მთავარი,სიახლეები

დავით სერგეენკომ ხანძრის შედეგად დაშავებული პირები მოინახულა

25.11.2017
დავით სერგეენკომ ხანძრის შედეგად დაშავებული პირები მოინახულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბათუმში „ლეოგრანდში“  მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული პირები საავადმყოფოში მოინახულა. მინისტრის გარდა საავადმყოფოში მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქის მერი ლაშა კომახიძე და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს ამ დროისთვის დაშავებული ოთხი პაციენტი გადის. აქედან, ორი პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი პაციენტი კი კლინიკა „მედცენტრში“.

ხანძრის შედეგად კლინიკებში 21 ადამიანი გადაიყვანეს. მთავრობის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს ღამით გაჩნდა.  ხანძრის შედეგად  11 ადამიანი დაიღუპა.

ხანძრის შედეგად დაშავებული პირები დავით სერგეენკომ მოინახულა

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: