“ბათუმი-პლაზასთან“ პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, „ბათუმი – პლაზასთან“ მიმდინარე აქციის შორიახლოს პოლიციელების რაოდენობა გაიზარდა. პოლიციელები ამჟამად  „საბაგირო გზის“ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. აქციის მონაწილეების ნაწილი შიშობს, რომ პოლიციის მობილიზება შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ აქცია შეიძლება დაარბიონ, თუმცა აქციის მონაწილეთა რაოდენობა არ იკლებს. აქციის მონაწილეები „პლაზასთან“ დაკავებული ორი მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვენ, რომელიც პოლიციამ დღეს დააპატიმრა. შს სამინსიტროს განცხადებით, მოქალაქეები …

ბათუმი-პლაზასთან პოლიციამ ორი პირი დააკავა

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე „ბათუმი პლაზასთან“ პოლიციამ ორი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პოლიციამ ისინი მოძრაობის შეფერხების გამო დააჯარიმა, რაც მძღოლმა და მისმა თანმხლებმა პირმა გააპროტესტეს: „წინაააღმდეგობა გაუწიეს პოლიციას და ხელი შეუშალეს მოვალეობის შესრულებაში“. საქმე აღძრულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ასევე, ისჯება …

ენმ-ის წევრი ვარაუდობს, რომ გონიოს გაუმართავი ინფრატრუქტურა აჭარას ტურისტებს დააკარგვინებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის “ წევრი ნინო ჯინჭარაძე ხელისუფლებას გონიოს ტურისტული ზონისა და ადლიის დასახლების დაზიანებული ინფრატრუქტურის მიმართ უყურადღებობაში ადანაშაულებს. ის მიიჩნევს, რომ ასეთ პირობებში გონიოში ჩამოსულმა ერთმა ტურისტმა შესაძლოა აჭარას ათეულობით სხვა ტურისტი დააკარგვინოს. „2011-2012 წლებში გაკეთდა პროექტი, რომელიც გულისხმობდა ადლიდან გონიოს მიმართულებით სარფამდე პლომინატის გაკეთებას და ტურისტული ინფრატრუქტურის განვითარებას. პლომინატი დაეგო, თუმცა ხუთი წლის …

დეპუტატი ბათუმში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევასა და ბათუმის ბავშვთა საავადმყოფოზე

ბათუმში მენინგოკოკური ინფექციის შემთხვევა ფატალურად დასრულდა. 4 წლის პაციენტი დღეს დილის 5 საათზე გარდაიცვალა. ბავშვის ოჯახის წევრები ექიმებს დაგვიანებულ რეაგირებაში ადანაშაულებენ. ბავშვის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მოქალაქეები აკრიტიკებენ სამედიცინო დაწესებულებასა და ექიმების კვალიფიკაციას. „დედათა და ბავშვთა რესპუბლიკური“ ცენტრი ერთადერთი საბავშვო სამედიცინო დაწესებულებაა ბათუმში. არის თუ არა ეს პრობლემა? – ამ საკითხზე …

სამთავრობო კომისია ბათუმის განაშენიანებაზე: „მდგომარეობა საგანგაშოა“

k2-ის [განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი} კოეფიციენტის გაზრდაზე შუამდგომლობის გაცემასთან დაკავშირებით მთავრობის თავმჯდომარისთვის რეკომენდაციების მომზადებაზე პასუხისმგებელი კომისია დღეს ინვესტორებს შეხვდა. მათგან უმეტესობას კომისიის რჩევით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ k2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით შუამდგომლობაზე უარი უთხრა. შეხვედრა კომპანიების წარმომადგენლებსა და კომისიის წევრებს შორის დახურული იყო, ამიტომ ჟურნალისტებისთვის უცნობია როგორ წარიმართა დიალოგი მათ შორის, რა კითხვები ჰქონდათ ბიზნესის …

კიდევ ერთი შვიდსართულიანი კორპუსის პროექტი ძეგლის დაცვის ზონაში

ბათუმში, გორგილაძის # 10-ში, კომპანია „ტერა TERRA“ შვიდსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ადგილზე ერთსართულიან ბელეტაჟს სამი ახალი სართული აქვს დაშენებული. ახალი პროექტი ამ შენობის დემონტაჟს ითვალისწინებს. კომპანიამ პროექტის შეთანხმების მიზნით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიმართა, რადგან შებობა ძეგლის დაცვის ზონაშია. ზონალური საბჭოს თავმჯდომარის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, კომპანია ძველის დაშლას და მის ნაცვლად შვიდსართულინი სახლის …

5 მილიონის მითვისების საქმეზე ირაკლი ცეცხლაძე დააკავეს

შპს „ჰიგიენა 2009“-ის ყოფილი დირექტორი, ირაკლი ცეცხლაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ირაკლი ცეცხლაძე სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე ბრალდებულის სახითაა დააკავებული. „გამოძიების შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა,  რომ ბრალდებულმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა კომპანიის ანგარიშზე არსებული, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა, რაც უნდა …

ორი ათსართულიანი სახლის პროექტი ძეგლის დაცვის ზონაში, გორგილაძის ქუჩაზე

ბათუმში გორგილაძის #22-ში, ძეგლის დაცვის ზონაში შპს „მინი-77“ ორი ათსართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ამ ქუჩის #18-ში, 19-ში და 37-ში ძეგლის სტატუსის მქონე შენობები მდებარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიამ პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს უნდა შეათანხმოს. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესახებ კანონით ძეგლის დაცვის არეალში დაუშვებელია ისეთი მასშტაბების მშენებლობა, რომელიც დაჩრდილავს ძეგლს. ძეგლის დაცვის …

კომპანიები, რომლებსაც k2-ის გაზრდაზე ზურაბ პატარაძემ მერიასთან უშუამდგომლა

კომპანია „ორბი ჯგუფი“ ერთ-ერთია იმ კომპანიებს შორის, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე [k2] უშუამდგომლა. კომპანია ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩის #7-ში, სადაც ადრე „ადელის“ სტადიონი იყო, მრავალფუნქციურ სასტუმრო კომპლექსს აშენებს. კომპანია k2 კოეფიციენტის გაზრდას 15,0-მდე ითხოვდა. საუბარია „Orbi Twin Tower“-ზე, რომლის მშენებლობაც „ორბი ჯგუფმა“ გასული წლის მაისში დაიწყო. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ინფორმაციით, …

დუმბაძის ქუჩაზე დაგეგმილი რვასართულიანი პროექტი ერთი წლით შეაჩერეს

ბათუმში, ევროპის მოედნის გვერდით, დუმბაძის #12-24-ში დაგეგმილი პროექტის მშენებლობას კომპანია „ახალი ერა“ ერთი წლით შეაჩერებს. ამის შესახებ ინფორმაცია “ბათუმელებს” “ახალი ერას” ერთ-ერთმა მფლობელმა, ლევან ხიმშიაშვილმა დაუდასტურა. დღეს, 28 თებერვალს, კომპანიამ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან პროექტი გაითხოვა. შესაბამისად, ადმინისტრაციული წარმოება შეწყდა. „ … პროექტი შეთანხმებული გვქონდა, მაგრამ შემდეგ მერიამ გვთხოვა, იქნებ ფასადი შეცვალოთ და ძველი ბათუმის იერსახეს …

„მერი ძველ ბათუმში მშენებლობის შესაზღუდად თავისავე პრაქტიკას არ იყენებს”

ბათუმელი სამოქალაქო აქტივისტები ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით ბათუმის მერ გიორგი ერმაკოვს მეორედ შეხვდნენ. მერმა მორატორიუმის სამართლებრივი საფუძვლების მოსამზადებლად ათი დღის ვადა ითხოვა, მაშინ, როცა ბათუმის მერია მსგავს პრაქტიკას 2013 წლამდე, წლების განმავლობაში მიმართავდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტებით გუშინ მერთან შეხვედრაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის წარმომადგენელი ნათია ზოიძე მივიდა. „პირველი შეხვედრა დასრულდა იმ შეთანხმებით, …

საკრებულოს წევრების რეაქცია ისტორიული სახლების ნგრევაზე ბათუმში

„საკრებულოს არაფერი შეუძლია“, „საკრებულოს კომპეტენცია არა აქვს გადაარჩინოს ისტორიული სახლები“, „რეგულაციები მივიღეთ და მეტი რა ვქნათ“ – დაახლოებით ასეთია საკრებულოს წევრების უმრავლესობის პასუხი კითხვაზე – რა შეიძლება საკრებულომ გააკეთოს იმისათვის, რომ დეველოპერების ინტერესებს, ააშენონ ახალი კორპუსები ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ძველი ბათუმის იერსახე არ შეეწიროს. საკრებულოს უმრავლესობის ფრაქციის თავმჯდომარეს, პაატა მგელაძეს „გული სტკივა“, რომ ისტორიულ სახლებს …

საკრებულოს თავმჯდომარე ძველი ბათუმის დამცველებზე: მათ არ უნდათ საქართველოს განვითარება

კომპანია „დარ ბილდინგმა“ ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში, ისტორიული სახლი უნებართვოდ დაანგრია. უკვე რამდენიმე დღეა არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ფაქტს აპროტესტებენ და მათ ძველ ბათუმში მორატორიუმის მოთხოვნით პეტიციაც კი შეიმუშავეს. „ბათუმელები“ დაინტერესდა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის, ლაშა სირაბიძის მოსაზრებით, როგორ შეიძლება საკრებულო დაეხმაროს მოქალაქეებს ისტორიული მნიშვნელობის შენობების გადარჩენაში, მითუმეტეს, რომ სახლი დეველოპერმა მერიასთან შეთანხმების გარეშე დაანგრია. „საკრებულო არ არის ის …

„გოდერძი რიზორტს“ ზურაბ ჭურკვეიძე უხელმძღვანელებს

შპს „გოდერძი რიზორტს“ ზურაბ ჭურკვეიძე უხელმძღვანელებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი დირექტორი თანამშრომლებს მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ წარუდგინა. ზურაბ ჭურკვეიძე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ქონების მართვისა და პრივატიზების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბ ჭურკვეიძე წარმატებულად უძღვებოდა თავის საქმეს, ამიტომაც ის ახლა აჭარის მაღალმთიანეთის განვითარებისთვის იმუშავებს. ყოფილ დირექტორს, ჯემალ ბოლქვაძეს კი, ასევე სამინისტროს ინფორმაციით, …

საინიციატივო ჯგუფი ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს

საზოგადოება „ბათომმა“ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პეტიცია შეიმუშავა, რომლითაც ძველ ბათუმში ისტორიული ნაგებობების ნგრევის პროცესს აპროტესტებენ და ძველ ბათუმში მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ. პეტიციის ავტორები მიიჩნევენ, რომ ნგრევის პროცესმა განსაკუთრებით ბოლო წლებში უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია. „სამწუხაროდ, დღემდე ერთი შემთხვევაც კი არ ყოფილა, რომ ხელისუფლებას დაეცვა ისტორიული შენობა, პირიქით, უმეტეს შემთხვევაში სწორედ …

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო სასტუმრო „პრინცესას“ გააფრთხილებს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა სასტუმრო „პრინცესას“ შესასვლელში დამონტაჟებული პანდუსის პარამეტრები შეისწავლა. სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ასლანიშვილის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სასტუმრო მიიღებს წერილს, რომლითაც სააგენტო გააფრთხილებს მფლობელს, შეასრულოს სააგენტოსთან  შეთანხმებული პირობები: „სასტუმრო „პრინცესას“, იგივე ძველი ფოსტის შენობას ბათუმში, რომელიც მემედ აბაშიძის #33-ში მდებარეობს, ბარათაშვილის ქუჩიდან ეტლით მოსარგებლეებისთვის პანდუსი ისე აქვს დამონტაჟებული, რომ ტროტუარი …

ბათუმის მერია ელექტროავტობუსების შესყიდვაზე ტენდერს გამოაცხადებს

ბათუმის მერია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის დახმარებით ელექტროავტობუსების შესყიდვას გეგმავს. სესხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ბანკმა უკვე დაიქირავა საერთაშორისო კომპანია „მოტმაგდონალდი“, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციას ამზადებს. ტექნიკური დოკუმენტების მომზადების შემდეგ მერიას უკვე ექნება განსაზღვრული ბიუჯეტი და პირობები, რომლის მიხედვითაც ბათუმის ავტოპარკის განახლებაზე ტენდერს გამოაცხადებს. „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, პაატა დუმბაძის ინფორმაციით, მერია ელექტროავტობუსების გარდა ევრო -5 ის ტიპის დიზელზე …

ვაკანსიები სოფლის მეურნეობის სამინისტროში – დარეგისტრირების ვადა იწურება

აჭარის სოფლის მეურნებობის სამინისტროს 12 ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი აქვს გამოცხადებული. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გამოქვეყნებული პირობების მიხედვით სამინისტროში სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო 825 ლარი, განყოფილების უფროსის – 1175 ლარი, ხელო დეპარტამენტის უფროსის ხელფასი 1575 ლარია. კონკურსი გამოცხადებულია სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემდეგ თანამდებობებზე • აგრობიზნესის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტი. • აგრობიზნესის განვითარების განყოფილების უფროსი. • სოფლის განვითარების დეპარტამენტის …

კომპანია „დარ ბილდინგი“ ბარათაშვილის 24-ში ისტორიული სახლის დანგრევისთვის 7500 ლარით დააჯარიმეს

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, კომპანია „დარ ბილდინგი“, რომელმაც ბათუმში, ბარათაშვილის #24-ში ისტორიული სახლი დაანგრია, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ჯამში 7 500 ლარით დააჯარიმა. ჯარიმა კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება ყოველდღიურად გაიზარდოს, თუმცა, როგორც ჩანს, კომპანიას ეს არ ადარდებს, რადგან ის უკანონო საქმიანობას აგრძელებს. ამ შენობის მოპირდაპირედ სხვა კომპანია, რომელმაც ასევე ისტორიული სახლი დაანგრია, ახალ კორპუსს აშენებს, სადაც …

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე: „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“

„რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოამზადებს პროექტს?“ – ასეთი რეაქცია აქვს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს, ლაშა სირაბიძეს „ბათუმელების“ კითხვაზე, რომელიც ეხება მთავრობის გადაწყვეტილებას თავად მოამზადოს ქალაქმშენებლობის რეგულაციებში ცვლილების პროექტი, მაშინ როცა ეს მერიის კომპეტენციაა. ამის პასუხად ლაშა სირაბიძე ამბობს: „ჩვენ ერთი გუნდი ვართ“. „ერთ გუნდში“ სამშენებლო ნებართვები, რეგულაციები და დეველოპერებთან ურთიერთობა კვლავაც მსჯელობის საგანია. აქამდეც, როცა აჭარის მთავრობას …

სარფის საბაჟოზე დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სარფის საბაჟოზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი, სანადირო და პნევმატური იარაღის უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი მოქალაქე დააკავეს. „საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა 2017 წლის 9 თებერვალს საბაჟო-გამშვები პუნქტ „სარფის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც მან „IVECO“ – ს მარკის ავტომობილით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, გადმოიტანა დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით …

აჭარის მთავრობის გამოხმაურება ბათუმში სამშენებლო რეგულაციებზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის, ბესიკ ლილუაშვილის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაპ პატარაძეს განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდაზე [K2] ბათუმის მერიასთან შუამდგომლობაზე 100-მდე თხოვნით მიმართეს. თუმცა, ამ დრომდე მან დეველოპერებს მერიასთან მხოლოდ სამჯერ უშუამდგომლა. მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლის განმარტებით, „ზურაბ პატარაძე მიიჩნევს, რომ კოეფიციენტის გაზრდის საკითხი „პერსონების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს“ და მას მხოლოდ კანონმდებლობა უნდა არეგულირებდეს. ამიტომაც მთავრობის …

მშენებლობის რეგულაციებზე ბათუმის მერიის ნაცვლად აჭარის მთავრობა მუშაობს

აჭარის მთავრობის აპარატში საგანგებოდ მოწვეული სპეციალისტები ბათუმის ქალაქმშენებლობის საკითხებზე მსჯელობენ. საბოლოოდ მათ უნდა შეიმუშაონ დოკუმენტი, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, მშენებლობის რეგულაციებს შეცვლიან. კანონმდებლობით ქალაქმშენებლობის საკითხები თვითმმართველობის კომპეტენციაა. ამ ჯგუფში ერთ-ერთია მანუჩარ მახათაძე, რომელიც პარალელურად „USAID“-ის დაფინანსებით ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს. ის ამბობს, რომ დოკუმენტის შექმნაში მერიის არქიტექტურის სამსახურიც ჩართულია, არქიტექტურის სამსახურში კი ამბობენ, რომ  მხოლოდ ერთხელ ჰქონდათ …

რატომ შეეცვალა ქობულეთის სასმელ წყალს გემო და არის თუ არა უსაფრთხო

„წყალი მოწამლულია და არ დალიოთ, მხოლოდ სადილის მოსამზადებლად გამოიყენეთ“ – ამ შინაარსის მოწოდებები სოციალურ ქსელში დღეს ქობულეთში მცხოვრებმა მოქალაქეებმა გაავრცელეს. მათივე ინფორმაციით, დღეს, 7 თებერვალს, ქობულეთში სასმელ წყალს მკვეთრი სუნი ჰქონდა და მისი გამოყენება „გულის რევის შეგრძნებას იწვევდა.“ ქობულეთის წყალკანალის დირექტორი ოთარ ზოიძე არ უარყოფს, რომ „დღეს წყალმა სუნი მოიმატა და გემო შეიცვალა“, მისივე თქმით, …

რეზო ხარაზის ბრალდება ბსუ-ს რექტორს და რექტორის პასუხი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ამტკიცებს, რომ ბათუმის უნივერსიტეტის რექტორი მილიონობით ლარს არამიზნობრივად ხარჯავს. მისი ინფორმაციით, გასულ წელს უნივერსიტეტის ხარჯმა ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით, ასევე მივლინებებისთვის გათვალსწინებული თანხის ჩათვლით, რვა მილიონი ლარი შეადგინა. თუმცა, სხვას ამბობს დოკუმენტი, რომელიც მან ბრიფინგზე მტკიცებულების სახით წარმოადგინა. მტკიცებულება საჯარო ინფორმაციაა, რომელიც აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს …

ანგისის სპორტული ბაზის მშენებლობაზე ბათუმის მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა

ანგისაზე შეწყვეტილი სპორტული ბაზის მშენებლობის გასაგრძელებლად მერიამ ხელახალი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის ბიუჯეტი 4 მილიონ 116 ათას 179 ლარია, რაც წინა შესყიდვის ბიუჯეტზე მხოლოდ 800 ათასამდე ლარით ნაკლებია. მერიას კი, შპს „ენერგოსექტორმშენთან“, რომელსაც ხელშეკრულება აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო შეუწყდა, 2 მილიონი ლარი ავანსად ჰქონდა ჩარიცხული. ბათუმის მერიის პრესსამსხურის ინფორმაციით, „ენერგოსექტორმშენმა“ მილიონ 600 ათასი ლარის ღირებულების სამუშაო შეასრულა, …

ბათუმში გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს

ბათუმში, თამარის დასახლებაში, გარდაცვლილი მამაკაცი იპოვეს. შსს -ს პრესსამსახურის ინფორმაციით „ მამაკაცი რამდენიმე დღე არ გამოჩნდა, რის შემდეგაც მეზობლებმა მოძებნეს და გარდაცვლილი იპოვეს საკუთარ ბინაში“. შსს-ში ჯერჯერობით ვერ დაგვიკონკრეტეს რა მუხლითაა საქმე აღძრული. პოლიციამ ბათუმში, რამდენიმე დღის წინ, საკუთარ ბინაში გარდაცვლილი დედა-შვილი აღმოაჩინა.

შაჰინის სკოლა პრემიერ-მინისტრს მიმართავს

შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე საქართველოს პრემირს გიორგი კვირიკაშვილს, განათლების მინისტრს ალესანდრე ჯეჯელავას და სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს მიმართავს და სთხოვს, დაიცვან 340 მოსწავლის უფლებები. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: იძულებული ვართ, თქვენი ყურადღება მივაპყროთ იმ უკანონობაზე, რომელიც ხორციელდება ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მიმართ, რომელიც  23 წელია ფუნქციონირებს  და დღეისათვის მასში 340 მოსწავლე  სწავლობს. 2017 წლის  …

უმაღლესი საბჭოს წევრს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში სდებენ ბრალს

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უმაღლესი საბჭოს წევრმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, ელგუჯა ბაგრატიონმა და ქობულეთის საკრებულოს წევრმა, ბონდო თედორაძემ გზა გადაკეტეს, რის გამოც პოლიციამ ისინი დააკავა. საქმე აღძრულია ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ელგუჯა ბაგრატიონი და ბონდო თედორაძე დღეს, 5 თებერვალს, სოფელ ციხისძირში გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. უმაღლესი …

პოლიციამ უმაღლესი საბჭოს დეპუტატი დააკავა

დღეს, 5 თებერვალს, სოფელ ციხისძირში გამართულ საპროტესტო აქციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ელგუჯა ბაგრატიონი და ქობულეთის საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდმარე ბონდო თედორაძე დააკავეს. უმაღლესი საბჭოს წევრის, გია აბულაძის ინფორმაციით, დაკავებულები ამ წუთებში პოლიციის სამმართველოში გადაჰყავთ. დღეს ავტომაგისტრალი რამდენიმე საათით იმის გამო ჩაიკეტა, რომ ექს-პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით, ჩაქვიდან …

რა ინციატივებით შევა აჭარის უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო კომისიაში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ კანონი არ ადგენს ვინ უნდა შეასრულოს მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობა მისი გადადგომის შემდეგ. როგორ უნდა გაგრძელდეს პროცედურა, თუ თავმჯდომარის ვეტო უმაღლესმა საბჭომ ვერ დაძლია… ამ და სხვა ხარვეზების გამოსასწორებლად უმაღლესმა საბჭომ უნდა იზრუნოს. რა ინციატივებით შევა უმაღლესი საბჭო საკონსტიტუციო კომისიაში? – ამ საკითხზე „ბათუმელებს“ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ესაუბრა, რომელიც …

შაჰინის სკოლის მოსწავლეების მშობლები: აუცილებლად ვიბრძოლებთ, რომ სკოლამ მუშაობა გააგრძელოს

ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას შაჰინის სკოლა-ლიცეუმის დახურვასთან დაკავშირებით დღეს სკოლის პედაგოგებთან ერთად მოსწავლეების მშობლებიც აპროტესტებდნენ. „ … ძალიან შეშფოთებული ვარ. ჩემმა ერთმა შვილმა დაამთავრა უკვე და ახლა ევროპაში, უნივერსიტეტში სწავლობს. მეორე დამამთავრებელ კლასშია და ამ სკოლის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. აქ აძლევენ უმაღლესი დონის განათლებას ბავშვებს და ყველაფერი საუკეთესოა. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის, რომ სკოლას გვერდით დავუდგეთ“, – …

აჭარის განათლების მინისტრი შაჰინის სკოლის მოსწავლეებსა და იქ დასაქმებულებზე

აჭარის განათლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ის ამბობს, რომ ჰქონდა გარკვეული ინფორმაცია და კითხვითი ნიშნები ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. მინისტრის თქმით, სამინისტრო უკვე აგროვებს ინფორმაციას სხვადასხვა სკოლაში არსებულ ვაკანსიებზე, სადაც შესაძლებელი იქნება შაჰინის სკოლის მოასწავლეები მობილობით გადანაწილდნენ. „ჩემთვის როგორც ცნობილია ავტორიზაციის საბჭომ იმსჯელა ამ სკოლაში არსებულ …

ბათუმში შაჰინის სკოლას შესაძლოა ავტორიზაცია შეუჩერდეს

დღეს, 4 თებერვალს, 15  საათზე ბათუმში, შაჰინის სკოლა-ლიცეუმ „მეგობრობას“ დირეტორი ელგუჯა დავითაძე პრესკონფერენციას მართავს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, საკითხი შეეხება შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხს. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ  ოფიციალური საბუთი ავტორიზაციის შეჩერებაზე არ მიუღიათ, თუმცა სკოლაში შიშობენ, რომ შესაძლოა ასე მოხდეს. სკოლის თანამშრომლები ამბობენ, რომ შემოწმების მიზნით მონიტორინგის ჯგუფი სკოლაში ორჯერ შევიდა: „გასულ წელს მოითხოვეს თურქული სექტორის გაუქმება. ბრძანების შესაბამისად …

ქალაქის „დამლაგებლები“ თავიანთ დაუფასებელ შრომაზე

მაშინ, როცა თოვს, გარეთ ცუდი ამინდია და ბათუმში ფეხით სავალი ბილიკები თოვლისგანაა გასაწმენდი, ბათუმის ქუჩებში ნიჩბებით ხელში სტაფილოსფერჟილეტიანი ადამიანები გამოდიან. თოვლიან ამინდში ისინი სამუშაოს ჩვეულზე ერთი საათით ადრე იწყებენ: „ ასე უფროსობამ გადაწყვიტა“. ისინი შპს „ბათუმის სანდასუფთავების“ თანამშრომლები არიან. ჟურნალისტებთან ურთიერთობა არ ხიბლავთ, კითხვებზე მოკლე პასუხებით შემოიფარგლებიან. მათ შორის ბევრს საუბარი საერთოდ არ უნდა, ბევრი კი …

Exit mobile version