როცა ზედამხედველი დარღვევებს ვერ ხედავს

„ … ნებართვა გაცემული არ ყოფილა“ – ასეთი განმარტება ბოლო პერიოდში ბათუმის მერმა, გიორგი ერმაკოვმა რამდენჯერმე გააკეთა მას შემდეგ, რაც ბათუმში უკანონოდ დაანგრიეს, ააშენეს ან დააშენეს. ცოტა ხნის წინ ბათუმში შესაბამისი სტანდარტების გარეშე მოქმედი, კუსტარული გაზგასამართი სადგური აფეთქდა, რის შედეგადაც 28 წლის კაცი დაიღუპა – ბათუმის მერმა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა იმ …

„ჭაობში“ ქუჩების რეაბილიტაცია 2019 წელშიც გაგრძელდება

მიუხედავად იმისა, რომ „ჭაობის დასახლებაში“ არაერთი ქუჩა ამორტიზებულ-გადათხრილია, ამასთან ზოგიერთ უბანში ინტენსიური სამუშაოები არ შეინიშნება, ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პროცესი გეგმით მიმდინარეობს და ზოგიერთ ქუჩაზე სამუშაოები დაგეგმილზე ადრეც კი დასრულდება. „ჭაობში“ დღეს, ასე ვთქვათ, ორი ტიპის სამუშაოები მიმდინარეობს – მიწისქვეშა [კანალიზაციის ახალი ქსელის მშენებლობა] და მიწისზედა [სანიაღვრე არხები, კეთილმოწყობა, გარე განათება]. ქუჩების კეთილმოწყობა კი დამოკიდებულია საკანალიზაციო …

გიორგი ერმაკოვი: ბათუმის მომავალ მერს გამძლეობას ვურჩევ

ბათუმის არჩეული მერი, გიორგი ერმაკოვი, რომლის უფლებამოსილების ვადა 2017 წლის შემოდგომაზე დასრულდება, მიიჩნევს, რომ მან წინასაარჩევნო დაპირებები შეასრულა და მისი მერობის პერიოდში ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. „სარეაბილიტაციო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლებიც დაწყებულია, რამდენიმეეტაპიანია და დასჭირდება კიდევ ორი წელი დაახლოებით, რომ დასრულდეს. ოთხწლიანი ვადაც რომ მქონოდა, ვერ დასრულდებოდა, რადგან ძალიან დიდი მოცულობის, მასშტაბური სამუშაოებია, რაც ათწლეულებია ქალაქში …

ბათუმის წყალი: ჩვენთან თანამშრომლებმაც კი არ იციან ერთმანეთის ხელფასები

„ბატონო მოსამართლევ, ეს ინფორმაცია რომ გაგვეცა, მერე „ენერგო-პრო ჯორიჯიას“ და „სოკარ ჯორჯიასაც“ იგივეს მოსთხოვენ… იძულებული ვიყავი, ასეთი პასუხი გამეცა“, – ასე მოსამართლე ლაშა თავართქილაძეს შპს „ბათუმის წყლის“ იურისტმა, შალვა ფხალაძემ მიმართა. სასამართლო დავის საგანი ინფორმაციის თავისუფლებას ეხება, კონკრეტულად კი საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას. „ბათუმის წყალმა“ ინფორმაცია საშტატო ნუსხის, ასევე თანამდებობრივი სარგოების და აუდიტის დასკვნების შესახებ „ახალგაზრდა …

ბათუმის მერის ოთხი, შეუსრულებელი, „პროცესში მყოფი“ დაპირება

2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დასრულებისთანავე ბათუმის მერი, გიორგი ერმაკოვი თანამდებობას დატოვებს. 2014 წელს ერმაკოვი ბათუმის მერი არჩევნების მეორე ტურში მიღებული 26 103 ხმით [ბათუმში სულ 132, 389 ამომრჩეველია] გახდა. მერად არჩევამდე ქალაქის მოსახლეობამ მისგან არაერთი დაპირება მოისმინა. „ბათუმელებმა“ ერმაკოვის მთავარ პოლიტიკურ გზავნილებს გადაავლო თვალი. შეასრულა თუ არა დაპირებები ბათუმის მერმა? „ბათუმელები“ მერის ოთხ დაპირებაზე …

არჩევნები ხელვაჩაურსა და ქობულეთში დამოუკიდებელი კანდიდატების გარეშე

ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მაჟორიტარობისა და გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატები არ დარეგისტრირებულან. ხელვაჩაურის #83 საარჩევნო ოლქში არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ დარეგისტრირებულა, რომლებიც მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს დაასახელებდა. „ოლქში არც გამგებლობის დამოუკიდებელი კანდიდატურა არ არის დარეგისტრირებული,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის საარჩევნო ოლქში. ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდეს ქობულეთის #81 საოლქო საარჩევნო კომისიიდანაც. 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 …

ხეების შეწამვლისთვის გამწვანების სამსახური დახმარებას მთავრობისგან ითხოვს

ბათუმის ქუჩებში რამდენიმე ადგილას ხეებზე ამერიკული თეთრი პეპელა და ფაროსანა გამოჩნდა. ამ მწერების წინააღმდეგ ბრძოლა არც ერთ სახელმწიფო უწყებას ბიუჯეტში გათვალისწინებული არ აქვს. 24 აგვისტოს „ბათუმელებს“ მერიის გამწვანების სამსახურში უთხრეს, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს აგროსერვის ცენტრთან პრეპარატების გადმოსაცემად. „გადმოგვცეს დაახლოებით 30 ლიტრი პრეპარატი და სამი ერთეული ტექნიკა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩაზე შეწამვლითი სამუშაოები, სადაც ყველაზე …

სად რა არის დაგეგმილი „ბათუმობაზე“ [ღონისძიებების განრიგი]

ბათუმის მერია „ბათუმობის“ აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ჩამონათვალს ავრცელებს. 2 სექტემბერი ✔12:00 სთ – საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის (დრამატული თეატრის უკან) ყვავილებით შემკობა. ✔12:30 სთ – მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე, სასულე ორკესტრის თანხლებით. ✔12:30 – 17:00 სთ – ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტი ევროპის მოედანზე. ✔12:45 სთ – ბათუმობა 2017-ის საზეიმო გახსნა, ლენტის გაჭრა ღონისძიების თაღთან. …

რატომ ვერ დაამარცხა ფაროსანა სოფლის მეურნეობის სამინისტრომ თხილის პლანტაციებში

თხილის კრეფის სეზონი თითქმის დასრულდა. მეთხილეები ამბობენ, რომ მოსავლის დიდი ნაწილი განადგურებულია და მისი რეალიზება უჭირთ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჯერ ვერ აკონკრეტებენ, მოსავლის რა ნაწილია განადგურებული. რატომ ვერ დაამარცხა მავნებელი შეწამვლის ღონისძიებებმა, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განახორციელა? – „ბათუმელებმა“ ეს შეკითხვა მამუკა თურმანიძეს დაუსვა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში აგრარული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს. „თუ გადავხედავთ სხვა …

სარფში არადეკლარირებული ოქროს გადმოტანისთვის მოქალაქე 11465 ლარით დააჯარიმეს

საბაჟო გამშვებ პუნქტში – „სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოში შემომავალი საქართველოს მოქალაქის, ნ.შ.-ს კუთვნილი ბარგის  დათვალიერებისას არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონა 160.96 გრამი) და ვერცხლის (საერთო წონა 2,173.21 გრამი) საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ოქროს ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ  8816,07 ლარი, ხოლო ვერცხლის ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ  2649,47 ლარი შეადგინა. „საქართველოს საგადასახადო …

სულხან ევგენიძე: ასე უკეთესი იქნება, დავისვენებ

ის ისევ საჯარო სექტორში აპირებს დარჩენას. ამბობს, რომ კერძო სექტორში მუშაობა კომფორტია, მაგრამ შეთავაზებები საჯარო სამსახურში აქვს, როცა გამგებლის სავარძელს არჩევნების შემდეგ სხვას დაუთმობს. ქობულეთის გამგებელი – სულხან ევგენიძე არ აკონკრეტებს, რა სამსახურს სთავაზობენ. გამართლებულად მიიჩნევს მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ გამგებლების კანდიდატები ახალი სახეები უნდა იყვნენ. „სურვილი რა, მეც ვფიქრობ, რომ ასე უკეთესი …

რუსთაველის უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია დაიწყო – სწავლა 25 სექტემბერს დაიწყება

ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველკურსელთა აკადემიური და ადმინისტრაციული (ფინანსური) რეგისტრაცია, 2017 წლის 30 აგვისტოს დაიწყება და 8 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია იწარმოებს 10:00-დან 17:00 საათამდე. ბსუ-ს ინფორმაციით, რეგისტრაცია იწარმოებს შემდეგ მისამართებზე: [checklist] საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე: ბიოლოგია, ეკოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, ზღვის ბიოლოგია, ფარმაცია, ფიზიკური მედიცინა და სამედიცინო რეაბილიტაცია, მედიცინა, სტომატოლოგია  (მისამართი: ქ. ბათუმი, ნინოშვილის ქ. №35, II …

ზურაბ პატარაძე ხიხანის ციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე 28 აგვისტოს სხალთის ხეობას ესტუმრა. ზურაბ პატარაძემ   ზღვის დონიდან 2236 მეტრის სიმაღლეზე მდებარე ხიხანის ციხე მეღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად დაათვალიერა და იქ მიმდინარე არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგებს ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ხიხანის ციხეზე იმყოფებოდნენ აჭარის კულტურული მემვიდრეობის დაცვის სააგენტოს და ხულოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს პარლამენტის წევრი ხულოს მუნიციპალიტეტიდან ანზორ ბოლქვაძე. …

ბეშუმი – 1900 მეტრი ზღვის დონიდან [ფოტო]

ბეშუმი – მთის კლიმატური კურორტი ხულოს მუნიციპალიტეტში, გოდერძის უღელტეხილიდან 7 კმ-ში, ზღვის დონიდან 1850-1900 მ-ზე, დაბა ხულოდან 30 კმ-ში მდებარეობს. ეკა ბარამიძის ფოტორეპორტაჟი ბეშუმიდან:  

ბათუმის თოჯინების თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება

ბათუმის თოჯინების და მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ეყოლება. სარეკომენდაციო საბჭომ ამ პოზიციაზე დასამტკიცებლად  გიორგი ჩხაიძის კანდიდატურა წარუდგინა აჭარის განათლების მინისტრს. სარეკომენდაციო საბჭო აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრის, ინგა შამილიშვილის ბრძანებით შეიქმნა და იგი დარგის სპეციალისტებით დაკომპლექტდა. საბჭომ თოჯინების თეატრის გარდა, ხულოს დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის კანდიდატურაც შეარჩია. მინისტრს შეუძლია წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცოს, …

დაყადაღებული კურორტი და მთავრობის გეგმა

სააქციო საზოგადოება „გომარდულს“ შესაძლოა ყადაღა მოეხსნას. დავალიანების ჩამოწერასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურს აჭარის მთავრობამ მიმართა. მთავრობა დააფინანსებს ასევე კურორტამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციისა და გაზის მიყვანასაც. სანაცვლოდ დამფუძნებლებმა კურორტის განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების განხორციელების ვალდებულება აიღეს. შეთანხმების სხვა დეტალებზე  „ბათუმელების“ კითხვებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, რამაზ ბოლქვაძემ უპასუხა. ბატონო რამაზ, დღეს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა მთავრობის თავმჯდომარის …

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად წელსაც ჩატარდება

მეტი მონაწილე ქვეყანა, მეტი ფოლკლორი, მეტი მრავალფეროვნება! შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად  შავიზღვისპირეთში ჩატარდება და  წელს, გურიასთან ერთად  აჭარაც უმასპინძლებს. კონცერტები 31 აგვისტოს და  1-ელ სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართება, ხოლო 2 სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დასრულდება.  ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია,  Black Sea Arena-ს,  ,,Check in Georgia”-სა და …

დამოუკიდებელი კანდიდატები ხულოში, შუახევსა და ქედაში – თვითმმართველობის არჩევნები 2017

2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ხულოს #84 საარჩევნო ოლქში ექვსი დამოუკიდებელი მაჟორიტარი კანდიდატის საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა, აქედან ოთხი დიოკნისის, ერთი – დაბის და ერთიც თხილვანის მაჟორიტარული ოლქიდან. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოში მოსახვედრად, უპარტიოდ, დიოკნისის თემში მამუკა ღორჯომელაძე, ზაურ ბოლქვაძე, ლევან მგელაძე და ლევან საგინაძე იბრძოლებენ. რაც შეეხება დაბა ხულოს მაჟორიტარულ ოლქს, აქ გელა თავართქილაძე იყრის კენჭს, ხოლო …

ჭოროხის დელტაში ნადირობა აკრძალულია, რადგან ტერიტორია ბათუმს ეკუთვნის

მონადირეებმა და მეთევზეებმა აჭარის მთავრობის სახლთან ჭოროხის დელტაში ნადირობის აკრძალვა გააპროტესტეს. „ჭოროხის დელტა ქალაქის ტერიტორიაა და ქალაქში ნადირობა აკრძალულია“ – განმარტავენ გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში. აქ „ბათუმელებს“ განუმარტეს, რომ ჭოროხის დელტაში ნადირობა იკრძალება მას შემდეგ, რაც ეს ადგილი ბათუმის ადმინისტრაციული საზღვრების ნაწილი გახდა. „გასულ წელს ამ დელტაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 70 ოქმი შედგა. შარშან ერთი ეკიპაჟი მუშაობდა …

შენობა-ნაგებობებში საშუალო წლიური თბოდანაკარგები კედლებიდან 48%-ს,ხოლო იატაკიდან 13%-ს შეადგენს

სპეციალისტები გამოსავალს ენერგოეფექტური სამშენებლო მასალების გამოყენებაში ხედავენ. ენერგოეფექტურობის ის პოზიტიური და ეფექტური  მახასიათებლები, რომლებიც არამხოლოდ ეკოლოგიას, არამედ ფინანსურ ეკონომიასაც უკავშირდება, განვითარებული ქვეყნების მოსახლეობისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს. შესაბამისად, ახალ ტექნოლოგიებს წარმატებულად იყენებენ და ყველა მათი ნაბიჯი გრძელვადიან სარგებელზეა გათვლილი. რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში? ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, რომ ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა მოსახლეობას ხელს შეუწყობს, რომ მათ …

გონიო-კვარიათში ქუჩების შეკეთება-განათებისთვის 3,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

გონიო-კვარიათის დასახლებაში გარკვეული ქუჩების კაპიტალური შეკეთება და გარე განათების ბოძების დამონტაჟება იგეგმება. სამუშაოები, სავარაუდოდ, მიმდინარე წელს დაიწყება და 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა დასრულდეს. აფსაროსის, ანდრია პირველწოდებულის, მატათა მოციქულის, მეფე მირიანის, სვიმონ კანანელის, წმინდა ნინოს ქუჩებისა და ჩიხების შეკეთებასა და გარე განათების მოწყობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 3 მილიონ 742 ათას 162 ლარია გამოყოფილი. მოწესრიგდება შემდეგი ქუჩები: მთლიანი თანხიდან 592 ათას 424 …

ხულოში კონკურსანტებს კომისიის ნაცვლად გამგებელი ან მისი წარმომადგენელი შეაფასებს

ხულოს მუნიციპალიტეტში ვაკანტური ადგილების დასაკავებლად კონკურსანტების ცოდნას გასაუბრების ეტაპზე საკონკურსო კომისიის ნაცვლად მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი შეაფასებს. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ კონკურსი გამარტივებული წესით ჩატარდება და  შესაბამისად, კონკურსში გამარჯვებული კანდიდატი ერთპიროვნულად გამოვლინდება. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ გამგეობასა და ადმინისტრაციულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსი ოთხ პოზიციაზე – დიდაჭარის, რიყეთის, დიოკნისის …

საბაჟო-გამშვებ პუნქტ „სარფში“ დაკავებულებს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ორი პირი, „DAF“- ის მარკის ავტობუსში მოწყობილი სამალავებით, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად,  საქართველოს ტერიტორიიდან საბაჟო წესის დარღვევით,  ცდილობდა გადაეტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით –  48 920 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. ეს ორი პირი დაკავებულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის …

ჟურნალ „ბათუმელების“ აგვისტოს ნომერი [ანონსი]

გამოვიდა ჟურნალ „ბათუმელების“ აგვისტოს ნომერი. ჟურნალს დღეიდან, 29 აგვისტოდან, მიიღებენ „ბათუმელების“ ხელმომწერები. ასევე, ჟურნალი იყიდება „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში, საგაზეთო ჯიხურებსა და სტელაჟებზე. ფოკუსი თემაზე: მითები და რეალობა „თურქულ უბანზე“ ავტორი: თედო ჯორბენაძე პოლიტიკა: „ყველა ერთისთვის“, ოღონდ მეორე ტურში ავტორი: დათო ქოქოშვილი საზოგადოება: შვილები დედების წინააღმდეგ  ავტორი: ჯაბა ანანიძე ადამიანის უფლებები: შეზღუდვა უსაფრთხოების სახელით ავტორი: ლელა დუმბაძე სამართალი: გასროლა ღამის კლუბში ავტორი: ეთერ თურაძე უცხოეთი: რისთვის მოკვდა …

სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენები ქალაქში, ზღვის პირას [ფოტო]

ბათუმში, ახალი ბულვარის გაგრძელებაზე, აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ ნაგავს დღემდე ყრიან. რამდენიმე თვის წინ თუ აქ ძირითადად სამშენებლო ნაგავს ყრიდნენ, ამჯერად ეს ადგილები საყოფაცხოვრებო ნარჩენებითაა სავსე. ვინ ყრის ნაგავს, „ბათუმელებს“ მონიტორინგი არ ჩაუტარებია, თუმცა ტერიტორია ქალაქის საკუთრებაშია. მიმდინარე წლის აპრილის თვეში, როცა ზღვის სეზონის დაწყებამდე აქ არსებულ სიტუაციაზე ვწერდით, ბათუმის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, …

საია: დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის წესს ხარვეზი აქვს

დღეს, 28 აგვისტოს, ბათუმის მერობის სურვილი ორმა კანდიდატმა გამოთქვა – კახა ცისკარიძემ და გოჩა გუგუნავამ. აღმოჩნდა, რომ მათ რეგისტრაციის გავლის უფლება აღარ აქვთ.  21 აგვისტოს, არჩევნების თარიღის ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, დამოუკიდებელ კანდიდატებს სულ სამი დღე ჰქონიათ რეგისტრაციისთვის. „ეს  უნდა ჩავთვალოთ კანონის ხარვეზად, რადგან რეალურად სამი დღე ჰქონდათ დამოუკიდებელი კანდიდატების წარმდგენ საინიციატივო ჯგუფებს, შემდეგ კი ერთკვირიანი …

ბათუმს მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი არ ეყოლება

კახებერ ცისკარიძე, რომელმაც ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობის სურვილი დღეს გამოთქვა, არჩევნებში მონაწილეობას ვერ მიიღებს. საარჩევნო რეგისტრაციის ვადა 25 აგვისტოს ამოიწურა – განაცხადა „ბათუმელებთან“ ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარემ, ციალა შავაძემ. „საინიციატივო ჯგუფების დარეგისტრირების ბოლო ვადა იყო 25 აგვისტო. არ მოუმართავთ ჩვენთვის და შესაბამისად, ვერც კანდიდატი ვერ დარეგისტრირდებოდა. ასე რომ, უკვე დაგვიანებულია. ამას გარდა, არც ერთი საინიციატივო ჯგუფი არ …

ორი ქვეყნის შვილები – ბათუმელი ებრაელები საქართველოსა და ისრაელში

„იერუსალიმში ცხოვრებისას სულ ბათუმი მენატრებოდა. ახალ ბულვარში მინდოდა წასვლა და სეირნობა. საქართველოში როგორც კი ჩამოვედი და ბათუმში ჩამომიყვანეს, მაშინვე მოვითხოვე, ახალ ბულვარში წამიყვანეთ-მეთქი,“ – ამბობს 11 წლის ანასტასია მიხელაშვილი (მიხაელი), რომელსაც ორ ქვეყანაში უწევს ცხოვრება. ანასტასია ორ წელზე ცოტა მეტის იყო, როდესაც საცხოვრებლად ისრაელში წაიყვანეს. ბაღში იარა იერუსალიმში და ახლა განათლებას ივრითზე იღებს. ბილინგუალია. ლაპარაკობს …

დეპუტატი, რომელიც გერმანიაში ცხოვრების დროს პრემიას იღებდა, „ოცნების“ მეორე ნომერია

ბათუმის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ირაკლი მიქელაძე 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ისევ გეგმავს, ამის შესახებ მან „ბათუმელებს“ თავად დაუდასტურა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ის ბათუმში „ქართული ოცნების“ პროპორციული  სიის მეორე ნომერი იქნება, რაზეც თავად ირაკლი მიქელაძე ამბობს: „… ამაზე გუნდი მუშაობს, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევამდე ირაკლი მიქელაძე „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე …

თამარ მეფის გამზირზე გადასასვლელი ხიდი არაადაპტირებული იქნება

ბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, თამარ მეფის გამზირზე, ფეხით მოსიარულეთა ხიდი, რომლის მშენებლობაზეც მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა, არაადაპტირებული იქნება. მშენებლობისთვის ბათუმის ბიუჯეტში 186 100 ლარია გათვალისწინებული. ლითონის კონსტრუქციის ხიდის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ხიდის პროექტი მერიამ კომპანია „ხობი 2005“-სგან შეისყიდა. კომპანიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „კონკრეტულ ადგილზე ასეთი ხიდის დაპროექტება/აშენება შეუძლებელია“. ამის ერთ-ერთ მიზეზად კი კომპანიაში აქ …

როგორ გადაარჩინეს 200 ემიგრანტი – ქართველი მეზღვაურის ნაამბობი

17 აპრილის შტორმიან დილას ხმელთაშუა ზღვაში მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ HELEN M-ს კურსი ტუნისისკენ ჰქონდა აღებული, როცა გემზე იტალიის სანაპირო დაცვის შეტყობინება შევიდა. იტალიელი მესაზღვრეები ტვირთმზიდი ტანკერისგან დახმარებას ითხოვდნენ აფრიკიდან გამოქცეული 200 ემიგრანტის დასახმარებლად, რომელთა მომცრო გემს კურსი ჰქონდა არეული და მესამე დღეა შველას ითხოვდა. HELEN M-ის კაპიტანი გიგლა ბერიძე გემის მფლობელ კომპანია …

რატომ ვერ მკურნალობენ ძლიერ დამწვრობას აჭარაში?

აჭარის რეგიონში მოქმედ სამედიცინო კლინიკებში ძლიერი დამწვრობის მკურნალობის სერვისი არ მოქმედებს. კლინიკებში მხოლოდ პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაა შესაძლებელი. რეგიონში არც დამწვრობის სპეციალისტია. „მოთხოვნა არის დაბალი, რის გამოც არც ერთ კლინიკას არ უღირს შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა და კადრების შენახვა,“ – განმარტავს ზაალ მიქელაძე, აჭარის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი. მისი თქმით, ქვეყანაში მოქმედი ერთადერთი …

ბათუმში “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი სულიკო თებიძე იქნება

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე სულიკო თებიძე ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ პროპორციული სიის პირველი ნომერი იქნება. დღემდე არსებული პრაქტიკით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სიის პირველი ნომერი ხდებოდა. „ქართული ოცნების“ შეთავაზებას თვითმმართველობის არჩევნებში კენჭისყრასთან დაკავშირებით თავად სულიკო თებიძეც ადასტურებს: „საუბარი არის, მაგრამ ჯერ გადაწყვეტილება არ არის მიღებული. შემოთავაზება იყო, რომ ან სიით ვიყარო კენჭი, ან მაჟორიტარ კანდიდატად. მე …

რატომ გადაწყვიტა კახაბერ ცისკარიძემ ბათუმის მერობა

მუსიკოსი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობის კანდიდატია – კახაბერმა  28 აგვისტოს, ბათუმში, 6 მაისის პარკში ჟურნალისტებთან იმ ოფიციალურ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც ბათუმის მერად კენჭისყრა გადააწყვეტინა.  მან აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ბათუმში 2 000-მდე ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და ამის შემდეგ ოფიციალურად დარეგისტრირდება, როგორც ბათუმის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი.  ცისკარიძემ „ბათუმელების“ რამდენიმე შეკითხვას უპასუხა. რატომ გადაწყვიტეთ ბათუმის მერობა?  2017 …

საახალწლოდ ბათუმის მოსართავად მერია 1,5 მილიონ ლარს დახარჯავს

საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 1,51 მილიონი ლარი დაიხარჯება. ეს თანხა ძირითადად, სხვადასხვა საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების/აქსესუარების შეძენა-მონტაჟს მოხმარდება. მერიას უკვე დაგეგმილი აქვს, კონკრეტული ქუჩა და ადგილი ქალაქში როგორ უნდა მორთოს და სად რამდენი და რა ფორმის აქსესუარი განათავსოს. ეს დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ტენდერის პირობებში. სატენდერო თანხა 1 მილიონ 510 ათასი ლარია. ტენდერი 15 სექტემბერს დასრულდება. წინასაახალწლოდ …

მოგზაურობა ხვამლის მთაზე

თუ გამოცდილ მოგზაურებს ჰკითხავთ, რომელი მხრიდან სჯობს წასვლა ხვამლის მთაზე, გეტყვიან, რომ ტვიშის გზით. ბათუმიდან იქ ჩასასვლელად ოთხი საათია საჭირო, ხოლო თბილისიდან – ცოტა უფრო მეტი. თითქმის ველური ბუნების, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მინერალური წყლების (აქაური წყლები, როგორც ამბობენ, შაქრიან დიაბეტსაც კი შველის), კრიალა ჰაერისა თუ ექსტრემის მოყვარულთათვის არაერთი სიურპრიზის მიუხედავად, ამ კუთხეს ადამიანები დასვენების მიზნით იშვიათად …

Exit mobile version