ბათუმი,მთავარი,სიახლეები

კოვიდის 557 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 7 პაციენტი – 15 იანვარი

15.01.2022
კოვიდის 557 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 7 პაციენტი – 15 იანვარი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კოვიდით გარდაიცვალა 7 პაციენტი.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 15 იანვრის დილის მდგომარეობით აჭარაში:

საავადმყოფოებში მკურნალობს – 603 პაციენტი, აქედან, 134 არის მძიმე პაციენტი, 50 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

557 ადამიანი ბათუმის კოვიდსასტუმროებში მკურნალობს.

აჭარაში 15 იანვრის მონაცემებით, ჯამში 3 828 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე. აქედან 2 697 ონლაინკლინიკაში, ანუ ბინაზე.

15 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 30 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 381 ახალი შემთხვევა.

[checklist]

[/checklist]

ბსუ ბათუმში 120 საწოლზე გათვლილ საუნივერსიტეტო კლინიკას ააშენებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: