“შვილების გადასარჩენად” – აქცია ევროპის მოედანზე

“მკვლელი სისტემა”, “ნუ მომკლავ” – ამ და სხვა ლოზუნგებით სოლიდარობის აქცია ბათუმში, ევროპის მოედანზე იმართება. აქციის ორგანიზატორია პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის”. აქციაზე შეკრებილები აპროტესტებენ კრიმინალური შემთხვევების გახშირებას და თვლიან, რომ ხელისუფლების მუშაობა კრიმინალის წინააღმდეგ არაეფექტურია. “ეს არის სოლიდარობა ყველა ადამიანის მიმართ, რომელიც არის ძალადობრივი სისტემის მსხვერპლი, უსამართლობის და გახშირებული კრიმინალური შემთხვევების მსხვერპლი… ხელისუფლებამ არ უზრუნველყო …

ბათუმის დინამოს ფეხბურთელებმა ახალი სტადიონი დაათვალიერეს

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობაზე ბათუმის დინამოს ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბის წევრებს ვუმასპინძლეთ. სტუმრებს მინდვრის საფარი, გასახდელები, საშხაპეები და სხვა დასრულებული სამშენებელო სამუშაოები დავათვალიერებინეთ.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაში დამატებით თურქი სპეციალისტები ჩაერთნენ – დეპარტამენტი

გრიგოლეთი-ქობულეთის და ბათუმის შემოვლითი გზების პროექტებში დამატებითი პერსონალი 14-დღიანი კარანტინის გავლის შემდეგ ჩაერთო. ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „საქართველოში თურქეთის  საელჩოსა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ხელშეწყობით, შემოვლითი გზის პროექტის განმახორციელებელმა თურქულმა კომპანია POLATYOL-მა, COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციების გათვალისწინებით, უსაფრთოხების დაცვისთვის საჭირო სამოქმედო გეგმა წინასწარ განსაზღვრა. საქართველოს საზღვარზე PCR ტესტის გავლის შემდეგ, თურქულმა კომპანიამ …

ბათუმში ავარიის შედეგად 5 ადამიანი მრავლობითი მოტეხილობით კლინიკებში გადაიყვანეს

ბათუმში ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნებათ. როგორც „ბათუმელებს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, დაშავებული სამი მოქალაქე იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი, ერთი – რესპუბლიკურ საავადმყოფოში, კიდევ ერთი კი  -კლინიკა „ბრაზერში“. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაშავებულთა შორის 14, 15 და 17 წლის მოზარდებიც არიან. ერთ-ერთ მათგანს ღია ჭრილობა აღენიშნება. ბათუმში, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე, მსუბუქი …

შეჯახების შედეგად ბათუმში სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა 

ბათუმში, აღმაშენებლისა და ბაგრატიონის ქუჩების გადაკვეთაზე, მსუბუქი ავტომანქანა მიკროავტობუსს დაეჯახა. თვითმხილველის თქმით, შეჯახების შედეგად სამგზავრო მიკროავტობუსი ამოტრიალდა და ავტობუსს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვთ. „ახლა მივედით ადგილზე“, – გვითხრეს უწყებაში. განახლება შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. მათ შორის 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, …

უსკოს 3 ახალი წევრი აირჩიეს

უმაღლესმა საბჭომ უსკოს სამი ახალი წევრი შეარჩია: ირაკლი გვარჯალაძე [13 ხმა], მარიამ გუგუნავა [15 ხმა] და ნოდარ მელაძე [14 ხმა]. გადაწყვეტილება საბჭოს წევრებმა დღეს, 24 ივლისს მიიღეს. დღევანდელ სხდომას  უსკოს წევრობის კანდიდატები არ დასწრებიან. დეპუტატებმა კანდიდატებს გუშინ, 23 ივლისს, მოუსმინეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებს სწორედ უმაღლესი საარჩევნო კომისია  ატარებს. აქ სამი ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, …

დაბალი ფასები და ხარისხიანი პროდუქტი – ფარნავაზ მეფის N139-ში მარკეტი „ფარფური“ გაიხსნა

ახალი, რიგით მეორე მარკეტი ბათუმში, ფარნავაზ მეფის 139 ნომერში მდებარეობს. „ფარფური“ მომხმარებელს თავს პროდუქციის ხარისხითა და დაბალი ფასებით ამახსოვრებს. მარკეტში შეგიძლიათ შეიძინოთ ხილი და ბოსტნეული, ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, რძის პროდუქტები, ალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელები და ყველაფერი, რაც მარკეტზე ფიქრისას თავში გაგიელვებთ.  „ფარფურის“ მარკეტები იმითაცაა გამორჩეული, რომ აქ ღარიბებს პურს უფასოდ აძლევენ. საყოველთაო იზოლაციის დროს, მარკეტებმა 70 …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 24 ივლისის 21 საათიდან 25 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგან ხანმოკლე წვიმა, დღისით – უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 20 – 25 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: …

იპოვეს 15 წლის მოზარდი, რომელსაც 5 დღე ეძებდნენ

15 წლის მოზარდი ნინო ჯარიაშვილი, რომელსაც ოჯახი და ახლობლები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ, თბილისში ცოცხალი იპოვეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 15 წლის მოზარდი გუშინ ღამე იპოვეს. მანამდე მოზარდის მამამ “ტელეკომპანია პირველთან” საუბარში აღნიშნა, რომ შვილის გაუჩინარების შესახებ მოზარდის დედამ ინფორმაცია კვირას, 19 ივლისს შეატყობინა.

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი ერთხმად ცნო დამნაშავედ. პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 27 ოქტომბერს ბრალდებულმა გ.ნ.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, მ.კ.-ს გულმკერდისა და წელის არეში დანით მიაყენა ჭრილობები. გ.ი. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დაიკითხა ათობით მოწმე, გამოკვლეულ იქნა ვიდეოჩანაწერი, ექსპერტიზის დასკვნები, …

ტრაილერის კიდევ ერთ მძღოლს ბათუმში COVID 19 დაუდასტურდა – 24 ივლისი

covid 19-ით ინფიცირება ბათუმში კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. დაინფიცირებული სატვირთო ავტომანქანის თურქი მძღოლია. პაციენტი თავისი სურვილით ცხელების კლინიკიდან თურქეთში გადაიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 24 ივლისის მდგომარეობით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობის კურსს 10 პაციენტი გადის, ხოლო ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 25 პირი. დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 596 ლაბორატორიული კვლევის შედეგი …

8 ახალი შემთხვევა ლილოს ბაზრობას უკავშირდება, 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია – ეზუგბაია

24 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა ერთი პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი 19 შემთხვევიდან 8 შემთხვევა არის ლილოს ბაზრობიდან, 5 შემთხვევა უკავშირდება გაჩიანის კლასტერს, 2 შემთხვევა იმპორტირებულია, აქედან ერთ-ერთი სატვირთო მანქანის მძღოლია. ასევე, ინფიცირებულია ერთი სამედიცინო პერსონალი, სამი ახალი შემთხვევის ინფიცირების წყარო კი …

ვინ და როგორ აშენებს მომავლის “ოცნების ქალაქს”

ქალაქ ბათუმის ტერიტორიაზე არსებულ დასახლება „ოცნების ქალაქში“ 2000-მდე ოჯახი ცხოვრობს. სახლებს, უმეტესად, რამდენიმე კვადრატული მეტრი ფიცრებისა და თუნუქის ფირფიტებისგან შეკრული შენობები წარმოადგენს. „ოცნების ქალაქი” მჭიდროდაა დასახლებული. აქ მცხოვრები ადამიანები წლებია ითხოვენ ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს. მათ შორისაა მაია ბოლქვაძე. მაია ბოლქვაძე, „ოცნების ქალაქის“ მცხოვრები: „მარტოხელა, მრავალშვილიანი დედა ვარ, მყავს ხუთი შვილი, უფროსი უკვე უნივერსიტეტში სწავლობს, ტყუპები …

„დისტანცირება“ სამარშრუტო ტაქსიში კორონავირუსის პანდემიისას [ფოტოამბავი]

კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოში ფეხზე მდგომი მგზავრების ტრანსპორტირება მიკროავტობუსში აკრძალულია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თუმცა ცალკეულ სამარშრუტო ხაზზე ბათუმში შეხვდებით ამ რეგულაციის დარღვევის ფაქტს, განსაკუთრებით ხელვაჩაურის მიმართულებით. ეს სამარშრუტო ტაქსი „ბათუმელებმა“ დღეს, 24 ივლისს გადაიღო. გარდა ფეხზე მდგომი მგზავრების გადაყვანის აკრძალვისა, მიკროავტობუსში არ დაიშვება მგზავრი პირბადის გარეშე, იკრძალება კონდიციონერის გამოყენებაც, ყველა მოძრავი საქარე მინა ღია …

სოფელ ყარაჯალარში კარანტინი გამოაცხადეს – კოვიდ 19

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა. „სოფელ ყარაჯალარის შესასვლელსა და გასასვლელში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საკარანტინო შეზღუდვებს 24 საათის განმავლობაში გააკონტროლებენ. სამართალდამცველები აკონტროლებენ სოფელთან მისასვლელ მეორეხარისხოვან გზებსაც, რომელთაც მუდმივად ამონიტორინგებენ მობილური ჯგუფები“, – აცხადებს შსს. ამავე წყაროს ცნობით, …

კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა – 24 ივლისის მონაცემები

24 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 1 პაციენტი. დღეის მონაცემებით, 214 პაციენტი მკურნალობს საქართველოს კოვიდცენტრებში. სულ საქართველოში კორონავირუსის 1104 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან გამოჯანმრთელდა – 912, ხოლო გარდაიცვალა 16 პაციენტი. ბოლო რამდენიმე დღეა საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატებაა, ძირითადად, გარდაბნის რაიონში. ___________ ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო …

რას ამბობს მინისტრი ტიტე აროშიძე თავისი მოადგილის გადაყენებაზე

ჯამბულ ხოზრევანიძე მეორე მოადგილეა, რომელმაც აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის პოსტი ისე დატოვა, რომ განმარტება არ გაუკეთებია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ მამუკა თურმანიძემ, რომელმაც მოადგილის პოსტი უფრო ადრე დატოვა, თავად დაწერა განცხადება, ხოლო ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის მიმართვის საფუძველზე გაათავისუფლა. ჯამბულ ხოზრევანიძემ დღეს თქვა, რომ არ იცის, რატომ გაათავისუფლეს. მანამდე კი „ლელოში“ …

რას ამბობს მინისტრის მოადგილე, რომელიც რიჟვაძემ გადააყენა – ინტერვიუ

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ჯამბულ ხოზრევანიძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თანამდებობიდან მინისტრის მიმართვის საფუძველზე მოხსნა. მინისტრი ტიტე აროშიძე ამბობს, რომ მისი მოადგილე სამუშაო დროს და სამსახურის რესურსს თავისი პოლიტიკური შეხედულებების აგიტაციისთვის იყენებდა. რას ამბობს გადაყენებული მოადგილე? – ის თანამდებობის დაკარგვიდან მეორე დღესვე „ლელოს“ წევრი გახდა, ჯამბულ ხოზრევანიძემ „ბათუმელების“ კითხვებს უპასუხა. ბატონო ჯამბულ, რა …

ჯარას თაფლი ევროკავშირის ბაზარზე – 4 მეფუტკრე აჭარიდან, რომლებმაც ბიოსერტიფიკატი მოიპოვეს

ჯარას თაფლის მწარმოებელმა 18-მა ქართველმა მეფუტკრემ ბიოსერტიფიკატი მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ თავიანთი პროდუქციის ევროპულ ბაზარზე გატანა შეუძლიათ. საქართველოში ჯარას მეფუტკრეებმა ბიოსერთიფიკატი პირველად მოიპოვეს.  ჯარას მეფუტკრეები ძირითადად აჭარაში ცხოვრობენ, „ბათუმელები“ ოთხ მათგანს ესაუბრა. ჯარას თაფლი ძირითადად აჭარაში აწარმოებენ. წელს მეფუტკრეები 24 კასრიდან 3 ტონამდე ბიოთაფლს ელიან. ჯარა ქართული, ტრადიციული სკაა, ხის მორი, რომელშიც ფუტკარი …

რატომ ვერ თანხმდება ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე აჭარაში?

კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ, თუმცა ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი რეგიონებში და, მათ შორის, აჭარაში თავ-თავისი კანდიდატების დასახელებას აპირებს. ოპოზიციური შეთანხმება საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებზე მხოლოდ თბილისში შედგა. რატომ ვერ თანხმდებიან რეგიონებში საერთო კანდიდატებზე და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ოპოზიციას შესაძლებლობა რომც მიეცეს, კოალიციურ რეჟიმში მუშაობა გაუჭირდება, თუკი კონსენსუსს არჩევნებამდე ვერ ახერხებს? – ამ თემაზე …

ბათუმის სასპორტო სკოლა თავისი ტერიტორიით 19,5 მილიონად გაიყიდა – მყიდველია „ორბი“

ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის, როგორც მას ბათუმში უწოდებენ „ბასკოს“ შენობა და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთი დღეს, 23 ივლისს, ელექტრონულ აუქციონზე 19 500 000 ლარად გაიყიდა. მყიდველი „ორბი ჯგუფი ბათუმია“, რომელიც ამ თანხას ეტაპობრივად გადაიხდის. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონება პირობიან აუქციონზე 19 მილიონ ლარად ჰქონდა გამოტანილი, ბიჯი 500 ათასი ლარი იყო. ქონება …

მერის მოვალეობის შემსრულებელმა მრჩეველთა საბჭო დაითხოვა – მის ბრძანებას გაასაჩივრებენ

ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, არჩილ ჩიქოვანმა, მრჩეველთა საბჭო დაითხოვა. მის მიერ გამოცემული ბრძანება 23 ივლისით თარიღდება, თუმცა მერიის აპარატის უფროსი, ნუკრი დეკანაძე განმარტავს, რომ მერის მრჩეველთა საბჭოს მერის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტისთანავე ავტომატურად უწყდება უფლებამოსილება და არჩილ ჩიქოვანის ხელმოწერილი ბრძანება ამ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალური იურიდიული დოკუმენტია. „მერს უფლებამოსილება შეუწყდა, მეორე დღიდან ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება ამ საბჭოსაც“, …

ორი მიკროავტობუსის შეჯახების შედეგად ერთი მგზავრი დაშავდა

დღეს, 23 ივლისს, ჩაქვის გვირაბთან ორი მიკროავტობუსი შეეჯახა ერთმანეთს, მათ შორის, ერთ-ერთი სამგზავრო იყო. ავარიის შედეგად დაშავებული მგზავრი – ახალგაზრდა კაცი კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, შემთხვევის ადგილზე კიდევ სამ მგზავრს გაუწიეს სამედიცინო მომსახურება, თუმცა მათ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …

გააქირავე მარტივად rent.myhome.ge-ს დახმარებით

Myhome-მა შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად ახალი პლატფორმა შექმნა rent.myhome.ge, რომელიც უძრავი ქონების გამქირავებლებს და ტურისტებს დაეხმარება მარტივად იპოვონ ერთმანეთი. ვებგვერდზე გამქირავებელს შეეძლება მარტივად განათავსოს სახლი, ბინა, ოთახი, გესთჰაუსი თუ სასტუმრო, უმასპინძლოს ტურისტებს და მიიღოს დამატებით შემოსავალი. მასპინძლები შეძლებენ სრულყოფილად წარმოაჩინონ შეთავაზება: განთავსების პირობები, კვება თუ სხვა დამატებითი მომსახურებები, ონლაინ დაჯავშნითა და გადახდის შესაძლებლობით. განმთავსებლებისთვის ჯავშნების პროცესის …

მსოფლიოში 15 მილიონზე მეტი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 23 ივლისის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 15 239 805 შემთხვევა. ეს არის მხოლოდ იმ პაციენტების რაოდენობა, რომელთაც კორონავირუსი დაუდასტურდათ კვლევის შედეგად, ინფიცირებულთა რიცხვი, სავარაუდოდ, ამაზე გაცილებით დიდია. იანვრიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 623 658 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 143 190 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში; 82 771 – …

ვინ შეაკეთებს ბათუმის ქუჩებს

ბათუმის ასფალტირებული და არაასფალტირებული ქუჩების შეკეთებაზე ტენდერები მერიის სამსახურებს ახლა აქვთ გამოცხადებული. ქალაქის ბიუჯეტიდან ამ სამუშაოებისთვის ჯამში 440 ათას 140 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების დაწყება კი, მიმდინარე ტენდერების დასრულებაზეა დამოკიდებული. გზის პრობლემატურ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგების [ასფალტის დაკერების] სამუშაოებზე ტენდერი 299 ათას 840 ლარით აქვს გამოცხადებული მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს. წინადადებების მიღება 29 ივლისს …

ოზურგეთი პირველი მუნიციპალიტეტია, რომელიც ოპტიკური ინტერნეტის პროექტში ჩაერთვება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ოზურგეთი პირველი მუნიციპალიტეტი იქნება საქართველოში, რომელიც ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტში ჩაერთვება. ამის შესახებ მინისტრმა დღეს, 23 ივლისს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „მიღებული იქნა გადაწყვეტილება, კონტრაქტი დაიდება და სამუშაოები დაიწყება საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში. საუბარია ე.წ. „ოფენ ნეტის“ პროექტზე, რომელიც ხორციელდება ეკონომიკის სამინისტროს კოორდინირებით, ეს პროექტი …

თურქეთში გასულ 24 საათში კორონავირუსის 902 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში გასულ 24 საათში 902 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა თურქეთში 222 402-მდეა გაზრდილი. დაავადების გავრცელების რაოდენობით თურქეთი მსოფლიოში მე-15 ადგილზეა. თურქული მედიასაშუალების „ანადოლუს“ ინფორმაციით, თურქეთში covid19-ით ამ დრომდე 5 545 ადამიანი დაიღუპა, ბოლო 24 საათის განმავლობაში – 19. პანდემიის გამო თურქეთთან საზღვარი საქართველომ 15 მარტს ჩაკეტა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გავრცელება …

რადისონ ბათუმი ადასტურებს, რომ ერთ-ერთ სტუმარს კოვიდ -19 აღმოაჩნდა

ინფორმაცია ყაზახეთის მოქალაქეების ჩარტერული რეისით შემოსვლაზე და მათ შორის ინფიცირებული პირების ყოფნაზე ბათუმში გასული კვირის განმავლობაში ინტენსიურად ვრცელდებოდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აქამდე დაუდასტურებელი ინფორმაციის მიუხედავად, რამდენიმე სტუმარმა პროტესტის ნიშნად სასტუმროც კი დატოვა. „რადისონის“ სტუმრები გვიყვებოდნენ, რომ სასტუმროს მაღლივი ორი სართული ჩაკეტილია. ფაქტის შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ვერ დაგვიდასტურეს. უწყებაში გვითხრეს, რომ „რადისონის“ ყაზახი …

დადასტურდა კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა, სამის ინფიცირების წყარო ჯერ უცნობია

23 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 4 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 3 პაციენტის ინფიცირების წყარო უცნობია, მან აღნიშნა, რომ მიმდინარეობს ამ პაციენტების ინფიცირების წყაროს მოძიება, რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს – ესაა გაჩიანის კლასტერთან დაკავშირებული, დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები და იმპორტირებული შემთხვევები. დღეის მონაცემებით, 196 …

ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება – გახარია

დღეს, 23 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ გაჩიანის კლასტერთან დაკავშირებით საქართველოს ბაზრებსა და ბაზრობებზე კონტროლი გამკაცრდება. „სოციალური სტრუქტურა ამ სოფლების გახლავთ ისეთი, რომ ბევრი ჩვენი მოქალაქე ამ სოფლებიდან შრომობს თბილისის და საერთოდ, ქვეყნის სხვადასხვა ბაზრებზე თუ ბაზრობებზე. ამიტომ, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ბაზრებსა და ბაზრობებზე გამკაცრდეს კონტროლი, ეს იქნება თერმოსკრინინგი და ტესტირება, შერჩევითი. …

ავტომანქანები და მშენებლობები უსინათლოთა ბილიკებზე ბათუმში [ვიდეო]

ბათუმის არაერთ ქუჩაზე ველობილიკების გარდა უსინათლო ადამიანებისთვის განკუთვნილი ბილიკებიცაა, თუმცა მათზე გადაადგილება უსინათლოებისთვის ნამდვილად არ არის უსაფრთხო. ამაში სწრაფად დარწმუნდებით, თუ ერთხელ მაინც შეეცდებით ამ ბილიკს გაჰყვეთ თვალდახუჭული. უსინათლოთა ბილიკებზე, რომლებიც გზის სავალ ნაწილზეა დაგებული, ძალიან ხშირად შეხვდებით პარკირებულ ავტომობილებსა თუ სხვადასხვა სავაჭრო და კვების ობიექტების მიერ გამოდგმულ ინვენტარს. ასეთ ბილიკებს ზოგჯერ ორმოებთან მივყავართ, თანაც …

2000-ზე მეტი ოჯახი აჭარაში ბინის მიღებას სახელმწიფოს დახმარებით ცდილობს

მონაცემთა ბაზის მიხედვით, რომელიც სამთავრობო კომისიამ შეადგინა ე.წ. ოცნების ქალაქში დაპირებულ ბინას 1607 ოჯახი ელოდება. სამთავრობო კომისიამ მუშაობა დაასრულა და მონაცემების გაფილტვრა დაიწყო. ეს იმას ნიშნავს, რომ მთავრობა შეისწავლის ამ ოჯახებიდან რომელიმეს ხომ არ აქვს ინდივიდუალური საკუთრება, თუ დახმარება რეალურად სჭირდება. კომისიის თავმჯდომარის, რამაზ ჯინჭარაძის ინფორმაციით [რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეა], ამ პროცესში საერთაშორისო …

ველოსიპედებისთვის GPS ნავიგაციისა და ახალი სერვისის შესაძენად 200 500 ლარია გამოყოფილი

„ბათუმიველოს“ ველოსიპედები ბათუმში სულ მცირე სექტემბრის თვემდე არ გამოჩნდება. მერიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტმა“ გამოაცხადა ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე, რომელიც მოიცავს: 100 ცალ GPS ნავიგაციის მოწყობილობას ველოსიპედებისთვის, შესაბამისი პლატფორმით/სერვერით სარგებლობას და ადმინისტრირებას. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 200 ათას 500 ლარია. „ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, საწყის ეტაპზე, ქალაქში ახალი სისტემის საშუალეთ, 100 ველოსიპედით სარგებლობა იქნება შესაძლებელი, რაც გულისხმობს ველოსიპედებით სარგებლობას მობილური …

როცა ორსულ ქალს ყაჩაღობაზე 11 წელს უსჯი – უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატის ძველი საქმე

კიდევ ერთი მოსამართლე, რომელიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეობას აპირებს, ლევან თევზაძეა. გასულ კვირას, 17 ივლისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სწორედ მისი კანდიდატურა წარუდგინა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად. ლევან თევზაძის კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენას 14-წევრიანი იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან 10-მა წევრმა დაუჭირა მხარი. ლევან თევზაძემ წლების წინ მოსამართლეობა ხელვაჩაურის სასამართლოში დაიწყო. წინა ხელისუფლების პერიოდში ერთ-ერთი რეზონანსული საქმე …

წელს საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა, 20 პირს ამ დრომდე ეძებენ

2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 54 ადამიანი დაიკარგა, მათგან 13 არასრულწლოვანი იყო. ბოლო ექვს თვეში დაკარგული 54 ადამიანიდან 34 იპოვეს [8 – გარდაცვლილი], 20 ადამიანი კი ამ დრომდე ეძებენ, მათ შორისაა 3 არასრულწლოვანი. წელს 2020 წლის ივნისამდე დაკარგულთა უმრავლესობა საქართველოს მოქალაქე იყო, 1 – ნიდერლანდების, 1 – რუსეთის და 1 – თურქეთის. შსს-ს სტატისტიკის …

Exit mobile version