რუსეთმა უკრაინას 145 დრონით და რაკეტებით შეუტია ტრამპის და პუტინის მშვიდობაზე საუბრის შემდეგ

19 მარტის ღამეს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინას თავს დაესხა ბალისტიკური რაკეტებითა და 145 „შაჰედის“ დრონით, მათგან 45 დრონის სამიზნე იყო კიევის რეგიონი. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა, „უკრაინსკა პრავდა“ წერს საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით. უკრაინული მხარის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 72 დრონი. მედიის ცნობით, სუმსა და კრასნოპოლში დრონი საავადმყოფოს შენობას მოხვდა, საჭირო გახდა პაციენტებისა და სამედიცინო …

როგორი ამინდი იქნება ბათუმში უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 მარტის 21 საათიდან 20 მარტის 21 საათამდე უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, წვიმა, მთაში – თოვლ-ჭყაპი, მაღალ მთაში – თოვლი, მთიან ზონაში მოსალოდნელია ზვავსაშიშროება. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში: დღისით: 7 – 12 გრადუსი სითბო ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო მთიან …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 19 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 898 070 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 060] ტანკი – 10 364 ერთეული [+12] ჯავშანტექნიკა – 21 523 ერთეული [+14] საარტილერიო სისტემა – 24 704 ერთეული [+64] MLRS – 1 320 ერთეული [+1] …

მზია ამაღლობელის ორი საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლოში – ფოტოამბავი

18 მარტს ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი თავის სასამართლო პროცესს ესწრებოდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. იგი რუსთავის ქალთა კოლონიიდან ჩამოიყვანეს სხდომაზე დასასწრებად.

ბათუმელ მედროშეს სასამართლომ ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის სარჩელი ლტოლვილის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება მოსამართლე დიანა ფარქოსაძემ გამოაცხადა. თემურ ქათამაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოსთან 11 იანვარს დააკავეს, იგი 12 დღე იყო იზოლატორში. თემურ ქათამაძე იზოლატორიდან გამოსვლისთანავე დააკავეს და ამ დრომდე შსს-ს მიგრაციის დროებითი განთავსების იზოლატორში იმყოფება. დაკავების დროს, როგორც ქათამაძე ამბობს, მასზე ფიზიკურად იძალადა ბათუმის …

ყაზახეთში ლევან ვარშალომიძე დააკავეს – ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ყაზახეთში აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ლევან ვარშალომიძე დააკავეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამ საქმესთან დაკავშირებით ლევან ბეჟაშვილის კომენტარს ავრცელებს. „წინასწარი ინფორმაციით საქმე ეხება რუსეთის ფედერაციიდან გაგზავნილ ინფორმაციას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ლევან ვარშალომიძის პოლიტიკურ საკონსულტაციო საქმიანობას უკრაინის ხელისუფლებასთან. ყველასათვის ცხადია, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან სისხლის სამართლებრივი საქმე …

მზია ამაღლობელის ადვოკატი მოსამართლეს: „თქვენ ვერ აკმაყოფილებთ მიუკერძოებლობის სტანდარტს“

დღეს, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. საქმეს განიხილავს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი. სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ჯუმბერ ქათამაძემ მოსამართლე ნინო სახელაშვილს დაუსაბუთა, თუ რატომ არ შეუძლია მას გაასამართლოს მზია ამაღლობელი. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი საფუძველია ის, რომ ნინო სახელაშვილი ვერ აკმაყოფილებს სისხლის სამართლის კონვენციებით დადგენილ ობიექტურობისა და …

მოსამართლემ მზია ამაღლობელი 2000 ლარით დააჯარიმა – სასჯელი გაყალბებული ოქმით

მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეზე დღეს, 18 მარტს, მოსამართლე სალიხ შაინიძემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მან მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო და 2000 ლარით დააჯარიმა. იგივე მოსამართლემ ამ საქმეზე 13 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა იმ ფაქტების ნამდვილობა, რაც მას მზია ამაღლობელის ადვოკატებმა წარუდგინეს. საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების …

მსახიობ მეგი კობალაძეს ნუკრი ქანთარიამ ხელფასი 6 თვით შეუჩერა

ბათუმის თეატრის მსახიობი  მეგი კობალაძე ფეისბუქზე გვერდზე წერს, რომ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნუკრი ქანთარიამ 6 თვით შეუჩერა ხელფასი. „6 თვით შემიჩერა ხელფასი. განმარტებაში წერს, რომ გახსნისთანავე არ წარვადგინე ბიულეტენი. ბატონო ნუკრი, ჩემო საყვარელო, სანამ არ დაიხურება ბიულეტენი, არ გაძლევენ. ხო დავხურე 13 მარტს და მოგართვი? ამით კიდევ ერთხელ ადასტურებ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პერსონა ვარ მე …

ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი მზია ამაღლობელის პროცესის მონიტორინგს იწყებს

18 მარტიდან, უფლებადამცველ ამალ კლუნისა და მსახიობ ჯორჯ კლუნის ფონდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს. „კლუნის ფონდმა დღეს განაცხადა, რომ TrialWatch, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, აპირებს აწარმოოს დამოუკიდებელი ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის მონიტორინგი. ამაღლობელი, რომელმაც დააარსა ჯილდოს მფლობელი ონლაინ მედიასაშუალებები: …

„საბჭოთა რეპრესიების დროს სასამართლოს გარეშე ხვრეტდნენ, მე ფორმალური სასამართლო მაინც მაქვს“

დღეს, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. „შედარებას გავაკეთებ იმასთან, რომ სტალინური, საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ისე ასახლებდნენ და ხვრეტდნენ, რომ არ ასამართლებდნენ. ამ შემთხვევაში ჩემი სასამართლო პროცესები იმართება, მერე რა, რომ ფორმალურია, მაშინ არაფერი მეთქმის,” – თქვა დღეს, 18 მარტს მიმდინარე სასამართლო პროცესზე მზია ამაღლობელმა. დღეს სასამართლო პროცესი დაახლოებით …

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს საელჩოების წარმომადგენლები ესწრებიან

დღეს, 18 მარტს, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ბათუმში ესწრებიან: გერმანიის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და ჩეხეთის საელჩოების წარმომადგენლები. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმის არსებით განხილვას იწყებს. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ყოველ ჯერზე ესწრებიან ევროპული ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები. 4 მარტს სასამართლო სხდომას დაესწრნენ: საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი, საქართველოში გერმანიის …

„ოცნება“ სოცდაუცველების დასაქმების პროგრამას აგრძელებს – დაიხარჯება 103 მილიონზე მეტი ლარი

„ქართული ოცნება“ სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას 2025 წელსაც განაგრძობს. წელს ამ პროგრამისთვის 103 მილიონ 305 ათასი ლარი დაიხარჯება. სოციალურად დაუცველ პირებს მარტის დასაწყისში დაურიგეს ახალი ხელშეკრულებები. შესაბამისად, ხელფასს ისევ მიიღებენ, მაგალითად, ქედაში, სოფელ წონიარისში საბჭოთა წარსულიდან შემორჩენილი ტანკის დამლაგებლები თუ „ჯოკერისთვის“ სოფელ გულებში მოწყობილი ოთახის დამლაგებელი, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში საბავშვო ბაღში დასაქმებულები, სადაც უკვე 33 …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 18 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 897 010 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 560] ტანკი – 10 352 ერთეული [+8] ჯავშანტექნიკა – 21 509 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 24 640 ერთეული [+42] MLRS – 1 319 ერთეული [+1] …

18 მარტს თემურ ქათამაძის სასამართლო პროცესი გაიმართება – ის ლტოლვილის სტატუსს ითხოვს

ხვალ, 18 აპრილს, 15:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში თემურ ქათამაძის პროცესი გაიმართება. საქმეს მოსამართლე დიანა ფარქოსაძე განიხილავს. სასამართლომ ბათუმის აქციების მედროშისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა განიხილოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, პროცესს თემურ ქათამაძე დაესწრება. თემურ ქათამაძე ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებას ითხოვს. იგი ამბობს, რომ თურქეთში მას საფრთხე ემუქრება და სურს საქართველოში დარჩეს. თემურ ქათამაძის უფლებებს …

მზია ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 18 მარტს დაიწყება. მზია ამაღლობელის საქმეს არსებითად მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. სასამართლო სხდომა დღის 2 საათზეა ჩანიშნული. ნინო სახელაშვილი დასანქცირებული მოსამართლეა. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილი გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე …

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა 18 მარტს დაიწყება ბათუმის სასამართლოში

ხვალ, 18 მარტს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „მზია ამაღლობელის საქმის“ არსებითი განხილვა დაიწყება. პროცესი დღის 2 საათზეა ჩანიშნული. სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ნინო სახელაშვილი თავდაპირველად მხარეების შესავალ სიტყვებს მოისმენს, ასევე, განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს. უცნობია, ხვალინდელ პროცესზე წარმოადგენს თუ არა მოწმეებს პროკურატურა. პროკურატურის მოწმეების დაკითხვის შემდეგ არსებითი განხილვის მომავალ სხდომებზე მოსამართლემ, წესით, დაცვის მხარის მტკიცებულებები უნდა გამოიკვლიოს, თუმცა „მზია …

აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვმა სკოლას სასამართლო დავა მოუგო – PHR

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ინფორმაციით, დღეს 17 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკმაყოფილდა არასრულწლოვანის სარჩელი დამოუკიდებელი სკოლა „მოძღვარის“ წინააღმდეგ. საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. ორგანიზაციის ინფორმაციით, სასამართლომ დააკმაყოფილა ორივე მოთხოვნა და დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ დისკრიმინაციულ ქმედებებს – „ასევე, სასამართლომ სკოლას …

მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართეს

„უზენაესი სასამართლოს განმარტებით, 353-ე პრიმა მუხლით ქმედებით დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელი ელემენტები მზია ამაღლობელის ქცევაში არ იკვეთება. კერძოდ, სახეზე არ გვაქვს არც ქმედების ობიექტური (თავდასხმა – როგორც განსაკუთრებული ძალადობრივი, აგრესიული აქტი) და არც სუბიექტური (პირდაპირი განზრახვა და მიზანი, რომელიც პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებას უკავშირდება) შემადგენლობა,“ – ვკითხულობთ ამიკუსში, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა გამოაქვეყნა. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა სასამართლოს …

„სამშობლოს ნუ გვიკლავთ, მე აქ ცხოვრება მინდა“ – ვინ არის სინდისის პატიმარი ლუკა ჯაბუა

„წამით არ ვკარგავ შემართებას, თავი მაღლა მიჭირავს და იმაზე ძლიერი ვარ, როგორც არასდროს. წამით არ ვნანობ არაფერს და ყოველდღიურად მეტად ვრწმუნდები, რომ ეს ყველაფერი ღირს თავისუფლებისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის“ – 20 წლის ლუკა ჯაბუა ციხიდან. ლუკა ჯაბუა 2024 წლის 6 დეკემბერს საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დააკავეს და 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ლუკას და …

სკოლებში პერსონალური ინფორმაციის კონტროლისთვის ოფიცრები შეჰყავთ – ახალი ბრძანება

დღეს, 17 მარტს, პარტია „ლელოს“ ოფისში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების განათლების მინისტრი სკოლების კონტროლის მიზნით ეგრეთ წოდებული ოფიცრების დანიშვნას აპირებს, რომლებმაც სკოლებში პერსონალური მონაცემების დამუშავება უნდა უზრუნველყონ. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი პედაგოგი როლანდ შავაძე ამბობს, რომ სკოლებში ეგრეთ წოდებული ოფიცრების დანიშვნა „რუსული კაგებეშნიკური მოდელია“, რომელიც სკოლებს ისედაც შეზღუდულ თავისუფლებას კიდევ უფრო შეუზღუდავს. …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 17 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 17 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 895 450 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 210] ტანკი – 10 344 ერთეული [+19] ჯავშანტექნიკა – 21 489 ერთეული [+11] საარტილერიო სისტემა – 24 598 ერთეული [+37] MLRS – 1 318 ერთეული [+1] …

ძლიერი წვიმა, წყლის დონის მატება და მეწყრული პროცესები – სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალ, 17 მარტს, დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოში, ხოლო 19-20 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში – ზოგან თოვლი, შესაძლებელია ძლიერი. სანაპირო რაიონებში შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4 – 5 ბალი შტორმი. სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს: „მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულმა თოვლის დნობამ და თანდართულმა ინტენსიურმა წვიმამ შესაძლებელია …

ბათუმში ჰაერი კვლავ მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში დღეს, 16 მარტს, ჰაერი კვლავ მტვრის ნაწილაკებითაა დაბინძურებული. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მიხედვით, ბათუმში, 16 მარტის დილის [დღის 12 საათის] მონაცემებით, ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10, PM2.5] შემცველობის მაჩვენებელი ცუდია. ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2.5] შემცველობის მატება საქართველოს ტერიტორიაზე 9 მარტიდან ფიქსირდება, „რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების …

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 16 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 16 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 894 240 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 400] ტანკი – 10 325 ერთეული [+10] ჯავშანტექნიკა – 21 478 ერთეული [+20] საარტილერიო სისტემა – 24 561 ერთეული [+78] MLRS – 1 317 ერთეული [+2] …

ავტორიტარიზმის პირობებშიც მოსვენებას არ მივცემთ ოლიგარქიას -სოლიდარობის პლატფორმის მანიფესტი

„მუშაობას ავტორიტარიზმის პირობებშიც გავაგრძელებთ და მოსვენებას არ მივცემთ ოლიგარქიას,“ – სოლიდარობის პლატფორმის წარმომადგენელმა დღეს, ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოსთან მანიფესტი წაიკითხა. სოლიდარობის პლატფორმა ამ მანიფესტით მხარდაჭერას უცხადებს ბათუმელ აქტივისტებს და პოლიტპატიმრებს: მანიფესტს უცვლელად გთავაზობთ: „ჩვენ, სოლიდარობის პლატფორმის წევრები, მხარდაჭერას ვუცხადებთ თანამებრძოლებს, რომლებიც აჭარაში დემოკრატიისთვის, სამართლიანობისთვის, უფლებებისა და თანასწორობისთვის იბრძვიან.  ჩვენი პლატფორმა ურყევ სოლიდარობას უცხადებს სინდისის პატიმრებს:  მზია …

ბსუ-დან საპროტესტო მარში დაიწყო – სოლიდარობა თეატრალურის სტუდენტებს

ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეები დღეს, 15 მარტს, საპროტესტო მარშს უნივერსიტეტის ეზოდან იწყებენ. ამ ფორმით მათ სურთ სოლიდარობა გამოუცხადონ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებს, უკანონოდ დაჯარიმებულებს და პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო აქტივისტებს. „ქვეყანაში სიღარიბის აღმოფხვრის, კორუფციის დაძლევის და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ნაცვლად, „ქართული ოცნება“ სდევნის თავისუფალ სიტყვას და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ყოველდღიურად ლახავს. 15 მარტის შეკრება …

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 15 მარტი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 15 მარტამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის: ცოცხალი ძალა – დაახლოებით 892 840 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 180] ტანკი – 10 315 ერთეული [+2] ჯავშანტექნიკა – 21 458 ერთეული [+15] საარტილერიო სისტემა – 24 483 ერთეული [+28] MLRS – 1 315 ერთეული [+1] …

მკვლელობის საქმე ბათუმში – ბრალდებული განაჩენის გარეშე 1 თვეში შესაძლოა გათავისუფლდეს

მკვლელობაში ბრალდებული რევაზ ც. შესაძლოა პატიმრობიდან განაჩენის გამოცხადების გარეშე გაათავისუფლონ. თუ ბათუმის საქალაქო სასამართლო კიდევ ერთ თვეში ნაფიც მსაჯულებს ვერ შეარჩევს, 2025 წლის 15 აპრილს მკვლელობაში ბრალდებულს წინასწარ პატიმრობაში ვეღარ დატოვებენ – კანონით გათვალისწინებული 9 თვის ვადამდე ერთი თვე რჩება, 8 თვე უკვე გავიდა. საუბარია 2024 წლის 15 ივლისს ბათუმში მომხდარ მკვლელობაზე. გამოძიების ვერსიით, 27 …

„პუტინის ბუნკერიდან გამოსვლა ამას მიანიშნებს“ – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„პირველად გამოჩნდა პუტინი ფრონტის ხაზზე სამხედრო ფორმით, აქამდე ბუნკერიდან არ გამოდიოდა. ეს იმას მიანიშნებს, რომ საომარი მოქმედებები არც ისე ინტენსიურია,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე. მისი დაკვირვებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე რუსეთი აუცილებლად მივა, მანამდე კი კრემლს იმის წარმოჩენა სურს, რომ ეს უკრაინის სურვილია და არა რუსეთის. გადამდგარი გენერალი განმარტავს, რომ რუსებს არც კურსში აქვთ …

სოზარ სუბარის ტყუილი მზია ამაღლობელის საქმეზე სასამართლომაც დაადასტურა

13 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა, როგორ მოიტყუა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სოზარ სუბარმა მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრისას. სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედი Live“-ის ეთერში თქვა, თითქოს მზია ამაღლობელი 11 იანვარს დააკავეს იმის გამო, რომ ის სტიკერებს აკრავდა პოლიციელს ზურგზე. …

ვინ არის სინდისის პატიმარი ონისე ცხადაძე – იუმორისტი ბრალდებულის სკამზე

„ვისაც გსურთ ამ რეალობასთან შეგუება, კი ბატონო, მაგრამ ჩვენ არ ვეგუებით. რამდენი ხანიც არ უნდა მომიწიოს აქ ყოფნა, ვიცი, რომ თავისუფალ საქართველოში შევხვდებით”. საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულთაგან, რომლებიც, სინამდვილეში ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ, ერთ-ერთია 28 წლის იუმორისტი ონისე ცხადაძე. დანარჩენი 10 ბრალდებულის მსგავსად, ონისემაც სხვები სასამართლო დარბაზში ნახა პირველად. „არ მაინტერესებს, თუ დამტოვებთ …

შსს-ს დისკები და მეხსიერების ბარათები აღარ ჰყოფნის – ადმინისტრაციული საქმეები

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე მტკიცებულებების წარდგენის მიზნით“ 300 ცალი ფლეშ მეხსიერების ბარათის შესყიდვას 3 210 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობით, ტენდერის გარეშე გეგმავს. სამინისტროს ცალკე ტენდერიც აქვს გამოცხადებული ფლეშ მეხსიერების ბარათების, DVD-R, CD-R დისკების და მეხსიერების ბართების შესყიდვის მიზნით. ამ ტენდერის ფარგლებში სხვადასხვა სახის  ჯამში 16 670 ცალ დისკს და მეხსიერების ბარათს სამინისტროს კომპანია „სითიტექი“ …

შსს-ს ქალი თანამშრომელი მზია ამაღლობელის დასჯას „მსუსხავი ეფექტით“ ითხოვს – საქმეში ყალბი ოქმია

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელის უმკაცრესად დასჯას ითხოვს, რომ ამას „მსუსხავი ეფექტი“ ჰქონდეს სხვა პოტენციურ დამნაშავეებზე. შესაბამისი მოთხოვნით შსს-ს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული საქმის პროცესზე, 13 მარტს მიმართა მოსამართლეს. „საქმეში იკვეთება დამამძიმებელი გარემოება. მის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახდელი, რომელსაც ექნება მსუსხავი ეფექტი, რათა ქალბატონმა მზიამ და შემდგომ სხვა პოტენციურმა …

ბათუმში 15 მარტს აქცია გაიმართება – „მივაწვდინოთ ხმა დევნის სამიზნედ ქცეულ აქტივისტებს“

შაბათს, 15 მარტს, საღამოს 19:00 საათზე, ბათუმში სოლიდარობის აქციაა დაგეგმილი. აქციის ანონსის თანახმად, „ეს შეკრება წინააღმდეგობის მორიგი მაგალითია ყველა ჩაგრული, უფლებაშელახული მოქალაქისთვის სოლიდარობის გამოსახატად“. აქციის მონაწილეები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შადრევანთან [ბულვარის მხარეს] შეიკრიბებიან. „მივაწვდინოთ ხმა თეატრალური უნივერსიტეტის რეპრესირებულ სტუდენტებს, უკანონოდ დაჯარიმებულებს, პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს, დევნის სამიზნედ ქცეულ სამოქალაქო და პოლიტიკურ აქტივისტებს. ჩვენ 106 …

რა საფრთხეს შეიცავს ჯანმრთელობისთვის პესტიციდების ჭარბი გამოყენება სოფლის მეურნეობაში

მსოფლიოში და მასთან ერთად საქართველოშიც, სოფლის მეურნეობაში პესტიციდისა და აგროქიმიკატების გამოყენება იზრდება. საქსტატის ბოლო მონაცემებით, საქართველოში ქიმიკატებით სამ მილიონ ჰექტარზე მეტი, მათ შორის სატყეო და სხვა ტიპის საწარმოო ზონების ტერიტორია მუშავდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, FAO-ს 2022 წლის მონაცემებით, საქართველო ერთ ჰექტარზე საშუალოდ 6.12 კილოგრამ პესტიციდს იყენებს. ამავე წლის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი ევროკავშირის …

Exit mobile version