70 000 ლარის წიგნები, თქვენი საჩუქარი აჭარის მთის სოფლებს – “მოგზაური ბიბლიოთეკა” წელს აჯამებს

ძვირფასო მხარდამჭერებო, აჭარის 29 მაღალმთიან სოფელში თქვენი საჩუქრები უკვე მიიღეს: “მოგზაურმა ბიბლიოთეკამ” 2021 წელს, თქვენი დახმარებით, მაღალმთიანი აჭარის 17 სასოფლო და 12 სასკოლო ბიბლიოთეკა განაახლა. საერთო ჯამში, 70 000-ზე მეტი ლარის წიგნი დავასაწყობეთ, აქედან 50 000-მდე ლარის ღირებულების წიგნმა უკვე მიაღწია მკითხველამდე. ერთ-ერთი სოფლის სკოლაში, წიგნადი ფონდის განახლებასთან ერთად, დირექციის ინიციატივით საბიბლიოთეკო სივრცეც შეიცვალა – …

მკითხველმა 55 000 ლარი გადმოურიცხა ძმებს, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავარიით

ძმებს – ანრი და კახა ბერიძეებს „ბათუმელების“ მკითხველმა 31 დეკემბრის მდგომარეობით 55 262 ლარი გადმოურიცხა. თანხის გადმორიცხვა ისევ გრძელდება. ამ თემაზე: ძმები, რომლებსაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა – ავტოავარიით ძმების დასახმარებლად 2200-ზე მეტმა ადამიანმა გადმორიცხა თანხა „ბათუმელების“ პარტნიორი ორგანიზაციის – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ანგარიშზე. თანხას ძირითადად რიცხავდნენ კერძო პირები, იყო რამდენიმე გადმორიცხვა ორგანიზაციიდანაც. არის ასობით …

შუახევი ჰესის თანამშრომლების 98% საქართველოს მოქალაქეა [ვიდეო]

„ჩვენ, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე დიდმა ინვესტორებმა, უზრუნველვყავით, რომ შუახევი ჰესი მთლიანად მართონ საქართველოს მოქალაქეებმა – ადგილობრივებმა, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ჩვენ ვაძლევთ შესაძლებლობას არამარტო ქართველ ინჟინრებს ტექნიკური კუთხით, ასევე სოციალური და გარემოს მიმართულებით. მათ შორის არიან წარმატებული ქალები. კომპანიის 98%-ს შეადგენენ ქართველი ინჟინრები და სხვა თანამშრომლები“ – აცხადებს რაკეშ ნაიკი, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ აღმასრულებელი დირექტორი. ნახეთ …

მერია: ავტობანის მშენებლობის გამო დაზარალებულებს ავარიული სახლების პროგრამაში ჩავრთავთ

შემოვლითი გზის მშენებლობის გამო დაზარალებულ ოჯახებს, რომლებსაც სახლები დაებზარათ, მერია ავარიული სახლების პროგრამაში ჩართავს. ამის შესახებ ლევან დავითაძემ დღეს, 31 დეკემბერს, უთხრა „ბათუმელებს“. მოსახლეობა კი აცხადებს, რომ დაპირება ბევრჯერ მიიღეს, თუმცა უშედეგოდ. ამავე თემაზე: „ჩვენი სახლები დაზიანდა“ – აქცია ავტობანის მშენებლობის წინააღმდეგ მახვილაურში ვიცე-მერის ინფორმაციით, მერიამ სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სახლების მდგრადობა შეისწავლა და ოჯახები …

როგორი ამინდი იქნება ახალ წელს ბათუმსა და თბილისში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ახალი წლის ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში მოთოვს, აღმოსავლეთ საქართველოში კი 1-ლი იანვრის შუადღემდე უნალექო ამინდი შენარჩუნდება. პირველ იანვარს დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, დაბლობსა და ბარში წვიმის, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით. 2-4 იანვარსაც დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება, შედარებით …

„ბათუმელების“ 12 სტატია, რომლებსაც წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა

ამ სტატიებს 2021 წელს ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავდა „ბათუმელებზე“. წელს batumelebi.ge-ს მკითხველები არაერთი სტატიის გმირს დაეხმარნენ, რიცხავდნენ თანხას, აწვდიდნენ საკვებ პროდუქტსა და ტანსაცმელს, ერთ-ერთი სტატიის გმირმა მკითხველების გადარიცხული თანხით ბინის შეძენაც კი შეძლო. „ბათუმელები“ ტრადიციულად, წლის ყველაზე ხშირად წაკითხულ სტატიებს გაგაცნობთ. ჯიხვისა და მგლის შერკინება – როგორ გადაიღო კადრები ფოტოგრაფმა ლაგოდეხის ნაკრძალში გადაღებულმა ფოტოებმა, სადაც …

„ჩემი ყველაზე საყვარელი გოგო და ყველაზე უმცროსი შვილი“ – სააკაშვილის საახალწლო მილოცვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე თავისი და სოფო ნიჟარაძის შვილის, ელის მარია სააკაშვილის ფოტოებს აქვეყნებს და ახალ წელს ულოცავს ქვეყანას. „მოგესალმებით რუსთავის ციხიდან, ფიზიკურად დასუსტებული, მაგრამ მორალურად მხნე! სამშობლოს თავისუფლებისა და ჩვენი ხალხის ღირსეული მომავლისთვის ბრძოლა გრძელდება! თუმცა, დღეს მინდა მომავალი წლის მთელი სიმძიმე გვერდით გადავდო. …  პირველი ახალი წელია, რომელსაც ციხეში …

დადასტურდა კოვიდის 2251 ახალი შემთხვევა, 42 პაციენტი გარდაიცვალა

31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში დადასტურდა კოვიდის 2251 ახალი შემთხვევა. ჩატარდა 38 802 ტესტი კორონავირუსზე. გასულ 24 საათში 42 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. 30 დეკემბრის მონაცემებით, დადებითობის დღიური მაჩვენებელია 5,41%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო 7 დღის – 5,28%.

დღეს და ხვალ ღამის კლუბებს საახალწლო წვეულებების გამართვის ნებართვა მისცეს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს და 1-ელ იანვარს ღამის კლუბებს საახალწლო ღონისძიებების გამართვის ნებართვა მისცეს. ღონისძიებებზე დაიშვება სტუმართა შეზღუდული რაოდენობა, გამკაცრებული რეგულაციებით. ღამის კლუბში დაიშვებიან სრულად ვაქცინირებული პირები პირები, რომელთაც გადაიტანეს კორონავირუსი აღნიშნულ კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, სავალდებულოა 48-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა

კაცი, რომელმაც ცოლ-შვილი მოკლა და თავი მოიკლა – მარტო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან

9 დეკემბერს სოფელ ჭარნალში კაცმა ცოლ და 20 წლის შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ოჯახის წევრებისა და ნათესავების თქმით, კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჯანდაცვის შესაბამის სერვისებს ვერ იღებდა. ოჯახის წევრები საუბრობენ დილემაზე, რომელსაც სახელმწიფო ვერ წყვეტს, პრობლემებს ვერც პაციენტის ოჯახის წევრები უმკლავდებიან. იმ საავადმყოფოს ბრალია, რა წამალი მისცეს არავინ იცის ალექსანდრე საგინაძე …

12 ყველაზე პოპულარული ვიდეო „ბათუმელებზე“ 2021 წელს

2021 წელს „ბათუმელებმა“ ასობით ვიდეო და პირდაპირი ჩართვა მოამზადა, მკითხველს გააცნო ბევრი საინტერესო ამბავი და მოვლენა, როგორც აჭარაში, ისე საქართველოს სხვა რეგიონებიდან. წლის ბოლოს, ტრადიციულად, გთავაზობთ თვალი გადაავლოთ „ბათუმელების“ მიერ მომზადებულ იმ ვიდეოებს, რომლებიც წელს ყველაზე მეტმა ადამიანმა ნახა. 1. ქორწილი სეფაში – გაუქმებული ტრადიცია, რომელიც აღდგა  ვიდეო ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ღორჯომშია გადაღებული, სადაც კორონავირუსის …

კიბოს 10 000 ახალი შემთხვევა ყოველწლიურად – რას უკავშირდება სტატისტიკის ზრდა 

საქართველოში ყოველწლიურად კიბოთი ავადობის დაახლოებით 10 000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება, კიბოს დიაგნოზით გარდაცვლილთა რაოდენობა კი ყოველწლიურად დაახლოებით  6-8 ათასია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო] პროგნოზირებს, რომ უახლოეს ოცწლედში დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, რომელთა შორის არის საქართველოც, პრევენციასა და მოვლის სფეროში ინვესტიციების ნაკლებობის გამო, კიბოს შემთხვევები 81 პროცენტით გაიზრდება. NCDC: 2020 წელს საქართველოში კიბოს დიაგნოზით …

„ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს 5 მოადგილე დაუნიშნეს – ბათუმის საკრებულო

ბათუმის საკრებულოს „ოცნების“ 16-წევრიან ფრაქციას 1 თავმჯდომარე და 5 მოადგილე მართავს. ხუთივე მოადგილე საკრებულოს თანამდებობის პირია. აქამდე ფრაქციის თავმჯდომარეს ერთი მოადგილე ჰყავდა. ფრაქციაში მოადგილის თანამდებობა ანაზღაურებადია. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების ანაზღაურება 2900 ლარია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი კი 2000 ლარით განსაზღვრეს. რაც შეეხება  საკრებულოს რიგით წევრებს, ისინი მხოლოდ უფლებამოსილების განხორციელების ხარჯს იღებენ და არა …

მარტოხელა დედის სტატუსი შესაძლოა განქორწინებულ ქალსაც მიენიჭოს – კანონი იცვლება

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია სამოქალაქო კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც მარტოხელა მშობლის სტატუსს განსაზღვრავს. 2022 წლის ივლისიდან უკვე მთავარი მშობლის ფაქტობრივი მდგომარეობა იქნება და არა ის, რეგისტრირებული ქორწინების შემდეგ გაჩნდა თუ არა ბავშვი. სასამართლომ უნდა შეაფასოს, ოფიციალური ქორწინების და ბავშვისთვის ორივე მშობლის არსებობის მიუხედავად, არის თუ არა ერთ-ერთი მშობელი მარტოხელა. ამ დრომდე მოქმედი კანონმდებლობით კი, „მარტოხელა …

ზამთრის ღამე აჭარის სოფელში | ფოტორეპორტაჟი

ხულოს სოფლები განსაკუთრებით ლამაზია ზამთარში, თოვლიან ღამეს. დათოვლილი ნაძვები, ხის სახლები, შეშის ღუმელი, ყვითელი შუქი ფანჯრებში, გატკეპნილი თოვლიანი ბილიკები და ზამთრის სასიამოვნო სუსხი. ფოტოები სოფელ დიდაჭარაში გადაიღო ავთო შერვაშიძემ. 

„არ მიხარია სექსმუშაკობა, მშვიდი ძილი მინდა, სწავლა მინდა” – ტრანსგენდერი ქალი

დადუ კარა 25 წლის ტრანსგენდერი ქალია. ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ქალების უმრავლესობას, მას ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სექსსამუშაოში ჩართვა მოუწია. დადუ ამბობს, რომ ამის მთავარი მიზეზი ეკონომიკური სიდუხჭირე და ის მძლავრი ტრანსფობიური განწყობებია, რომლის გამოც  ქვეყანაში გენდერულად არაკომფორმულ ადამიანებს არც ადეკვატური სამუშაოს და არც მშვიდად ცხოვრების საშუალება არ ეძლევათ. დადუ, როგორ მოხვდი სექსსამუშაოში და რამდენად …

ამ ახალ წელზე არც ერთს არ მოვასვენებთ – ბათუმის საკრებულოს სხდომა ისევ არ შედგა

„ამ ახალ წელზე არც ერთს არ მოვასვენებთ. მართლა გეუბნებით, მძიმე დღეები ექნება მერს, საკრებულოს წევრებსაც და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ამ მძიმე მდგომარეობაში ხალხის ხარჯზე თქვეფენ ბიუჯეტს“,  – განაცხადა ბათუმის საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, რეზო ხარაზმა მას შემდეგ, როცა საკრებულოს წევრები „ოცნებიდან“ სხდომაზე არ გამოცხადდნენ. კვორუმი არ შედგა. შესაბამისად, სხდომა ჩაშლილად გამოცხადდა. დღეს, 30 …

ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და მესტია – რა ღირს ზამთრის კურორტებზე დასვენება

საქართველოში სამთო-სათხილამურო კურორტები გაიხსნა. თოვლის მოყვარულებს საახალწლო არდადეგების ზამთრის კურორტებზე გატარება უკვე  შეუძლიათ.  „25 დეკემბერს გაიხსნა გუდაურისა და გოდერძის სათხილამურო კურორტები. ყველა საბაგირო ჩართულია და მუშაობს ყოველდღიურ რეჟიმში. მესტიის კურორტი, არასტაბილური დენის გამო, 28 დეკემბერს გაიხსნა, ჰაწვალისა და თეთნულდის არეალები ახლა სრული დატვირთვით ფუნქციონირებს,“ – გვითხრეს მთის კურორტების მართვის კომპანიის პრესსამსახურში.  აქვე გვითხრეს, რომ ჯერ …

გიორგი კირთაძე შიმშილობის მე-8 დღეს: „სააკაშვილს წამებით კლავენ, ეს გვეხება ყველას“

„ეს არაა მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი, ეს გვეხება ყველას,“ – ამბობს გიორგი კირთაძე, რომელიც მე-8 დღეა შიმშილობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. თბილისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შიმშილობა პარტიის ლიდერებმა და მხარდაჭერებმა 22 დეკემბერს დაიწყეს. ბათუმიდან ამ ეტაპზე შიმშილობის აქციაში 8 ადამიანი მონაწილეობს, მათ შორის, ბათუმის საკრებულოს წევრები და გიორგი კირთაძე, რომელიც ბათუმის მერობის კანდიდატი იყო …

როგორი ამინდი იქნება ახალ წელს ბათუმში | ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 დეკემბრის 21 საათიდან 31 დეკემბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ძირითადად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 7-12 მეტრი წამში. დღეს და ხვალ ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 11 – 16 გრადუსი ღამით: 3 – 8 გრადუსი მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: 3 – 8 გრადუსი ღამით: 0 – 5 …

51 გარდაცვლილი და კოვიდის 2097 ახალი შემთხვევა – 30 დეკემბერი

30 დეკემბრის მონაცემებით ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურდა კორონავირუსის 2097 ახალი შემთხვევა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 51 პაციენტი. stopcov.ge-ის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარაში – 222, იმერეთში – 309, ქვემო ქართლში – 114, შიდა ქართლში – 97, გურიაში – 92, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 140, კახეთში –135, მცხეთა-მთიანეთში –49, სამცხე-ჯავახეთში – 30, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში -22. ამ ეტაპზე …

ქობულეთში საპატრულო ავტომანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა

ქობულეთში, სოფელ ციხისძირის გზაზე, საპატრულო ავტომანქანას მიკროავტობუსი შეეჯახა. თვითმხილველის თქმით, შემთხვევის ადგილიდან პატრულის ორი თანამშრომელი სასწრაფო სამედიცინო ჯგუფმა წაიყვანა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლებს ქვემო კიდურების მოტეხილობა დაუფიქსირდათ, ისინი „ევექსის“ ქობულეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად.

როდის დაიწყება ბინების გაცემა „ოცნების ქალაქში“

ოცნების ქალაქში მცხოვრებ ოჯახებს საახალწლოდ ახალ ბინებში შესახლებას ქვეყნის პრემიერი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე წინასაარჩევნოდ, აგვისტოში დაჰპირდნენ, თუმცა ამ დროისთვის კორპუსების მშენებლობა არ არის დასრულებული. „მშენებლობა 2022 წლის პირველ კვარტალში დასრულდება. რაც შეეხება ბინების გადაცემას, კრიტერიუმებზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა და ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ დაიწყება ბინების გადაცემაც“, – გვითხრეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. კორპუსებს …

„აჭარის რეგიონული ჰაბის“ გუნდი რეკომენდაციებით დაეხმარება ორგანიზაციებს

აჭარის ახალდაარსებული რეგიონული ჰაბის ერთ-ერთი მიმართულებაა ახალდაარსებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, სათემო და საინიციატივო ჯგუფებისთვის, ახალგაზრდული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ახალგაზრდების წარმომადგენლებისთვის საკონსულტაციო სივრცისა და დროის გამოყოფა, მათი საჭიროებების გამოვლენა, იდეებისა და ინიციატივების იდენტიფიცირება და საჭიროებისამებრ დახმარება. „განვითარების ტალღა“ ქედის მუნიციპალიტეტში ახალდაარსებული ორგანიზაციაა. მისი დამფუძნებელი ილონა შავლიძე გვეუბნება, რომ აჭარის რეგიონული ჰაბის გუნდი მათ ორგანიზაციას პირველივე …

რას და როგორ ედავება მერია მეტრო ჰოლდინგს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია აცხადებს, რომ „მეტრო ტერმინალს“, რომელიც გოგოლის #11 ბ-ში უკანონოდ აშენებდა, მშენებლობის გაგრძელების უფლება შეეზღუდა. ეს გადაწყვეტილება მეორე ინსტანციის სასამართლომ მიიღო. ინსპექცია განმარტავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოიცა სააღსრულებო ფურცელი მშენებლობის შეჩერების თაობაზე. ეს დადგენილება მუნიციპალურმა ინსპექციამ აღსრულების ბიუროს 17 დეკემბერს გადაუგზავნა. ინსპექციის ინფორმაციით: „ასევე შესაბამისი მასალები გადაგზავნილია აჭარის პოლიციის დეპარტამენტში …

2 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 ბავშვი და 6 დაშავდა – ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 29 დეკემბერს ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. პირველადი ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ერთ-ერთი ბავშვია. ავარიის შედეგად დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 მოზარდია. ავარიის შედეგად ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო – სამედიცინო სამსახურის ცნობით, დაშავებული მოზარდები ბათუმის იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო 2 ზრდასრული – ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში. ექიმებს ადგილზე ორი …

„ყველაზე ძნელი მონატრებაა“ – ემიგრანტი ქალი ფლორენციიდან

ქობულეთელი მანანა ბოლქვაძე 2018 წელს წავიდა ემიგრაციაში. უკვე ოთხი წელია იტალიაში ცხოვრობს. მანანა ამბობს, რომ ემიგრაციაში მისთვის ყველაზე ძნელი მონატრებაა – ოჯახის წევრების, ქალაქის და მთელი ქვეყნის. „ისეთ საქართველოში მინდა დავბრუნდე, სადაც მშიერი ადამიანები არ იქნებიანო“ – გვითხრა მან და ემიგრაციაში ყოფნის საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა. მოუსმინეთ მანანას, ემიგრანტს იტალიიდან:  „კვირა დღეს ვხვდებით ერთმანეთს ემიგრანტები“  შოთა …

მოსამართლეებს კითხვის დასმის უფლება ექნებათ – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

მოსამართლეებს სასამართლო პროცესზე მოწმეებისთვის კითხვის დასმის საშუალება ექნებათ. გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო. საუბარია სისხლის სამართლის საქმეების განხილვაზე, როცა მოსამართლეებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდა კითხვის დასმის უფლება, თუკი მხარეების შეთანხმება არსებობდა. „საკონსტიტუციო სასამართლომ სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა თვითმიზნურად და მართლმსაჯულების ინტერესებთან შეუთავსებლად მიიჩნია,“ – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებით თეთრიწყაროს სასამართლომ …

13 მნიშვნელოვანი მოვლენა 2021 წელს საქართველოში

პანდემია, კორპუსის ჩამონგრევა ბათუმში, 5 ივლისის ძალადობრივი აქცია, პოლიტიკური კრიზისები, არჩევნები, ჟურნალისტებზე თავდასხმა, „სუსის ფაილები“ და საპატრიარქოს პანსიონში ბავშვებზე ძალადობის შემთხვევების გახმაურება – ეს ყველაფერი და კიდევ ბევრი რამ 2021 წელს მოხდა საქართველოში. წლის მიწურულს თვალი გადაავლეთ 2021 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს. 11 179 კოვიდით გარდაცვლილი ადამიანი  2021 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის პანდემიას …

ნიგოზი, გოჭი, ინდაური, ყველი – რამდენით გაძვირდა საკვები პროდუქტები ბათუმის ბაზარში

„მოდის ხალხი და ფასს რომ იგებს, უკან ბრუნდება, მიდის ცარიელი,“ – ამბობს თამაზ დარჩიძე, რომელიც ბათუმის აგრარულ ბაზარში ყველს ყიდის. წინასაახალწლო დღეებში თითქმის ყველა პროდუქტი გაძვირდა, თუმცა ყველი განსაკუთრებით. ამას ყველით მოვაჭრეებიც არ უარყოფენ. „12 – 13 ლარი რომ ღირდა იმერული ყველი აქამდე, ახლა 18 ლარი ღირს კილოგრამი, სულგუნის ფასი 25 ლარია, შებოლილი სულგუნი – …

Global Finance-მა თიბისი საქართველოში სავალუტო სერვისების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Global Finance, თიბისი საქართველოში სავალუტო სერვისების საუკეთესო მომწოდებლად დაასახელა. აღნიშნული ჯილდო თიბისიმ ზედიზედ უკვე მეოთხედ, შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: განხორციელებული ტრანზაცქიების მოცულობა, ბაზრის წილი, გლობალური დაფარვის მასშტაბები, მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები. “აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდის იმ ძალისხმევის დამსახურებაა, რომლის შედეგადაც, ჩვენს მომხმარებლებს საუკეთესო სავალუტო პროდუქტებსა და მომსახურებას ვთავაზობთ. ნებისმიერი …

ტყის გაშენება, მდინარის დათევზიანება და ფრინველთა ბუდეები – „აჭარისწყალი ჯორჯიას“ ინიციატივები

გარემოსდაცვითი საკითხები კომპანიისთვის „აჭარისწყალი ჯორჯია“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კომპანიის მიზანია გარემოსდაცვითი ვალდებულებები განახორციელოს პროექტის მფლობელი საერთაშორისო კომპანიების, დამფინანსებელი ბანკებისა და ქართულ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში. კომპანია ახორციელებს აჭარისწყლის აუზის ნაკადულის კალმახით დათევზიანებას, რაშიც ადგილობრივი თევზსაშენი და ქართველი იქთიოლოგები არიან ჩართული. ნაკადულის კალმახი საქართველოს ,,წითელ ნუსხაშია“ შეტანილი. კომპანია შემდგომ წლებშიც გააგრძელებს აჭარისწყლის აუზის დათევზიანებასა და პოპულაციის მონიტორინგს. …

გაფორმების ეკონომიკური ზონები და საბაჟო გამშვები პუნქტები უქმე დღეებშიც იმუშავებენ

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უქმე დღეებში, 2022 წლის 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით და 8-9 იანვარს, გაფორმების ეკონომიკური ზონები, საბაჟო გამშვები პუნქტები, ასევე, გაფორმების განყოფილებები და საბაჟო ღირებულებისა და საქონლის კლასიფიკაციის სამმართველო, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას. „სამუშაო დროს გაწეული მომსახურებისთვის, საქართველოს მთავრობის N96-ე დადგენილებით განსაზღვრული ტარიფების გაორმაგება არ მოხდება.“ – აცხადებს სამსახური. ამასთან, 2022 წლის 1-ლი …

წელს საქართველოში ნახევარი მილიონი დოლარის ფეიერვერკი შემოიტანეს

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს, იანვრიდან ნოემბრის ჩათვლით, საქართველოში 540 400 აშშ დოლარის ღირებულების ფეიერვერკი შემოიტანეს. სტატისტიკაში ჯერ არ არის ასახული მიმდინარე თვის, დეკემბრის მონაცემები, როცა საახალწლო ფეიერვერკზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით გასულ, 2020 წელს საქართველოში 3 012 500 აშშ დოლარის ღირებულების ფეიერვერკი შემოიტანეს, 2019 წელს – 5 144 …

ღარიბები და საჯარო მოხელეები კაზინოში ვერ ითამაშებენ – კიდევ ვის ეკრძალება აზარტული თამაში

2022 წლის პირველი მარტიდან საჯარო მოხელეებს, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ეროვნულ ბანკში მომუშავეებსა და მარეგულირებელ ორგანოებში დასაქმებულებს, აზარტულ თამაშობებში მონაწილეობა, მათ შორის, ელექტრონულადაც, ეკრძალებათ. თამაში ეკრძალებათ ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრებს. შესაბამისი კანონი საქართველოს პარლამენტმა უკვე დაამტკიცა და ის 2022 წლის პირველი მარტიდან სრულად ამოქმედდება. ამავე კანონით, „იმ პირის სათამაშო ანგარიშზე განთავსებული თანხები, რომელსაც …

საფრანგეთში კოვიდის რეკორდული, 179 807 ახალი შემთხვევა დადასტურდა 24 საათში

დღეს, 29 დეკემბერს, საფრანგეთში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი დადასტურდა – 179 807 ახალი შემთხვევა 24 საათში – წერს „როიტერსი“. ეს არის კოვიდის დღიური შემთხვევების გამოვლენის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2021 წლის 24 დეკემბრის შემდეგ, როცა საფრანგეთში კოვიდის 104 611 დაფიქსირდა. გასულ 24 საათში ქვეყანაში კოვიდით გარდაიცვალა 242 ადამიანი. ამ კვირის დასაწყისში საფრანგეთის მთავრობამ ახალ …

Exit mobile version