მექსიკა მესამე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობით

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მექსიკის შეერთებული შტატები უკვე მესამე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობით. პანდემიის დაწყებიდან დღემდე მექსიკაში კორონავირუსით გარდაიცვალა 47 472 ადამიანი. ქვეყანაში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 434 193 შემთხვევა, მათგან 334 867 პაციენტი უკვე განიკურნა. მექსიკა მეექვსე ადგილზეა მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკით აშშ-ის, ბრაზილიის, ინდოეთის, რუსეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის შემდეგ. ჯონ …

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სილამაზის სალონი გაქურდეს

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სილამაზის სალონი გაქურდეს, ადგილზე იმყოფებიან კრიმინალისტები. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით – ქურდობა. _________ ფოტო შემთხვევის ადგილიდან.

შუახევში სოკოთი 4 ადამიანი მოიწამლა

შუახევის მუნიციპალიტეტში სოკოს ჭამის შემდეგ ოთხი ადამიანი მოიწამლა, ისინი წუხელ კლინიკა „მედალფაში“ გადმოიყვანეს. კლინიკაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ოთხივე მათგანს მიღებული აქვს სოკო. მოწამლულები ორი სხვადასხვა ოჯახის წევრები არიან, დედა-შვილი და ცოლ-ქმარი. ყველა მათგანი სრულწლოვანია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, 3 პაციენტს სავარაუდოდ დღესვე გაწერენ კლინიკადან, თუმცა ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, 24-საათიანი დაკვირვებისთვის. „მისი …

ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი განიკურნა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში კორონავირუსისგან ერთი პაციენტი განიკურნა. დღეის მონაცემებით ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რომელიც ქოვიდცენტრია, 16 პაციენტს მკურნალობენ კორონავირუსზე. 2 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1177 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 955 პაციენტი …

14 წლის მოზარდის ბიძა და ბაბუა ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს, 1994 წელს დაბადებული დ.ი. და 1962 წელს დაბადებული ზ.ი. შს სამინისტროს გამოძიებით დადგინდა, რომ 2006 წელს დაბადებულ ნ.ა.-ზე ბიძა და ბაბუა – დ.ი. და ზ.ი., გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად სისტემატურად ძალადობდნენ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის …

დადასტურდა კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა – 2 აგვისტოს მონაცემები

2 აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 6 პაციენტი. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1177 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 955 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6969 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 285. ___________ ფოტოზე: ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის სამედიცინო პერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

მაშველებმა სანაპირო ზოლზე 176 პირი გადაარჩინეს, მათ შორის 88 არასრულწლოვანი

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე სეზონის გახსნიდან დღემდე მაშველებმა 176 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის 4 ბალიანი შტორმის დროს – 21 მოქალაქე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, გადარჩენილებს შორის 88 არასრულწლოვანია. ამავე პერიოდში მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 32 ბავშვი იპოვნეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს მოსახლეობას, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს. „არ შეხვიდეთ …

აჭარის ტელევიზიის 192 თანამშრომელი 3 გათავისუფლებული კოლეგის დაბრუნებას ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი ტელევიზიის მენეჯმენტისგან ითხოვს 30 ივლისს გათავისუფლებული ტელევიზიის სამი თანამშრომლის: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორის – ბაჩო გურაბანიძის, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერის – გიორგი მურვანიძის და მემონტაჟე გუგა ქადიძის სამსახურში დაბრუნებას. აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლები ტელევიზიის მენეჯმეტს კოლეგების სამსახურში დაბრუნების მოთხოვნით, წერილობით, ოფიციალურად ორშაბათს, …

თუ ფული უნდათ, ირინა ქრთამს არავის გადაუხდის – ექსპროპრიაცია კომპენსაციის გარეშე

ავტორი: კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (იქნებ ქალაქ ბათუმის მერია  ფიქრობს, ან გვატყუებს, რომ საქართველოს ნოტარიუსის მიერ გაცემულ დოკუმენტსაც აპოსტილით დამოწმება ან ლეგალიზება სჭირდება?) 2010 წელს, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილების საფუძველზე, საავტომობილო გზის გაგრძელების მშენებლობის მიზნით ექსპროპრიაციას დაექვემდებარა ქალაქ ბათუმის ადლიის დასახლებაში მცხოვრები 38 ოჯახის, მათ შორის …

სახელმწიფო მიწის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულია 1 პირი – პროკურატურა

პროკურატურამ სახელმწიფო მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავა და ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, ლ.პ-მ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უტყისუბანში სხვადასხვა დროს მოიძია კომერციული მიზნებისთვის ხელსაყრელ ადგილას სახელმწიფოს კუთვნილი 2000 კვ.მ. და 0,51 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ადიგენი-ხულოს ცენტრალურ საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარეობს, რომელთაგან ერთი – 2014 წელს, ხოლო მეორე – 2017 წელს წარადგინა …

AJARATV-ის 3 გათავისუფლებული თანამშრომლის საქმეზე EMC სასამართლოს მიმართავს

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი [EMC] ეხმიანება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომლის დათხოვნის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორისა და მენეჯმენტის კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების დევნის კიდევ ერთი მაგალითია. 30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი …

ბათუმში წვიმიანი ამინდი სამ დღეს შენარჩუნდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, პირველი აგვისტოს 21 საათიდან  2 აგვისტოს 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით – წვიმა,ზოგან – ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 21 – 26 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 15 …

დადასტურდა კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა – ბოლო 24 საათის მონაცემები

პირველი აგვისტოს მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 7 პაციენტი. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ცნობით სამივე შემთხვევეაში ვირუსი სატვირთო ავტომანქანის მძღოლებს დაუდასტურდათ. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1171 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 949 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6588 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ …

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა

ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ პირს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პაციენტი მკურნალობას ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში აგრძელებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაავადებათა კონტროლის აჭარის სამმართველოსა და  ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიებში ჩატარებული 1001 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. პირველი აგვისტოს მონაცემებით რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში 17  პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე. დღეისათვის ცხელების კლინიკებში …

აბრეშუმის გზა – ბესო ხვედელიძის წიგნის პრეზენტაცია ბათუმში [ანონსი]

ორშაბათს, 3 აგვისტოს, K2 Cafe-ში თანამედროვე ქართველი ავტორის, ბესო ხვედელიძის მოთხრობების კრებულის – „აბრეშუმის გზა“ – პრეზენტაცია გაიმართება. „რჩეული მოთხრობები“ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში შექმნილ საუკეთესო პროზაულ კრებულთა სერიაა. აქ იხილავთ თანამედროვე ქართველი მწერლების მიერ სხვადასხვა დროს დაწერილ მოთხრობებს, რომლებმაც გამოქვეყნებისთანავე მიიპყრო საზოგადოების ყურადღება. ამ სერიაში თავმოყრილია სხვადასხვა კრებულიდან თუ პერიოდიკიდან ამოკრებილი გამორჩეული ნაწარმოებები. პრეზენტაციის მოდერატორი …

ცემის შედეგად ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი

ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ აბაშიძე დღეს ბათუმში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ თამაზ აბაშიძის ახლო გარემოცვიდან ორმა სხვადასხვა პირმა დაუდასტურა. თამაზ აბაშიძის ნათესავების თქმით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, „გუშინდელი ცემის შედეგად ცხვირის ძვალი აქვს გატეხილი“. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამაზ აბაშიძეს გუშინ სცემეს ხულოში, დღეს დილიდან ვრცელდება. ამ ინფორმაციის თანახმად, კამათი ხულოს საჯარო …

„ტელესკოლის“ დასაფინანსებლად განათლების სამინისტრო 3.8 მლნ ლარს ითხოვს

განათლების სამინისტრო პროექტ – „ტელესკოლას“ გაგრძელებისთვის ბიუჯეტიდან 800 ათას ლარს ითხოვს 2020 წლის ბოლომდე. 2020-2023 წლისთვის კი 3.8 მილიონ ლარს ბიუჯეტიდან. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით, რომელიც სამინისტრომ საქართველოს პარლამენტში წარადგინა, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ტელესკოლაზე 404 ათასი ლარი დაიხარჯა. გარდა იმისა, სამინისტრომ საქართველოს მთავრობასთან ერთად პარლამენტს ცვლილება შეატანინა „მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონში“, რის საფუძველზეც სამინისტროს უფლება აქვს …

კარვები მთავრობის სახლთან „ხოფის“ ბაზრობის დაბრუნების მოთხოვნით – პროტესტის მე-16 დღე

16 დღეა აჭარის მთავრობის სახლის წინ, სკვერში კარვებია გაშლილი. მოქალაქე დავით ანანიძე აჭარის მთავრობასა და საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. დავით ანანიძე ე.წ. „ხოფის“ ბაზრობის ყოფილი მფლობელია. ის ამბობს, რომ 2008 წელს იძულებით დაათმობინეს ამ ბაზრობის წილები და მის დაბრუნებას დღემდე ვერ ახერხებს. დავით ანანიძემ და მისმა ახლობლებმა საკუთრების დაბრუნების მოთხოვნით ბათუმში მასშტაბური აქცია 16 დღის …

რამაზ ჯინჭარაძე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა

დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მინისტრის პირველ მოადგილედ რამაზ ჯინჭარაძე წარადგინა. რამაზ ჯინჭარაძე აქამდეც მინისტრის მოადგილე იყო დევნილთა და ეკომიგრანტთა მიმართულებით. იგი 2009 წლიდან მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს, მანამდე კი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს  დევნილთა და  განსახლების დეპარტამენტის უფროსი იყო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრს  ოთხი მოადგილე ჰყავს. მას შემდეც, რაც რამაზ ჯინჭარაძე პირველ …

უცხოელის საქმიანი ვიზიტით ქვეყანაში შემოსვლაზე თანხმობას აჭარის სამინისტროც გასცემს

უცხოელის საქმიანი ვიზიტით საქართველოში შემოსვლაზე თანხმობას ან უარს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროც გასცემს, ოღონდ საქართველოს შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების ერთობლივი ბრძანების საფუძველზე. ამასთან, გადაწყვეტილებას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაინტერესებულ მხარეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს. ანალოგიური უფლება აქვს თბილისის მუნიციპალიტეტსაც. „იზოლაციის და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა, რომლითაც დარგობრივი სამინისტროების მიერ განაცხადის …

2 მიუსაფარი ძაღლი ბათუმიდან დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიჰყავთ

ბათუმში მცხოვრები ორი მიუსაფარი ძაღლი, სეტერი – ჯორჯი და დალმატინელი სააკი საზღვარგარეთ გააჩუქეს. ძაღლები სავარაუდოდ პატრონებმა გამოაგდეს სახლებიდან პანდემიის დროს. ძაღლების საზღვარგარეთ გაჩუქება ფეისბუქით მოხერხდა: „მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში“ ბათუმელმა თეონა ყურშუბაძემ შექმნა და ეს ჯგუფი არაერთ მიუსაფარ ცხოველს ეხმარება. „არც თუ ისე დიდი ხნის წინ ჯგუფში დაიდო პოსტი ერთ სეტერზე, რომელიც იმყოფებოდა მახოს …

„კარათი“, თინეიჯერების ბიზნესი და ახალი საქმე საპენსიო ასაკში – 3 საოჯახო სასტუმრო ხულოში

აჭარის მაღალმთიან სოფელ ქედლებში რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ამ ადგილით გერმანიიდან, კანადიდან, პოლონეთიდან თუ საფრანგეთიდან დაინტერესდებოდნენ ტურისტები. მაღალმთიანი აჭარის ეს სოფელი ხულოშია, ზღვის დონიდან 1270 მეტრზე. მეზობლის სახლი რომ დაინახო, გორიდან გორაზე უნდა გადახვიდე. სოფლის სიმყუდროვე, სუფთა ჰაერი, ტყეები და ადგილზევე მოყვანილი პროდუქტი ქედლების და ზოგადად, აჭარის სოფლების ტურისტული მიმართულების მთავარი სიკეთეებია. …

„მე გაბუტულიც არავისთან ვარ“ – კიდევ ერთი ვერსია ხულოს გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

დღეს, 31 ივლისს, მედია დილიდან ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქართველოს პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა და ამჟამად მაჟორიტარობის კანდიდატმა, ანზორ ბოლქვაძემ თავისი შტაბის წევრებთან ერთად, სცემა თამაზ აბაშიძეს, რომელიც ხულოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა. ერთ-ერთი ვერსიით, ხულოს მერის კაბინეტში „შესარიგებელი“ შეკრება ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა და თამაზ აბაშიძე თავის დაზიანებით კლინიკაში აღმოჩნდა. „ბათუმელები“ გთავაზობთ ინტერვიუს თამაზ აბაშიძესთან, რომელსაც შესაძლო ჩხუბთან …

სოლიდარობა გათავისუფლებულ თანამშრომლებს – აჭარის ტელევიზიის წინ დღეს აქცია გაიმართება

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება აქციის გამართვას გეგმავს მოთხოვნით – დაუყოვნებლივ აღადგინონ სამსახურში გუშინ გათავისუფლებული თანამშრომლები: გიორგი მურვანიძე, შოთა (ბაჩო) გურაბანიძე და გურამ ქადიძე. აქცია დღეს, 31 ივლისს, 19 საათზე გაიმართება აჭარის ტელევიზიასთან. „გათავისუფლებელი თანამშრომლები წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ საზოგადოებრივ მაუწყებელს. დღეს მაუწყებლის ბადეში არსებული გადაცემის დიდი ნაწილი სწორედ ამ ადამიანების შრომის პროდუქტია. ნაცვლად იმისა, …

კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა დღეს, 31 ივლისს, იწურება

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 31 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 245 421 თვითდასაქმებული. მათგან 160 161-მა პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 48 048 300 ლარი. რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებიც პანდემიის გამო დაზარალდნენ, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა აპრილის თვის – 90 131 პირს; მაისის თვის – 135 …

4 აგვისტომდე დროგამოშვებით იწვიმებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 31 ივლისის 21 საათიდან პირველი აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 17 – 22 გრადუსი ღამით: …

ბათუმში 842 ბავშვი წელს საბავშვო ბაღის გარეშე რჩება – 31 ივლისის მონაცემები

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ელექტრონულ პროგრამაში, 31 ივლისის [11:30 საათის] მდგომარეობით, 842 ბავშვია რიგში, რომლებიც მუნიციპალურ ბაღებში ვერ ჩაირიცხნენ. რიგი ნიშნავს, რომ სასურველ ჯგუფში, სადაც მშობელი ბავშვს არეგისტრირებს, შევსებულია. რეგისტრაციის პროცესი კი, გრძელდება. ბათუმში 33 მუნიციპალური საბავშვო ბაღია. ბაღების გაერთიანებაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლიმიტი სულ არის 8080 [ყველა ჯგუფში, როგორც ადრე, ისე ახალჩარიცხულების რაოდენობა ჯამში]. …

„თურქეთში სამუშაოდ წასასვლელად მინიმალური დოკუმენტაცია იქნება საჭირო“ – ჯაბა ფუტკარაძე

დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობაში გამართული სხდომის შემდეგ აჭარის ფინანსთა მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს თურქეთში სეზონური დასაქმების შემთხვევაში რა დოკუმენტების წარდგენა დასჭირდებათ მოქალაქეებს. მინისტრმა ზუსტად ვერ დაასახელა კონკრეტულად რა საბუთები დასჭირდებათ მოქალაქეებს თურქეთში დასაქმებისთვის, იგი ზოგადი პასუხით შემოიფარგლა, თუმცა აღნიშნა, რომ საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა: „როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე ჩართული არიან ჩვენგან როგორც …

ეს პიარი კაია თუ გლახა, ვეღარ გავიგე – ანზორ ბოლქვაძის ვერსია გამგებლის კაბინეტში ჩხუბზე

დღეს დილიდან მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დეპუტატმა ანზორ ბოლქვაძემ  ხულოს მერის კაბინეტში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, თამაზ აბაშიძეს სცემა. ინფორმაციას მედია ხულოს საკრებულოს ენმ-ის წევრის, ირაკლი ჯორბენაძის კომენტარზე დაყრდნობით ავრცელებს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, თამაზ აბაშიძე გუშინ ხულოს საავადმყოფოში ნამდვილად იმყოფებოდა, თუმცა ვერ დავადგინეთ ჰქონდა თუ არა დაზიანება ან რა სახის. თამაზ აბაშიძე ტელეფონს ჯერჯერობით არ …

სარფში 175 ათასი ლარის ღირებულების ოქროს მალულად შემოტანისთვის ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტ სარფის გავლით, მისი მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანით, საქართველოში მალულად შემოიტანა არადეკლარირებული ძვირფასი ლითონის ნაკეთობები. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული 1 634 გრამი ოქროს ნაკეთობების …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე იქნება, ზაალ მიქელაძე გადადგა

დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პოსტს ტოვებს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, რომელიც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნებიდან“. ზაალ მიქელაძე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს ნინო ნიჟარაძე დაიკავებს, მინისტრის მოადგილე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ნინო ნიჟარაძემ განსაკუთრებით …

ბათუმში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოთხი პაციენტიდან 2 სატვირთო მანქანის მძღოლია, თურქეთის მოქალაქეები, რომლებმაც უკვე დატოვეს საქართველო და გადავიდნენ თურქეთის რესპუბლიკაში. კიდევ ერთი ინფიცირებული, სრულწლოვანი მამაკაცი იმყოფებოდა კარანტინში, მას ბანგლადეშში მოგზაურობის ისტორია აქვს. ასევე, ბათუმში ახალი კორონავირუსი დაუდგინდა ერთ არასრულწლოვანს, რომელიც კარანტინში იმყოფებოდა. იგი თბილისში სამკურნალოდ გადაიყვანეს. …

დადასტურდა კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა – 31 ივლისის მონაცემები

31 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, განიკურნა 5 პაციენტი. დღეის მონაცემებით საქართველოში სულ კორონავირუსის 1168 შემთხვევაა დადასტურდა, რომელთაგან 940 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 17 კი გარდაიცვალა. დღევანდელი მონაცემებით, კარანტინში იმყოფება 6588 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 323.

ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის დროშა დაამტკიცა. საქართველოს პრეზიდენტის დროშის დამტკიცების შესახებ ბრძანებულება 2020 წლის 30 ივლისს გამოქვეყნდა. მას ხელს მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი აწერს. ბრძანებულებაში აღნიშნულია: „საქართველოს კონსტიტუციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის დროშა თანდართული სახით“. კონსტიტუციის აღნიშნული მუხლით: „თანახელმოწერას არ საჭიროებს საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი, რომელიც უკავშირდება საქართველოს პრეზიდენტის …

ყურბან-ბაირამის ლოცვა მუსლიმებმა ისევ ღია ცის ქვეშ შეასრულეს

დღეს, 31 ივლისს, მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ. ყურბან-ბაირამის ლოცვა ბათუმის ორ მეჩეთში შესრულდა.  ორთა ჯამეში მუსლიმები ისევ ქუჩაში ლოცულობდნენ, რადგან ბათუმის ძველი მეჩეთი მლოცველებს ვერ იტევს. მლოცველებით იყო სავსე  ბათუმის ახალი მეჩეთის ასაშენებელ ადგილას მდგარი დროებითი ხის კონსტრუქციაც.  ახალი მეჩეთის მშენებლობის უფლებას მუსლიმები წლებია ითხოვენ. ბათუმის ორთაჯამეში ლოცვის დასრულების შემდეგ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმის …

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჟურნალისტების დევნა გრძელდება – ქარტიის განცხადება

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიიდან სამი თანამშრომლის გათავისუფლებას. ქარტია მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები უკიდურესად შემაშფოთებელია. „დღეს, 30 ივლისს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სამი თანამშრომელი გაუშვეს: შემოქმედებითი სამსახურის დილის გადაცემის „დილის ტალღის“ რედაქტორი, ბაჩო გურაბანიძე, შემოქმედებითი სამსახურის შემოქმედებითი მიმართულების მენეჯერი, გიორგი მურვანიძე და გუგა ქადიძე – მემონტაჟე. ბაჩო გურაბანიძე და გიორგი …

Exit mobile version