მთავარი,სიახლეები

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 დეკემბერი

16.12.2025 •
ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 დეკემბერი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 დეკემბრამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 190 620 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 150. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 11 421 ერთეული [+9]
  • ჯავშანტექნიკა – 23 737 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 35 172 ერთეული [+67]
  • MLRS – 1 570 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 261 ერთეული [+0]
  • თვითმფრინავი – 432 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 347 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 91 219 ერთეული [+442]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 073 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+1]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 70 182 ერთეული [+177]
  • სპეცტექნიკა – 4 026 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 დეკემბრამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 669 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 103 182 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 639 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 26 546 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 631 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 31 915 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 49 076 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ტრამპმა უკრაინას ნატოს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები შესთავაზა – Reuters

ზელენსკი აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებას პროდუქტიულად მიიჩნევს – დასრულდა მეორე რაუნდი

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: