მთავარი,სიახლეები

ბათუმში საახალწლო კონცერტებში 433 400 ლარი დაიხარჯება და 18 დღე გაგრძელდება 

09.12.2021 • 4467
ბათუმში საახალწლო კონცერტებში 433 400 ლარი დაიხარჯება და 18 დღე გაგრძელდება 

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები წელს 20 დეკემბერს დაიწყება და 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებებზე, რომლებიც ევროპის მოედანზე გაიმართება, ქალაქის ბიუჯეტიდან 433 400 ლარი დაიხარჯება. 31 დეკემბერს გაიმართება გალაკონცერტი.

მომსახურებას ბათუმის კულტურის ცენტრი ტენდერის გარეშე შეისყიდის.

„ბათუმის კულტურის ცენტრი 2021-2022 წლის შესახვედრად და ქალაქ ბათუმში საახალწლო განწყობის შესაქმნელად სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს, რომლებიც იქნება, საკმაოდ მასშტაბური და მრავალფეროვანი. ევროპის მოედანზე, 18 დღის განმავლობაში, სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში, ღონისძიებები ყველა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებითაა დაგეგმილი. წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები, ზღაპრის გმირები, სხვადასხვა გასართობი, კულტურული აქტივობები. ჩატარდება ანსამბლების, ბენდების და ესტრადის მომღერლების კონცერტები, სტუმრების განწყობას აამაღლებს თოვლის ბაბუა;

ლოკაციებზე განთავსდება მრავალფეროვანი საახალწლო დეკორაციები და ინსტალაციები; დღესასწაულის ფარგლებში გაიმართება გამოფენა-გაყიდვა.“ – აღნიშნულია კულტურის ცენტრის განაცხადში.

საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილი 433 400 ლარის ხარჯები კულტურის ცენტრის მიერ შემდეგნაირადაა გადანაწილებული:

[checklist]

  • კულტურული ღონისძიების ორგანიზება – 230 000 ლარი
  • „ახალი წელი 2022“ [20-26 დეკემბერი] – 54 775 ლარი [ჰონორარი]
  • გალაკონცერტი [31 დეკემბერი] – 50 500 ლარი [ჰონორარი]
  • ქართული სიმღერების საღამო [7 იანვარი] – 98 125 ლარი [ჰონორარი]

[/checklist]

საშობაო-საახალწლო დღეებში ბათუმის გაფორმებაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული 699 910 ლარით. ამ ტენდერში წინადადებების მიღება დაწყებულია და 10 დეკემბერს დასრულდება.

ვრცლად:

ბათუმის საახალწლოდ მოსართავად 700 ათასი ლარი დაიხარჯება

 

მთავარი ფოტო: კულტურის ცენტრის ფოტო არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: