17.6%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 10.8%-იანი წილით. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური [საქსტატი] აქვეყნებს. ამასთან, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის [361.8 ათასი], თურქეთისა [308.3 ათასი] და სომხეთის [210.0 ათასი] …

Exit mobile version