უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
- ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 054 200 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +940]
- ტანკი – 11 068 ერთეული [+1]
- ჯავშანტექნიკა – 23 068 ერთეული [+2]
- საარტილერიო სისტემა – 30 944 ერთეული [+33]
- MLRS – 1 451 ერთეული [+0]
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 203 ერთეული [+0]
- თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
- ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
- უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 49 057 ერთეული [+163]
- ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 551 ერთეული [+3]
- გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
- წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
- მანქანები და საწვავის ავზები – 56 894 ერთეული [+72]
- სპეცტექნიკა – 3 935 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
- 664 თვითმფრინავი
- 283 ვერტმფრენი
- 73 848 უპილოტო საფრენი აპარატი
- 624 საზენიტო სარაკეტო სისტემა
- 24 407 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
- 1 584 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
- 28 065 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
- 38 982 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამავე თემაზე:
კიევზე რუსეთის საჰაერო იერიშს 6 ადამიანი ემსხვერპლა
იმედგაცრუებული ვარ პუტინით, ვაპირებ, 50-დღიანი ვადა შევამცირო – ტრამპი






