შსს-ს 11 თანამშრომელს კოვიდი დაუდგინდა, მათგან ათი აჭარიდანაა

შს სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა. შსს-ს ინფორმაციით, 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა. 1  – შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში, 1 – ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს …

არმაზ ახვლედიანი „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ბათუმში

„ევროპულმა საქართველომ“ ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატი, არმაზ ახვლედიანი წარადგინა. „ეს ადამიანი ბათუმში იბრძოლებს გარდამტეხი ცვლილებებისთვის, ჩვენ გვჯერა მისი“,  – განაცხადა წარდგენისას დავით ბაქრაძემ, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა. არმაზ ახვლედიანი პროფესიით პოლიტოლოგია, იყო საქართველოს პარლამენტის წევრი [საარჩევნო ბლოკი საქართველოს მოქალაქეთა კავშირი], არის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამაარსებელი და დირექტორი; 2013-2016 წლებში იყო პარტია “ქართული …

ვინ არის 6 ყველაზე მდიდარი გერმანელი

ყველაზე მდიდარი გერმანელების რეიტინგი 20 სექტემბერს Welt am Sonntag-მა გამოაქვეყნა. სიაში პირველ ადგილზეა 80 წლის დიტერ შვარცი, მაღაზიათა ქსელების – Lidl-ისა და Kaufland-ის დამფუძნებელი. მისი ქონება, Welt-ის სიის თანახმად, 41,8  მილიარდ ევროს შეადგენს. ყველაზე მდიდარი გერმანელების სიაშია რაიმანების ოჯახიც, რომელთა ქონება 21,45 მილიარდი ევროა რეიტინგის თანახმად. ეს ოჯახური ბიზნესია, რომელსაც ჰოლდინგი JAB-ი მართავს. მესამე ადგილზეა …

ცნობილ ბათუმელ ექიმებზე დოკუმენტურ ფილმს გადაიღებენ

ბათუმელ ექიმებზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად აჭარის ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარია გამოყოფილი. აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს კი ფილმის გადაღებას ერთ-ერთი კომპანია 20 ათას ლარად სთავაზობს. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 18 სექტემბერს შეწყდა. პირობის მიხედვით, „გამოჩენილ ბათუმელ ექიმებზე – პლატონ გიგინეიშვილი, გრიგოლ ვოლსკი და ტიმოლეონ ტრიანდაფილიდისი – დოკუმენტური ფილმის ქრონომეტრაჟი არ უნდა …

კორონავირუსის აფეთქების 20 დღე აჭარაში – როგორ იცვლება სტატისტიკა

20 სექტემბრის მონაცემებით აჭარაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა არ იკლებს და რეგიონი ამ დროისთვის საქართველოს კოვიდრუკაზე ყველაზე ცხელი წერტილია. აჭარა მწვანე ზონა იყო მაისის ბოლოს, მას შემდეგ, რაც ქობულეთის კლასტერი გაქრა და დღეების განმავლობაში რეგიონში ტესტირების შედეგად ახალი შემთხვევები არ ვლინდებოდა. ივნისში სიტუაცია შეიცვალა და კორონავირუსი რეგიონში ისევ გამოჩნდა, თუმცა ეს იყო თითო-ოროლა და ძირითადად …

ორშაბათიდან ბათუმში უნალექო დღეებია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 20  სექტემბრის 21 საათიდან 21 სექტემბრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 23 – 28 გრადუსი ღამით: 15 – 20 გრადუსი შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია: დღისით: 20 – 25 გრადუსი ღამით: …

კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა ბათუმში – ბოლო 24 საათის მონაცემები

20 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა  36 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 4000-მდე PCR ტესტი. სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობის კურსს გადის 519 პაციენტი, კოვიდკარანტინში მეთვალყურეობის ქვეშაა 377 პაციენტი. საკარანტინო სივრცეში გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა 34 პაციენტი, სტაციონარი კი დატოვა ორმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა. …

საქართველოში კოვიდის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 20 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 20 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 3502 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1494 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5014 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.

გრანპრის მფლობელი სკოლის დირექტორი ლენა გომართელი გახდა

დღეს, 19 სექტემბერს, გრანპრის მფლობელი საჯარო სკოლები და დირექტორები გამოავლინეს, რომელთაც სპეციალური პრიზები გადასცეს. გრანპრის მფლობელი ლენა გომართელი გახდა. ის საჩხერის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორია. გრანპრის მფლობელ დირექტორს პრიზის სახით 5000 ლარი გადაეცა, ხოლო მის სკოლას, სპეციალური პროექტის განსახორციელებლად – 30 000 ლარი. სპეციალური პრიზის მფლობელი დირექტორები არიან ასევე: საჩხერის, კორბოულის მე-2 საჯარო სკოლის დირექტორი, …

ქობულეთის რეფერალურში მხოლოდ covid19-ით ინფიცირებულებს მიიღებენ

ქობულეთის რეფერალური საავადმყოფო მხოლოდ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებს. როგორც დღეს, 19 სექტემბერს, „ევექსში“ გვითხრეს,  საავადმყოფოში 70 საწოლია ამ დროისთვის მომზადებული. „ევექსის“ განცხადებით, ჰოსპიტალში მხოლოდ ინფიცირებული პაციენტებისთვის იქნება შესაძლებელი მიიღონ მომსახურება გადაუდებელ და გეგმიურ სამედიცინო პროცედურებზე. 19 სექტემბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 24 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ოფიციალური ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში 3500-ზე …

ქედაში სკოლის შენობაზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო პლაკატებია გაკრული

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნამონასტრევის საჯარო სკოლის შენობაზე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების – ანზორ ბოლქვაძის და ფრიდონ ფუტკარაძის საარჩევნო პლაკატებია გაკრული. „ბათუმელებმა“ საჯარო სკოლის დირექტორს ჰკითხა, იცოდა თუ არა ამის შესახებ. სკოლის დირექტორი გია ბარამიძე ამბობს, რომ საარჩევნო პლაკატების გაკვრასთან დაკავშირებით ინფორმირებული არ იყო. „ორი დღის წინ ვიყავი სკოლაში და არ იყო გაკრული. ვიცი, რომ არ …

„სქროლის“ სკუტერები „სეიფსეპტის“ სადეზინფექციო ხსნარით აღჭურვეს

მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო კორონავირუსს ებრძვის, სქროლის გუნდი ცდილობს შეამციროს პანდემიის გავრცელების რისკები. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ელექტროსკუტერი, სოციალური დისტანცირების თვალსაზრისით,  ყველაზე ოპტიმალური სატრანსპორტო ალტერნატივაა. ამასთანავე, სქროლის გუნდი ცდილობს მისი მომხარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანოს და სეიფსეპტთან მეგობრობის ფარგლებში სკუტერები სადეზინფექციო ხსნარით აღჭურვა. „სქროლის პირველი გამოჩენა, სწორედ ეპიდაფეთქების პერიოდში მოხდა, რაც ერთგვარი გამბედავი …

ქედაში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, ადიდდა მდინარე ბზანაც

ქედაში ძლიერი წვიმის გამო მდინარე ბზანა ადიდდა, რის გამოც დაზიანდა ელექტრობოძები, რამდენიმე სოფელი კი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სოფელი გულები, ზუნდაგა, კოლოტაური, დაბა ქედა – ეს ის ადგილებია, სადაც მეწყერი განვითარდა, დაბა ქედაში ადიდებულმა მდინარემ სახლებში შეაღწია. „ბევრი ლოკაციაა, სადაც მეწყრული პროცესებია განვითარებული. დოლოგანში მდინარე ბზანამ წააქცია რამდენიმე ელექტრობოძი, რის გამოც რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. …

ბათუმში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 24 პაციენტი განიკურნა

19 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 116 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 24 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 3500-ზე მეტი PCR ტესტი. სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებში მკურნალობს 486 პაციენტი, კოვიდკარანტინში კი იმყოფება 347 პაციენტი. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბათუმში მეხანძრე-მაშველს კოვიდი დაუდასტურდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ბათუმში მეხანძრე-მაშველს კოვიდი დაუდასტურდა. ასევე, ახალი კორონავირუსი აქვს თბილისში, ამავე სამსახურის გლდანის განყოფილების მეხანძრე-მაშველს. „მათი გეგმიური ტესტირების შედეგი 18 სექტემბერს გახდა ცნობილი და იყო დადებითი. ამ დროისთვის​, მეხანძრე-მაშველები გადაყვანილნი არიან შესაბამის დაწესებულებებში და მკურნალობა უტარდებათ. მათ ცვლაში მყოფ მეხანძრე-მაშველებს დამატებითი ტესტირება ჩაუტარდათ და გადაყვანილნი არიან იზოლაციაში, დაკვირვების ქვეშ. შენობებს უკვე …

დადასტურდა კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა – 19 სექტემბრის მონაცემები

stopcov.gov.ge-ს ცნობით, 19 სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 2392 შემთხვევაა დადასტურებული, რომელთაგან 1481 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად კარანტინში იმყოფება 5014 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836.  გუშინ, 18 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

სამთავრობო ვახშამი ზღვისპირა რესტორანში 2 161 ლარად, ბიუჯეტის ხარჯზე

პანდემიის დროს, 3 მარტს, აჭარის მთავრობის წევრებმა რესტორან „ფიშლანდიაში“ სახელმწიფოს ხარჯზე ივახშმეს, რისთვისაც ბიუჯეტიდან ერთჯერადად 2 161 ლარი დაიხარჯა. ამ შესყიდვის დამადასტურებელი ანგარიშფაქტურა, საგადასახადო მოთხოვნა და რუსულ-ქართულ ენაზე ინვოისი შესყიდვების ვებგვერდზეა ატვირთული. ვახშმის მიზნის გადამოწმება „ბათუმელებმა“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სცადა, შესყიდვა სწორედ ამ უწყებას აქვს განხორციელებული. [თუმცა აქვე უნდა დავუშვათ ისიც, რომ შეიძლება …

„გირჩი“ საკონსტიტუციოში „შარდის სიწმინდის“ კანონის გაუქმებას ითხოვს

„გირჩი“ საკონსტიტუციო სასამართლოში აჭარის უმაღლეს საბჭოს უჩივის. დავის საგანი ის სამართლებრივი ნორმაა, რომლის მიხედვითაც, დეპუტატობის კანდიდატად დასარეგისტრირებლად პოლიტიკოსმა ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა უნდა წარადგინოს. „გირჩმა“ ამ კანონს „შარდის სიწმინდის“ კანონი შეარქვა. საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით „გირჩის“ უმაღლესი საბჭოს პროპორციული სიის პირველმა ნომერმა, ლალი ანთიძემ მიმართა. დავის საგანი უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული კანონია „უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ,“ სადაც …

ხელვაჩაურის გზაზე ქალს ავტომანქანა დაეჯახა

ხელვაჩაურის გზატკეცილზე, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ცოტა ხნის წინ მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაზარალებული ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა უკვე გადაიყვანა კლინიკა BMC-ში. კლინიკის პრესცენტრის ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულ ქალს მრავლობითი ტრამვული დაზიანება აქვს, რაც საშუალო სიმძიმისაა, მას კვლევები უტარდება. ავტოსაგზაო შემთხვევამ გამოიწვია საცობი. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციაც.  

უშიშროების პოლკოვნიკი, რომელიც პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატია

კონკრეტული მონაცემი ზორბეგ ბერიძემ ვერ დაგვისახელა, როცა მას ვკითხეთ, რა ადასტურებს თურქეთის ექსპანსიურ ინტერესს აჭარაში? – ეს „პატრიოტთა ალიანსის“ მთავარი პოლიტიკური გზავნილია წინასაარჩევნოდ, ზორბეგ ბერიძე კი, ამ პოლიტიკური ძალის პარლამენტის წევრობის კანდიდატია აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში. პოლიტიკაში წასვლამდე ზორბეგ ბერიძე ჯერ უშიშროების სამინისტროში მუშაობდა, ამ სამინისტროს გაუქმების შემდეგ კი – 2013 წლამდე კონტრდაზვერვაში. ინტერვიუ მასთან უშიშროების …

გათიშავენ თუ არა დენს ბახმაროში? – კურორტზე ჯერ ისევ არიან დამსვენებლები

გურიაში, კურორტ ბახმაროზე, დამსვენებლებს აცნობეს, რომ დაბაში ელექტროენერგია მომავალი კვირის დასაწყისში გაითიშება. კურორტზე ჯერ კიდევ არიან დამსვენებლები და ელექტროენერგიის გათიშვა მათ მნიშვნელოვან დისკომფორტს შეუქმნის. ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ბახმაროში, დავით ჟღენტმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ელექტროენერგიის გათიშვას კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ აპირებს, არსებული დავალიანების გამო. „ბახმაროში არის ელექტროენერგიის დავალიანება, ხარჯი მეტია, ვიდრე გადახდილი თანხა, ეს არის პრობლემა. შეიძლება …

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.  სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ საკონცერტო დღეს ღია …

ბათუმის სამშობიაროში 16 ორსულს მკურნალობენ კოვიდ 19-ზე

ბათუმის სამშობიარო სახლში ამ დროისთვის 16 ორსული ქალი მკურნალობს კორონავირუსზე. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი, ნუგზარ პაპავა „ბათუმელებთან“ ამბობს, ინფიცირებული ორსული ქალების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ოთხი პაციენტი გუშინ, 17 სექტემბერს, შეიყვანეს სამშობიარო სახლში, დანარჩენი კი – უფრო ადრე. რაც შეეხება ახალშობილებს, როგორც დირექტორი ამბობს, კოვიდ 19-ით ინფიცირებულ არც ერთ ქალს ჯერ არ უმშობიარია. დღეს, 18  სექტემბერს, …

ინფიცირებულია 30 მილიონზე მეტი ადამიანი – კოვიდის მსოფლიო სტატისტიკა

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის 18 სექტემბრის მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია კორონავირუსით ინფიცირების 30 205 226 შემთხვევა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ახალი კორონავირუსული ინფექციით მსოფლიოში გარდაიცვალა 946 673 ადამიანი, მათგან ყველაზე მეტი – 197 655 ადამიანი – ამერიკის შეერთებულ შტატებში, 134 935 – ბრაზილიაში და 84 372 – ინდოეთში. კორონავირუსის პანდემიის ეპიცენტრია აშშ-ი, სადაც კორონავირუსით დაინფიცირდა 6 676 410 …

მომავალი პროგრამისტი შუახევიდან – სკოლა მხოლოდ ორმა დავასრულეთ

თორნიკე ჯაფარიძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეებში სწავლობდა. კლასში სულ ოთხი მოსწავლე იყო, თუმცა სკოლა საბოლოოდ ორმა დაასრულა. სოფელი მაღალმთიანია და მილევადიც, რაც აისახება კიდეც სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობაზე. თორნიკე ამბობს, რომ ერთი მხრივ, კლასში ცოტა მოსწავლე თითქოს კარგი უნდა იყოს იმისთვის, რომ მასწავლებელმა უფრო მეტად იმუშაოს მოსწავლესთან, უფრო მეტი დრო დაუთმოს ცალკეულ თემას, თუმცა ასე არ …

ემიგრანტებისთვის 10 ოქტომბერი რეგისტრაციის ბოლო ვადაა – არჩევნები 2020

იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ საზღვარგარეთ მიიღოს მონაწილეობა საქართველოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში, აუცილებელია ის იყოს საკონსულო აღრიცხვაზე. საკონსულო აღრიცხვაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქე არაუგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა. აღრიცხვაზე დადგომა უფასოა. არის თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე, საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველს შეუძლია გადაამოწმოს ვებგვერდზე: geoconsul.gov.ge. თუ ამომრჩეველი ვერ აღმოაჩენს თავის პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის …

ისრაელი უკვე მეორედ აცხადებს კარანტინს – იხურება სკოლები, იზღუდება გადაადგილება

ისრაელი წელს უკვე მეორედ აცხადებს კარანტინს ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო. 16 სექტემბერს ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში 6 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 17 სექტემბერს კი – 4 791 ახალი შემთხვევა. სულ ისრაელში ინფიცირების 176 933 შემთხვევაა დადასტურებული, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილია 1 169 ადამიანი. საყოველთაო კარანტინი ისრაელში დღეს, 18 სექტემბერს შევიდა ძალაში, მინიმუმ სამი კვირით. …

გარყვნილი ქმედების ბრალდებით მოზარდი დააკავეს, მასზე ძალადობის ბრალდებით კი – 1 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გარყვნილი ქმედების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო მასზე ძალადობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით დაკავებულია 1 პირი – 1989 წელს დაბადებულ ბ.ქ. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა არასრულწლოვანმა სხვა არასრულწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა, რის შემდეგაც მას ბ.ქ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფის შემდეგ ყურის არეში დაზიანებები მიაყენა. …

ბათუმში გაავდრდება – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას აჭარაში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს საღამოდან, 18 სექტემბრის 21 საათიდან 19 სექტემბრის 21 საათამდე  აჭარაში  მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება, ღამით – ზოგან, დღისით კი ყველგან პერიოდულად წვიმა, დღისით ზოგან შესაძლებელია ძლიერი წვიმა. იქროლებს დასავლეთის მიმარულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან – 17-22. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 20 – 25 …

თიბისის მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე SEED გაიხსნა

თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ მხარდაჭერით, თბილისში, გ.ტაბიძის 24 ნომერში ცოტა ხნის წინ ახალი ვეგანური კაფე – SEED გაიხსნა, რომელიც გამორჩეული ადგილია ჯანსაღი და გემრიელი კერძების, სასიამოვნო გარემოსა და ახალი გემოების აღმოჩენის მოყვარულებისთვის. SEED-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს – აქ სტუმრებს დამფუძნებლები დეტალურად აცნობენ თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და …

როგორ გადანაწილდა კორონავირუსის 129 შემთხვევა აჭარაში – 18 სექტემბერი

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა გამოვლინდა: ბათუმი – 114 შემთხვევა ქობულეთი – 11 შემთხვევა ქედა – 3 შემთხვევა შუახევი – 1 შემთხვევა. ბათუმის კლინიკებში მოთავსებულია 341 პაციენტი, კოვიდსასტუმროში რჩება 223 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში ჩატარდა 4000-მე მეტი PCR ტესტი. გასული დღის განმავლობაში კლინიკაში მყოფი ორი …

დღეს ბათუმში კორონავირუსის 129 შემთხვევა გამოვლინდა

18  სექტემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 129 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 114 ბათუმში დაფდიქსირდა, ხოლო 11 ქობულეთში, 3 ქედაში და ერთი შუახევში –  ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 182 შემთხვევა დადასტურდა – 18 სექტემბერი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 3119  გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა გამოქვეყნებული. ვებგვერდის, stopcov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად 1435 -ია. ამავე ვებგვერდის თანახმად, კარანტინშია 6633 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ კი – 836. გუშინ, 17 სექტემბერს, ქვეყანაში 179 ახალი შემთხვევა გვქონდა,

რას ჰყვებიან ბათუმელი კოვიდინფიცირებულები

„იმ დღეს ვმუშაობდი, მაგრამ რაღაც ვერ ვიყავი კარგად, ადრე წასვლა გადავწყვიტე სახლში. სამსახურიდან გამოვდიოდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, რომ კორონავირუსი მაქვს,“ – გვიყვება ადვოკატი როინ აბაშიძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც ახლა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს. „ბათუმელები“ კოვიდ19-ით ინფიცირებულ რამდენიმე პაციენტს ესაუბრა ამ დაავადების სიმპტომებზე – რას გრძნობენ ისინი. „…დამირეკეს თუ არა, რესპუბლიკურის ცხელების ცენტრში …

რატომ ეჭვიანობს ბავშვი ახალშობილ და/ძმაზე – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

ხანდახან ბავშვებს ძალიან უჭირთ ახალშობილი დის ან ძმის მიღება, პირველი ბავშვი ეჭვიანობს ოჯახში ახალ წევრზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ამ მატებას მშობლების მეტი ყურადღება მიაქვს. ბავშთა ფსიქოლოგი ირმა ფეიქრიშვილი ამბობს, რომ ეჭვიანობის თავიდან ასაცილებლად ბავშვი ჯერ კიდევ ორსულობამდე უნდა შევამზადოთ ამ სიახლისთვის. ქალბატონო ირმა, როგორ მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია, რომ მალე მას პატარა ძმა ან და ეყოლება? …

Exit mobile version