მთავარი,სიახლეები

თურქეთის ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

30.10.2020
თურქეთის ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში,  ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თურქეთის დროით 14:51 წუთზე დაფიქსირდა სეფერიჰისარის რაიონის მახლობლად. შედეგად  დაინგრა საცხოვრებელი სახლები და დაიბზარა მრავალსართულიანი კორპუსები. ბიძგები იგრძნობოდა სტამბულსა და ბურსაშიც. იზმირიდან გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოსახლეობის ნაწილმა ბინები დატოვა და ამჟამად ღია ცის ქვეშ დგას. ქალაქის ქუჩები დანგრეული სახლების მტვრითაა დაფარული. იზმირის მერი CNN TÜRK-თან საუბარში ამბობს, რომ დაახლოებით 20 საცხოვრებელი  კორპუსია დანგრეული. თურქეთის კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების სამმართველო ჯერ არ ავრცელებს ინფორმაციას დაშავებულების და დაღუპულების შესახებ.

ტვიტერზე ვრცელდება მიწისძვრის შედეგების ამსახველი ვიდეოები:

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: