როგორ აპირებს უმაღლესი საბჭო იმიჯის შეცვლას – ინტერვიუ დავით გაბაიძესთან

შეძლებს თუ არა ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭო ამ საკანონმდებლო ორგანოს იმიჯის გამოსწორებას და ისეთი კანონპროექტების მომზადებას, რომლებსაც შემდეგ საქართველოს პარლამენტი დაამტკიცებს. რამდენად პრინციპული იქნება დავით გაბაიძე ყოფილი უფროსის – ზურაბ პატარაძისა და მისი მთავრობის მიმართ კონტროლის განხორციელებისას? „ბათუმელების~ კითხვებს ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ უპასუხა. – ბატონო დავით, წინა და მანამდელი მოწვევის უმაღლეს …

როგორ განაწილდება ბათუმის ბიუჯეტი 2017 წელს

ქუჩების რეაბილიტაცია, საგზაო ინფრასტრუქტურისა და კომუნალური სისტემის გაუმჯობესება ბათუმისთვის ისევ მთავარი პრიორიტეტი იქნება, როგორც გასულ წლებში. მომავალი წლის ბიუჯეტიდანაც  ყველაზე მეტი თანხა ამ პროქტებზე დაიხარჯება. საკრებულომ პროექტის პირველადი ვარიანტი უკვე განიხილა და შენიშვნებით უკან გადაუგზავნა მერიას. ახალ ვარიანტს საფინანსო სამსახური საკრებულოს დეკემბრის პირველივე კვირაში წარუდგენს. 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში პრიორიტეტულ სფეროებად მოხსენიებულია ასევე …

აჭარის ჯანდაცვის მინისტრობის შეთავაზებას ზაალ მიქელაძე არ ადასტურებს

რამდენიმე წყაროს მიერ დადასტურებული ინფორმაციით, აჭარის მინისტრთა კაბინეტში თანამდებობას შეინარჩუნებენ ფინანსთა და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები. განათლებისა და ჯანდაცვის მინისტრების კანდიდატურებს კი მთავრობაში ჯერ კიდევ განიხილავენ. „ბათუმელების“ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზაალ მიქელაძის კანდიდატურა განიხილება. ზაალ მიქელაძე საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის კოორდინატორია აჭარაში. თავად ზაალ მიქელაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, …

აჭარის მუნიციპალიტეტების სოფლებში ელეტროენერგია არ მიეწოდებათ

აჭარის მუნიციპალიტეტების მაღალმთიან სოფლებში თოვს. ხულოში, შუახევში და ქედის ცენტრში თოვლის საფარი 40 სანტიმეტრს, მაღალმთიან სოფლებსა და გოდერძის უღელტეხილზე კი ერთ მეტრს აღწევს. ხულოში და შუახევში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. გამგებლების ინფორმაციით „ენერგო პრო ჯორჯიამ“ სოფლებში დამატებითი ბრიგადები გაგზავნა და ისინი ელეტროენერგიის აღდგენაზე უკვე მუშაობენ. გამგებლების ინფორმაციით ცენტრალურ გზებზე მაღალი გამავლობის მქონე ავტომანქანები შეუფერხებლად …

ვისია ბათუმის ბულვარი

ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტში ბულვარისთვის 3 მილიონ 400 ათასი ლარია გათვალისწინებული. წინა წლებში, როცა მას აჭარის ფინანსთა სამინისტრო განკარგავდა, ბულვარის ბიუჯეტი გაცილებით მეტი იყო. ბათუმელი აქტივისტები უკვე წლებია ითხოვდნენ ფინანსთა სამინისტროსთვის ბულვარის მართვის უფლების ჩამორთმევას, რადგან ამ სამინისტროში ბულვარს ხშირად განიხილავდნენ, როგორც საინვესტიციო ზონას. თუმცა, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გარკვეული, რა ელოდება ბულვარს ახალი …

ბათუმის საკრებულოს 12 სკამი

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე დასასწრებად მისულ მოქალაქეს შენობის დაცვის თანამშრომელმა უთხრა, რომ სხდომათა დარბაზში მოსახვედრად შენობის მეორე შესასვლელიდან უნდა შევიდეს, საშვთა ბიუროს გავლით. ბიუროში კი მას განუმარტეს, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და ვერ შეუშვებდნენ. მოქალაქე ტელეფონით დაუკავშირდა სხდომაზე შესულ მეგობარს, რომელმაც თქვა, რომ სხდომათა დარბაზში რამდენიმე თავისუფალი ადგილია. კანონით საკრებულოს სხდომა საჯაროა და მასზე დასწრების …

პრეზიდენტმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინა

დღეს, 29 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს უმასპინძლა. მათთან გამართული კონსულტაციების შემდეგ კი პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობას აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარუდგინა. მთავრობის თანხმობის შემდეგ პრეზიდენტი კანდიდატურას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. „საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის შესაბამისად, ჩვენ გავმართეთ კონსულტაციები უმაღლეს საბჭოში შემავალ პოლიტიკურ სუბიექტებთან და ამ კონსულტაციების საფუძველზე წარვადგენთ აჭარის …

უმაღლესი საბჭოს აპარატის 26 თანამშრომელი თანამდებობიდან გათავისუფლდა

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომელები: თანაშემწეები, აჭარატის უფროსი და კომისიების აპარატების უფროსები ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე თანამდებობებიდან გათავისუფლდნენ. „დიახ ასეა, ჩვენ ავტომატურად აღარ ვართ უკვე საჯარო მოხელეები. 2014 წელს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხდვითაც აპარატის თანამშრომლები უფლებამოსილების ვადით ვართ დანიშნულები. საუბარია 26 თანამშრომელზე. ახალი მოწვევს დეპუტატებს აქვთ მორალური უფლება უბრალოდ დაბრუნონ ისინი, თუ …

„ექსტრანხერო“ ანუ ქართველი ემიგრანტის ცხოვრება ესპანეთში

„ექსტრანხერო“ ესპანური სიტყვაა და ქართულად უცხოელს ნიშნავს. ეს სიტყვა ესპანურად თამილა დევაძისთვის მას შემდეგაა ნაცნობი, რაც მან საქართველოდან ევროპაში წასვლა გადაწყვიტა. ახლა თავადაც „ესტრანხეროა“ და ესპანეთში, ლარიოხის შტატში,  ქალაქ არნედოში მეუღლესთან ერთად საკუთარ სახლში ცხოვრობს. თამილა საქართველოდან მეუღლესთან ერთად 2008 წელს წავიდა. ამბობს, რომ გადაწყვეტილება არა ომის დაწყების შემდეგ ან ომის გამო, არამედ ომამდე ცოტა …

შვილის მოვლის შეზღუდული უფლება მამებისთვის

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) საქართველოში მამებისთვის ბავშვის მოვლის გამო შვებულებისა და მისი ანაზღაურების უფლების არარსებობას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. EMC-ი იცავს სამი მოსარჩელის უფლებას, რომელთაგან ორი კაცი და ერთი ქალია. მათ შორის ერთმა მოსარჩელემ [კაცმა] შვილის შეძინის შემდეგ შვებულება ითხოვა და უარი მიიღო. მამამ, რომელიც შვილის გაზრდის მიზნით შვებულებას ითხოვდა და უარი მიიღო, …

არჩევნების შემდგომი დეპრესია პარტიების რეგიონულ ოფისებში

არჩევნების შედეგების შემდეგ იმედგაცრუება პარტიების რეგიონულ ორგანიზაციებზეც აისახა. ზოგიერთმა რეგიონულმა თავმჯდომარემ პარტიაში თანამდებობა, ზოგიერთმა კი საერთოდ პარტიაც დატოვა. რეგიონული ორგანიზაციების ოფისების უმეტესობა დაკეტილია. ემოცია, ფსიქოლოგიური ფაქტორი, დეპრესია და ტრაგედია – დღეს ამ სიტყვებს იყენებენ პარტიებში ლიდერებისა თუ წევრების მიერ არჩევნების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების შეფასებებისას. კობა ჩხეიძე – აჭარაში „თავისუფალი დემოკრატების“ რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, მას შემდეგ, …

ზურაბ პატარაძის და სხვების შანსები – როგორ დაკომპლექტდება აჭარის ახალი მთავრობა

აჭარის ახალარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარედ საქართველოს პრეზიდენტი ისევ ზურაბ პატარაძეს წარადგენს თუ სხვა კანდიდატიც განიხილება? – ამ კითხვაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ-ჯერობით პასუხი არ აქვთ. ამბობენ რომ პრეზიდენტი საკითხს მას შემდეგ განიხილავს, რაც უმაღლესი საბჭო შეიკრიბება. წყაროს ინფორმაციით ზურაბ პატარაძე ჯერ-ჯერობით ერთადერთი კანდიდატია, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება. ის რომ მასთან …

დავით გაბაიძე თავმჯდომარედ, მერაბ კარანაძე ვიცე-სპიკერად – თანამდებობების გადანაწილება უმაღლეს საბჭოში

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე „ქართული ოცნება“ დავით გაბაიძის კანდიდატურას, ხოლო ვიცე-სპიკერად მერაბ კარანაძეს განიხილავს – ინფორმაციას თავად კანდიდატები ადასტურებენ. „… დიახ ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა, თუმცა გადაწყვეტილი არ არის.“ – განაცხადა დავით გაბაიძემ „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში. უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევამდე დავით გაბაიძე აჭარის მთავრობის აპარატში იურიდიულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. ვიცე-სპიკერად მის შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით …

ახალი ძველი ფრაქცია საკრებულოში

ბათუმის საკრებულოს წევრებმა, ორმა ყოფილმა „თავისუფალმა დემოკრატმა“ – კობა ჩხეიძემ და ჯაბა ბერიძემ და ნინო ბერაძემ, რომელიც ამ პარტიის წევრად დარჩა ერთ ფრაქციაში გაერთიანება ისევ გადაწყვიტეს. მათი ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატები“ საკრებულოში მას შემდეგ დაიშალა, რაც კობა ჩხეიძემ და ფრაქციის მესამე წევრმა პარტია დატოვეს. ნინო ბერაძის თქმით, ფრაქციას ახალი სახელი ერქმევა და „იგივე ტონალობაში გაარძელებს მუშაობას, როგორც …

ლევან ვარშალომიძე უმაღლეს საბჭოში არ შედის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერი ლევან ვარშალომიძე, რომელიც  უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე პარტიის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იყო, უმაღლეს საბჭოში არ შედის.  არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიამ უმაღლეს საბჭოში პროპორციული სიით ხუთი პირის შეყვანა შეძლო. ლევან ვარშალომიძეს ასმათ დიასამიძე ჩაანაცვლებს. „მე არ შევდივარ უმაღლეს საბჭოში, რაც იმას არ ნიშნავს, რომ მივდივარ. მე ვრჩები ბათუმში და ვაპირებ …

რას ასწავლიან მერიაში თანამშრომლებს

რა ფორმით უნდა მიაწოდოს მერიის თანამშრომელმა მოქალაქეს მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხი, რომ მისი გულისწყრომა არ დაიმსახუროს და თავადაც არ გახდეს აგრესიული დამოკიდებულების ადრესატი? – როგორ ჩანს ეს კითხვა დღის წესრიგში ბათუმის მერიშიც დადგა. ნეგატიური ინფორმაციის გადაცემის ტექნიკა იმ საკითხების ჩამონათვალშია, რომელთა სწავლებაზეც მიმდინარე წელს მერიამ ტენდერი გამოაცხადა და შესაბამისი მომსახურება შეისყიდა. ბათუმის მერია თანამშრომლების სწავლების 2017 …

მერია შვიდი სპორტული კლუბის ლიკვიდაციას გეგმავს

ბათუმის მერია შვიდი მუნიციპალური ორგანიზაციის ლიკვიდაციას გეგმავს, შვიდივე სპორტული კლუბის საქმიანობის მართვას ემსახურება. სხვადასხვა კომპანიის ერთი აიპის მართვაში გაერთიანების იდეას მერიაში მენეჯმენტის გაუმჯობესების სურვილით ხსნიან. ამ სპორტული კლუბებიდან ბევრმა მიზერული დაფინანსების პირობებში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია. ბათუმის ხელბურთის კლუბი „ბათუმი“ შავი ზღვის თასის გათამაშების გამარჯვებული და ორგზის ქვეყნის ჩემპიონია. „შავი ზღვის ბიჭებმა“ დაარსებიდან დღემდე კიდევ რამდენიმე …

ოცდაერთი ვიდეოარტი ოლგა იურგენსონისგან ბათუმის ხელოვნების სივრცეში

ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე ოლგა იურგენსონს უმასპინძლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ოცდაერთი თანამედროვე ხელოვანის ვიდეოარტი სხვადასხვა გლობალურ და ეგზისტენციალურ საკითხებზე. გამოფენა შაბათს, 12 ნოემბერს – 18:00-ზე გაიხსნება და რვა დეკემბრამდე გაგრძელდება.

გახდება თუ არა წყალი ფასიანი აჭარის სოფლებში

აჭარის მთავრობაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის [KFW] მიერ დაფინანსებული წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ, წყალი აჭარის სოფლებშიც ფასიანი გახდება. „ბათუმელებისთვის“ არაოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობა განიხილავს სოფლებში გადასახადის დაწესებას წყლის მოხმარებაზე, „მთის კანონის“ თანახმად. უცნობია, როგორი ტარიფი დაწესდება სოფლებში, რომელთაც მთის …

ბათუმის მერიამ შს სამინისტროს ქონება გადასცა

სახელმწიფო სტრუქტურებისგან ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნას მისი განკარგვის ან გასხვისების მიზნით, ბათუმის საკრებულო, ძირითადად, ეთანხმება. ამჯერად საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ანგისის დასახლებაში არასასოფლო სამურნეო ნაკვეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემას, ადრე გადაცემული შენობის დაბრუნების სანაცვლოდ. ეს შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და როგორც ბათუმის მერისთვის გაგზავნილი წერილიდან ჩანს, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და მაღალბიუჯეტიან სამინისტროს მისი მოვლა-პატრონობა გაუჭირდა. …

„რესპუბლიკელების“ ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გადადგა

„რესპუბლიკელების“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე ზაურ ახლვლედიანი თანამდებობიდან გადადგა. მისივე თქმით, პარტია უახლოეს მომავალში საერთო კრებაზე ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. პარტიის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვება ზაურ ახვლედიანმა მოუცლელობით ახსნა: „დრო არ მქონდა, რომ პარტიისთვის უფრო მეტი მემუშავა. გარდა ამისა, იყო რიგი საკითხები, რაც სხვაგვარად უნდა წასულიყო და არ წავიდა.“ ზაურ ახვლედიანის თქმით, ის ჯერჯერობით პარტიის დატოვებას …

შსს-მ გურიაში დიდი ოდენობით ჰეროინი და მეტადონი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ბრალდებით 1988 წელს დაბადებული ნ.ს. დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნ.ს. იმ დროს დააკავეს, როდესაც ის ოზურგეთში სამარშრუტო ტაქსით გადაადგილდებოდა. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, პოლიეთილენის …

ბათუმში მამაკაცი დაჭრეს

ბათუმში, რესტორან launge vox-თან ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი გადაყვანილია საავადმყოფოში და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის  განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილის დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

ბათუმს ახალი ნაძვის ხე ექნება

2017 წლის დადგომამდე ცოტა ხნით ადრე საახალწლო განწყობის შესაქმნელად ბათუმში ახალ ნაძვის ხეს აანთებენ. საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის აქსესუარებისა და ნაძვის ხის შესყიდვის ტენდერი შედგა. შესყიდვის ღირებულება 256 730 ლარია. ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასტან შპს „ჯეო სტრიმთან“ უკვე გააფორმა, ახალი ნაძვის ხის გარდა საახალწლო დღეებში ბათუმში დეკორატიული ანგელოზები, ირმები და თოვლის კაცებიც …

საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარი იაფი სახლის მშენებელი კომპანიის გაუჩინარებაზე

ბათუმის მერიამ ცელმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება შპს „კონვენტ ჯორჯიასთან“, რომელსაც ბათუმში ე.წ „იაფი სახლი“ უნდა აეშენებინა. მშენებლობა შეჩერებულია. კომპანიამ კი, რომელმაც ბათუმის მერიის ოთხმილიონიანი ტენდერი მოიგო, არც მუშების ხელფასი გადაიხადა და არც ნისიად წამოღებული სამშენებლო მასალების თანხა. ბათუმის მერიას ამ კომპანიისთვის 1 894 785 ლარი ავანსად აქვს გადახდილი. „ბათუმელებმა“ ამ თემაზე ვრცელი სტატია ორი კვირის წინ …

„ბათუმი მოლი“ გაიხსნა

დღეს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩის #88- ში სავაჭრო ცენტრი „ბათუმი მოლი“ გაიხსნა. პროექტი პარტნიორებთან ერთად კომპანია „სახლი ბულვარში“-მ განახორციელა. სავაჭრო მოლში უკვე გახსნილია სხვადასხვა ტიპის და დანიშნულების 50-მდე ბრენდი და გასართობი ობიექტი. „ბათუმი მოლის“ ტერიტორიაზე ფუნქიონირებს: ჰიპერპერმარკეტი, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ბრენდული მაღაზიები , პარფიუმერული, სამკაულის და აქსესუარების მაღაზიები, სატრენაჟორო დარბაზი, კაფეები, ბარები და სხვადასხვა გასართობი ობიექტები. …

გაზბეტონის ქარხანა საცხოვრებელ სახლებთან

ბათუმში, თამარის დასახლებაში, ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე, სადაც დევნილთა სახლები უნდა აშენებულიყო, ინვესტორი გაზბეტონის ქარხნისა და სამაცივრე მეურნეობების მშენებლობას გეგმავს. დასახლებულ ტერიტორიაზე ქარხნის მშენებლობას მოსახლეობა და არასამთავრობო სექტორი ეწინააღმდეგება, საკრებულო კი თანახმაა. ბენზეს დასახლებაში ქარხნის მშენებლობით შპს „ვიქტორია გაზბეტონია“ დაინტერესებული. კომპანიის დირექტორი და 75%-იანი წილის მფლობელი უკრაინის მოქალაქე ვიქტორია ვარლამოვაა. მისი პარტნიორი და კომპანიის 25%-ის მფლობელი …

დამეწყრილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარაში ფუტკარაძეების ოჯახი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს.  „დადგინდეს უსაფრთხოა თუ არა ჩვენი საცხოვრებელი ადგილი და სახლი,” – ამბობს ნოდარ ფუტკარაძე.  ფუტკარაძეების საცხოვრებელ სახლთან მეწყერი ორი კვირის წინ ჩამოწვა. ოჯახი შიშობს, რომ წვიმიან ამინდში მეწყერი შესაძლოა განმეორდეს და საცხოვრებელ სახლს საფრთხე შეუქმნას. ნოდარ ფუტკარაძე ამბობს, რომ მეწყერთან დაკავშირებულ საფრთხეზე  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ნადიმ ვარშანიძეს …

აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორი: ამბობენ, რომ ბევრია დანიშნული ნეპოტიზმით

მეტი სოციალური პასუხისმგებლობა, მაღალი რეიტინგი, გაზრდილი ნდობის ხარისხი და ბიუჯეტი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორის პროგრამა მაქსიმუმია. პროფესიით იურისტი ნათია კაპანაძე თანამშრომლებს ასევე ჰპირდება, რომ იზრუნებს თითოეულის კვალიფიკაციის გაზრდაზე. როგორ აპირებს ამ ყველაფრის მიღწევას გასულ კვირას დანიშნული დირექტორი? – ამ და სხვა კითხვებზე ნათია კაპანაძემ „ბათუმელებს“ უპასუხა. ნათია, რას შეცვლის ახალი დირექტორი აჭარის ტელევიზიაში? ახალი დირექტორი …

ბათუმში, მე-6 უბანზე ხმების დათვლა დასრულდა

ბათუმის 79-ე ოლქის მე-6 უბანზე საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ „ქართული ოცნები“ მაჟორიტარობის კანდიდატ, ნუკრი ბეჟანიძე და ენმ-ს კანდიდატ გიორგი კირთაძე. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ ილია ვერძაძე და ენმ-ის წევრი ნინო ჯინჭარაძე. მე-6 უბანზე დღეს ხმა 504-მა ამომრჩევლმა მისცა. უბანზე 1459 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ამ უბნის მონაცემებით, 368 ხმა მიიღო ნუკრი ბეჟანიძემ, ხოლო გიორგი …

მანდარინი, როგორც მარკირების წყარო – ექსპერიმენტი საარჩევნო უბანზე

ბათუმის 63-ე უბანზე მარკირებიანი ადამიანები ისევ მიდიან. ყველა მათგანი ამბობს, რომ მანდარინი ჭამა და ამიტომ აჩვენებს აპარატი მარკირებას. ერთ-ერთი ბოლო ამომრჩეველი, რომელსაც უბანზე მარკირება დაუფიქსირდა იყო გოჩა მუხაშავრია – ყოფილი პოლიტპატიმარი. იქედან გამომდინარე, რომ 63-ე უბანზე ამომრჩეველი მარკირების მიზეზად მანდარინს ასახელებს, „ბათუმელების“ დამკვირვებელმა უბანზე მიიტანა მანდარინი ექსპერიმენტის ჩასატარებლად. აღმოჩნდა, რომ მანდარინი არ ტოვებს ისეთ კვალს, …

ერთ უბანზე მარკირებიანმა პირებმა ხმის მიცემა ცხრაჯერ სცადეს

ბათუმის 63-ე საარჩევნო უბანზე მარკირების მქონე ცხრა პირის შესვლის მცდელობა დაფიქსირდა. ბოლოს ამომრჩეველი ქალი ამტკიცებდა, რომ აქვს „მანიკური“ და ის დაჟინებით ითხოვდა მიეცათ ხმის უფლება. ბოლოს მან დატოვა უბანი იმ პირობით, რომ „მანიკურს“ მოიშორებს და დაბრუნდება. სხვები აცხადებენ, რომ მათ “მანდარინი ჰქონდათ ნაჭამი”. ნაკადის მარეგულირებლის თქმით, მან ამ ქალბატონამდე რვა მარკირებინი პირი არ შეუშვა უბანზე.

შეუვსებელი სპეციალური სიები სადემონსტრაციო ოქმებში

ხელვაჩაურის მესამე საარჩევნო უბანზე სადემონსტრაციო ოქმში კომისიის წევრებმა სპეცსიის გრაფა არ შეავსეს. კომისიას ამასთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დამკვირვებელმა მიუთითა და შენიშვნაც დაწერა. კომისის თავმჯდომარის და მოადგილის განმარტებით, მათ ასეთი მითითება ოლქისგან მიიღეს. კომისიის თავმჯდომარის თქმით, სპეციალური სია ღია იმიტომ უნდა დარჩეს, რომ შეიძლება მასში ცვლილება შევიდეს.  „ბათუმელების“ კითხვაზე,  სიაში ამომრჩევლის დამატების გარდა (რაც კანონით დაუშვებელია), რა …

ვინ იხეირა ბათილი ბიულეტენებით

ბათილი ბიულეტენების უპრეცედენტო რაოდენობა ერთ-ერთია იმ საკითხებს შორის, რაც საპარლამენტო არჩევნების გამართულად ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვებს აჩენს. კითხვები აქვთ არამხოლოდ ოპოზიციურ პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაბათილებულ ბიულეტენებთან დაკავშირებული ყველა მონაცემის დროულად გასაჯაროებისკენ ცესკოს თავად პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც მოუწოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 62 680 ბიულეტენი გაბათილდა, რაც არჩევნებში მონაწილეთა 3, 43%-ს შეადგენს. …

მსჯელობა ბათუმის გენგეგმის შემუშავებაზე

ბათუმის მერია USAID-ის დახმარებით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებაზე მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაციები კი გენგემის შემუშავებამდე ძველი ბათუმის ტერიტორიაზე – მელიქიშვილის ქუჩის ჩათვლით მშენებლობებზე ნებართვების გაცემაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. ეს პოზიცია მათ დღეს მერიაში გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას დააფიქსირეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მერიის ჯგუფთან ერთად, USAID-ის წარმომადგენელი მანუჩარ მახათაძე შეხვდა. მან ისაუბრა სამუშაოს იმ ნაწილზე, რაც …

საკრებულო თანახმაა გაზბეტონის ქარხანა ბათუმში, დასახლებულ ტერიტორიზე აშენდეს

საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ე.წ. გაზბეტონის ქარხნის მშენებლობაზე საკრებულო თანახმაა. ბათუმში, ბენზეს დასახლებაში ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე, სადაც დევნილთა სახლები უნდა აშენებულიყო, ინვესტორი ე.წ. გაზბეტონის ქარხნისა და სამაცივრე მეურნეობების მშენებლობას გეგმავს. ნაკვეთი [30 000 კვ/მ] შემდგომში პრივატიზების მიზნით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უკვე გადაეცა. სააგენტოს უფროსის ირაკლი ჩიდრაშვილის ინფორმაციით, დაინტერესებული პირი ყოფილი „ბითმაჟის“ ტერიტორიაზე და მის მიმდებარედ …

Exit mobile version