მთავარი,სიახლეები

„ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაშავებულები საავადმყოფოებიდან გაწერეს

26.11.2017
„ლეოგრანდში“ ხანძრის დროს დაშავებულები საავადმყოფოებიდან გაწერეს

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებიდან ხანძრის დროს დაშავებული პაციენტები ყველა გაწერილია. ერთ-ერთმა დაშავებულმა, ისრაელის მოქალაქემ, კლინიკა დღეს, 26 ნოემბერს დატოვა, გუშინ კი 7 დაშავებული გაწერეს.

გუშინდელი მონაცემებით 21 დაშავებულიდან კლინიკებში 8 პაციენტი რჩებოდა. აქედან ერთი ისრაელის, 4 – თურქეთის და 3 საქართველოს მოქალაქე. სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულთა უმრავლესობას, ხანძრის შედეგად, ძირითადად ინტოქსიკაცია აღენიშნებოდათ, ორს კი მსუბუქი მოტეხილობა.


25 ნოემბერს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ბათუმში „ლეოგრანდში“  მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებული პირები საავადმყოფოში მოინახულა.

27 ნოემბერი საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში გლოვის დღედ გამოაცხადა.

24 ნოემბერს, ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად11 ადამიანი დაიღუპა, 21 ადამიანი კი დაშავდა. გარდაცვლილი პირებიდან ათი საქართველოს, ერთი კი ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: