უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 193 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +950. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
- ტანკი – 11 432 ერთეული [+5]
- ჯავშანტექნიკა – 23 758 ერთეული [+0]
- საარტილერიო სისტემა – 35 232 ერთეული [+27]
- MLRS – 1 573 ერთეული [+2]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 263 ერთეული [+1]
- თვითმფრინავი – 432 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 91 716 ერთეული [+330]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 073 ერთეული [+0]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 70 410 ერთეული [+119]
- სპეცტექნიკა – 4 027 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 669 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 103 758 უპილოტო საფრენი აპარატი
- 640 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 26 591 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 633 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 31 994 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 49 358 სპეციალური სამხედრო მანქანა
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
გენშტაბის ცნობით, უკრაინამ რუსეთის 278 თავდასხმა მოიგერია ერთ დღეში
რუსეთი უკრაინაში თავს ესხმის ჰუმანიტარულ მისიებს – ეუთო/ოდირი
ტრამპმა უკრაინას ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები შესთავაზა – Reuters
ზელენსკი აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებას პროდუქტიულად მიიჩნევს – დასრულდა მეორე რაუნდი






