ბათუმის მერია: ქალაქის ზოგიერთი ქუჩა დაიტბორა

ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ბათუმის მერია ფეისბუქგვერდზე განცხადებას აკეთებს. მერიის განცხადებით, საგანგებო რეჟიმში მუშაობს შპს „ბათუმის წყალი“. „უკვე განხორციელდა ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა. ამჟამად არხები გახსნილია, ზღვაზე შტორმი არაა და შეუფერხებლად ხდება წყლის მიღება. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს ქუჩებში არსებული სანიაღვრე ჭების ცხაურების გაწმენდა. მიუხედავად ამისა, ძლიერი წვიმის გამო დაიტბორა შაფათავას, სულაბერიძის, სააკაძის, ტაბიძის, მაქაცარიას, …

ბათუმში ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს

ბათუმში, თურქეთის ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის სამი მოქალაქე: 1961 წელს დაბადებულ ვაჰდი აბდულ ს., 1973 წელს დაბადებული ათილლა ა. და 1974 წელს დაბადებული მეჰმეთ ალი ი., შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აჭარის და გურიის რეგიონალური კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით ვაჰდი აბდულ ს.-ს ბრალი ედება …

კაზინო „კამპიონე“ აღარ მუშაობს – თანამშრომლები კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ

ბათუმში მდებარე კაზინო „კამპიონეს“ თანამშრომლების თქმით, კაზინო ერთ კვირაზე მეტია არ მუშაობს, თავად კი გაურკვევლობაში არიან და კონკრეტულ პასუხს ვერ იღებენ. „იანვრის შემდეგ ხელფასებს ნორმალურად არ გვიხდიდნენ. ბოლო ორი თვეა საერთოდ არ აგვიღია. ყველას განსხვავებული ხელფასი გვაქვს, ამასთან, ზოგს 1200 დოლარი, ზოგს 4 ათასი და 6 ათასი დოლარიც კი აქვს ასაღები. არიან ყოფილი თანამშრომლებიც, რომლებიც წავიდნენ კაზინოდან და …

„იაფი სახლის“ პროგრამა ახალი სახელით და კრიტერიუმების სამუშაო ვერსიით

7 ივლისს ბათუმის მერიაში პროგრამის – „ხელმისაწვდომი საცხოვრისით“ სარგებლობის კრიტერიუმებისა და ბენეფიციართა შერჩევის ინსტრუმენტის წარდგენა-განხილვა მოეწყო. პროგრამა „ხელმისაწვდომი საცხოვრისი“ „იაფი სახლის“ პროგრამის ახალი სახელწოდებაა. კრიტერიუმებისა და შერჩევის ინსტრუმენტის შემუშავებაზე სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი მუშაობდა მერიის დაკვეთით. განახლებული სახელწოდებით წარმოდგენილი პროგრამისათვის კრიტერიუმები პროგრამის სპეციალური კომისიის წევრებს იაგო კაჭკაჭიშვილმა და მამუკა ნადარეიშვილმა წარმოუდგინეს. „პროგრამის სამიზნე ჯგუფი …

ხულო, სოფელი თხილვანა წვიმის შემდეგ [ფოტო]

ბოლოდროინდელმა წვიმამ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა და ქვედა თხილვანას, ბაკი-ბაკოსა და მთისუბნის დამაკავშირებელი სამანქანო გზა დააზიანა. ამ დროისთვის სოფლებთან მისასვლელი გზა გახსნილია.

ბათუმში ენმ-ს აქტივისტები საპატრულო პოლიციამ დაკითხა

ენმ-ს ადვოკატის, უშანგი მიქელაძის ინფორმაციით, ენმ-ს აქტივისტები ბათუმის საპატრულო პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფებიან. როგორვ უშანგი მიქელაძემ თქვა, ქენან კახიძეს, ბაქარ ბარამიძესა და ზაზა ტარიელაძეს უწყება გუშინ, 6 ივლისს მიუვიდათ. მათ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის მიხედვით,  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173- მუხლების დარღვევას ედავებიან, 3 ივლისს სარფში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით [როცა სარფის საბაჟო გადმოკვეთა აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან …

როდის დაიწყება დაზიანებული გზის რეაბილიტაცია შუახევში

ბათუმი-ახალციხის ცენტრალური მაგისტრალის ხიჭაური-ზამლეთის მონაკვეთი, სადაც ხშირად მოძრაობს ჰესის მშენებელი კომპანიის მძიმე ტექნიკა, დაზიანებულია. შუახევის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ედნარ შარაშიძის თქმით, ხიჭაური-შუახევის მონაკვეთი დაზიანებულია თითქმის მთლიანად,  ხოლო გზის შუახევი-ნენიის მონაკვეთი ნაწილობრივ. „აღნიშნულთან დაკავშირებით ჩამოსულები იყვნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩაატარეს აზომვითი სამუშაოები. ჩემი ინფორმაციით, შუახევის დაბის 800-მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება ამ თვის ბოლოსთვის, …

ტურიზმი აჭარის სოფლებში

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ გობრონეთში, ზებურ ბოლქვაძის საოჯახო სასტუმრო უკვე მერვე წელია ტურისტებს მასპინძლობს. ზებურის სასტუმრო მაღალმთიან აჭარაში ერთადერთი არ არის, სადაც უცხოელი თუ ქართველი ტურისტები ჩადიან. აჭარის სოფლის საოჯახო სასტუმროებში დღე-ღამე 15-150 ლარი ღირს, სერვისის მიხედვით. ზებურ ბოლქვაძემ აგროტურიზმის შესახებ პირველად 2005 წელს მონტენეგროში ერთ-ერთი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გაიგო: „იქ როგორც მოყვარული მეფუტკრე ვიყავი …

დისკუსია ნარკოპოლიტიკის საკითხებზე

ხვალ, 8 ივლისს, 12:00 საათზე, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება შეხვედრა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ბოლო პერიოდში საქართველოში ნარკოპოლიტიკა მწვავე კრიტიკის საგანია. მას უწოდებენ რეპრესიულს და მოითხოვენ მის შეცვლას ჰუმანური ნარკოპოლიტიკით, რომელიც იქნება არა დასჯაზე, არამედ რეაბილიტაციაზე და მკურნალობაზე ორიენტირებული“- ნათქვამია შეხვედრის ორგანიზატორის, „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის“ ინფორმაციაში. ნარკოპოლიტიკის საკითხებზე, საჯარო შეხვედრაზე ისაუბრებენ შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე და …

ლოდებით დატვირთული მანქანები ეზოსთან – „ბავშვებს სახლში ხომ ვერ დავამწყვდევ?!“

ქედაში, სოფელ ჭინკაძეებში, მიქელაძეების ოჯახის ეზოსთან, მძიმე ტექნიკას ყოველ დღე ლოდები გადააქვს. მანქანიდან ჩამოვარდნილმა ლოდმა მიქელაძეების ავტომობილი ორჯერ დააზიანა. ოჯახი შიშობს, რომ შესაძლოა ადამიანის სიცოცხლესაც შეექმნას საფრთხე. სოფელ ჭინკაძეებში მთას რესულ მიქელაძის საცხოვრებელი სახლიდან რამდენიმე მეტრში აფეთქებენ. კლდიდან აფეთქების შედეგად ჩამოშლილი ინერტული მასალა მომპოვებელ კომპანიას სოფლიდან შიდა საუბნო გზის მეშვეობით გააქვს, საუბნო გზა კი რესულ …

ოჯახური ძალადობა დედასა და ბებიაზე

„არაფერში არ ვცნობ თავს დამნაშავედ,“ – უპასუხა 29 წლის მინდია ქ.-მ მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილს. მინდიას პროკურატურა საკუთარი ბებიისა და დედის ცემაში ადანაშაულებს. მას ბრალად ედება საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შენახვა და სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობაც. მინდიას ბებიას პოლიციაში 16 აპრილს საღამოს დაურეკავს. პოლიციელებისთვის მიცემულ ჩვენებაში ბებიამ აღნიშნა, რომ შვილიშვილმა მას ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი, სცემა. …

უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები ნარკოლოგიურ შემოწმებას „სამხარაულში“ გაივლიან

აჭარის უმაღლესი საბჭოს 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებში, საბჭოს წევრობის კანდიდატებისთვის ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების უფლება უსკომ სამხარაულის ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტს მიანიჭა. უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] შესაბამის განკარგულებაში აღნიშნულია: „მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეგისტრაციაში გასატარებლად ამომრჩეველთა 5-კაციანი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა, შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, კანდიდატის მხარდამჭერ ამომრჩეველთა სიასთან ერთად უნდა წარუდგინოს ცნობა …

პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმისთვის ძებნილი სარფში დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის რაიონული სამმართველოს მიერ მიმდინარე წლის 15 მაისიდან პოლიციელზე თავდასხმის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და ძარცვის ბრალდებით ძებნილი, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ომარ ც. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში დააკავეს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ ომარ ც.-მ 2016 წლის 11 …

მდინარის ადიდების გამო ხულოს სამ სოფელთან მისასვლელი გზები ჩაიკეტა

დღეს, 6 ივლისს, დილიდან, სეტყვისა და ძლიერი წვიმის გამო ხულოს მუნიციპალიტეტში [სხალთისა და ღორჯომის მიმართულებით] მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა, რის გამოც ზოგიერთ სოფელთან მისასვლელი გზა ჩაიხერგა. ჩვენი ინფორმაციით, ეს სოფლებია: ბაკი-ბაკო, მთისუბანი, ასევე ზედა და ქვედა თხილვანა. „ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბესიკ ბაუჩაძეს დაუკავშირდა, რომელმაც სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ ამ დროისთვის საგანგაშო მდგომარეობა არ არის, ქვემო თხილვანასთან გზა არის, თუმცა …

ბათუმის საკრებულოს დავალებები მერიას

ბათუმის საკრებულომ დღეს, 6 ივლისს გამართულ სხდომაზე, მერიას რამდენიმე დავალება მისცა. ერთ-ერთი – ქალაქში საცურაო აუზის მოწყობაა. ინიციატივა „თავისუფალ დემოკრატებს“ ეკუთვნოდათ და მას მხარი საკრებულოს წევრებმა დაუჭირეს. „უმჯობესი იქნება თუკი აუზი მოეწყობა ქალაქის ცენტრალური ნაწილის და “ჭაობის” გსაგასაყარზე, ყველასთვის ხელმისაწვდომი რომ იყოს“ – ამბობს კობა ჩხეიძე ფრაქცია “თავისუფალი დემოკრატების” ხელმძღვანელი. საკრებულოს გადაწყვეტილებით, მერიამ გონივრულ ვადაში უნდა …

საქართველოს რომელ ზღვისპირა კურორტზე აპირებთ დასვენებას? [გამოკითხვა]

მიიღეთ მონაწილეობა „ბათუმელების“ გამოკითხვაში – საქართველოს რომელ ზღვისპირა კურორტზე აპირებთ დასვენებას? თითოეულ მონაწილეს შეუძლია ხმა მისცეს მხოლოდ ერთჯერ. საქართველოს რომელ ზღვისპირა კურორტზე აპირებთ დასვენებას? გამოკითხვა 2016 წლის 16 ივლისამდე გაგრძელდება.

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” გონიოს მიწებზე – გადაწყვეტილება ბუნდოვანია

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება გონიოს მიწებზე დღეს “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” შეაფასა. “კომისიამ მოქალაქეებს შეუქმნა ცრუ მოლოდინი იმისა, რომ შეამოწმებდა მათი საკუთრების უფლების გაუქმების კანონიერებას, სასამართლო გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად. მართალია, კომისიას მოცემული ვალდებულება პირდაპირ კანონმდებლობით  განსაზღვრული არ ჰქონდა,  მაგრამ იმის გათვალისწინებით,  რომ აღნიშული ადმინისტრაციული წარმოების მიზნად სწორედ 271 მოქალაქის განცხადების განხილვა წარმოადგენდა, კომისიას უნდა …

რას გეგმავს მერია ნურიგელის ტბის გადასარჩენად

„კვლევით დადასტურდა, რომ ტბას პრობლემას უქმნის დელფინარიუმიდან ჩამდინარე ზღვის წყალი. ამან გამოიწვია შედეგი, რაც გვაქვს,” – აღნიშნა ეკოლოგმა არჩილ გუჩმანიძემ შეხვედრაზე, რომელიც დღეს მერიაში მოეწყო. ბათუმის მერი რამდენიმე ექსპერტს და ამ სექტორში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა. გიორგი ერმაკოვის თქმით, ნურიგელის ტბის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მაგრამ მერიას უნდა ჰქონდეს კონკრეტული დასაბუთება, რის გაკეთებაა საჭირო. სპეციალისტების …

რას ედავებიან გიორგი პაპუაშვილს – აქცია საკონსტიტუციო სასამართლოსთან

როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებმა და ნათესავებმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი გიორგი პაპუაშვილის სამოსამართლეო უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვენ. როლანდ ბლადაძეს საცხოვრებელი ბინა გორგილაძის ქუჩაზე 2005 წელს ჩამოართვეს და იგი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2007 წელს გადასცა სიმბოლურ ფასად – 1000 ლარად გიორგი პაპუაშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. აქციის წევრების შეფასებით, გიორგი პაპუაშვილმა ჩაიდინა მოსამართლისთვის შეუფერებელი საქციელი, …

ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებ ოჯახებს ბინებით მერია დააკმაყოფილებს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში მცხოვრებ ოჯახებს ბინებს მერია გადასცემს. ამის შესახებ დღეს, 6 ივლისს, ეგარსლან ლომიძემ, მერიის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსმა თქვა. მას საკრებულის სხდომაზე საკრებულოს წევრმა „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ჯაბა ბერიძემ ჰკითხა, რას უპირებენ იმ 11 ოჯახს, რომლებიც დღემდე ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ლომიძის განმარტებით, მერიამ 2010 წელს აღწერა ოჯახები, რაც არაზუსტი იყო და მიმდინარეობს მუშაობა, …

33 ახალი ქუჩა ბათუმში და მოსალოდნელი ექსპროპრიაცია

ბათუმის საკრებულომ ქალაქში ახალი ქუჩების მოწყობის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. საუბარია ადლიის დასახლებაში 33 ქუჩის გაყვანაზე, ასევე არსებული ქუჩების გაფართოებასა და კეთილმოწყობაზე. „პროექტის შესადგენად დაიხარჯა 80 ათასი ლარი. ქუჩების სიგანე დაახლოებით 11 მეტრი იქნება. ჩვენ გთავაზობთ საბოლოო ვარიანტს,“ – მიმართა საკრებულოს ბათუმის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსმა, ირაკლი ახალაძემ. ქუჩების გაყვანამდე შემდეგი ეტაპი კომისიის შექმნა იქნება, რომელმაც …

არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა. „ჩვენ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებისა და მსჯელობის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, ოთხწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დავტოვო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტი და ახალ ამპლუაში განვაგრძო ქვეყნისა და რეგიონის სამსახურში ყოფნა. პოსტის დატოვების შემდეგ აქტიურად ჩავერთვები „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროცესებში… მინდა მადლობა გადავუხადო აჭარის მოსახლეობას და ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას გამოცხადებული ნდობისათვის. …

მოწამვლის შვიდი შემთხვევა ბათუმში “შემოიხედე გენაცვალე”-ში სტუმრობის შემდეგ

ბათუმში დღეს, 5 ივლისს, 7 ადამიანი მოიწამლა რესტორან “შემოიხედე გენაცვალეში” სტუმრობის შემდეგ – ინფორმაცია “ბათუმელებს” აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს. “ჩვენი ინფორმაციით, შუადღეზე ორმა ადამიანმა მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს მოწამვლის ნიშნებით, საღამოს კი ხუთი ადამიანი გადაიყვანა “შემოიხედე გენაცვალედან” სასწრაფო დახმარების მანქანამ. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა,” – განუცხადა “ბათუმელებს” კობა ნაკაიძემ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა. კობა …

ყოფილი ჩინოვნიკი და „ოცნების“ შემწირველი ბათუმის ბულვართან მიწის ნაკვეთს ითხოვს

დაახლოებით ერთი თვის წინ დაფუძნებული კომპანია „ეიბიეს ფრივილიჯ ქლაბ რიზორთს“ ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ 100-ნომრიანი სასტუმროს მშენებლობასა და 50-მილიონიანი ინვესტიციის განხორციებას გეგმავს. კომპანიის მეპატრონე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრის ყოფილი უფროსი და „ქართული ოცნების“ შემწირველია. მან „ქართულ ოცნებას“ 2014 წელს 20 000 ლარი შეწირა. ქონების აჭარის მთავრობისთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხს ხვალ, …

ქობულეთის გამგებელი: სისულელეა, თითქოს პანსიონში არ უშვებდნენ ვინმეს

„ვიცოდი, რომ ოჯახებს უნდა ეცხოვრათ ლერმონტოვის 13-ში. შემდეგ აღმოჩნდა, რომ პანსიონი იხსნებოდა. როცა მივედი, მოსახლეობა იქ იდგა. მითხრეს, ხომ ხედავთ, თქვენც მოგატყუეს, ბატონო გამგებელოო,“ – უთხრა მოსამართლეს ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ. მან დღეს ქობულეთის პანსიონის საქმეზე მოწმის სახით ჩვენება მისცა. საუბარია 2014 წლის სექტემბერში მომხდარ ინცინდენტზე, როდესაც მუსლიმურ პანსიონთან ადგილობრივმა მოსახლეობამ ბარიკადები მოაწყო და პანსიონის …

თემურ კახიძე პოლიტიკიდან მიდის: კმაყოფილი ვარ ჩემი მოღვაწეობით

„მე კმაყოფილი ვარ ჩემი მოღვაწეობით უმაღლეს საბჭოში. მინდა, რომ ჩემი ცხოვრების მომდევნო ეტაპი ბიზნესი იყოს“ – აცხადებს უმაღლესი საბჭოს წევრი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატებიდან“ თემურ კახიძე. დეპუტატი მომავალ არჩევნებამდე დეპუტატის სტატუსს შეინარჩუნებს, არჩევნებში მონაწილეობას კი აღარ აპირებს. ის გამორიცხავს დაპირისპირებას ან უთანხმოებას პარტიის შიგნით. „ბათუმელების“ კითხვაზე, თუ რა ბიზნესს აპირებს დეპუტატი, თემურ კახიძემ გვიპასუხა: „მემკვიდრეობით მიღებული …

„ჭკვიანი“ შპრიცები ინფექციური დაავადებების პრევენციისთვის

შპრიცებისა და ნემსების ინექციისთვის ხელმეორედ გამოყენება მსოფლიოს მასშტაბით უამრავ ადამიანს აავადებს სიცოცხლისთვის საშიში ინფექციებით. გამონაკლისი არც საქართველოა. გამოყენებული შპრიცების გაზიარების პრაქტიკა, ძირითადად, ინექციური ნარკოტიკის მომხმარებელშია გავრცელებული, თუმცა ცნობილია, რომ ნემსის შემთხვევით ჩხვლეტის გამო სხვადასხვა ინფექციით მედპერსონალიც ინფიცირდება. სწორედ ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია [ჯანმო], სპეციალური – „ჭკვიანი“ შპრიცების გამოყენების რეკომენდაციას იძლევა, რომელთა ხელმეორედ გამოყენება, სპეციალური მექანიზმის …

მოსალოდნელზე მეტად დაბინძურებული შავი ზღვა

შავი ზღვის ყველაზე მასშტაბური და უნიკალური კვლევა, რომელშიც ხუთი ქვეყნის 40 მეცნიერი მონაწილეობდა, დასრულდა. კვლევის ერთ-ერთი მიზანი შავი ზღვის დანაგვიანების შეფასება იყო. კვლევის მონაწილეები ამბობენ, რომ შავი ზღვა, კვლევის ფარგლებში შემოწმებული ლოკაციების მიხედვით – ყველაზე მეტად დაბინძურებული საქართველოშია. მარინოლიტერი – ასე უწოდებენ ზღვაში სხვადასხვა წარმოშობის ნაგავს. ეს შეიძლება იყოს: პოლიომერიული მასალა, პენოპლასტი, ქაღალდი, ტოტები, ფიჩხები …

არჩილ ხაბაძის გადადგომის შემთხვევაში აჭარის მინისტრებიც უნდა გადადგნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის გადადგომის შემთხვევაში აჭარის ოთხივე მინისტრი ავტომატურად უნდა გადადგეს. მინისტრების მოადგილეებს კი უფლებამოსილება უწყდებათ ახალი მინისტრის დანიშვნისთანავე. კანონმდებლობით აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ აქვს ვალდებულება გადადგომასთან დაკავშირებით რომელიმე თანამდებობის პირს ან აჭარის უმაღლეს საბჭოს წერილობით მიმართოს. „მისი მხრიდან გადადგომის თაობაზე საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადება იქნება საკმარისი. შემდეგ კი მას აქვს ვალდებულება დარჩეს …

შსს: იანვარ-ივნისში ქვეყანაში 2 636 313 ვიზიტი განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა რაოდენობამ 2016 წლის ივნისის თვეში 517 038-ით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 4,1 %-ით მეტია. რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 636 313 ვიზიტი განხორციელდა, რაც 12,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივნისში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) …

ბსუ-ს აკადემიური საბჭოს არჩევნები თითო კანდიდატით

4 ივლისს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებიდან უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები [ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი – თამილა ლომთათიძე; აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტი – ზურაბ მიქელაძე; ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი – ზოია სიხარულიძე]  აირჩიეს. არჩევნების თარიღი და კანდიდატთა რეგისტრაციის ვადები 16 ივნისს გამოცხადდა და კანდიდატებს 17-27 ივნისს შეეძლოთ რეგისტრაცია. როგორც ბსუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ოქმებიდან ირკვევა, თითოეულ ინსტიტუტში …

არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურა არ შედგა

შვიდი მომხრე და რვა წინააღმდეგი – აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას უმაღლესმა საბჭომ მხარი არ დაუჭირა. კეჭისყრაში მონაწილეობა „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და მედეა ვასაძემ არ მიიღეს. იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების ინიციატორი „ ნაციონალური მოძრაობა“ იყო. სხდომას თვრამეტი დეპუტატი ესწრებოდა. დღესვე უმაღლესმა საბჭომ უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ პარმენ ჯალაღონია, ხოლო უსკოს წევრად სოფიო კახაძე დაამტკიცა. …

პარმენ ჯალაღონია უსკოს თავმჯდომარედ აირჩიეს

პარმენ ჯალაღონია აჭარის უმაღლესმა საბჭომ აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ აირჩია. უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თემურ კახიძის ინფორმაციით პარმენ ჯალაღონიამ 11 ხმა მიიღო, ხოლო უსკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე უმაღლესმა საბჭომ მხარი დაუჭირა სოფიო კახაძის კანდიდატურას. ამავე თემაზე: „არც ერთ პარტიას არ მივეკუთვნები“ – ინტერვიუ უსკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან აჭარის მთავრობა უსკოს თავმჯდომარის შესარჩევად კონკურსს ისევ …

ქობულეთში ბავშვთა პანსიონი დაიხურა

ქობულეთში არსებული გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ბავშვთა პანსიონი დაიხურა. პანსიონი კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ იყო დაარსებული. პანსიონის დახურვას ლეონიდ ჩერნოვეცკი ფეისბუკის გვერდზე გამოეხმაურა, სადაც  ის შერჩევით სამართალზე საუბრობს:  „ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს ყველა ის არალიცენზირებული ბავშვთა სახლი, რომელთა დაფინანსებაც საზღვარგარეთიდან ხდება. ახალი კანონმდებლობის მიხედვით, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მის თითოეულ დამრღვევზე უნდა ვრცელდებოდეს“. …

დელფინარიუმი: ტბას, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის, პრობლემა არ აქვს

ტერიტორია, 6 მაისის პარკთან, სადაც პატარა ბუნებრივი ტბაა, დღეს ბათუმის დელფინარიუმის საკუთრებაშია. შესაბამისად, ამ ტბაზე [რომელიც ერთი შეხედვით დაბინძურებული ჩანს] ზრუნვა, დელფინარიუმის ადმინისტრაციის ვალდებულებაა. ბათუმის დელფინარიუმის დირექტორის, დავით ლეკვეიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ტბა, ნურიგელის ტბასთან ზიარჭურჭელის პრინციპითაა დაკავშირებული, ის პრობლემა რაც ნურიგელის ტბას აქვს, აქ არ შეინიშნება: „ეს ტბა გაცილებით პატარაა, მოსავლელადაც ადვილია და პერიოდულად ვწმენდთ“. …

არჩილ ხაბაძემ ადგილობრივ მუსლიმებს რამადან ბაირამი მიულოცა

არჩილ ხაბაძე ბათუმის მთავარ მეჩეთში რამადან ბაირამის სადღესასწაულო ლოცვას დაესწრო. ბათუმის მეჩეთში აჭარის მთავრობის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. არჩილ ხაბაძემ ყველა მუსლიმს რამადან ბაირამი მიულოცა: ,,მინდა მივულოცო მთელი მსოფლიოს მუსლიმ საზოგადოებას, განსაკუთრებით კი აჭარაში მცხოვრებ მუსლიმებს. ეს არის ბრწყინვალე დღესასწაული, რომელიც გულისხმობს სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, ღარიბისადმი და გაჭირვებულისადმი დახმარებას. ამ დღეს ყველა მუსლიმი არის განსაკუთრებულად კეთილი და დადებითად განწყობილი. მინდა …

Exit mobile version