განახლდება თუ არა პირველი მარტიდან გეგმიური ოპერაციების ჩატარება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ამ დროისთვის საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის.
„ამ საკითხზე ჯერ მსჯელობა არ ყოფილა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ეპიდსიტუაცია გვექნება ქვეყანაში. იქნება საკითხის განხილვა და კონკრეტული პასუხი თებერვლის ბოლოს გვექნება,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში.
22 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 147 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამავე პერიოდში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.6%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.6%.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ზოგიერთ გეგმიურ ქირურგიულ მომსახურებაზე [გარდა სასწრაფო-დაყოვნებული ტიპის ინტერვენციებისა, ასევე ონკოლოგიური ოპერაციებისა და კარდიოქირურგიის/ინტერვენციული კარდიოლოგიის/რითმოლოგიის მომსახურებისა] საგარანტიო ფურცლის გაცემა საქართველოს მთავრობამ, პანდემიის გამო, 2020 წლის ნოემბერში შეაჩერა [2020 წლის 11 ნოემბრიდან 2021 წლის 1-ელ მარტამდე].
ამავე თემაზე: