პოლიციელი ნაცემ ლევან ბერიანიძეს: რატომ ხართ ასე აგრესიული

“რატომ ხართ ასე აგრესიული პოლიციის მიმართ?”- ეს შეკითხვა პოლიციის წარმომადგენელმა, ავთანდილ ბერულავამ დაუსვა ადმინისტრაციული წესით დაკავებულ ლევან ბერიანიძეს და თორნიკე კუსიანს. “აგრესია და კრიტიკა მოდის იმისგან, რომ პოლიცია დაცვის ნაცვლად დაგვცინის, ან თვითონაც გვირტყამს,”- უპასუხა პოლიციელს ლევან ბერიანიძემ. 25 აგვისტოს დილით ბულვარში დაკავებული თორნიკე კუსიანის და ლევან ბერიანიძის საქმეს მოსამართლე ლაშა თავართქილაძე განიხილავს. “თანასწორობის მოძრაობის” …

რა ღირს ციხიდან სატელეფონო საუბრის ერთი წუთი

თუ რა ღირს სატელეფონო საუბრის ერთი წუთი ციხეში და რამდენს იხდიან პატიმრები ამ სერვისში, „ბათუმელებმა“, ჯერჯერობით, ვერ დაადგინა. „არაფერს ამბობენ ჩვენთვის უკანონოდ ჩამოჭრილი თანხების და წუთების შესახებ. დღემდე არ გვასარგებლებენ ჩამოჭრილი წუთებით…“ – ეს ერთ-ერთმა პატიმარმა შეატყობინა „ბათუმელებს“ ციხიდან გამოგზავნილი წერილით. პატიმრები სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვაზე ხშირად საუბრობენ. პატიმარი ნუგზარ თ. გვწერს, რომ დაწესებულებაში დამონტაჟებულ …

სპაგეტი Al Pomodoro

ავტორი: მანანა ქველიაშვილი  ჩემი მეგობრების უმრავლესობა, ვინც ჟურნალს გადაშლის და კულინარიის რუბრიკის გასწვრივ ჩემს სახელსა და გვარს ამოიკითხავს, ჯერ გაოცდება და მერე ალბათ შეიცხადებს: „სერიოზულად?!“   ბევრი-ბევრი წლის მანძილზე მე ვიყავი ადამიანი, ვინც მიიჩნევდა, რომ კერძების მომზადებაზე დახარჯული დრო გაფლანგულია და იმ დროში, რაც საშუალოდ ერთი კერძის მომზადებას სჭირდება, შეიძლება ადამიანმა რამე უფრო ღირებული გააკეთოს, …

1 064 265 ლარი – საქართველოს რკინიგზის გენდირექტორის შემოსავალი ოთხი წლის განმავლობაში

საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორად 32 წლის მამუკა ბახტაძე 2013 წლის მარტში დანიშნეს. ამ დაწესებულების დირექტორის რანგში ქონებრივი დეკლარაცია პირველად 2014 წელს აქვს შევსებული მამუკა ბახტაძეს. მას ამ წელს შემოსავლის სახით 241 334 ლარი მიუღია, როგორც გენერალური დირექტორს და შპს ჯორჯია ტრანზიტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს. ეს იმას ნიშნავს, რომ მამუკა ბახტაძის ყოველთვიური ხელფასი 20 111 ლარი იყო …

8,2 მილიონი ლარი „ჭოროხის გზისთვის“ და დასაგეგმი ავტობანი

მდინარე ჭოროხის გასწვრივ, მახოს ხიდიდან ე.წ. გონიოს ხიდამდე არსებული გზის შეკეთება-მოასფალტებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან მიმდინარე წელს 1 086 750 ლარია გათვალისწინებული. ეს გზა მახოს ხიდის მიმდებარედ არსებული ბენზინგასამართი სადგურიდან მდინარის მარჯვენა ნაპირს მიუყვება, ჩაუვლის ბათუმის სამრეწველო ზონას და ბათუმი-სარფის მაგისტრალს ქალაქის ძაღლსაშენის მიმდებარედ უერთდება. მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოები 2017 წლის 20 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო …

ენმ: ბათუმში „შერატონის“ მესაკუთრის სახელობის ქუჩას სახელი ჩუმად შეუცვალეს

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს წევრმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გიორგი კირთაძემ, ბათუმის მერია ერთ-ერთ ქუჩისთვის სახელის თვითნებურად გადარქმევაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თურქი ინვესტორის, ნურეთინ ჩარმიქლუს ქუჩაზე გაჩნდა ახალი აბრა წარწერით – „ქართველი ჯარისკაცის ქუჩა“, რასთან დაკავშირებითაც საკრებულოს გადაწყვეტილება არ მიუღია. სხდომაზე განათლების კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ბერაძემ განმარტა, რომ ამ ქუჩაზე სახელის გადარქმევის მოთხოვნით მოქალაქეებმა საკრებულოს …

ბათუმის საკრებულოს წევრი: აუცილებელი არაა სხდომაზე დასწრება

„თამაზ თურმანიძეს განსაკუთრებულად მივესალმოთ,“ – ასე დაიწყო დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომა საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა სირაბიძემ. როგორც დარბაზში მსხდომების კომენტარებით გაირკვა, საკრებულოს წევრი ექვსი თვეა არც საკრებულოში და, შესაბამისად, არც სხდომაზე გამოჩენილა. „შენი ხმაც გაგვაგონე“ – ასეთი რეაქცია ჰქონდათ საკრებულოს წევრებს მას შემდეგ, როცა თამაზ თურმანიძემ სხდომაზე საკითხის განხილვისას თავმჯდომარეს ანიშნა, რომ სიტყვით გამოსვლის უფლებას ითხოვდა. …

ლევან ბერიანიძე: პოლიციელებმა გვცემეს განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო

„თავს დაგვესხნენ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო… პოლიციელები შეგვდგნენ წიხლებით,” – უთხრა ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ლევან ბერიანიძემ ჟურნალისტებს, ვიდრე მოსამართლე სხდომათა დარბაზში შემოვიდოდა. „თანასწორობის მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ლევან ბერიანიძე და ამავე ორგანიზაციის წევრი, თორნიკე კუსიანი დღეს დილით დააკავეს ადმინისტრაციული წესით – წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის გამო. ლევან ბერიანიძე და თორნიკე კუსიანი ბათუმის ბულვარში დააკავეს. …

ბათუმის მერია 39 676 ლარად ახალ საარჩევნო სტენდებს შეიძენს

საარჩევნო საინფორმაციო სტენდების შეძენას ბათუმის მერია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გეგმავს, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 39 676 ლარი დაიხარჯება. მერია 28 ახალ სტენდს შეიძენს. იმისთვის, რომ სტენდი ქარმა არ წააქციოს, კონსტრუქციის ძირში ბეტონის ფილები დამაგრდება. სტენდები მერიას ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ კვირაში უნდა ჩააბაროს. ტენდერი 2017 წლის პირველ სექტემბერს დასრულდება. ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, საარჩევნო საინფორმაციო სტენდები ბათუმში 7 ადგილზე განთავსდება: …

როგორ ხვდებიან გველები ზღვაში

წელს, საზღვაო სეზონზე, ზღვაში ქვეწარმავლის არსებობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა, რის შესახებ ფეისბუქშიც გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა. როგორ ხვდებიან ქვეწარმავლები შავ ზღვაში? „ბათუმელებთან“ ამაზე განმარტება გარემოს ეროვნული სააგენტოს თევზაობისა და შავი ზღვის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა,  არჩილ გუჩმანიძემ გააკეთა. „შავი ზღვისთვის ქვეწარმავლების მუდმივი წარმომადგენლობა ზოგადად სახასიათო არ არის, ისინი წარმოდგენილნი არიან მხოლოდ შემტკნარებულ უბნებში. ასეთი უბანი მრავლად არის მდინარეების …

ბათუმის საკრებულომ სააგიტაციო მასალების გამოკვრისთვის ადგილები განსაზღვრა

ბათუმის საკრებულომ 2017 წლის 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო-სააგიტაციო მასალის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები განსაზღრა და დაამტკიცა. საკრებულოს განკარგულების მიხედვით, საარჩევნო-სააგიტაციო მასალების გამოკვრა-გამოფენა დასაშვებია ბათუმის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე მესაკუთრეების თანხმობით. სააგიტაციო მასალის გამოკვრა აკრძალულია საკულტო და კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიების, სასამართლოების, პროკურატურის, სამხედრო შენაერთების, პოლიციის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა …

ავარია შუქნიშანთან – ერთმა ავტომობილმა ორი დააზიანა

ავარია მოხდა ბათუმში, ბავშვთა საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე. თვითმხილველის ინფორმაციით, შუქნიშანთან შეჩერებულ ავტომანქანას უკნიდან  ისეთი ძალით დაეჯახა ავტომანქანა, რომ მის წინ მყოფი მესამე ავტომანქანაც დაზიანდა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, შემთხვევის დროს მგზავრები არ დაშავებულან. შს სამინისტროს ინფორმაციით, საქმე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წესით.

მიაყენეს თუ არა პოლიციელებმა დაკავებულებს შეურაცხყოფა ჰომოფობიის ნიადაგზე – საქმეს სახალხო დამცველი შეისწავლის

სახალხო დამცველის აპარატი ლევან ბერიანიძის და თორნიკე კუსიანის საქმის შესწავლას აპირებს. „თანასწორობის მოძრაობის“ დირექტორი და ამავე ორგანიზაციის წევრი დღეს, გამთენიას დააკავეს ბათუმის ბულვარში. დაკავებულების ადვოკატი სალომე ღოღობერიძე აცხადებს, რომ დაკავებამდე მათ ბულვარში უცნობი პირები თავს დაესხნენ, ხოლო ადგილზე მისული პოლიციელები დამამცირებელად მოექცნენ. „ჩვენ მოგვმართეს დაკავებულების ახლობლებმა. ლევანი და თორნიკე მოვინახულეთ წინასწარი დაკავების იზოლატორში. მათ აღენიშნებათ ფიზიკური …

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ქვეწარმავლებსა და ტურებზეც იმსჯელეს

დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომაზე ქვეწარმავლებისა და ტურების მომრავლებაზეც იმსჯელეს. საკრებულოს წევრმა, თემურ ყურაშვილმა განაცხადა, რომ მასთან მივიდნენ ამომრჩევლები და ჯავახიშვილის ქუჩაზე ქვეწარმავლების მომრავლებაზე შესჩივლეს. საკრებულოს წევრმა, ჯაბა ბერიძემ კი, მის სამაჟორიტარო უბანში, მახინჯაურში, ტურების მომრავლებაზე ისაუბრა. „ ვიცი, რომ გიყვართ მერიაში ნადირობა და მიხედეთ მაგ საქმეს“, – მიმართა საკრებულოს წევრმა მერიის წარმომადგენლებს. როგორ დაიცავს მერია …

უახლოეს დღეებში ბათუმში გრილი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, ბათუმში და მთელს აჭარაში უახლოეს დღეებში გრილი ამინდია მოსალოდნელი. „მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით ზოგიერთ რაიონში ხანმოკლე წვიმა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით  იქნება 18-23 გრადუსი, დღისით – 24-29 გრადუსი, მთაში ღამით – 12-17, დღისით – 20-25 გრადუსი სითბო. ზღვის წყლის ტემპერატურა …

შსს: მოქალაქეებს ვთხოვთ, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს

„შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, დაემორჩილონ წყალზე მაშველების მითითებებს და გაითვალისწინონ მათი რეკომენდაციები,“ – აფრთხილებს შს სამინისტრო ზღვაზე დამსვენებლებს. სამინისტროსვე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში, ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 …

პატიმარი: ციხეში ახალი ბრალი წარმიდგინეს, მაგრამ საქმის მასალებს არ მაცნობენ

ბათუმის ციხეში მყოფი პატიმარი ამბობს, რომ ბრალი წარუდგინეს, მაგრამ საქმის მასალების გაცნობის უფლებას ციხის ადმინისტრაცია არ აძლევს. ლ.მ. „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მას გამომძიებელმა გივი ფურცხვანიძემ წარუდგინა ბრალი. „მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა არ გადმომცა საქმის მასალები და წავიდა, მე-3 პენიტენციური დაწესებულების სოციალურმა მუშაკმა მითხრა, რომ გამომძიებელს საქმის მასალები, მათ შორის ერთი დისკი, მისთვის დაუტოვებია. ვთხოვე, …

ბათუმის უნივერსიტეტმა ზიანის ანაზღაურებაზე სასამართლო დავა წააგო

მოსამართლე სალიხ შაინიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი არ დააკმაყოფილა. უნივერსიტეტი მატერიალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. გასული წლის დეკემბერში უნივერსიტეტის ტექნიკური ფაკულტეტის შენობაში, ფიროსმანის ქუჩაზე, გათბობის სისტემა მოიშალა. სამუშაოები უნივერსიტეტის ამ შენობაში კომპანია „დიასი 2007“-მა შეასრულა. „გარანტია იყო სამი წელი. საგარანტიო ვადაში მოიშალა გათბობის სისტემა, რომლის შეკეთებაც უნივერსიტეტს დაუჯდა 6470 ლარი. კომპანიამ უარი თქვა მატერიალური ზიანის …

ცხოვრების ნახევარი პატიმრობაში

„ცუდით ვერ გამაკვირვებ, მე კარგი, ჰუმანური და ადამიანური ნაბიჯები თუ გამაკვირვებს, სხვა ვერაფრით მოახდენ ჩემზე გავლენას“, – ამბობს ყოფილი პატიმარი მაქს შულგატი, რომელიც 1980 წელს თბილისში დაიბადა. თავისი ცხოვრების ნაწილიც თბილისში გაატარა, ვიდრე 1998 წელს, პირველად არ მოხვდა საპატიმროში. როგორც მაქსი ამბობს, მან თავისი მამის დანაშაული აიღო თავზე, რის გამოც 10 წელი მიუსაჯეს. დღეს მაქსი სრულიად …

ამერიკული პეპელა და ფაროსანა ბათუმის ქუჩებში – ვინ იზრუნებს შეწამვლაზე

ბათუმის ქუჩებში, ცალკეულ ადგილებზე, ხეებზე ამერიკული თეთრი პეპელა გამოჩნდა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, თუმცა ამ დროისათვის არც ერთ უწყებას: ბათუმის მერიას, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის უვნებლობის სააგენტოს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს არა აქვს პროგრამა, რომელიც ქალაქის ტერიტორიაზე თეთრ პეპელასა და ფაროსანას შეწამვლას ითვალისწინებს. „თაყაიშვილის #101-ში მსხლის ხე დგას და ხე გაახმო. ჯავახიშვილიდან ლერმონტოვის ქუჩამდე, განსაკუთრებით პირველი ნახევარი …

შეწყვეტილი აუქციონი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საწარმოს ამოქმედების პირობით დაბა ხელვაჩაურში 10 418 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის იჯარით გაცემას გეგმავდა, თუმცა ამ მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი დღეს შეწყდა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტეს, რომ დაბა ხელვაჩაურში, სამრეწველო ზონაში, სადაც ნაკვეთის იჯარით გაცემა იგეგმება, შიდა გზის გაყვანაა დაგეგმილი. გზის გაყვანას გარკვეულ ტერიტორია სჭირდება, ამიტომაც საიჯარო ნაკვეთის საზღვრები …

ჭავჭავაძის ქუჩაზე [თბილისის მოედნიდან „ბათუმი პლაზამდე“] ტროტუარი და მოაჯირი მოეწყობა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე [თბილისის მოედნიდან „ბათუმი პლაზამდე“ მონაკვეთში] ტროტუარის შეკეთებისთვის ბათუმის მერიას 94 978 ლარი აქვს გათვალისწინებული. ქუჩის ამ მონაკვეთში ტროტუარი მხოლოდ ერთ, „პლაზას“ მხარეს [ჭავჭავაძის N7-დან N15-მდე] შეკეთდება. გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, ტროტუარზე დაიგება გრანიტის ტიპის დეკორატიული ფილები, მოეწყობა რკინის დეკორატიული მოაჯირები, ასევე ზებრა გადასასვლელებთან ტროტუარზე ეტლით ასასვლელები შშმ პირთათვის. სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან …

სტაჟირება ფიზიკის მასწავლებლებისთვის ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში

აჭარის განათლების ფონდმა საჯარო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებისთვის  კონკურსი გამოაცხადა. კონკურსზე შერჩეული პედაგოგები ერთკვირიან სტაჟირებას გაივლიან შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში [CERN – Organisation Européenne pour la Recherche Nucléaire] . კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიაT აჭარის საჯარო სკოლების მოქმედ უფროს მასწავლებელს ან პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელთაც ჩაბარებული აქვთ ფიზიკის მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა. ისინი სტაჟირების პროგრამის …

ხელვაჩაურის გზაზე ორ ავტომანქანას ევკალიპტი დაეცა

ამ წუთებში ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე, ხელვაჩაურის მიმართულებით, ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. თვითმხილველების თქმით, ფრიდონ ხალვაშის #122-ში ავტომაგისტრალზე ევკალიპტის ხე წაიქცა და ორ მსუბუქ ავტომანქანას დაეცა. მსუბუქად დაშავდა ორი ადამიანი, ისინი კლინიკა „მედინაში“ გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს გაუფრთხილებლობით.

მოესწრება თუ არა სექტემბრისთვის სათესლე ნივრის შეძენა

მოესწრება თუ არა ფერმერებისთვის ნივრის სათესლე მასალის მიწოდება სექტემბრისთვის, როცა ნივრის დათესვის დროა და რაც შესაბამისი სახელმწიფო პროგრამითაა გათვალისწინებული? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ მოესწრება, თუმცა ამ უწყების ააიპ-მა – „აგროპროექტების მართვის ცენტრმა“ ტენდერში უკვე მეორე კომპანიას მისცა დისკვალიფიკაცია. კომპანია „ჰერმესმა“ დისკვალიფიკაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში გაასაჩივრა. გადაწყვეტილების მიღებამდე ტენდერის პროცედურები შეჩერებულია. …

ქედის პოლიციის უფროსის მოადგილედ გიორგი ბზიშვილი დანიშნეს

ქედის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილედ გიორგი ბზიშვილი დაინიშნა. ის ქედაში დეტექტივების განყოფილებას უხელმძღვანელებს. გიორგი ბზიშვილი მანამდე ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობდა – ჯერ უბნის ინსპექტორების სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო,  შემდეგ კი – ამავე სამმართველოს უფროსი. ქედის სამმართველოს უფროსის მოადგილის შტატი მას შემდეგ იყო ვაკანტური, რაც ყოფილი მოადგილე, როსტომ ცინცაძე, რამდენიმე თვის წინ სამუშაოდ იმავე ხაზით ქობულეთის პოლიციის …

ლანჩხუთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ოჯახის 5 წევრი დაიღუპა

დღეს დილით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 6 წლის ბავშვია. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპულები ერთი ოჯახის წევრები იყვნენ. გადარჩა მხოლოდ ერთი წევრი, რომელიც 50 წლის არის. ოჯახი ბათუმში ცხოვრობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გზაზე მიმავალ მისაბმელიან სატვირთო ავტომანქანას მოძვრა მისაბმელი, რომელიც მოძრავ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი …

ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური იარაღი – დისკუსია [ანონსი]

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი ACCESS-ის მხარდაჭერით აგრძელებს დისკუსიათა ციკლს „საუბრები ევროპაზე“. 27 აგვისტოს, ბათუმში, თავისუფალ სივრცეში, საღამოს 7 საათზე, გაიმართება დისკუსია თემაზე: ჰომოფობია, როგორც პოლიტიკური იარაღი მომხსენებელი – გიორგი კიკონიშვილი, ბლოგერი. მოდერატორი –  თომა კაკაბაძე, სტუდენტი, სამოქალაქო აქტივისტი. მისამართი: ბათუმი. ზვიად გამსახურიას ქუჩა № 6; თავისუფალი სივრცე, დისკუსიის დაწყების დრო: 27 აგვისტო, 19:00 დასწრება თავისუფალია

„შავ სიაში“კომპანიის მოხვედრაზე აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს სასამართლომ უარი უთხრა

„შავ სიაში“ კომპანია „მომავლის ფერმერის“ ჩასმას აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ითხოვდა. ამ კომპანიას, ტენდერის შედეგებიდან გამომდინარე, სამინისტროს ინოვაციური პროგრამა „აგრარული ექსტენციის მიწოდება“ უნდა განეხორციელებინა. ექსტენცია ადგილზე ფერმერის თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმირებას გულისხმობს. სამინისტროს სასამართლომ უარი უთხრა კომპანიის „შავ სიაში“ ჩასმაზე. კომპანიასთან აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის მარტში, მას შემდეგ შეწყვიტა, როცა შემსრულებელმა – …

 აჭარაში მოსწავლეთა უფასოდ ტრანსპორტირებისთვის ოთხ თვეში 1,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

აჭარის საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის სატრანსპორტო მომსახურებაში საქართველოს განათლების სამინისტრო მაქსიმუმ 1 მილიონ 537 ათას 664 ლარს გადაიხდის. მომსახურება 4 თვეს – 2017 წლის სექტემბრიდან, მომავალი წლის იანვრამდე პერიოდს მოიცავს. მომსახურების შესყიდვაზე სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც 4 სექტემბერს დასრულდება. ტენდერის ზოგადი პირობების მიხედვით: საჯარო სკოლის მოსწავლეთა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაყვანის მომსახურება უნდა განხორციელდეს წინასწარ დადგენილი მარშრუტის მიხედვით …

განათლების სამინისტრო ხობელი მოზარდების დისკრიმინაციას აქამდე არ გამოხმაურებია [ვიდეო]

ხობის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თანასწორობაზე ვიდეოკლიპი გადაიღეს. „არ გამკიცხონ იმის გამო, რომ მიყვარს“, „ჩემი თავისუფლებაა არ მომწონდეს“, „ჩემი თავისუფლება არ არის, ზიანი მივაყენო იმის გამო, რომ მძულს“, – ამ და ბევრ სხვა ფრაზას პიროვნულ, რელიგიურ, თუ სექსუალური ცხოვრების თავისუფლებაზე მე-11 კლასელები აჟღერებენ. კლიპის სოციალურ ქსელში გამოქვეყნების შემდეგ გაზეთმა „ასავალ-დასავალმა“ მოსწავლეები, მასწავლებლები და დირექტორი გაკიცხა, …

როგორ აისახა უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა შუახევის გამგეობაზე

ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ვახტანგ ბერიძის სარჩელი. ეს მოქალაქე შუახევის კულტურის ცენტრიდან უკანონოდ გათავისუფლებას ასაჩივრებდა. მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ განმარტა, რომ კულტურის ცენტრი არასამეწარმეო იურიდიულ პირს წარმოადგენს, რომლის ხელმძღვანელის გათავისუფლების უფლება მუნიციპალიტეტის გამგებელს ნებისმიერ დროს აქვს, მათ შორის, დარღვევის არარსებობის შემთხვევაშიც. სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს, მოსამართლე ნუგზარ მგელაძემ უზენაესი სასამართლოს მიერ გასული წლის ბოლოს მიღებული …

რა ფილმებს აჩვენებენ ბათუმის საავტორო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში

საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალმა იმ მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც წელს,  სექტემბერში, ბათუმში გამართულ ფესტივალზე საკონკურსო სექციაში აჩვენებენ. კინოფესტივალი 17 სექტემბერს დაიწყება და 24 სექტემბრამდე გაგრძელდება. კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. ფესტივალის საკონკურსო სექციაში წელს ათი მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები:   [checklist] პატიოსანი კაცი – მოჰამად რასულოფ, ირანი, 2017, 117 წთ. ჩიტები მღერიან კიგალიში – იოანა კრაუზე, …

ამინდის პროგნოზი: მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი წვიმა და ქარი

„აჭარის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა, დროგამოშვებით – ძლიერი,“- უთხრეს „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში. ობსერვატორიის მონაცემებით, მოსალოდნელია ძლიერი ქარი 15-22 მეტრი წამში, ასევე შტორმი ზღვაზე – 4-5 ბალი. ტემპერატურა დღისით 25-30 გრადუსი იქნება, ღამით 20-25. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან ისევ გამოიდარებს.

ჯანდაცვის მინისტრი ავტოავარიის დროს დაშავებულთა მდგომარეობაზე

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, დღეს, აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ  საზღვართან მომხდარი ავტოავარიის შემდეგ, „სხვადასხვა კლინიკაში გადაყვანილია 29 მოქალაქე. პირველადი კვლევების შემდეგ კი დადასტურდა ოთხი საოპერაციო შემთხვევა მოტეხილობის გამო, მათ შორის ორ შემთხვევაში დაფიქსირდა სახის ძვლების მოტეხილობა. დაშავებულთაგან არც ერთს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები არ აღენიშნება“. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის …

ავტოავარია ქობულეთთან – დაშავდა 28 ადამიანი

დღეს, დაახლოებით დილის ექვს საათზე, აჭარა-გურიის ადმინისტრაციულ საზღვართან ერთმანეთს ორი სამარშრუტო მიკროავტობუსი შეეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, მიკროავტობუსები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავდა 28 ადამიანი. ისინი სხვადასხვა კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორის ოთხი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. შემთხვევის ადგილზე დილიდანვე იმყოფებოდა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე და მისივე ინფორმაციით, კლინიკებში ექიმები დილიდანვე მობილიზდნენ.

Exit mobile version