ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ნაპირთან გამორიყული გემი ზღვაში შესვლას ცდილობს

15.01.2022
ბათუმში ნაპირთან გამორიყული გემი ზღვაში შესვლას ცდილობს

ბათუმში, შტორმის გამო ნაპირთან გამორიყული გემი ზღვის სიღრმეში შესვლას ვერ ახერხებს. ის ნაპირისკენ დღეს, 15 იანვარს, ძლიერმა ტალღებმა წამოიღო. გემი ამ წუთებში [20:30 სთ] მახინჯაურის სანაპიროსთან არის ახლოს.

აღნიშნულ გემს მშრალი ტვირთები გადააქვს და ის რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავს.

შტორმის გამო, ჯერჯერობით ვერც შესაბამისი სამსახურები ახერხებენ გემისთვის დახმარების აღმოჩენას.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში სანაპიროსთან გამორიყულ გემზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფება. გემი ინარჩუნებს პოზიციებს, მაგრამ მისი დახმარება ამ ეტაპზე მაღალი ტალღების გამო ვერ ხერხდება:

ტალღის სიმაღლის გამო ბუქსირი ვერ გადის დასახმარებლად – სააგენტო გამორიყული გემის შესახებ

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: