მთავარი,სიახლეები

მეხანძრე: ლეოგრანდს აქვს ორი საევაკუაციო კიბე და ცეცხლჩამქრობი სისტემაც, თუმცა არასაკმარისად

25.11.2017
მეხანძრე: ლეოგრანდს აქვს ორი საევაკუაციო კიბე და ცეცხლჩამქრობი სისტემაც, თუმცა არასაკმარისად

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ინფორმაციით, მერიის ზედამხეველობის სამსახურს სასტუმრო „ლეო გრანდი“  სახანძრო უსაფრთხოების წესების არ ქონის ან შესაბამისი წესების დარღვევის გამო არ დაუჯარიმებია. „ ეს ჩვენ  არ გვეხება. ადრე  დავაჯარიმეთ პროექტირების დარღვევისთვის, სახანძრო უსაფრთხოების გამართულობას ვინ ამოწმებს არ ვიცი, მეც მაინტერესებს და უნდა გავარკვიო“, – უთხრა მერიის ზედამხეველობის სამსახურის უფროსმა ზაალ მამუჭაძემ „ბათუმელებს“.

მუნიციალური სახანძრო და სამაშველო სამსახურები 2014 წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ექვემდებარებიან და სასტუმროს შემოწმებაც სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სახანძრო სამსახურის კომპეტენცია იყო.

სახანძრო სამსახურის თანამშრომლები პირად საუბრებში აცხადებენ, რომ სასტუმროს ნამდვილად ჰქონდა ორი საევაკუაციო კიბე და ცეცხლჩამქრობი სისტემაც: „თუმცა საკმარისად არ ჰქონდა ცეცლჩამქრობები და საევაკუაციო გეგმები, რისთვისაც სასტუმრო დაჯარიმდა ასი ლარით და მიეცა გაფრთხილებაც. თუმცა, ეს ხარვეზი სასტუმროს მენეჯმენტს არ გამოუსწორებია.“

სახანძრო სამსახურს სასტუმრო „ლეოგრანდი“  ევაკუაციის გეგმების არ ქონისა და არასაკმარისი ცეცხლჩამქორობების გამო 2017 წლის ივლისში დაუჯარიმებია.

სატუმრო „ლეო გრანდი“  ბათუმის მერიამ 2015 წელს ჩაიბარა. მერიის არქიტექტურის სამსახურში განმარტეს, რომ იმ დროისთვის არ  არსებობდა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც ინვესტორს შენობის ექსლუატაციაში გასაშვებად სახანძრო უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებული დასკვნის წარდგენას დაავალდებულებდა. შესაბამისად, ასეთი დასკვნა ინვესტორს მერიისთვის არ წარუდგენია.  რეგულაცია, რომელიც ესპლუატაციაში გასვლამდე შენობაში სახანძრო უსაფრთხოების სისტემის არსებობასა და მის გამართულობის დამადასტურებელი დასკვნის წარდგენას ითვალისწინებს ბათუმის მერიამ მხოლოდ 2017 წელს შეიმუშავა და ბათუმის საკრებულომ დაამტიკცა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: