ბათუმი,მთავარი,სიახლეები

გემმა შეძლო ზღვის სიღრმეში შესვლა და უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში – სააგენტო

16.01.2022 • 7171
გემმა შეძლო ზღვის სიღრმეში შესვლა და უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში – სააგენტო

ბათუმში გემი, რომელიც შტორმმა ნაპირთან ახლოს გამორიყა, ზღვის სიღრმეში შევიდა და უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში უთხრეს.

16 იანვარს, „დაახლოებით 03:00 საათის შემდეგ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამის სამსახურებთან [ზღვაზე ძებნა გადარჩენისა და გემების მოძრაობის მონიტორინგის დეპარტამენტი და ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახური] მჭიდრო კოორდინაციიით, გემმა თანდათანობით შეძლო ზღვისკენ სვლა და ამ დროისათვის გემი უკვე უსაფრთხოდ დგას საღუზე წერტილში.

მახინჯაურში მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდნენ სააგენტოს თანამშრომლები, სამაშველო ჯგუფი, მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და საპატრულო პოლიცია.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისი სამსახურები მუდმივ კოორდინაციაში იმყოფებიან გემთან და აგრძელებს მისი ადგილმდებარეობის მონიტორინგს.“ – აცხადებს სააგენტო.

გემზე, რომელიც რუსეთის დროშით დაცურავს, ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფება. გემს პრობლემა 15 იანვარს შეექმნა, ის ინარჩუნებდა პოზიციებს, თუმცა მისი დახმარება მაღალი ტალღების გამო ვერ ხერხდებოდა.

ტალღის სიმაღლის გამო ბუქსირი ვერ გადის დასახმარებლად – სააგენტო გამორიყული გემის შესახებ

მთავარი ფოტო: გემი მახინჯაურის ნაპირთან / 15.01.2022 / ფოტო: გურამ მურვანიძე/ბათუმელები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: