მთავარი,სიახლეები

ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიკროავტობუსი მოქალაქეს ტროტუარზე დაეჯახა

27.11.2017
ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მიკროავტობუსი მოქალაქეს ტროტუარზე დაეჯახა

ფარნავაზ მეფისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მიკროავტობუსს იმავე მიმართულებით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა, რის შემდეგაც #24 სამარშრუტო ხაზზე მოძრავი მიკროავტობუსი ტროტუარზე მდგომ მოქალაქეს დაეჯახა.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ავარიის შედეგად ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში 4 ადამიანი გადაიყვანეს, მათ შორის, ერთი ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობა მძიმეა. მას მიკროავტობუსი ტროტუარზე დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდას აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები და პოლიტრავმა. შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა მიკროავტობუსში მყოფ სამ მგზავრს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სულ 3 ადამიანი დაშავდა. მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 273-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.

შემთხვევა ბათუმში დღეს, 27 ნოემბერს, რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: