Batumelebi | ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს კრძალავენ ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს კრძალავენ – Batumelebi
ნეტგაზეთი • RU

ლეოგრანდში ხანძრის შედეგად დაღუპულებს დღეს კრძალავენ

დღეს, 3 საათზე, ბათუმის საკათედრო ტაძრიდან სასტურო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულებს გამოასვენებენ. საკათედრო ტაძრიდან ხანძრის შედეგად დაღუპულ ხუთ ადამიანს გამოასვენებენ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სხვა დაღუპულებს სახლებიდან გაასვენებენ.

საკათედრო ტაძარში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და მთავრობის სხვა წევრები.

წინასწარი ინფორმაციით, ტაძარში მისვლას გეგმავს საქართველოს პატრიარქი ილია მეორე.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი 24 ნოემბერს, საღამოს გაჩნდა. ხანძრის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი