ხარკოვის რაკეტებით დაბომბვა გრძელდება – ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, 10 ივლისის ღამეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განაგრძეს ხარკოვის დაბომბვა რაკეტებით, რის შედეგადაც ნაწილობრივ განადგურდა სასწავლო დაწესებულება და საცხოვრებელი კორპუსი. თავდაცვის შტაბმა დააფიქსირა რაკეტების დარტყმა ხარკოვში, ოსნოვიანსკის და სლობოდსკის რაიონებში. ბოლო ინფორმაციით, დაღუპულები არ არიან, კორპუსზე სარაკეტო დარტყმის შედეგად დაჭრილი 62 წლის კაცი გადაიყვანეს ჰოსპიტალში. გასული დღის განმავლობაში რუსეთის …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში ორშაბათიდან

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 ივლისის 21 საათიდან 11 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ზოგან დროგამოშვებით წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი  ღამით: 15 – 20 გრადუსი  შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 25 – 30 გრადუსი ღამით: …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 ივლისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 10 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 300 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +100] ტანკი – 1 641 ერთეული [+3] ჯავშანტექნიკა – 3 823 ერთეული [+8] საარტილერიო სისტემა – 834 ერთეული [+2] MLRS – 247 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 108 …

ჩემი შვილი „აზოვსტალში“ დაიღუპა – დედა, რომელიც ქარხნის დაბომბვას ფანჯრიდან უყურებდა

წყარო: Hromadske.ua სათაურში გამოტანილი სიტყვებით დაიწყო ჩემი ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ნატალიასთან, „აზოველი“ ევგენი ლეპინის დედასთან. ევგენი ბოლომდე იცავდა მარიუპოლს. შვილზე მოყოლა ნატალიამ უკვე ირპენში გააგრძელა. ის იქ დასთან, ლარისასთან, ერთად ცხოვრობს. ქალები ოკუპირებული მარიუპოლიდან 15 მაისს წამოვიდნენ და ვიდრე რუსეთისა და ბელარუსის გავლით უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიამდე მოაღწევდნენ, ორი კვირა იარეს. „რა ტატუები?! ცხედრები უკვე ისეთ …

რუსეთი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება – ISW

რუსი ოკუპანტები აგრძელებენ უფრო შეზღუდულ შეტევით მოქმედებებს, მაგრამ ცდილობენ თავიდან აიცილონ უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ინიციატივის ხელში ჩაგდების შესაძლებლობა. ლუგანსკის რეგიონში რუსული დაჯგუფებები საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენითა და შემდგომი შეტევისთვის ძალების გაფართოებით არიან დაკავებული. ამის შესახებ ამერიკული საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) იუწყება. „როდესაც რუსეთის სამხედრო სარდლობა გადაწყვეტს, რომ საკმარისად არის მომზადებული უფრო ფართო …

მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარედგინა. „შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 8 ივლისს ქ. თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ზ.ვ.-მ გენდერის ნიშნით, მძინარე მეუღლეს ლ.ზ.-ს ჩაქუჩით თავზე დაზიანება მიაყენა. მიყენებული დაზიანების შედეგად ლ. ზ. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე იმავე დღეს დააკავეს.  მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის …

დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამს აღნიშნავენ

დღეს მუსლიმები ყურბან-ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავენ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაულია ისლამში. ყურბან-ბაირამი რამაზან-ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. მუსლიმები ამ დღესასწაულზე მსხვერპლს სწირავენ ღმერთს და აამზადებენ ჰალვას. ტრადიციულად, ასევე გადიან წინაპრების საფლავებზეც. მუსლიმებს რელიგიური დღესასწაული ოფიციალურმა პირებმა მიულოცეს, მათ შორის ბათუმის მერმა, არჩილ ჩოქოვანმა. ბათუმში მცხოვრები მუსლიმი მოსახლეობა მეცხრე წელია, რაც ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის ნებართვას სთხოვს ბათუმის …

სახელმწიფო ავტომანქანების ტექნიკურ ინსპექტირებას სათანადოდ ვერ ახორციელებს – აუდიტი 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესზე სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანობის აუდიტი, რომლის მიზანია შეფასდეს თუ როგორ ახორციელებს სახელმწიფო ტექნიკურ ინსპექტირებას ქვეყანაში დადგენილი სტანდარტების მიხედვით. როგორც აუდიტი წერს, გამოვლინდა ნაკლოვანებები. კერძოდ, სახელმწიფო 2018-2020 წლებში ვერ ახორციელებდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესაბამის ტექნიკურ კონტროლს, რის გამოც სრულყოფილად არ წარმოებდა სხვადასხვა მავნე ნივთიერების კონცენტრაციების დადგენა და არეალის …

საქართველოდან ემიგრაციაში 99 974 ადამიანი წავიდა – 2022 წლის 1 იანვრის მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოდან უცხოეთში ემიგრირებული მოქალაქეობის რაოდენობა  99 974 ადამიანია, რაც 34.6 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით. ემიგრირებულთა შორის ყველაზე მეტი – 80 351 პირი, საქართველოს მოქალაქეა. მათი საშუალო ასაკი 15-64 წელია. ევროკავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) მონაცემებით, 2021 წელს საქართველოდან ემიგრირებული მოქალაქეების ყველაზე დიდმა ნაწილმა (37%), საფრანგეთსა და …

რუსეთი აგროვებს რეზერვებს უკრაინაზე ახალი თავდასხმისთვის – ბრიტანული დაზვერვა

რუსეთი აგროვებს სარეზერვო ძალებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და გადაჰყავს უკრაინასთან ახლოს მომავალი საბრძოლო ოპერაციებისთვის, – წერს ბრიტანული დაზვერვა. გაერთიანებული სამეფოს 9 ივლისის დაზვერვის მონაცემების თანახმად, ახალი ქვედანაყოფების ტრანსპორტირება მოძველებული და დასაწყობებული ჯავშანმანქანებით მოხდება. ახალი ქვეითთა ქვედანაყოფების დიდი ნაწილი სავარაუდოდ MT-LB ჯავშანმანქანებით გაიგზავნება. ეს ჯავშანმანქანები დიდი ხანია მთავარ ტრანსპორტად აღარ გამოიყენებოდა და დასაწყობებული იყო. მიუხედავად იმისა, …

„ქართული ოცნების“ შემომწირველებმა 320 მლნ ლარის ტენდერი მოიგეს – TI

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პარტიების დაფინანსების შესახების შესახებ ახალ კვლევას აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, საქართველოში პარტიებს შორის ფინანსური უთანასწორობა და პოლიტიკური კორუფციის არაეფექტიანი სახელმწიფო ზედამხედველობა ისევ მთავარ პრობლემებად რჩება. კერძოდ, 2021 წელს, 17-მა პარტიამ მთლიანობაში დაახლოებით 43 მლნ ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო და 41.9 მლნ ლარის  ხარჯი გაწია, რომელთა დაახლოებით 60% – „ქართული ოცნებაზე” მოდიოდა „მმართველი …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე – 9 ივლისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 9 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 37 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +300] ტანკი – 1 638 ერთეული [+1] ჯავშანტექნიკა – 3 815 ერთეული [+4] საარტილერიო სისტემა – 832 ერთეული [+4] MLRS – 247 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 108 …

ჰაიმარსები აშინებს რუსებს. აგვისტოში გამოჩნდება, რამდენად შეძლებს უკრაინა გარდატეხას ომში

„მარიუპოლის სინდრომი“ – ასე ასათაურებს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ომის ეტაპს უკრაინაში, როცა რუსებმა ლისიჩანკის აღება რამდენიმე დღეში შეძლეს. ვახტანგ კაპანაძე განმარტავს, როგორ შეიძლება იომო ალყაში და რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ამას. „ახლა უკრაინელებმა ძველი შემართებით უნდა სცადონ კრამატორსკის და სლავიანსკის დაცვა, რადგან კრამატორსკი განსაკუთრებით კარგად გამაგრებული თავდაცვის რაიონიაო,“ – დასძენს გადამდგარი გენერალ-მაიორი. მას ეჭვი …

სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარე ბათუმშია და საკონსტიტუციოს მოსამართლეებს შეხვდა

საკონსტიტუციო სასამართლოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს თავმჯდომარე რობერტ სპანო, ასევე სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან ლადო ჭანტურია და ამავე სასამართლოს მე-5 სექციის სამდივნოს ხელმძღვანელი ვიქტორ სოლოვეიჩიკი სტუმრობდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კონსტიტუციური კონტროლის განხორციელების ურთიერთგავლენა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის ჩამოყალიბების პროცესზე. „მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს შორის …

რუსები მეუბნებოდნენ, რომ არ მაცოცხლებდნენ – „ტაირა“ ტყვეობასა და ომში დაბრუნებაზე

54 წლის იულია პაევსკას უკრაინა მისი საბრძოლო მეტსახელით იცნობს – „ტაირა“. ის უკრაინის ეროვნული გმირი და ცნობილი პარამედიკოსია, რომელიც 8 წელია დონბასში სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვის. მარიუპოლში მისი ტყვედ ჩავარდნისა და გათავისუფლების ამბავს უკრაინასთან ერთად მთელი მსოფლიო ადევნებდა თვალს და მის ბედზე ღელავდა. დღეს, ტელემარათონის ეთერში „ტაირამ“ თქვა, რომ ტყვეობაში სწორედ ხალხის …

„ჩვენს კორპუსებს საფლავის ქვა დაადგეს“ – აქცია ბათუმის მერიის და „ორბის“ წინააღმდეგ

„ფულით გაუმაძღრებს უნდა შევუქმნათ დისკომფორტი“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მირზა მამულაძე, რომლის ფანჯრებთან კომპანია „ორბი“ მალე კედლებს აიყვანს. კომპანიას ამის უფლება ბათუმის მერიამ მისცა. მირზა მამულაძის თქმით, კომპანია „ორბმა“ მათ კორპუსებს „საფლავის ქვა დაადგა“. დღეს, 8 ივლისს, ბათუმში, საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების ინფორმაციით, „ორბი“ ხიმშიაშვილის ქუჩაზე აშენებს შენობას, რომელიც ირგვლივ მდებარე კორპუსებში დაახლოებით 6 სართულს …

ხელვაჩაურში 2 მლნ ლარად აშენებულ საბავშვო ბაღში წყალი ჩამოდის – ენმ-ის განცხადება

ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, საბავშვო ბაღის მშენებლობაზე 2 მლნ 200 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. საბავშვო ბაღი დაახლოებით ორი თვის წინ გაიხსნა, თუმცა როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიშა ბოლქვაძე ამბობს, ახალგახსნილ შენობაში უკვე წყალი ჩამოდის, დაზიანებულია კედლები, ინვენტარი და სასწავლო-სააღმზრდელო პროცესიც არაერთხელ შეწყდა. მიშა ბოლქვაძის თქმით, დაზიანებულია საბავშვო ბაღის გვერდით მდებარე მინი სტადიონიც, რომლის მშენებლობაზეც ბიუჯეტიდან 85 ათას …

რუსეთში „არასასურველი“ მუსიკოსების სია შეადგინეს – მედია

რუსულმა ონლაინგაზეთმა „ფონტანკამ“, რომელიც კრემლის მიერ, ათობით დამოუკიდებელი მედიასაშუალების მსგავსად „უცხოელ აგენტადაა“ მიჩნეული, გამოაქვეყნა იმ მომღერლების სია, რომელთა კონცერტებიც, გამოცემის ცნობით, რუსეთში „არასასურველადაა“ მიჩნეული. გამოცემის ინფორმაციით, სია პრომოუტერებს შორის ვრცელდება. სიაშია ბევრი ცნობილი რუსი მუსიკოსია და ჯგუფია. მათ შორის: ჯგუფები: ДДТ, Машина времени, Аквариум-ი, Би-2, Несчастный случай, IC3PEAK, Литтл Биг-ი, Алоэ Вера, Каста, Louna და …

„გემზე ერთადერთი ქალი მე ვიყავი“ – პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოდან

21 წლის მარიამ გურგენიშვილი გემის მექანიკოსია. როგორც გვითხრეს, ის პირველი მექანიკოსი ქალია საქართველოში. მარიამი ბათუმის საზღვაო აკადემიაში სწავლობს და უკვე სამთვიანი პრაქტიკაც გაიარა გემზე. იგი თბილისიდანაა და საგანგებოდ საზღვაო აკადემიაში სასწავლებლად ჩამოვიდა ბათუმში, როგორც სტუდენტი.  როგორც მარიამმა უთხრა „ბათუმელებს“, მექანიკოსის პროფესიით ჯერ კიდევ 13-14 წლის ასაკში დაინტერესდა და საკუთარ თავს მხოლოდ ამ პროფესიაში ხედავს. „ოჯახის …

თუ დასავლური იარაღი „დროულად მოვა“, ომი წლის ბოლომდე დასრულდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დასრულებასთან დაკავშირებით CNN-თან ინტერვიუში თავისი პროგნოზი გააკეთა და თქვა, რომ თუ დასავლური იარაღი “დროულად მივა” უკრაინამდე, კონფლიქტის საომარი ნაწილი წლის ბოლომდე დასრულდება. „თუ ძლიერი იარაღი ჩვენი პარტნიორებისგან ჩვენთან წამოვა დროზე და თუ იღბალი და ღმერთი ჩვენ მხარეს იქნება, ჩვენ ბევრ რამეს მივაღწევთ ამ წლის ბოლომდე და ჩვენ შეგვიძლია დავასრულოთ ომი. …

თუ უკრაინა ყირიმის ხიდს „ჰარპუნებით“ დაარტყამს, ეს გამართლებული იქნება – გენერალი ბრიდლავი

„ჰარპუნის“ რაკეტებით ყირიმის ხიდზე თავდასხმით უკრაინას კრემლისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენება შეუძლია – მიიჩნევს ევროპაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდლობისა და NATO-ს ძალების ყოფილი მეთაური, გენერალი ფილიპ ბრიდლავი. „ქერჩის ხიდი ლეგიტიმური სამიზნეა“, – ამბობს გენერალი და დასძენს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო, უკრაინის ამგვარი ნაბიჯი სრულიად გამართლებულია. – „მე სამოქალაქო ინჟინერი ვარ და კარგად ვიცი ხიდების …

თურქეთში 8-ჯერ გაიზარდა კოვიდის ახალი შემთხვევები – მედია

თურქეთში ბოლო ერთი თვის განმავლობაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვი რვაჯერ გაიზარდა – წერს თურქული სააგენტო „ანადოლუ“ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, თურქეთში, ერთ კვირაში, 27 ივნისიდან 3 ივლისამდე, კოვიდის 57 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ანკარის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ალპაი აზაპმა „ანადოლუს“ უთხრა, რომ Covid-19-ის ახალი ვარიანტები, BA.4 და BA.5, კოვიდის ახალი შემთხვევების …

რატომ ღირს ხილი ძვირი?

მიმდინარე ზაფხულს სეზონურ ხილზე ფასები გაიზარდა. გაზრდილია ადგილობრივი ხილის ფასიც. მაგალითად, გასულ წელთან შედარებით გაძვირდა საზამთრო, ბალი, ატამი, ქლიავი, ვაშლატამა და სხვა ხილი. „ბათუმელები“ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფროს მკვლევარს, სალომე დეისაძეს ესაუბრა ხილის გაძვირების მიზეზებზე. წელს სეზონური ხილი გაძვირდა. რა არის ამის მიზეზი? ბოლო მონაცემებით ივნისის თვეში სურსათზე ფასები არის გაზრდილი. ყველაზე მეტად გაძვირებულია პური …

რატომ ჩნდება პიგმენტური ლაქები და როგორ ვიმკურნალოთ – ექიმის რჩევები

პიგმენტური ლაქები სახეზე ჯანმრთელობისთვის საშიში არ არის, თუმცა ბევრისთვის ეს ესთეტიკური პრობლემაა. პიგმენტური ლაქების წარმოქმნა ძირითადად მზეზე გარუჯვის არაჯანსაღ პრაქტიკას უკავშირდება. კლინიკა „კანის“ დერმატო-ვენეროლოგი თათია ძოძუაშვილი ამბობს, რომ ნებისმიერ ცვლილებას კანზე დროული რეაგირება სჭირდება, პიგმენტური ლაქების შემთხვევაში კი, ეს უფრო მოკლე ვადაში განკურნებას შეუწყობს ხელს. რამ შეიძლება გამოიწვიოს პიგმენტური ლაქები სახესა და სხეულზე? მელაზმა კანის …

ხულოში, ტაბახმელაში, ცენტრალური გზა ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა

დაახლოებით ერთი საათის წინ ხულოში, სოფელ ტაბახმელაში, ცენტრალური გზის ნაწილი ჩაინგრა და ტრაილერი ჩავარდა. თვითმხილველის თქმით, გზის ჩავარდნას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ამ დროისთვის მოსახლეობა ტრაილერის ამოტანას ცდილობს. გადაკეტილია ცენტრალური გზის ნაწილი. ადგილობრივი მცხოვრების თქმით, გზის ქვეშ წყალი გადის და სავარაუდოდ ამან გამოიწვია გზის ჩავარდნა. „ბათუმელები“  ტაბახმელაში მერის წარმომადგენელს დაუკავშირდა და მომხდართან დაკავშირებით ჰკითხა. გურამ …

საქართველოს ნაკრები იტალიის წინააღმდეგ – შეხვედრა ბათუმში 10 ივლისს გაიმართება

ბათუმში 10 ივლისს საქართველოს ნაკრები რაგბიში იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 10 ივლისს, 20 საათზე დაიწყება. tkt.ge-ის მონაცემების თანახმად, შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების დიდი ნაწილი გაყიდულია. იტალიის ნაკრები „6 ერის“ მონაწილეა. თუმცა სერიოზული შედეგებისთვის დიდი ხანია არ მიუღწევია და გათამაშების ყველაზე სუსტი მონაწილეა. ამის გამო საქართველოს რაგბის ფედერაცია ცდილობს გააქტიუროს საქართველოს რაგბის ნაკრების „6 ერის“ გათამაშებაში მონაწილეობის …

270 000 ლარის გადასახადი ყალბი ანგარიშფაქტურით დაფარეს, ბრალდებულია 4 პირი – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენებისა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, მოტყუებით, სახელმწიფო ბიუჯეტის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანების ფაქტზე, სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში ოთხი პირი მიეცა. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, 2019-2021 წლებში, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიების სახელით, დაამზადეს და გამოიყენეს საქონლის ფიქტიური მიწოდების ამსახველი ყალბი …

ხულოში, სოფელ ბოძაურში, სახლი დაიწვა – „სახანძროს მოსასვლელად 52 წუთი დასჭირდა“

8 ივლისს ხულოში, სოფელ ბოძაურში, ორსართულიანი ხის სახლი დაიწვა. მეხანძრეებმა მხოლოდ ირგვლივ მდებარე სამი დამხმარე ნაგებობის გადარჩენა შეძლეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა უსახლკაროდ დარჩა 4 მცირეწლოვანი ბავშვი, მშობლები და ბებია. „ღამის სამის ნახევარი იყო, რომ გაჩნდა ხანძარი, არ ვიცი რისგან, ალბათ სადენებისგან… ყველამ მოვასწარით გამოსვლა, მაგრამ ვერაფერი ვერ გადავარჩინეთ,  ტელევიზორი წამოვიღე მხოლოდ,“ – უთხრა …

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ივლისის 21 საათიდან 9 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების დასავლეთის ქარი 8-13 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 25 – 30 გრადუსი  ღამით: 15 – 20 გრადუსი  შიდამთიან რაიონებში მოსალოდნელია: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 10 …

ღმერთს თავისი გეგმები აქვს. ჩვენ დრაკონის დამარცხება შეგვიძლია – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ღამით გამოაქვეყნა მოკლე ვიდეო, რომელშიც ის უკრაინასა და უკრაინელებს ადარებს სუპერგმირებს, რუსეთსა და პუტინს კი – დრაკონს, რომელიც აუცილებლად დამარცხდება. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ კუნძულ ზმეინის შემდეგ, უკრაინული დროშა მალე დაბრუნდება ყირიმშიც და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზეც. „შუაღამემდე ერთი წუთია დარჩენილი და ერთი აზრი მინდა გაგიზიაროთ. უკვე 134 დღეა, რაც ჩვენ დაძინება გვიჭირს, მაგრამ …

ჩემი პირადი ტრაგედია დაცინვის ობიექტად აქციეს – სამირა ბაირამოვა „ოცნების“ მხარდამჭერზე

სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას მარნეულის ბაზარში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს გარკვეულმა პირებმა ხელი შეუშალეს „შინ ევროპისკენ“ ბუკლეტების დარიგებაში. სამირას მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა ირმა ზარქუა, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია [სავარაუდოდ, მარნეულის მერიის თანამშრომელი]. ის სამირას მიმართ შეურაცხმყოფელ სტატუსებს სოციალურ ქსელებში ისევ წერს. გუშინ კი სამირას დისკრედიტაცია მისი პირადი ცხოვრების ხელყოფით სცადა. რას ნიშნავს, როცა აქტივისტ ქალს …

რუსეთი სლოვიანსკ-კრამატორსკის მიმართულებით მიიწევს – ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის უახლესი ინფორმაციით, რუსეთი ტექნიკის კონცენტრირებას იწყებს სივერსკის მიმართულების ფრონტის ხაზზე, რომელიც რუსეთის ახლანდელი ფრონტის ხაზიდან დაახლოებით 8 კილომეტრში მდებარეობს. უწყების ვარაუდით, რუსეთის არმია, სავარაუდოდ, აჩერებს მარაგების მიღებას დონეცკის ოლქში შეტევის ახალ ოპერაციამდე. 8 ივლისის რელიზში უწყება აღნიშნავს, რომ ამავე დროს, უკრაინის ძალები ხერსონის სამხრეთ-დასავლეთი სექტორში წინსვლას განაგრძობენ. „სრულიად რეალურია, რომ რუსეთის უახლოესი ტაქტიკური …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 ივლისის მონაცემები

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, 24 თებერვლიდან 8 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 36 900 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +250] ტანკი – 1 637 ერთეული [+35] ჯავშანტექნიკა – 3 811 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 828 ერთეული [+13] MLRS – 247 ერთეული [+0] საზენიტო საბრძოლო სისტემა – 107 …

ჯავახიშვილის ქუჩაზე ავარიული კორპუსის გასამაგრებლად 322 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში, ჯავახიშვილის 47-ში მდებარე კორპუსის გასამაგრებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 322 122 ლარია გამოყოფილი. ეს კორპუსი ავარიულია და აქედან 60 ოჯახი მერიას დროებით ნაქირავებ ბინებში ჰყავს გაყვანილი. კორპუსის გამაგრება-რეაბილიტაციაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ტენდერი, ბათუმში ავარიული სახლების დემონტაჟი-მშენებლობა, გამაგრება-რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 წლის 30 ივლისს დაიწყება და ხუთ დღეში, 4 …

დღეს ბათუმში 282 მძღოლი დააჯარიმეს

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ცნობით, ბათუმში პარკირების წესების დარღვებისთვის დღეს, 7 ივლისს, სულ 282 მძღოლი დაჯარიმდა. აქედან: 38 – ტროტუარზე დგომისთვის; 12 – ავტობუსის გაჩერებაზე დგომისთვის; 12 – დგომა-გაჩერების წესის დარღვევისთვის; 3 – ველობილიკზე სხვა სახის ტრანსპორტის მოძრაობისა და პარკირებისთვის; 217 კი – პარკირების საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის. __________________ მთავარ ფოტოზე: ავტობუსის გაჩერებაზე და უსინათლოთა ბილიკზე …

გზა აღარც წინაა და არც უკან, არსად წასვლა არ შემიძლია – 4 თვე ოკუპირებულ ხერსონში

ხერსონი, სამხრეთ უკრაინის ეს უდიდესი ქალაქი და მთავარი ეკონომიკური ცენტრი, ისევე, როგორც მთლიანად ოლქი, მარტის შემდეგ ოკუპირებულია. საერთაშორისო და უკრაინული მედია ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტს საუბრობს საოკუპაციო ძალების რეპრესიებზე, უკრაინის ხელისუფლება კი – მომავალ კონტრშეტევაზე ხერსონის დასაბრუნებლად. ხერსონში რჩება ჟურნალისტი კონსტანტინ რიჟენკო, ადგილობრივი „ხერსონ ნიუსსიტის“ მთავარი რედაქტორი, რომელიც საკუთარ 28-ე დაბადების დღეს ოკუპირებულ ქალაქში, …

Exit mobile version