სოლიდარული გადასასვლელი ბათუმში

 

დღეს ბათუმში ორგანიზაცია CAUCULT-ის აჭარის ჯგუფმა  აქცია გამართა სახელწოდებით _  „ქვეითს აქვს უფლება“. ერას მოედანთან,  ბარათაშვილისა და მემედ აბაშიძის ქუჩების კვეთაში სიმბოლურად დახაზეს ქვეითთა ფერადი „სოლიდარული გადასასვლელი“.

286 ათასი ლარი კობალაძის ქუჩას

 

კობალაძის ქუჩის კეთილმოწყობისთვის ბათუმის მერიამ 286 915 ლარად ღირებული ტენდერი გამოაცხადა.

განათლების სამინისტრო სასკოლო კლუბების ინიციატივებს დააფინანსებს

 

სამინისტრო სკოლაში ზოგადი განათლების ხარისხის განვითარებისა და სასკოლო ცხოვრების გააქტიურების მიზნით სასკოლო კლუბების ინიციატივებს დააფინანსებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 35 ათასი ლარია გამოყოფილი.

2 125 400 ლარი აჭარის სკოლებისთვის

 

მიმდინარე წლისთვის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიუჯეტიდან საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და ინვენტარით აღჭურვისთვის 2 125 400 ლარი გამოიყო.

აჭარაში კინოპროექტებს დააფინანსებენ

 

აჭარაში კულტურული ცხოვრების გააქტიურებისა და პოპულარიზაციისთვის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ბიუჯეტში მიმდინარე წელს 852 000 ლარია გათვალისწინებული.

საშემსრულებლო ხელოვნებისა და ფოლკლორის ხელშეწყობა

 

2014 წელს, აჭრაში იგეგმება საშემსრულებლო ხელოვნებისა (პროგრამის ბიუჯეტი 170 000 ლარი) და ფოლკლორის ხელშეწყობის (120 000 ლარი) პროგრამების განხორციელება;
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარაში საშემსრულებლო ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა მოიცავს ბრიტანეთის და აჭარის თეატრების პარტნიორობას.

დახმარება სტუდენტებისა და პროფესორებისთვის

 

აჭარის განათლების სამინისტრო მიმდინარე წელს სტუდენტების დახმარებისთვის ბიუჯეტიდან მილიონამდე ლარს გამოყოფს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, გაიზრდება უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა სტუდენტებისათვის მაღალმთიანი აჭარიდან, ობოლი, მრვალაშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.

ძლიერი ქარი დასავლეთ საქართველოში

 

ხვალიდან შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის მონაკვეთზე აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს. ხვალ საღამოდან აღნიშნულ რეგიონებში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს გადააჭარბოს და 35 მ/წმ-ს მიაღწიოს.

ტესტირების შედეგები – რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე

31 იანვარს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ, შუახევის რესურსცენტრის უფროსის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპი – ტესტირება ჩატარდა.
გამსვლელ ქულად საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ 65 ქულა განისაზღვრა, რომელიც სულ ექვსმა კონკურსანტმა გადალახა.

ახალი საბაჟო ტერმინალი ბათუმში

 

ამ წუთებში ბათუმში, თამარის დასახლებაში სს “საქართველოს რკინიგზის” საბაჟო ტერმინალის გახსნის ცერემონიალი მიმდინარეობს. 

დავიწროებულ ქუჩებს ხელახლა გააფართოებენ

 

ძველ ბათუმში „გაფართოებულ ტროტუარებს“ ქალაქის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ „ქუჩების გაფართოება“ დაუპირისპრა. დაგეგმილია ქუთაისის, მემედ აბაშიძისა (კ. გამსახურდიას ქუჩიდან ზ. გამსახურდიას ქუჩამდე) და ზვიად გამსახურდიას ქუჩის სავალი ნაწილების გაფართოება.

აქციის მოთხოვნა – საკადრო პოლიტიკის შეცვლა აჭარაში

 

ამ წუთებში, ბათუმში, ევროპის მოედანზე იპოთეკარების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ კარავი, სადაც ხელმოწერებს აგროვებენ, აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა რეგიონში საკადრო პოლიტიკის შეცვლაა. “გვინდა საზოგადოების ყურადღება მივიქციოთ, მოვითხოვთ საკადრო პოლიტიკის შეცვლას აჭარაში. ხელმოწერებს იმისთვის ვაგროვებთ, რომ ხელისუფლებას თავი ვაღიარებინოთ რეჟიმის მსხვერპლად” – ლილი მორჩაძე, იპოთეკარი.

ბათუმის საკრებულოს სხდომების ნახვა პირდაპირი ეთერით იქნება შესაძლებელი

 

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზს პირდაპირი ეთერისთვის ტექნიკური აღჭურვილობა დაემატა. კედლებზე დამონტაჟდა 4 ვიდეოთვალი, სამიქსერო პულტი და დეპუტატებისთვის განკუთვნილი მიკროფონები.

29 ოჯახს უკანონოდ დაკავებული ფართიდან გამოასახლებენ

 

ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საამქროს შენობაში შეჭრილ 29 ოჯახს გამოსახლება ემუქრება.

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათებით სარგებლობის წესი

 

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე ფასდაკლებით სარგებლობის უფლების მისაღებად, 1 თებერვლიდან დაინტერესებულმა პირებმა  სოციალური მომსახურები სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამსახურებს უნდა მიმართონ. 

„ინტელექტმა“ ორი პროგრამის პრეზენტაცია გამართა

 

პრესკაფეში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა „ინტელექტმა“ ორი მიზნობრივი პროგრამის პრეზენტაცია გამართა. პროგრამები სტიქიით შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახებისთვის დახმარების გაწევას ითვალისწინებს.

ხულოს მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების რეგისტრაცია მიმდინარეობს

 

სტიქიით დაზარალებულ ოჯახებთან, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლების სურვილი აქვთ  დღეს დილიდან შეხვედრები იმართება. 

ინციდენტი ბათუმის საკრებულოს შენობაში

 

ბათუმის მერიისა და  საკრებულოს შენობის მისაღებში ინციდენტი მოხდა. ბათუმის ავტოტრანსპორტის მარკეტინგის თანამშრომელი მერაბ ღოღობერიძე დაცვის პოლიციამ საკრებულოს შენობის მეორე სართულზე არ აუშვა. დაცვის სამსახურის თანამშრომელსა და ღოღობერიძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.  

ბათუმში 60 კილოგრამიანი ყვავილის ქოთანი მოიპარეს

 

ბათუმში, წიგნის მაღაზია „წიგნები ბათუმშის“  წინ მდგარი ყვავილების ქოთნებიდან ერთი ქოთანი მოიპარეს.  შემთხვევა 29 იანვარს, გვიან ღამით მოხდა. 

საკრებულოში ვიცე-მერად დანიშნული გიორგი ერმაკოვის დანიშვნას განიხილავენ

 

ამ წუთებში ბათუმში საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს.  სხდომის დაწყებისთანავე, საკრებულოს თავმჯდომარე, ირაკლი ჩავლეიშვილმა გია ერმაკოვს ვიცე-მერის თანამდებობა მიულოცა. სხდომას ახალი ვიცე მერიც ესწრება.  ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი კირთაძემ მომავალში ერმაკოვის მერად დანიშვნის ეჭვი გამოთქვა. 

თამარის დასახლებაში ცარიელ შენობაში 29 ოჯახი შეიჭრა

 

ბათუმში, თამარის დასახლებაში მდებარე ერთ-ერთ შენობაში სოციალურად დაუცველი 29 ოჯახი შეიჭრა. შენობაში ადრე აბანო იყო განთავსებული, შემდეგ სარიტუალო დარბაზი, ამჟამად  კი  ცარიელია და უფუნქციოა. 

ჯემალ ანანიძე ერმაკოვის დანიშვნაზე კომენტარს აკეთებს

 

 

ბათუმის მერმა ჯემალ ანანიძემ გიორგი ერმაკოვის მის მოადგილედ დანიშვნის გამო კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. 

 

მერის განცხადებით, „ერმაკოვი დღეს დავნიშნე და პირველივე სამუშაო დღეს შევახვედრე კოლექტივს, ხვალ კი ოფიციალური წარდგინება მოხდება იმ საკურატორო სამსახურებთან, რომლებსაც ის გაუწევს კურირებას. 

 

რატომ მაინც და მაინც გიორგი ერმაკოვი? ნებისმიერი პირის მისამართით შეიძლება დაისვას ეს კითხვა. ზურაბ პატარაიას შესახებაც დაისვა კითხვები, თუმცა ჩვენ ისიც ავიყვანეთ მოადგილედ, რადგან საზოგადოება ამა თუ იმ ფორმით ენდობა მას და მხარს უჭერს, ჩვენც ჩავთვალეთ, რომ   მისთვის უფრო რეალური ფართო სპექტრი მიგვეცა თვითმმართველობაში“.  

 

ბათუმში საშაურმე დახურეს და 1000 ლარით დააჯარიმეს


სურსათის უვნებლობის სამსახურმა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩის 7 ნომერში მდებარე საშაურმედან ნიმუშები აიღო და ლაბორატორიული კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ იმ შაურმის მზა პროდუქტში, რომლითაც გასულ კვირას 21 ადამიანი მოიწამლა, უსაფრთხოების ხარისხი დარღვეული იყო.

გიორგი ერმაკოვი ვიცე-მერად დანიშნეს

 

 

ბათუმის ვიცე-მერის თანამდებობა ნათია სურგულაძემ დატოვა. მის ნაცვლად დღეს ვიცე-მერად გიორგი ერმაკოვი დანიშნეს. ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა მერიის პრესსამსახურმა.  

 

გიორგი ერმაკოვი  აჭარის გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსად მუშაობდა. ის ბათუმის მერის, ჯემალ ანანიძის შემცვლელად რამდენიმე დღის წინ დასახელდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კონკურსი გამომძიებელი ჟურნალისტებისთვის


<!** Image 1 align="left" width="300" height="219" >

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბათუმის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში განსაზღვრულია რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საგამოძიებო სტატია, რაც კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, აჭარაში მომუშავე ჟურნალისტებმა უნდა გაითვალისწინონ.

მორწმუნეები მუსლიმთა სამმართველოს რეორგანიზაციას ითხოვენ

 

დაფინანსება, ახალი მეჩეთის მშენებლობის ადგილი, სამუფთოს ორად გაყოფასთან დაკავშირებული და სხვა ორგანიზაციული საკითხები იყო ის თემები, რაზეც დღეს ბათუმის საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი და სრულიად საქართველოს მუფთი ჯემალ პაქსაძე რელიგიური საბჭოს წევრებთან ერთად დახურულ კარს მიღმა საუბრობდნენ. შეხვედრა ბათუმის მეჩეთის ადმინისტრაციულ ნაწილში ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. 

სასამართლოს გადაწყვეტილება „ორბის“ საქმეზე

 

სამშენებლო კომპანია „ორბისა“ და მოქალაქე ლია ლიბერმანის სასამართლო სხდომა გაიმართა.  

SMS სერვისი ავტობუსების განრიგის გასაგებად

 

ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებაში  ახალი სერვისი დაინერგა. 29 იანვრიდან  ავტობუსის მგზავრებს უკევ შეუძლიათ ისარგებლონ ახალი სერვისით  და  SMS – ის სახით მიიღონ ინფორმაცია კონკრეტულ გაჩერებაზე ავტობუსის  მოსვლის დროის შესახებ.

რას ითხოვს 61 იპოთეკარი

 

ბათუმში მცხოვრები 61 იპოთეკარი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შეხვდა. ისინი ერთ წელზე მეტია მთავრობისგან დახმარებას მოითხოვენ.  

აჭარის ფინანსთა მინისტრი შეკითხვამ გააღიზიანა

 

აჭარის ფინანსთა სამინისტროს სხდომის დამთავრების შემდეგ დისკუსიის დროს ეკა თარგამაძის დასმული კითხვა მინისტრისთვის გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. 

13 მილიონი სოციალური სახლისთვის

 

სასტუმრო „რედისონ ბლუ ბათუმში“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2013 წლის შემაჯამებელი სხდომა გამართა და 2014 წლის პრიორიტეტული სამუშაო გეგმები წარმოადგინა. შეხვედრას საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობების, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი საკრებულოს წევრის კითხვებს პასუხობს

 

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაურ ფუტკარაძე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბათუმის საკრებულოს წევრის ნოდარ დუმბაძის კითხვებს პასუხობს.  

რესურსცენტრის უფროსის ვაკანსიაზე კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები

 

ცნობილია შუახევის რესურსცენტრის უფროსის  ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად განათლების  სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპის შედეგები.

 

ერთჯერადი დახმარების გაუქმებული პროგრამა


ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახები ერთჯერად ფინანსურ დახმარებას  ვეღარ იღებენ. ერთჯერადი დახმარების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ მოსახლეობას ფინანსურად ეხმარებოდა, წელს სოციალური პროგრამების სიაში აღარ არის.

საკრებულოს წევრის შეკითხვები აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს

 

სასოფლო სამეურნეო ვაუჩერების თემაზე ნოდარ დუმბაძემ,  ბათუმის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“,  განცხადება გააკეთა. 

სტიქიით დაზარალებული ოჯახები ბინებს მიიღებენ

 

სტიქიით დაზარალებული 74 ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლი და ადგილი სპეციალისტებმა სიცოცხლისათვის საშიშად მიიჩნიეს, ბინას ბენზეში ე.წ. სოციალურ სახლში მიიღებს. ამის შესახებ გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ სპეციალური სამთავრობო კომისიის რეკომენდაციით მიიღო.

Exit mobile version