დადასტურდა კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა – 29 ივლისის მონაცემები

29 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 პაციენტი. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1155 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 929 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6489 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 337. ___________ ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

30 ივლისს გოდერძის ალპური ბაღი გაიხსნება

30 ივლისს გოდერძის ალპური ბაღი გაიხსნება, რომელიც ხულოში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. ბოტანიკური ბაღი ერთი-ერთი ტურისტული დანიშნულების ადგილია ჩირუხი-ხიხანი-გოდერძის ტურისტულ მარშრუტსა და მწვანე ტბაზე მოგზაურებისთვის, ასევე კურორტ გოდერძიზე და ბეშუმში დამსვენებლებისთვის. ალპურ ბაღში წარმოდგენილია აჭარის სუბალპური და ალპური ზონისთვის დამახასიათებელი უნიკალური მცენარეულობა და ჰაბიტატების მრავალფეროვნება. გოდერძის ალპური ბაღის ძირითადი დანიშნულებაა კავკასიის ეკორეგიონის მაღალმთიანეთის მცენარეთა …

საქართველოს მოქალაქეებს ლიეტუვაში ჩასვლისას 14-დღიანი თვითიზოლაცია აღარ სჭირდებათ

საქართველოში ლიეტუვის საელჩოს ცნობით, საქართველოს მოქალაქეებსა და საქართველოს ტერიტორიაზე ლეგალურად მცხოვრები რეზიდენტებს აღარ სჭირდებათ სავალდებულო 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა ლიეტუვაში ჩასვლისას. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ამის შესახებ მიიღო ლიეტუვის ჯანდაცვის მინისტრმა, რომელიც ასევე ლიეტუვის ეროვნული გადაუდებელი ოპერაციების ხელმძღვანელია. საელჩოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაშია 2020 წლის 25 ივლისიდან. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიხედოს ეპიდემიური …

ათიდან ცხრა ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტით – NCDC

დღეს, 28 ივლისს, ჰეპატიტის მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, დღეისთვის მსოფლიოში 325 მილიონი ადამიანია დაავადებული ვირუსული ჰეპატიტით. მათ შორის 290 მილიონმა, ანუ 10-დან 9 ადამიანმა არ იცის, რომ ინფიცირებულია B ან C ჰეპატიტის ვირუსით. ვირუსული ჰეპატიტი ყოველწლიურად მსოფლიოში 1.3 მილიონი ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ხდება. საქართველო C ჰეპატიტის (HCV) მაღალი გავრცელების მქონე ქვეყნებს შორისაა, …

„ეს შშმ პირების შეურაცხყოფაა“ – უსარგებლო პანდუსი ინასარიძის ქუჩაზე ბათუმში

ბათუმში, ინასარიძის 13 ნომერში, საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში გაკეთებული პანდუსი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.  პანდუსი იმდენად მაღალია, რომ მასზე ეტლით მოსარგებლე არათუ დამოუკიდებლად, სხვისი დახმარებითაც კი ვერ შეძლებს გადაადგილებას. როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, აღნიშნული მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი შპს „გერა გრუპმა“ ააშენა. კომპანიის მესაკუთრე გიორგი ქარცივაძე აღიარებს, რომ პანდუსი არ ვარგა, თუმცა თავს იმართლებს იმით, რომ პროექტი სხვამ გააკეთა, …

თიბისის საზაფხულო Live-სესიები – აქ.ახლა სრულდება.

30 ივლისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს ვირტუალურად დაესწროს ცნობილი პერუელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის – მარიო ვარგას ლიოსას სესიას თიბისის და საბას Facebook გვერდების დახმარებით. სესია ასევე ხელმისაწვდომი იქნება გამომცემლობა ინტელექტის და მწერალთა სახლის Facebook გვერდებზე. სესია დიალოგის რეჟიმში ჩატარდება და მისი მოდერატორი მთარგმნელი – ლანა კალანდია იქნება. ინტერვიუ თიბისის ორგანიზებით, გამომცემლობა „ინტელექტთან“ …

პანდემიით დაზარალებულ მოიჯარეებს შეეძლებათ შეღავათისთვის მერიას იანვრამდე მიმართონ

მოიჯარეებს, რომლებიც ბათუმის მუნიციპალური ქონებით სარგებლობენ, უფლება ექნებათ იჯარის ხელშეკრულებებში კორონავირუსის პანდემიის გამო ცვლილებების შესატანად მერიას განცხადებით 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიმართონ. ცვლილება მოიჯარეებისთვის ითვალისწინებს შეღავათს, რაც ქირის, საზღაურის და სხვა გადასახადების შემცირებას გულისხმობს. ცვლილება საკრებულოს მიერ 30 აპრილს მიღებულ დადგენილებაში შედის. ამ დადგენილებით, მოიჯარეებს, რომლებსაც პანდემიის გამო შეჩერებული ჰქონდათ საქმიანობა, ხელშეკრულებებში ცვლილების შესატანად …

ამოღებულია 94 შეკვრა ჰეროინი, დაკავებულია 9 ნარკორეალიზატორი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები სისტემატურად ყიდდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 2002 წელს დაბადებული ვ.პ., 1994 წელს დაბადებული ა.მ., 2001 წელს დაბადებული ა.ი., 1998 წელს დაბადებული ლ.ა., 1973 წელს დაბადებული ა.მ., 2002 წელს დაბადებული ე.მ., 1982 წელს დაბადებული ე.ფ., 1989 …

გარდაცვლილი ფეხბურთელის დედის თქმით, ის დაზარალებულად 3 წლისთავზეც არ ცნეს

31 წლის ფეხბურთელის, შოთა მამინაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის გარდაცვალებიდან სამი წელი ახლოვდება, ოჯახი კი ამ დრომდე არ არის დაზარალებულად ცნობილი და არც საქმის მასალებზე აქვთ წვდომა. ფეხბურთელი შოთა მამინაშვილი 2017 წელს მცხეთის სტადიონზე დაგეგმილ მატჩამდე, „მოთელვის“ დროს გახდა ცუდად და გარდაიცვალა. შოთა საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“ თამაშობდა და იმ დღეს მის კლუბს „ვიტ ჯორჯიასთან“ …

ბათუმში ფალავანდიშვილის ქუჩა – შევჩენკოდან პუშკინამდე მონაკვეთში ცალმხრივი გახდება

ბათუმში, ფალავანდიშვილის ქუჩის მონაკვეთი – პუშკინის ქუჩიდან შევჩენკოს ქუჩამდე, ცალმხრივი გახდება. შესაბამისი დადგენილება ბათუმის საკრებულომ უნდა მიიღოს. დადგენილების პროექტით, ავტომობილები ამ მონაკვეთში იმოძრავებენ მხოლოდ შევჩენკოს ქუჩიდან პუშკინის ქუჩის მიმართულებით. საკრებულო საკითხს 31 ივლისს ჩანიშნულ სხდომაზე განიხილავს. დადგენილების მიღებიდან 15 დღეში კი, ქალაქის მერიამ უნდა უზრუნველყოს საგზაო მოძრაობის ორგანიზებასთან დაკავშირებით ტექნიკური საკითხების მოგვარება, მათ შორის, ქუჩაზე …

მარინა ეზუგბაიას კომენტარი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევის წყაროზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია. „ერთი დადასტურებული შემთხვევის წყაროა ლილოს ბაზრობა, ერთის – გაჩიანი, ერთის – დაავადებულთან კონტაქტი, ერთი არის სამედიცინო პერსონალი, ოთხი შემთხვევა არის შემოტანილი და აქედან ორი სატვირთო მანქანის მძღოლია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ დღეს, 28 ივლისს, ჟურნალისტებთან. დღევანდელი მონაცემებით …

203 ადამიანი დაიღუპა ავტოავარიით საქართველოში – ექვსი თვის მონაცემები

ბოლო სამი თვის განმავლობაში საქართველოში 1034 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელზეც სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო გამოძიება. ავარიების რაოდენობა წლის მეორე კვარტალში გასულ წელთან შედარებით შემცირდა საკარანტინო ზომების გამო, რის ფარგლებშიც ავტომობილით გადაადგილება შეზღუდული იყო. მაგალითად, 2019 მეორე კვარტალში მოხდა 1 427 ავტოავარია [რომელსაც მოჰყვა ადამიანის დაშავება ან სიკვდილი], წელს, 2020 წლის აპრილიდან ივნისამდე კი …

ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა თურქ მძღოლს, რომელმაც უკვე დატოვა საქართველო

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა ტრაილერის მძღოლს, თურქეთის მოქალაქეს. სამინისტროს ცნობით, მან უკვე დატოვა საქართველო საკუთარი სურვილით და თურქეთში გადავიდა. 28 ივლისის მონაცემებით, ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 15 პაციენტს მკურნალობენ.  

დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა – 28 ივლისის მონაცემები

28 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 927 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6459 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 353. __________ ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

პროტესტის მეოთხე დღე აკადემიასთან – პროფესორი დისერტაციების პლაგიატზე 

ბათუმის საზღვაო აკადემიის ყოფილმა ლექტორმა, ასოცირებულმა პროფესორმა ვაჟა ანანიძემ დღეს, 27 ივლისს, საზღვაო აკადემიის წინ მორიგი ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამართა. იგი მეოთხე დღეა დგას საზღვაო აკადემიის წინ ტრანსპარანტით და რექტორის სამეცნიერო ნაშრომის საკითხის გარკვევას ითხოვს. ვაჟა ანანიძემ ცოტა ხნის წინ საზღვაო აკადემიის რექტორს, ამავე უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის უფროსს და, ასევე, სხვა აკადემიურ პერსონალს, პლაგიატში დასდო …

ბათუმის „რვაფეხას” კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

კაფე „რვაფეხას“ [იგივე კაფე „ფანტაზია“], კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ მიმართა. კაფე „ფანტაზია“, იგივე „რვაფეხა“, ბათუმის ბულვარში გასული საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ …

თურქეთიდან არადეკლარირებული წამლების გადმოტანისთვის ტრაილერის მძღოლი დააჯარიმეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოს მოქალაქის კ.ლ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მედიკამენტები [5,8 კგ.] აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4 700 ლარი შეადგინა. „საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 4700 ლარის ოდენობით შეეფარდა“, – აცხადებს შემოსავლების სამსახური. _________ რამდენიმე …

10 ჰექტარამდე სახნავ მიწას სახელმწიფო მოიჯარეს მიჰყიდის – ახალი პროგრამა

მოიჯარეებს, რომლებსაც 10 ჰექტარამდე სახნავი მიწის ნაკვეთები სახელმწიფოსგან იჯარით აქვთ აღებული, მათივე განცხადების საფუძველზე, ამ ნაკვეთებს პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში გადასცემენ. სახნავი მიწის საბაზრო ფასს დამოუკიდებელი აუდიტორი/ექსპერტი დაადგენს. მოიჯარემ საპრივატიზებო თანხა ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა 2020 წლის 24 ივლისიდან ამოქმედდა და მას სახელმწიფო ქონების ეროვნული …

30 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია ზოგან ძლიერი წვიმა – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ხვალ, 28 ივლისს, დღის ბოლოდან, 30 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი. სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია აღინიშნოს ჭექა-ქუხილი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. ზღვაზე მოსალოდნელია 2-3-ბალიანი ღელვა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,“ – წერს გარემოს …

6 მიზეზი, რაც ლუგარის ლაბორატორიას რეგიონში უნიკალურს ხდის და COVID-19-თან ბრძოლას აიოლებს

COVID19-თან ბრძოლაში რიჩარდ ლუგარის ცენტრის მნიშვნელობის ზრდასთან ერთად, კრემლისტური მედია, რომელიც წლებია ლაბორატორიასთან დაკავშირებით სხვადასხვა კონსპირაციას ავითარებს, დიაგნოსტიკური ცენტრის მნიშვნელობის ეჭვქვეშ დაყენებას ცდილობს და აცხადებს, რომ ლუგართან დაკავშირებით ბოლო დროს გაკეთებული პოზიტიური შეფასებები გადაჭარბებულია. მაგალითად, კრემლისტურმა გამოცემა News Front Georgia-მ 12 მარტს სტატია, სათაურით “ერთუჯრედიანი “ნაცები” და “ლუგარის ლაბორატორია”გამოაქვეყნა, სადაც ავტორი აცხადებს, რომ კორონავირუსის დიაგნოზის …

წელს ხალხმრავალი ბეშუმობა არ გვექნება – რიჟვაძე

დღეს, 27 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ წელს სახალხო დღესასწაული ბეშუმობა ფართომასშტაბით არ აღინიშნება. „მომეტებული რისკებიდან გამომდინარე, წელს არ გვექნება ხალხმრავალი ბეშუმობა, სამწუხაროდ. იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით მაღალმთიანი აჭარის მცხოვრებლები, გაგებით მოეკიდებიან და მაქსიმალურად დავიცავთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც გვაქვს შესაბამისი უწყებებიდან. თუმცა, აუცილებლად მივულოცავთ,“ – …

ხვამლის ციხე-ქვაბულს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა

კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლს, ხვამლის ციხე-ქვაბულს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ძეგლის კატეგორია „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა. „ძეგლს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება განესაზღვროს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, თუ მას აქვს გამორჩეული მხატვრული ან ესთეტიკური ღირებულება ან …

რიჟვაძე ქობულეთის მერის შესაძლო გადადგომაზე

დღეს, 27 ივლისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს ჰკითხეს ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის შესაძლო გადადგომის შესახებ. „პარასკევს ქობულეთის მერთან ერთად მქონდა ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა და ვერანაირად ვერ დაგიდასტურებთ აღნიშნულ ინფორმაციას“, – განაცხადა რიჟვაძემ. ქობულეთის მერის შესაძლო გადადგომაზე ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც თანამდებობა დატოვა ბათუმის არჩეულმა მერმა, ლაშა კომახიძემ.

თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის მიწვევით იქნება შესაძლებელი – მთავრობა

„თურქეთში სამუშაოდ წასვლა დამსაქმებლის ოფიციალური მიწვევის საფუძველზეა შესაძლებელი“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ დღეს, 27 ივლისს, საქართველოს მთავრობის ბრიფინგზე. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან დამსაქმებლიდან მიიღებენ სამთვიან ოფიციალურ მიწვევას, შეძლებენ თურქეთში სამუშაოდ წასვლას. თუმცა უკან დაბრუნებისას ისინი ვალდებულნი იქნებიან, გაიარონ საკარანტინო რეჟიმი. „მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, …

ბოლო 24 საათში გამოვლენილი შემთხვევების წყარო ცნობილია – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევების ინფიცირების წყაროები ცნობილია. 27 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 პაციენტი. „ოთხი შემთხვევა გახლავთ შემოტანილი, იმპორტირებული შემთხვევა, ერთი – დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ერთის წყარო არის გაჩიანი“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ. დღეის მონაცემებით …

4 დღეში Covid19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მსოფლიოში ერთი მილიონით გაიზარდა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 27 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 16 მილიონს აღემატება. 4 დღის წინ, 23 ივლისს, ეს რიცხვი იყო 15 239 805, შესაბამისად, ბოლო დღეებში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1 023 728 -ით გაიზარდა. 2020 წლის იანვარში ჩინეთში ეპიდაფეთქებიდან დღემდე, 27 ივლისამდე, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 16 263 533 ადამიანი. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების …

აჭარის განათლების მინისტრი კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, მინისტრის მოადგილესთან აკაკი ძნელაძესთან ერთად კულტურის დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მათ პანდემიის პერიოდში ღონისძიებების, საგანმანათლებლო აქტივობების დისტანციურ რეჟიმში განხორციელებისათვის და აქტიურობისთვის. შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები და მათი განხორციელების გზები. აქტიურად მიმდინარეობს სამუზეუმო საქმიანობა და იგეგმება ახალი პროექტების განხორციელება. თეატრებმა დაიწყეს ღია ცის ქვეშ, …

მოღრუბლული ამინდი და წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 ივლისის 21 საათიდან 28 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 28 – 33 გრადუსი ღამით: 20 – 25 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 26 – 31 გრადუსი ღამით: …

კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა – 27 ივლისის მონაცემები

27 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 2 პაციენტი. სულ საქართველოში კორონავირუსის 1137 შემთხვევა დადასტურდა, რომელთაგან 922 გამოჯანმრთელდა, 16 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6439 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 326.

ავარიის ფაქტზე, რასაც არასრულწლოვანი ემსხვერპლა, პოლიციელი დააკავეს – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, სოფელ არაგვისპირთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავეს. „გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ არაგვისპირთან ვ.ფ. შეეჯახა ქვეითად მოსიარულე, არასრულწლოვან ლ.ზ.-ს, რომელიც …

როცა მთავრობა კრემლის ტყუილების გამოააშკარავების ნაცვლად კრიტიკულ მედიას ებრძვის

სამსახურები, რომლებსაც, წესით, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ უნდა ემუშავათ, ახლახან შექმნილი ფეისბუქგვერდების მიხედვით, კრიტიკული მედიის წინააღმდეგ მუშაობენ. რუსულ დეზინფორმაციასთან და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ რამდენიმე უწყებაშია შექმნილი სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი. პანდემიის დროს საქართველოში რუსული პროპაგანდა კიდევ უფრო გაძლიერდა. გაძლიერდა ე.წ. სტრატკომებიც – საქართველოს მთავრობამ, შინაგან საქმეთა, თუ თავდაცვის სამინისტროებმა ფეისბუქგვერდები შექმნეს, სადაც რუსულ დეზინფორმაციაზე ვერაფერს ნახავთ, ან …

5 ადვოკატი ბათუმიდან დეპუტატობას აპირებს

წინასაარჩევნოდ ხუთი ადვოკატი, რომლებიც ბათუმში მუშაობენ, პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანდა. „ქართველ ნაციონალისტთა ერთობის“ სახელით დეპუტატობას აპირებენ შემდეგი ადვოკატები: დავით ჯაფარიძე, ვაჟა მელაძე, მერი ცინარიძე, პაატა ნაკაიძე, მზია დიასამიძე. „ჩვენ გვინდოდა ახალი პარტიის დაფუძნება, რომელსაც ექნებოდა ასეთი სახელი „დამცველთა ერთობა – მესამე ძალა“, მაგრამ ეს პროცედურულად ვერ მოვასწარით… ამიტომ ვარჩიეთ იმ პარტიასთან თანამშრომლობა, რომელიც 90-იანი წლებიდან არსებობს. …

კლინიკიდან გაწერეს ქობულეთში სამაშველოს უფროსის ძმა, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტალში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა ჩაუტარდა, ფეხის არეში მიყენებული ჭრილობა დაუმუშავდა და იმავე ღამით გაწერეს კლინიკიდან. „…ეს იყო გუშინწინ, დაახლოებით ღამის სამ საათზე შემოიყვანეს. მას დასჭირდა მცირე ქირურგიული ჩარევა და კლინიკიდან გავწერეთ,“ – ამბობს „ევექსის“ ქობულეთის ჰოსპიტლის დირექტორი, ირინე დოლიძე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაჭრილი …

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ორ პირს დაუდასტურდა, მათ შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ორმხრივი პნევმონია აქვს და შესაბამის მკურნალობის კურსს გადის. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერის, გია კიკაბიძის თქმით, ორივე მამაკაცი, რომლებსაც დღეს covid19 დაუდასტურდა, აქამდე საკარანტინო სივრცეში იყო მოთავსებული, ისინი საშუალო ასაკის საქართველოს მოქალაქეები არიან. „მათ შორის, ერთ-ერთი უკვე მე-13 დღეა იყო კარანტინში, უკვე გაშვებას …

ქუთაისთან ახლოს, მაგისტრალზე, ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა

ქუთაისთან ახლოს, ავტომაგისტრალზე მსუბუქ ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა. თვითმხილველის თქმით, მძღოლმა წრიულთან სავარაუდოდ ავტომანქანა ვერ დაიმორჩილა და ბეტონის ჯებირს შეეჯახა. ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომანქანა ჯებირთან შეჯახების შედეგად აალდა, ხოლო მძღოლმა ავტომანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. დაწყებულია ადმინისტრტაციული სამართალწარმოება. მთავარი ფოტო: ავტომანქანას ავტომაგისტრალზე ცეცხლი გაუჩნდა. როინ გუნდაძის ფოტო

თურქეთის საკონსულოს მხარდაჭერით 310 ათასი ლარის ორი პროექტი დასრულდა ზემო აჭარაში

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფელ ოქრუაშვილებში, სადაც 150 ოჯახი ცხოვრობს, სასმელი წყლის სისტემა ბათუმში თურქეთის საკონსულოს მხარდაჭერით გაკეთდა. ამ პროექტის ღირებულება, როგორც ბათუმში თურქეთის საკონსულოდან გვაცნობეს, 130 ათასი ლარია. გუშინ წყლის სისტემა ოქრუაშვილებში კონსულმა – მაქბულე ქოჩაკმა დაათვალიერა. ამ სოფელში წყლის პრობლება წლობით გადაუჭრელი იყო. საკონსულოში აცხადებენ, რომ პროექტის ფარგლებში წყლის სათავეებთან შემკრები რეზერვუარი მოეწყო, სოფლამდე მიიყვანეს …

Exit mobile version