ბათუმში, ლეონიძის ქუჩის მიმდებარედ ხანძარია.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობს გაუჩნდა, რომლის სახურავიც გუდრონით იყო მოწყობილი.
ჯერჯერობით დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
განახლებული ინფორმაცია: ამ დროისთვის [17:30 სთ.] ხანძარი უკვე ჩააქრეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.