ერთ-ერთი საქმის მასალების მიხედვით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელისთვის ფეხის ამორტყმა საზარდულის არეში „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! ეს 2022 წლის შემთხვევაა. სასამართლომ დაადგინა შემდეგი: „2022 წლის 7 მარტს საპატრულო სამსახურის პატრულ-ინსპექტორების: დ.კ.-სა და კ.კ.-სთვის სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო ადმინისტრაციული წესით – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის …
Category Archives: მთავარი
„4 მეტრი სიღრმის თხრილია ღიად დატოვებული, შეიძლება ბავშვი ჩავარდეს“ – მოქალაქე ოცნების ქალაქიდან
„4 მეტრი სიღრმის თხრილია ნახევრად ღიად დატოვებული, ნებისმიერ დროს შეიძლება აქ ბავშვი ჩავარდეს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევს,“ – ამბობს ვეფხვია ბერიძე. ის „ოცნების ქალაქში“ ცხოვრობს, სადაც 15 თებერვალს, თხრილში ორი ბავშვი დაიღუპა. მოქალაქის თქმით, „ოცნების ქალაქში“, ამჯერად მის საცხოვრებელ ბარაკთან ახლოს, 4-მეტრი სიღრმის კანალიზაციის თხრილია. „ოცნების ქალაქში“ ასობით ოჯახი წლებია კანალიზაციის სისტემის გარეშე ცხოვრობს. გუშინ, …
„ვირს და სკუტერს რომ გამოიყენებ, ამაშიც ეტყობა რუსებს როგორ უჭირთ“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან
„ვირს და სკუტერს რომ გამოიყენებ გადაადგილებისთვის, ამაშიც ეტყობა რუსებს, რომ უჭირთ,“ – გვიპასუხა გადამდგარმა გენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, როცა მას რუსეთ-უკრაინის ომის 3 წლისთავზე მხარეების დანაკარგებსა და რესურსებზე ვკითხეთ. სამხედრო ანალიტიკოსი ამ თემაზე საუბრის დროს ყურადღებას ამახვილებს სატელიტურ ფოტოებზე: ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს სავსე ღია საწყობები ნახევრად დაცარიელებულაო, ამბობს. გადამდგარი გენერლის დაკვირვებით, უკრაინასაც სჭირდება გაძლიერება, …
„თუ რუსეთი იმას მიიღებს, რაც უნდა, ეს უკრაინით არ დამთავრდება“ – ფინეთის პრეზიდენტი
„რუსეთმა ეს ომი დაიწყო, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ტერიტორიების მითვისება 2008-ში დაიწყო საქართველოზე თავდასხმით და შემდგომ 2014-ში ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსირებით. საბოლოოდ დღეს აქ ვართ, რომ აღვნიშნოთ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების მესამე წლისთავი, თუმცა ომი ფაქტობრივად 11 წელი მიმდინარეობდა 2014 წლის შემდეგ“, – თქვა უკრაინის მხარდამჭერ სამიტზე, 24 თებერვალს, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა. სტუბმა თავის გამოსვლაში სახელმწიფოს სამ …
„საათზე მეტია აქ ვართ გაჩერებული“ – საცობია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზეც
„საათზე მეტია საცობში ვართ, არ ჩანს ტექნიკა,“ – ამბობენ მოქალაქეები, რომლებიც ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზე გადაადგილდებიან ავტომობილით. მგზავრების თქმით, ცენტრალურ გზაზე, ქედაში, სოფელ წონიარისის მონაკვეთზე, ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია. მოქალაქეების თქმით, არათუ სოფლებში, ცენტრალური გზაც კი სათანადოდ გაწმენდილი არაა და გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი. დღეს, 28 თებერვალს, საცობი იყო ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზეც, ასევე ფრიდონ …
Continue reading “„საათზე მეტია აქ ვართ გაჩერებული“ – საცობია ბათუმი-ხულოს ცენტრალურ გზაზეც”
„უფრო და უფრო დიდი ცეცხლი ოლიგარქიას“ – თემურ ქათამაძის ახალი წერილი ციხიდან
ბათუმის პროევროპული აქციების მედროშე, თემურ ქათამაძე [გაფფარ ილმაზი] ამბობს, რომ დაკავების დღიდან საპატიმროში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლია. ის მიგრაციის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მხრიდან პერმანენტულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე, დამცირებასა და ღირსების შემლახავ მოპყრობაზე საუბრობს. თემურ ქათამაძის წერილს, რომელსაც მისი ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს, უცვლელად გთავაზობთ [სტილი დაცულია]: „საქართველოს საზოგადოების, თანამებრძოლებისა და კრიტიკული მედიის ინფორმირებისთვის, მასზე …
Continue reading “„უფრო და უფრო დიდი ცეცხლი ოლიგარქიას“ – თემურ ქათამაძის ახალი წერილი ციხიდან”
ბათუმში №2, №2ა, №7, №7ა, №9 და №15 ავტობუსებმა მოძრაობა განაახლეს – ავტოტრანსპორტი
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცნობით, მუნიციპალურმა ავტობუსებმა: №2, №2ა, №7, №7ა, №9 და №15 მოძრაობა განაახლეს. რაც შეეხება მარშრუტს, „ავტოტრანსპორტის“ ცნობით: №2 – იმოძრავებს აეროპორტის წრიულიდან ჭავჭავაძის ქუჩის გავლით თაბუკაშვილის ქუჩამდე. №2ა – იმოძრავებს კაჩინსკების ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩის გავლით თაბუკაშვილის ქუჩამდე. №7 და №7ა – გადაადგილდებიან ჩვეული მარშრუტით. №9 – იმოძრავებს ნონეშვილის ქუჩიდან გორგილაძის ქუჩის გავლით აეროპორტის წრიულამდე. …
„გონიოსკენ მიმავალ გზაზე 4 საათია საცობში ვართ“ – მოქალაქე
ბათუმიდან სარფის მიმართულებით, ასევე ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, საცობია. მოქალაქეები ამბობენ, რომ რამდენიმე საათი საცობში არიან გაჩერებული. „გონიოსკენ მიმავალ გზაზე, აეროპორტის გადასახვევიდან დაახლოებით 4 საათია საცობში ვართ. თქვეს, რომ ტრაილერებმა დაიწყეს გამოსვლა სარფის მიმართულებით და ამან შექმნა საცობი“, – ამბობს ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი „ბათუმელებთან“. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, ამ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევა არ დაფიქსირებულა. …
Continue reading “„გონიოსკენ მიმავალ გზაზე 4 საათია საცობში ვართ“ – მოქალაქე”
„ორი მოხუცი ითხოვს წამალს, მაგრამ ვერ მივდივართ, გზა არ არის“ – მოხალისე გურიიდან
„ორ ოჯახს სჭირდება სოფელ კალაგონში სასწრაფოდ შველა, 80 წლის მოხუცებმა დაგვირეკეს, მედიკამენტები გვჭირდებაო, მაგრამ ვერ მივდივართ, გზა არ არის,“ – ამბობს მოხალისე ვაკო ხუნდაძე, რომელიც ახლა გურიაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იმყოფება. როცა „ოცნების“ მთავრობა დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემას ეფექტურად ვერ აგვარებს, მოხალისეები გურიაში მოქალაქეების დახმარებას ცდილობენ. ვაკო ხუნდაძის თქმით, ამ დრომდე ვერ ხერხდება გზის გაწმენდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, …
Continue reading “„ორი მოხუცი ითხოვს წამალს, მაგრამ ვერ მივდივართ, გზა არ არის“ – მოხალისე გურიიდან”
„ვაჩერებთ თანამშრომლობას სამინისტროსთან, სტუდენტების გაცვლა კვლავ გაგრძელდება“ – საელჩო
გერმანიის საელჩო სტუდენტთა გაცვლითი პროგრამების და სამეცნიერო კვლევების დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს. დღეს, 28 თებერვალს, საელჩომ ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ თანამშრომლობის შეჩერება უკავშირდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ ევროპული გზიდან გადახვევას. ტექსტში ასევე ნათქვამია: „როგორც ევროპული გზიდან გადახვევის შედეგი გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო (BMBF) ამ ეტაპზე აჩერებს თანამშრომლობას საქართველოს განათლების, …
„სამართლიანი არჩევნები“ ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს
„სამართლიანი არჩევნები“ [ISFED] ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნების შედეგებს სასამართლოში ასაჩივრებს. ამის თაობაზე ორგანიზაციამ განცხადება დღეს, 28 თებერვალს გააკეთა. „სამართლიანი არჩევნები“ სასამართლოში რექტორობის კანდიდატის არჩილ გუჩმანიძის ინტერესებს დაიცავს. ბსუ-ს რექტორის ასარჩევი კონკურსის შედეგების ბათილად ცნობის მოთხოვნით სასამართლოში სარჩელი 21 თებერვალს წარადგინეს. ბათუმის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 2025 წლის 21 იანვარს გაიმართა. არჩევნებში ორი კანდიდატი, …
Continue reading “„სამართლიანი არჩევნები“ ბსუ-ს რექტორის არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს”
როგორ ეხმარებოდა გერმანიის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს
გერმანიას საქართველოს დასახმარებლად წლების განმავლობაში 1.5 მილიარდზე მეტი ევრო აქვს დახარჯული. მათ შორის მილიონებია დახარჯული საქართველოს შეიარაღებული ძალების დასახმარებლად და ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს ბოლო წლებში რამდენჯერმე, მილიონობით ლარის ღირებულების ტექნიკა გადასცა. მაგალითად, 2020 წელს, ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს, გერმანიამ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 1.5 მილიონი ევრო გამოუყო, გრანტის ფარგლებში 8 …
Continue reading “როგორ ეხმარებოდა გერმანიის მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს”
„ოცნების“ დეპუტატის კომპანია გონიოში კოტეჯების ნაცვლად კორპუსებს ააშენებს – ცვლილება პროექტში
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გონიო ლაქშერი რეზიდენსი“ ბათუმში კოტეჯების ნაცვლად მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს. განაშენიანების დეტალურ გეგმაში [გდგ] ცვლილებების შეტანაზე კომპანიამ ბათუმის მერიას ერთი თვის წინ მიმართა. კომპანიის წინადადებას მერია დათანხმდა, ცვლილებები კი ბათუმის საკრებულომ დღეს, 27 თებერვალს დაამტკიცა. გეგმარებითი ერთეულის [მათ შორის მიწის ნაკვეთების] საერთო ფართობი 25 773 კვადრატული მეტრია და ბათუმში, …
„უთავდებათ საკვები და მივდივართ ამ ოჯახებთან“ – როგორ მუშაობენ მოხალისეები გურიაში
გურიაში დიდთოვლობით გამოწვეულ პრობლემებს მეექვსე დღეა ებრძვიან. მოქალაქეებს ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოხალისეები ეხმარებიან. „ბათუმელები“ რამდენიმე მოხალისეს დაუკავშირდა, რომლებიც დღეს, 27 თებერვალს, გურიაში არიან მოსახლეობის დასახმარებლად ჩასული. მოხალისეების უმრავლესობას აქვს სხვადასხვა სპორტული გამოცდილება. „მოვახერხეთ და ამოვედით ტრაქტორით. სამწუხაროდ, ყველაფერი ცენტრში დავტოვეთ, იმიტომ, რომ აზრი არ ჰქონდა არაფრის წამოღებას. ახლა გზა გავიყვანეთ და „ოფროუდის“ [ექსტრემალ …
ბათუმში თოვლმა საწარმოების სახურავი ჩაანგრია
ბათუმში, მამია ვარშანიძის ქუჩაზე, თოვლმა შენობის სახურავი ჩაანგრია. ამ შენობაში ორი, ავეჯისა და თუნუქის საწარმო იყო განთავსებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. _________________ ფოტოზე: თოვლისგან ჩამონგრეული სახურავი ვარშანიძის ქუჩაზე. ბექა რომანაძის ფოტო
კლინიკიდან გაწერილი მზია ამაღლობელი ციხეში არ გადაჰყავთ, პენიტენციური განმარტებას არ აკეთებს
ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედიდან“ გაწერეს, თუმცა ის ციხეში ჯერ არ გადაჰყავთ. საიას განცხადებით ამ დრომდე არ აქვთ ოფიციალური ინფორმაცია რატომ არ გადაჰყავთ მზია ამაღლობელი პენიტენციურ დაწესებულებაში. „მზია ამაღლობელი ამ დრომდე არ არის გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში და კვლავ კლინიკაში რჩება. გუშინ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან ოფიციალურად …
„ოცნების ქალაქში“ შენობის სახურავი ჩატყდა – დაშავდა ერთი ადამიანი
დღეს, 27 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ სავარაუდოდ თოვლმა დააზიანა, ჩატეხა სახურავი ძველი შენობის, სადაც დაახლოებით 28 ოჯახი ცხოვრობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, იგი კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე იმყოფება აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე. „აჭარა თაიმსის“ პირდაპირ ეთერში ნინო ნიჟარაძემ თქვა, რომ დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ოჯახებს ქირით გაყვანას სთავაზობენ, თუმცა რამდენიმე …
Continue reading “„ოცნების ქალაქში“ შენობის სახურავი ჩატყდა – დაშავდა ერთი ადამიანი”
„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ხვალ მიგრაციის დროებითი განთავსების ცენტრთან აქცია გაიმართება
„გააგონე ხმა ბათუმელ მედროშეს“ – ამ ლოზუნგით ხვალ, 28 თებერვალს, დღის 4 საათზე თემურ ქათამაძის [გაფფარ ილმაზის] მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციის მონაწილეები თბილისში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრთან შეიკრიბებიან [მიხეილ გახოკიძის 14], სადაც თემურ ქათამაძე უკვე 42 დღეა პროტესტის ნიშნად შიმშილობს. თემურ ქათამაძე ბათუმის პროევროპული აქციების მედროშეა. „ოცნების“ მთავრობა მის ქვეყნიდან გაძევებას ცდილობს. თემურ …
„სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო“ – ოჯახი ორთაბათუმიდან
„სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო, ღია ცის ქვეშ დავრჩით,“ – გვიყვება მოქალაქე უშანგი მაჭუტაძე ორთაბათუმიდან. მისი სახლი გუშინ, 26 თებერვალს დაიწვა. სოფელ ორთაბათუმში გზა დღესაც არაა გაწმენდილი. ეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტია. „სავარაუდოდ დენის სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, ძლივს მოვასწარით სახლიდან გამოსვლა, ვერაფრის გადარჩენა ვერ მოვასწარით. შვიდსულიანი ოჯახი ვართ, 2 პატარა ბავშვი გვყავს, ბაბუა 88 …
Continue reading “„სახლი დაგვეწვა, გზა არ იყო, რომ სახანძრო მოსულიყო“ – ოჯახი ორთაბათუმიდან”
„გაილახები, გეუბნები“ – ბათუმის საკრებულოს წევრი „ოცნებიდან“ ვაჟა დარჩიას ემუქრება
დღეს, 27 თებერვალს, ბათუმის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, მინდია გოგუაძე, ამავე საკრებულოს წევრს პარტია „ლელოდან“ – ვაჟა დარჩიას დაემუქრა. „უზრდელი ხარ… გაილახები ეხლა, გაილახები, გეუბნები უკვე, შენი საქციელების გამო…“ – ასე მიმართა მან საკრებულოს სხდომაზე ვაჟა დარჩიას, რომელიც დიდთოვლობის გამო ქალაქში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობდა. მინდია გოგუაძე ბათუმის საკრებულოში ინფრასტრუქტურის განვითარების კომისიის თავმჯდომარეცაა. „უზრდელი ვინც …
გარკვეულ სამარშრუტო ხაზებზე ცვლილებებია – „ბათუმის ავტოტრანსპორტი“
„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ცნობით, დღეს, 27 თებერვალს, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილმა მოძრაობა განაახლა, თუმცა ცვლილებებია შემდეგ სამარშრუტო ხაზებზე: #1 მარშრუტი: ტაბიძის ქ. – აღმაშენებლის ქ. – კობალაძის ქ. – ხიმშიაშვილის ქ. – ჯავახიშვილის ქ. – გორგილაძის ქ. – ბარათაშვილის ქ. – ჭავჭავაძის ქ. – ბაქოს ქ. – ნონეშვილის ქ. – გოგოლის ქ. – ს. აჭარელის ქ. – …
Continue reading “გარკვეულ სამარშრუტო ხაზებზე ცვლილებებია – „ბათუმის ავტოტრანსპორტი“”
სოფელ მახოში გაზის მიწოდება შეწყდა – „სოკარი“
„სოკარ ჯორჯია გაზის“ ცნობით, 27 თებერვალს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, 05:00 საათიდან, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა სოფელ მახოში მცხოვრებ 250 აბონენტს. კომპანიის ცნობით, გაზის შეწყვეტის მიზეზი ავარიული დაზიანებაა. „ამ ეტაპზე საავარიო ჯგუფი ადგილზე მუშაობს, შესაბამისად ბუნებრივი გაზის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 28 თებერვლის 18:00 საათიდან და დასრულდება დღის ბოლომდე“ – აცხადებს „სოკარი“. კომპანია აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ …
Continue reading “სოფელ მახოში გაზის მიწოდება შეწყდა – „სოკარი“”
როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 27 თებერვლის 21 საათიდან 28 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში – ზვავსაშიშროება. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 2 – 7 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში”
ბათუმის ნაწილს წყალი კვლავ არ მიეწოდება – დაზიანდა წყალმომარაგების ცენტრალური მილი
ბათუმში წყალმომარაგება შეეზღუდათ აეროპორტის გზატკეცილზე, ჰელიმიშის, ნიჟარაძის, ბაქოს, მაქაცარიასა და მაიაკოვსკის ქუჩებზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, მის შესახვევებსა და ჩიხებში მცხოვრებ აბონენტებს; ასევე მახინჯაურის დასახლებაში, ბენზეში, ბარცხანაში, წინსვლასა და ორთაბათუმში მცხოვრებ აბონენტებს. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი გახდა ბენზეს მიმართულებით წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური 1200 მმ-იანი მილი, რომელიც ორ ადგილზე დაზიანდა. კომპანიის ცნობით წყალმომარაგება დღის ბოლომდე …
„გერმანიის წნეხი ოცნებაზე გაიზრდება“ – რა იცვლება გერმანიაში ჩატარებული არჩევნებით?
„მერცი შეეცდება, შეითავსოს ლიდერის როლი: როგორ უნდა მოხდეს ევროკავშირის გარდაქმნა გეოპოლიტიკურ მოთამაშედ“, – პოზიტიური მოლოდინი აქვს გერმანიაში ჩატარებულ არჩევნებზე საგარეო პოლიტიკის მრჩეველს ბუნდესტაგში – მიხეილ სარჯველაძეს. მისი აზრით, მერცს უკეთესი პოლიტიკური უნარები აქვს, ვიდრე შოლცს ჰქონდა. ბუნდესტაგის ქართველი მრჩევლის აზრით, თუ მერცმა გერმანელ ამომრჩეველს გული გაუცრუა, პოლარიზმი კიდევ უფრო გაღრმავდება და იმის რისკი გაიზრდება, რომ …
თბილისი-ბათუმის რეისი 27 თებერვალსაც უქმდება – რკინიგზა
საქართველოს რკინიგზის ცნობით, უამინდობის და დიდთოვლობის გამო, კვლავ უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი. კერძოდ, 27 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები: #802/801 თბილისი-ბათუმი; #804/803 თბილისი-ბათუმი; #870/869 თბილისი-ზუგდიდი; #874-873 თბილისი -ფოთი; #618/617 თბილისი-ბორჯომი; #686/685 თბილისი-ბორჯომი. „მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე“ – წერს რკინიგზა.
აჭარის სკოლებში სწავლა 4 მარტს განახლდება
აჭარაში სასწავლო პროცესი სკოლებში 4 მარტს განახლდება. ამის თაობაზე ინფორმაცია დღეს, 26 თებერვალს აჭარის განათლების სამინისტრომ გაავრცელა. აჭარაში რამდენიმე დღე ინტენსიურად თოვს. ბათუმში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი, გზები სათანადოდ არ არის გაწმენდილი, რის გამოც უჭირთ გადაადგილება ქვეითებს და ავტოტრანსპორტს.
„ვითხოვთ შველას, თოვლი 2 მეტრია, საკვები დაგველია“ – მოქალაქე ჩოხატაურის სოფლიდან
„ვითხოვთ შველას, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, არავინ გამოჩნდა ჩვენთან“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ნინო ჟღენტი. ნინო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებიდან დაგვიკავშირდა. მისი თქმით, თოვლის საფარის სიმაღლე უკვე 2 მეტრია, სოფელს კი არ აქვს გზა, ოჯახებში გამოელიათ საკვები: „შუქი მოდის პერიოდულად და მალევე მიდის, მობილურების დამუხტვას ძლივს ვასწრებთ… სანთელი გვჭირდება და საკვებიც დაგველია. გზა ისეთი გაუვალია, მეზობელთანაც …
Continue reading “„ვითხოვთ შველას, თოვლი 2 მეტრია, საკვები დაგველია“ – მოქალაქე ჩოხატაურის სოფლიდან”
სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი პოლიციელის ცემა „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის – სილის გაწვნა არის?
ერთ-ერთ საქმეზე, რომელზეც ახლა გიყვებით, სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიციელების ჯგუფურად ცემა, მათ შორის, ქალი პოლიციელის ცემა რამაც დაზარალებულის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია, „პოლიციელზე თავდასხმა“ არ არის, სილის გაწვნა [„მზია ამაღლობელის საქმე“] არის?! ამ საქმეში [№1045აპ-22] ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 4 ბრალდებულს პროკურატურა 2 პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდა: „პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რამაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი …
„პოლიციაში რუსული ტელევიზია იყო ჩართული“ – კიდევ რა ნახეს დაკავებულებმა იზოლატორებში
„როცა შემიყვანეს ბათუმის სამმართველოში, რუსული „პირველი არხი“ იყო ჩართული. სხვა არხზე გადართვა მოვითხოვე. „ტვ პირველი“ ხომ არ ჩაგირთოთო. უბრალოდ, რუსული არხი გადართეთ-მეთქი. შემდეგ „ჯიდიესზე“ გადართეს, ფილმი გადიოდა. ცდილობდნენ ინფორმაცია არ მიმეღო, გარეთ რა ხდებოდა“, – გვიყვება მათე ცენტერაძე, ბათუმელი აქტივისტი და სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. მათე ცენტერაძე 11 იანვარს პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს. იმ დღეს …
მშვიდობას უკრაინელი ჯარისკაცი აახლოებს მტრის სამიზნეზე დარტყმებით – „აზოვის“ მეთაური
უკრაინის მე-12 სპეცდანიშნულების ბრიგადის, „აზოვის“ მეთაური, უკრაინის ეროვნული გმირი დენის პროკოპენკო, რომელიც მარიუპოლის დაცვას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება დამოკიდებულია არა უცხო ლიდერებზე, არამედ მათზე, ვის მხრებზეც ფრონტი ეყრდნობა. „უნდათ დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ არ გვეკუთვნის, რომ შედეგი ცნობილია და ყველაფერი ჩვენთვის გადაწყდა. რომ ვიღაც შეთანხმებას მიაღწია და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ადრე. …
ბათუმში გაიხსნა შტაბი გურიასა და აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად
გურიისა და აჭარის სოფლებში სტიქიით დაზარალებული ადამიანებისთვის საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შესაგროვებლად ბათუმში შტაბი გაიხსნა. “ასევე თუ საჭიროება გაჩნდა, დავეხმარებით ბათუმში სახლის ჩამონგრევის და სხვა უბედური შემთხვევების მსხვერპლებს“, – წერს ინიციატივის ავტორი დავით ჯინჭარაძე ფეისბუქში. დახმარება გვჭირდება საჭირო ნივთების შეგროვებაში – სანთლები, მედიკამენტები, თბილი ტანსაცმელი, საჭმელი, რომელიც ადვილად არ ფუჭდება. ყველას შეუძლია შემოერთება, დაგვჭირდება ასევე …
Continue reading “ბათუმში გაიხსნა შტაბი გურიასა და აჭარაში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად”
ხვალ დღის ბოლოს გამოიდარებს. მოსალოდნელია მეწყრული პროცესები – ამინდი აჭარაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 26 თებერვლის 21 საათიდან 27 თებერვლის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით და დილით თოვლ-ჭყაპი, მთაში – თოვა. სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში ხვალ, 27 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან შედარებით გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ამავე დროს, გორაკ-ბორცვიან ზონაში შესაძლებელია მეწყრული პროცესების განვითარება, მთიან ზონაში – …
Continue reading “ხვალ დღის ბოლოს გამოიდარებს. მოსალოდნელია მეწყრული პროცესები – ამინდი აჭარაში”
დღეს უქმდება რეისები თბილისი – ბათუმის მიმართულებით – რკინიგზა
საქართველოს რკინიგზის ცნობით, უამინდობისა და დიდთოვლობის გამო დღეს, 26 თებერვალს, უქმდება მატარებლების რამდენიმე რეისი. კერძოდ: № 804 თბილისი – ბათუმი; №801 ბათუმი – თბილისი; №869 ზუგდიდი-თბილისი; №874 თბილისი -ფოთი; №617 ბორჯომი-თბილისი; №686 თბილისი – ბორჯომი; ასევე, რკინიგზის განცხადებით, 27 – 28 თებერვალს უქმდება შემდეგი რეისები: № 854 თბილისი-ოზურგეთი; № 853 ოზურგეთი-თბილისი; № 6355/6356 ქუთაისი-რიონი; № …
Continue reading “დღეს უქმდება რეისები თბილისი – ბათუმის მიმართულებით – რკინიგზა”
ბათუმის აეროპორტიდან ფრენები განახლდა
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღეს, 26 თებერვალს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ფრენები განახლდა. „ალექსანდრე ქართველის სახელობის აეროპორტიდან უკვე გაფრინდა პირველი რეისი თელ-ავივის მიმართულებით და დღეს, 26 თებერვალს კიდევ 12 საერთაშორისო რეისია დაგეგმილი. მეტეოროლოგიური პირობების გამო ავიაკომპანიებს 2 დღის განმავლობაში ბათუმის აეროპორტში ფრენა შეჩერებული ჰქონდათ. თუმცა, ამის მიუხედავად, „ტავ ჯორჯია“ აეროდრომის ხელოვნურ საფარს მუდმივ რეჟიმში ასუფთავებდა თოვლისგან და ამუშავებდა …
საია თემურ ქათამაძისთვის თავდებობას ან გირაოს ითხოვს
საია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ითხოვს, მიმართოს სასამართლოს, რათა თემურ ქათამაძისთვის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ნაცვლად გამოყენებულ იქნას ალტერნატიული ზომები, როგორიცაა პოლიციაში რეგულარული გამოცხადება, თავდებობა ან გირაო. თემურ ქათამაძე 41 დღეა შიმშილობს. ის 16 იანვრიდან დროებითი განთავსების ცენტრში იმყოფება და ასაჩივრებს საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ქვეყნიდან მის გაძევებას უკავშირდება. მისი დროებით დაკავება სამინისტროს შუამდგომლობას …
Continue reading “საია თემურ ქათამაძისთვის თავდებობას ან გირაოს ითხოვს”