პირველ მაისამდე შემოტანილი ავტომობილების განბაჟება 2021 წლის ივნისამდე გადავადდა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ავტოიმპორტიორებისთვის ავტომანქანების განბაჟება კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში არ იქნება სავალდებულო. „მოგეხსენებათ, რომ საქართველოს საბაჟოს ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე. ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 19 ათას მფლობელს …

აჭარაში კოვიდის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა | 25 თებერვალი

25 თებერვლის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კოვიდის 25 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აჭარაში 35 პაციენტი გამოჯანმრთელდა, კლინიკა დატოვა 15-მა პაციენტმა. ბოლო მონაცემებით აჭარაში კოვიდკლინიკაში 115 პაციენტი მკურნალობს, მათგან 5 მართვით სუნთქვაზეა.

კონკურსი აჭარის სკოლებში დისკუსიის ჩატარებაზე

„თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ ფონდ NED-ის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს აჭარის სკოლებისთვის დისკუსიების ჩატარების იდეების მიღებაზე. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აჭარის 5 მუნიციპალიტეტის: ხულოს, შუახევის, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლებს – პედაგოგებსა და ადმინისტრაციას. მსურველებმა კონკურსის მონაწილეებს უნდა მიაწოდონ ადამიანის უფლებების თემაზე საჯარო ლექციის, დისკუსიის, შეხვედრის იდეა. აგრეთვე, უნდა დაასახელონ შესაბამისი სფეროს სპეციალისტი …

მეამბოხე ბიზნესმენი, რომლის ოფისიც პოლიციამ ჯერ დალუქა, შემდეგ კი ყვავილებს ურწყავდა

„როდესაც შენობაში პოლიცია შემოვიდა, ფიტნესკლუბში ვიყავი. გამაფრთხილეს, მოდიან ქვემოდანო. ძალიან მოკლე დროში ფიტნესკლუბის შემოსასვლელში განლაგდა რამდენიმე ათეული პოლიციელი, ქუჩაც სულ პოლიციის მანქანებით იყო სავსე, სადღაც 30 მანქანა მოვიდა. უშუალოდ დარბაზში დაახლოებით 50 პოლიციელი ამოვიდა. ჩაატარეს სპეცოპერაცია, დალუქეს ტრენაჟორები. დაახლოებით 3-4 საათი გაგრძელდა ეს ამბავი. როცა დასრულდა ეს ყველაფერი, ფიტნესკლუბის შესასვლელებთან [მეორე სართულზე] განათავსეს ორ-ორი პოლიციელი. …

„ჩვენ შეიძლება დავემსგავსოთ კადიროვის ჩეჩნეთს, თუ არ ვიაქტიურეთ“ – ინტერვიუ

„ხელისუფლების დაუჯერებლად ბრიყვული ნაბიჯი“ – ეს ამერიკელმა კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა თქვა, თუმცა ეს არაა ერთადერთი კრიტიკული შეფასება პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა. კრიზისი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე არ აღიარებს, კიდევ უფრო ღრმავდება. კრიტიკა ისმის დასავლეთის სხვა პარტნიორებისგანაც. პოლიტოლოგები არ გამორიცხავენ, რომ თუკი ხელისუფლების რიტორიკა არ შეიცვალა, იზოლაციაში აღმოვჩნდეთ. რა შეიძლება დაკარგოს ქვეყანამ და თითოეულმა …

ფეხბურთელ გოგოებზე სექსუალური ძალადობის საქმე – PHR-ის განცხადება

პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო 9 ქალი  (მათ შორის, ერთი ბავშვი) ფეხბურთელი, რომელთა მიმართაც მწვრთნელის მხრიდან სავარაუდოდ ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, გარყვნილ ქმედებასა და თაღლითობას. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანთა უფლებებისთვის” (PHR), რომელიც 9 ქალი ფეხბურთელის (მათ შორის, ერთი ბავშვის) ინტერესებს იცავს. „ქალი ფეხბურთელები წლების განმავლობაში სავარაუდოდ განიცდიდნენ სექსუალურ შევიწროებას და  სექსუალურ ძალადობას მწვრთნელის …

რა წესები უნდა დაიცვან საბავშვო ბაღებმა – რეკომენდაციები სრულად

2021 წლის პირველი მარტიდან მუშაობას განაახლებენ როგორც მუნიციპალური, ასევე კერძო საბავშვო ბაღები. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. საბავშვო ბაღები მუშაობის განახლება/გაგრძელებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ დაიცავენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეკომენდაციებს. ახალი კორონავირუსით  გამოწვეულ ინფექციასთან დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების მიხედვით, პანდემიის პირობებში საბავშვო ბაღებმა უნდა შეიმუშაონ საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა. ამასთან, დაუშვებელია საბავშვო ბაღის შენობაში …

სად არის კოვიდის ვაქცინა? – მთავრობის განმარტება

დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინა საქართველოში მარტში შემოვა. გამყრელიძის თქმით, იმის გამო, რომ  ვაქცინის გარკვეული დოზა ზოგიერთ ქვეყანას შენახვის პირობების არასათანადოდ დაცვის გამო გაუფუჭდა, რამდენიმე დღის წინ „ფაიზერმა“ ახალი პირობები წაუყენა საქართველოსა და იმ ქვეყნებს, სადაც ვაქცინა „კოვაქს პლატფორმის“ საშუალებით უნდა შესულიყო. „ჯერ …

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები შაბათ-კვირასაც იმოძრავებენ. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის განახლებაზე გადაწყვეტილება დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ბათუმში მუნიციპალური ავტობუსები დილის 7 საათიდან საღამოს 9 საათამდე მოძრაობენ, მიკროავტობუსები კი – საღამოს 8 საათამდე, ვინაიდან ძალაში რჩება კომენდანტის საათი [გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე]. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, …

ექიმი, რომელმაც „ხალხის მტრების“ შვილები გადასახლებისგან იხსნა

სისასტიკით ცნობილი ლავრენტი ბერია შფოთავს. პატარა სერგო ავადაა. ექიმები ვერაფერს შველიან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება. კონსილიუმი დახურულ კარს მიღმა ბჭობს, რით უშველონ ბერიას შვილს. ვერ დაგვიჭერენ. ჩვენ მათ ვჭირდებით კარი უცერემონიოდ იღება. მრგვალსათვალიანი კაცი შემოდის და ადგილს პროფესორების გვერდით იკავებს. დუმს ყველა. სიჩუმეს კონსილიუმის წევრი ერთადერთი ქალი არღვევს. ,,ექიმებს გვაქვს უფლება შემოვიდეთ და …

ხვალიდან სარკინიგზო მიმოსვლაც განახლდება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა. გეგმის მიხედვით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან ამოქმედდება. საქართველოს მთავრობის ერთიან ცხელ ხაზზე ,,ბათუმელებს“ დაუდასტურეს, რომ 25 თებერვლიდან განახლდება სარკინიგზო მიმოსვლაც საქართველოს ქალაქებს შორის. რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში კი ჯერ ვერ გვითხრეს, ზუსტად როდის შეძლებენ მგზავრები მატარებლით გადაადგილებას. …

გამყრელიძე: პირბადის ტარების მაჩვენებელი შემცირებულია, უნდა ავწიოთ 95%-მდე

დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში სტაბილიზირდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. „ჩვენ ვთანამშრომლობთ ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტთან, რომელიც ითვლის ჩვენთან პირბადის ტარების მაჩვენებელს. ეს მაჩვენებელი გაზრდილი იყო 72%-მდე, ბოლო მონაცემებით, ბოლო კვირაში გვაქვს კლება – 62%. ეს ნიშანია იმისა, რომ …

რა შეიცვალა სოფელში, სადაც მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა – „გაწვიმდება თუ არა, გავრბივართ“

„მოდიან და მიდიან,“ –  ეს ფრაზა რამდენჯერმე ახსენეს ჯოჭოელებმა, როცა მათ გეოლოგებსა და მეწყრის შემდეგ გაკეთებულ საქმეზე ვკითხეთ. ქვედა ჯოჭო ხელვაჩაურში ის პატარა სოფელია, სადაც დაახლოებით 5 თვის წინ მეწყერმა ოჯახი იმსხვერპლა. ქვედა ჯოჭოში 2020 წლის 2 ოქტომბერს ჩამოწოლილმა მეწყერმა ლევან თედორაძის სახლი წაიღო. დაიღუპა ცოლ-ქმარი და 14 წლის ბიჭი. ცხედრები მაშველებმა მეორე დღეს იპოვეს. …

თურქეთთან სახმელეთო საზღვარი ისევ არ იხსნება

დღეს, 24 თებერვალს, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ საკოორდინაციო საბჭომ მორიგი გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის ცნობილი გახდა იმ ქვეყნების ჩამონათავლი, რომელთაც საქართველო საჰაერო საზღვარს უხსნის. „საკოორდინაციო საბჭოზე ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვეყანაში ვიზიტორების დაშვებასთან დაკავშირებული რეგულაციების შემდგომ შემსუბუქებაზე. კერძოდ, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ პსრ ტესტის ნეგატიური პასუხით, 1-ლი …

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

საქართველოს მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. კერძოდ: სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება 25 თებერვლიდან სამთო კურორტებზე არსებული საბაგიროები გაიხსნება 8 მარტიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება 25 თებერვლიდან რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ [შაბათ-კვირის გარდა] ბათუმში 1-ლი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში 8 მარტიდან ძალაში რჩება 21 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილებაზე …

მოლები და ბაზრობები 8 მარტიდან შაბათ-კვირასაც იმუშავებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2021 წლის 8 მარტის შემდეგ მოლები, ბაზრები და ყველა ტიპის ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებენ. შაბათ-კვირას იმუშავებს ასევე ყველა ტიპის არასასურსათო მაღაზიაც. ამასთან, ძალაში რჩება კომენდანტის საათი – გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. ამავე თემაზე: რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

სასწავლო პროცესი აუდიტორიებში 15 მარტიდან განახლდება

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აუდიტორიებში სასწავლო პროცესი 15 მარტიდან განახლდება. ხოლო კონფერენცია-ტრენინგები შესაბამისი პროტოკოლის დაცვით განახლდება პირველი მარტიდან. სხდომის შემდეგ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დამატებით განმარტა, რომ  პირველი მარტიდან უმაღლეს სასწავლებლებს და კოლეჯებს უფლება ექნებათ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ. „ეს ნებაყოფლობითია. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად მიიღებენ უმაღლესი სასწავლებლები ჩვენთან შეთანხმებით. შემდგომი …

რესტორნები შიდა სივრცეში სტუმრების მიღებას ბათუმში 1-ლი მარტიდან შეძლებენ

ბათუმში რესტორნები სტუმრების მიღებას შიდა სივრცეში პირველი მარტიდან შეძლებენ, თუმცა შაბათ-კვირის გარდა, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი – 8 მარტიდან. ამასთან, ძალაში რჩება კომენდანტის საათი – გადაადგილების აკრძალვა საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდე. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს, 24 თებერვალს, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ამავე თემაზე: რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 25 თებერვლიდან – მოკლედ

კომენდანტის საათი ძალაში რჩება

კომენდანტის საათი ძალაში რჩება. ამის შესახებ დღეს, 24 თებერვალს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. კომენდანტის საათი საღამოს 9 საათიდან დილის 5 საათამდეა. დღეს, 24 თებერვალს, პანდემიის გამო ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების ნაწილი გაუქმდა, მაგალითად, საბავშვო ბაღები პირველი მარტიდან გაიხსნება, 15 მარტიდან ამუშავდება სპორტული დარბაზები.

საბავშვო ბაღები პირველი მარტიდან გაიხსნება

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კერძო და საჯარო საბავშვო ბაღები მუშაობას პირველი მარტიდან განაახლებენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 24 თებერვალს, განაცხადა. ღარიბაშვილის ინფორმაციით, ბაღების გახსნის წინაპირობა ორ კვირაში ერთხელ თანამშრომლების 20%-ის ტესტირება იქნება.

საქალაქთაშორისო ტრანსპორტი 25 თებერვლიდან ამოქმედდება – მთავრობა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ დღეს, 24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარმოადგინა. მისი თქმით, ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის ეტაპობრივი გეგმის მიხედვით, სასტუმროები სამთო კურორტებზე გაიხსნება ხვალიდან, საბაგიროები სამთო კურორტებზე – 8 მარტიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტი ამოქმედდება ხვალიდან, ანუ 25 თებერვლიდან. რესტორნები შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას განაახლებენ – ბათუმში პირველი მარტიდან, ხოლო დანარჩენ საქართველოში – 8 მარტიდან, …

სკოლა ვალდებულია I კლასში მისაღები რაოდენობიდან 10 % სსმ ბავშვებისთვის გამოყოს

განათლების მინისტრის ბრძანებით, სკოლებს განესაზღვრათ პირველ კლასში მისაღები სსმ ბავშვების კონტინგენტი. ბრძანების მიხედვით, საჯარო სკოლის პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა რიცხოვნობას, სექტორების, ცვლებისა და სასწავლო შენობების მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს შესაბამისი საჯარო სკოლა, რომელიც ვალდებულია პირველ კლასში ჩასარიცხ მოსწავლეთა ჯამური რაოდენობის 10% განსაზღვროს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის. სკოლამ უნდა უზრუნველყოს სპეციალური …

როგორ უნდა მივხვდეთ, რომ უმაღლესი სასწავლებელი საინტერესო ცხოვრებას გვთავაზობს

თუკი 18 წლის ხარ, ეს იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ძალიან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება მოგიწევს: გარდა იმისა, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ემზადები, ასევე უნდა აირჩიო ის უმაღლესი სასწავლებლები, სადაც გსურს სწავლის გაგრძელება. ალბათ უკვე ბევრი მოგიყვა თავგადასავლებით სავსე და დაუვიწყარი სტუდენტური წლების შესახებ, რომელთა  შთაბეჭდილებებიც მთელი ცხოვრება გაგყვება; შეიძენ განუყრელ მეგობრებს და საოცარ დროს გაატარებ …

ავტომანქანის ძველი ნომრის ახლით შეცვლა დღეიდან შეგიძლიათ დისტანციურად მოითხოვოთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან, 24 თებერვლიდან, მომსახურების სააგენტოს მობილური აპლიკაციის (SAGENCY) საშუალებით, მსუბუქი ავტომობილის მესაკუთრე ფიზიკურ პირს შეუძლია დისტანციურად მოითხოვოს ძველი ნიმუშის რეგისტრაციის ნომრის შეცვლა ახლით იმ შემთხვევაში, თუ მის სახელზე რეგისტრირებული ავტომობილი არ სხვისდება და მისი მონაცემები (მარკა, ძარას ტიპი, ფერი, საწვავის ტიპი, ძრავის ნომერი ან მოცულობა და ა.შ) არ არის …

მედიკამენტი 5-NOK-ი რეგულირების სააგენტომ ბაზრიდან გამოითხოვა

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ფარმაცევტული პროდუქტის – 5-NOK-ის ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მათთან შევიდა მწარმოებელი კომპანიისა და სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის – Lek Pharmaceuticals d.d, Slovenia-ს წერილი, რომლის მიხედვით, ხარისხობრივი მაჩვენებლის შესაბამის მოთხოვნასთან შეუსაბამობის გამო ხდება საქართველოს ბაზარზე მიმოქცევისთვის დაშვებული ფარმაცევტული პროდუქტის 5-NOK-ი, 50 მგ შემოგარსული ტაბლეტი N50-ის სერიების ბაზრიდან გამოთხოვა …

„სასამართლოს იყენებენ პოლიტიკურ იარაღად“ – კინზინგერი მელიას საქმეზე

საქართველოში განვითარებული მოვლენები შეაფასა აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ.  რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში კიდევ ერთხელ თქვა, რომ რაც ნიკა მელიას დაკავების კადრებში ნახა, ძალიან შემაშფოთებელი იყო. „განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა არსებობს შეკითხვები ბრალდებაზე და მაშინ, როცა ახალ კონგრესში ბევრი სამუშაო გავწიეთ საქართველოს მხარდამჭერ აქტზე, ეს ძალიან ცუდი გზავნილია და იმედია, რომ …

9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს ქობულეთის მესამე სკოლაში კოვიდი დაუდასტურდა

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში 9 პედაგოგს და 5 მოსწავლეს კოვიდი დაუდასტურდა. ინფორმაციას სკოლის დირექტორი ნანა მენაბდე „ბათუმელებთან“ ადასტურებს. ამჟამად სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც დირექტორი ამბობს, ელოდება რეკომენდაციებს თუ უნდა გააგრძელონ მუშაობა. „12 დღით არის სკოლა ონლაინსწავლებაზე გადასული ჯერჯერობით. პირველი შემთხვევა 19 თებერვალს გამოვლინდა და დაწყებითი საფეხურის ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა კოვიდი, რომელსაც სავარაუდოდ მშობლისგან გადაედო. …

აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა – 24 თებერვალი

24 თებერვლის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა ასევე 15 პაციენტი. ვირუსისგან დღემდე აჭარაში  გამოჯანმრთელებულია სულ 35 474 პაციენტი. ბათუმში ამჟამად კრიტიკულია (მართვით სუნთქვაზეა) 5 პაციენტის მდგომარეობა. კლინიკაში მკურნალობს 120 პაციენტი, კოვიდსასტუმროში – 74, ონლაინკლინიკაში – 96. — ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა. …

გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოვლინდა 443 ახალი შემთხვევა – 24 თებერვლის კოვიდსტატისტიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში გარდაიცვალა 6 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 461. 24 თებერვლის დილის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში ჩატარებულია 19051 კვლევა ტესტით , მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11825, PCR ტესტით – 7226. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 2,33%, ბოლო 7 დღის – 2,36%. კარანტინშია 307 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 1600, კლინიკურ …

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის გამო კომპანიის დირექტორი დააკავეს

შატილში მომხდარი ავარიის ფაქტზე შსს-მ ორი პირი დააკავა. საუბარია 2020 წლის 23 აგვისტოს დუშეთში, სოფელ ბისოს ტერიტორიაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომლის შედეგადაც 17 ადამიანი დაიღუპა, 3 – მძიმედ დაშავდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი – 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე – 1966 …

საბაჟოზე 11 745 ლარის არადეკლარირებული საათები და სხვა ნივთები აღმოაჩინეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტი გამოვლინდა, რის გამოც ერთი მოქალაქე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გერმანიაში შეძენილი მსუბუქი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში განათავსა სხვადასხვა სახის საქონელი, მათ შორის, ძვირადღირებული საათები, ტყავის ნაწარმი, ბიჟუტერია და სხვ. დანაშაულში მხილებულმა პირმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტომანქანა …

სილქნეტი მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება

სილქნეტში მასიური სისტემური განახლება მიმდინარეობს – IT ტრანსფორმაციის პროექტი სილქნეტს ციფრული სერვისების მიმწოდებელ კომპანიად გარდაქმნის. 10 მარტიდან სილქნეტი თავის მომხმარებელს უახლეს ციფრულ სისტემებზე დაფუძნებული სერვისებით მოემსახურება. პირველ რიგში, გვინდა გულწრფელი ბოდიში მოვუხადოთ თითოეულ ჩვენს აბონენტს, რომელსაც წუთით მაინც ჰქონდა ტექნიკური შეფერხება ჩვენი სერვისების მიღებისას. განუწყვეტელი ტექნოლოგიური პროგრესი და მომხმარებელზე ზრუნვა სილქნეტის ყოველდღიური სამუშაო პროცესია და …

განათლების მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

განათლების მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაცია დაგვიდასტურეს განათლების სამინისტროში. ლევან ხარატიშვილი განათლების მინისტრის მოადგილედ 2018 წელს დაინიშნა. სამინისტროში ვიკითხეთ, რატომ  დატოვა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა და ხარატიშვილის პოსტიდან წასვლა ხომ არ უკავშირდება   დღეს განვითარებულ მოვლენებს, რაზეც სამინისტროში გვითხრეს რომ – არა. „პირადი განცხადების საფუძველზე, სამსახურის ცვლილებასთან დაკავშირებით“, – მოგვწერეს სამინისტროს პრესსამსახურიდან. თანამდებობის დატოვების შესახებ …

„გავხსნათ ნამდვილი და გულწრფელი დიალოგი“ – ღარიბაშვილი ოპოზიციას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ახლა, როცა ნიკა მელიას დაკავებით „კანონი აღსრულდა“, მოვიდა „ნამდვილი და გულწრფელი დიალოგის“ დრო. „დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღასრულა კანონი, რაც იყო აუცილებელი პირობა პოლიტიკაში რადიკალიზმის შესამცირებლად და სამართლიანი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. კანონის აღსრულებაზე ჩვენი ხალხის რეაქციამ დაადასტურა, რომ ქართული საზოგადოებისთვის უმთავრესი პრიორიტეტი სამართლისა და კანონის უზენაესობაა. თუმცა ჩვენ არ ვითვლით …

85 წლის ქალი, რომელიც მოწყალებას ითხოვს და შვილს სესხს უხდის

85 წლის ტანია გორგილაძე ბათუმში, სულაბერიძის ქუჩაზე, ორსართულიან სახლში, ორ პატარა ოთახში ცხოვრობს. ფარღალალა ოთახებში ცივა. ფანჯარასთან ღუმელი დგას, რომელსაც ტანია მხოლოდ მაშინ ანთებს, თუ ძალიან შესცივდება, ასე შეშის ნაჭრებს იზოგავს. აქვს გაზის პატარა ბალონიც, რომელსაც, როგორც ამბობს, გასათბობად იყენებს, მაგრამ გაზის პატარა ბალონი ოთახს, რომელსაც ღრიჭოები აქვს, აშკარად ვერ ათბობს. თითქმის ყოველ დღე ტანია …

რეგიონების მიხედვით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას NCDC-ი არ ასაჯაროებს

საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების ყველა შემთხვევას საქართველოში სპეციალურად შექმნილი კლინიცისტთა ჯგუფი დეტალურად განიხილავს, შედეგები კი მოგვიანებით გამოქვეყნდება. რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში კორონავირუსით პანდემიის დაწყებიდან დღემდე  რეგიონების მიხედვით, მონაცემებს NCDC-ი ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს. NCDC-ის ინფორმაციით, „Covid19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან დაკავშირებული ის ინფორმაცია, რომელიც ცხადდება ყოველდღიურად, წარმოადგენს ოპერატიულ, …

Exit mobile version