Batumelebi | აბიტურიენტობა საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად აბიტურიენტობა საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად – Batumelebi
RU | GE  

აბიტურიენტობა საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად

წელს საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებულ პროექტს ახორციელებს – უფასო ონლაინ მოსამზადებელ კურსს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად, რაც თავის თავში მოიცავს როგორც სწავლებას, აგრეთვე იმიტირებული გამოცდების ჩაბარებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს უნივერსიტეტს უკვე აქვს გამოცდილება მსგავსი პროექტის მართვის და ამჯერად ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ყველა შეთავაზება სრულად მოერგო ონლაინპლატფორმას.

ამ შეთავაზებების შესახებ დეტალურად უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია გვესაუბრა.

  • თუ შეიძლება, დეტალურად რომ გვითხრათ, რას სთავაზობს საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს?

დასაწყისში მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროექტი არახალია და მსგავსი შეთავაზებები მუდმივად გვაქვს აბიტურიენტებისათვის, რათა გაუმარტივდეთ გამოცდების ჩაბარება. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მივცეთ საშუალება მოემზადონ გამოცდების ჩასაბარებლად და ეს მომზადება არ გულისხმობს მხოლოდ თეორული ცოდნის გაზიარების პროცესს. მათ მუდმივად ვთავაზობთ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ გამოცდებში, სადაც ეროვნული გამოცდების იდენტურ ტესტებს წერენ და ეს უადვილებთ ადაპტაციის პროცესს.

შარშან ამ პროექტში ახალგაზრდები აქტიურად იყვნენ ჩართული, საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონულ ოფისებში ესწრებოდნენ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილს. წელს, პანდემიის პირობების გათვალისწინებით, მოსამზადებელი კურსები სრულად მოვარგეთ ონლაინსივრცეს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ აბიტურიენტს ონლაინრეგისტრაციის გავლის შემდეგ შეეძლება ისარგებლოს ონლაინგაკვეთილებით ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ჩვენი უნივერსიტეტის კომპეტენტური ლექტორები არამარტო წარმართავენ მეცადინეობებს, აგრეთვე შეადგენენ და შეასწორებენ იმიტირებულ ტესტებს. აბიტურიენტებისთვის აგრეთვე გაიმართება ონლაინჩართვები, საიდანაც მიიღებენ რჩევებს გამოცდაზე წერის გასამარტივებლად.

საქართველოს უნივერსიტეტის ამ პროექტში მონაწილეობის მისაღებად აბიტურიენტებს სჭირდებათ მხოლოდ ონლაინრეგისტრაციის გავლა, საგაკვეთილო ჯგუფში დასარეგისტრირებლად, შემდგომ კი ნებისმიერი ლოკაციიდან შეძლებენ დასწრებას. მეცადინეობები ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე გაგრძელდება და სრულად მოიცავს იმ მასალას, რაც ახალგაზრდებს სჭირდებათ.

აქვე მინდა დავამატო, რომ გარდა მოსამზადებელი კურსისთვის შექმნილი ტესტებისა, ნებისმიერ დაინტერესებულ ახალგაზრდას შეეძლება ონლაინრეჟიმში გაშვებულ ტესტებზე იმუშაოს და საკუთარი ცოდნა გადაამოწმოს. ეს, როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში გამოცდებისთვის ადაპტირებას შეუწყობს ხელს და გაუმარტივებთ მომზადების პროცესს.

იმედი მაქვს, რომ ამით აბიტურიენტების გარკვეულ რაოდენობას შევუმსუბუქებთ გამოცდებისათვის მოსამზადებელ პროცესს, წელსაც, ვირუსის გამო შექმნილ რთულ პერიოდში.  ვსარგებლობ შემთხვევით და საქართველოს უნივერსიტეტის სახელით, ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი