5 504 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 24 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

16 იანვრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 504 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 995 687 , ბოლო 24 საათში – 5 504 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 928 441 , ბოლო 24 საათში – 3 304 მათ შორის გარდაცვლილი – 14 449 , ბოლო 24 საათში – 24 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 51 838, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 25 161, PCR ტესტით – 26 677 …

შტორმი ბულვარში ინფრასტრუქტურას აზიანებს [ფოტო|ვიდეო]

ბათუმში შტორმია. ზღვის ტალღის სიმაღლე 15-30 დმ-ს [4-5 ბალს] აღწევს და ამ დროისთვის სანაპირო ზოლში ინფრასტრუქტურასაც აზიანებს. ახალ ბულვარში ტალღები პერიოდულად სასეირნო ბილიკზეც გადმოდის, ტერიტორია ხრეშით და ნატანითაა დაფარული. დღეს, 15 იანვარს, ბათუმში მთელი დღის განმავლობაში დროგამოშვებით სეტყვა და ქარი იყო, ზოგჯერ ძლიერი. ანალოგიური ამინდი შენარჩუნდება დღეს ღამით და ხვალ, 16 იანვარს, მთელი დღის განმავლობაში. …

ბათუმში ნაპირთან გამორიყული გემი ზღვაში შესვლას ცდილობს

ბათუმში, შტორმის გამო ნაპირთან გამორიყული გემი ზღვის სიღრმეში შესვლას ვერ ახერხებს. ის ნაპირისკენ დღეს, 15 იანვარს, ძლიერმა ტალღებმა წამოიღო. გემი ამ წუთებში [20:30 სთ] მახინჯაურის სანაპიროსთან არის ახლოს. აღნიშნულ გემს მშრალი ტვირთები გადააქვს და ის რუსეთის დროშის ქვეშ დაცურავს. შტორმის გამო, ჯერჯერობით ვერც შესაბამისი სამსახურები ახერხებენ გემისთვის დახმარების აღმოჩენას. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებით, ბათუმში, მახინჯაურის …

მოსწავლეების სკოლებში მიყვანაზე 38 დღეში 1,2 მილიონი ლარი დაიხარჯება აჭარაში

აჭარის განათლების მინისტრის ბრძანებით, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში, 2022 წლის 17 იანვრიდან 18 მარტის ჩათვლით პერიოდში, სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებისთვის ჯამში 1 224 270 ლარი დაიხარჯება. ხელშეკრულებები კი, ტენდერის გარეშე გაფორმდება. მინისტრის ბრძანებით, საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტირებისთვის მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი თანხებია განსაზღვრული: ბათუმი – 85 670 ლარი შუახევი – 193 121 ლარი ხულო – 168 616 ლარი …

სურსათში აღმოჩენილი დარღვევების 936 ფაქტიდან სააგენტომ მხოლოდ მესამედი გაასაჯაროვა – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2019-2020 წლებში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ნიმუშების აღების შედეგად სურსათში აღმოჩენილი სავალდებულო გასაჯაროებას დაქვემდებარებული 936 შემთხვევიდან, ინფორმაცია გამოქვეყნებულია შეუსაბამობის 288 ფაქტის შესახებ [31%], რომლებიც სრულად არ მოიცავდა პროდუქტის იდენტიფიცირებისა და მიკვლევისთვის საჭირო ინფორმაციას. აუდიტის დასკვნით, რიგ შემთხვევებში, ეს ინფორმაციებიც არ გასაჯაროვდა დროულად. „ქვეყანაში სურსათის უვნებლობის კონტროლის მიმართ მომხმარებლებისა და დაინტერესებული მხარეების …

კოვიდის 557 ახალი შემთხვევა აჭარაში, გარდაიცვალა 7 პაციენტი – 15 იანვარი

აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში კოვიდით გარდაიცვალა 7 პაციენტი. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 15 იანვრის დილის მდგომარეობით აჭარაში: საავადმყოფოებში მკურნალობს – 603 პაციენტი, აქედან, 134 არის მძიმე პაციენტი, 50 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 557 ადამიანი ბათუმის კოვიდსასტუმროებში მკურნალობს. აჭარაში 15 იანვრის მონაცემებით, ჯამში 3 828 პაციენტი მკურნალობს …

დადასტურდა 5 381 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 30 პაციენტი – კორონავირუსი საქართველოში

15 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 30 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 381 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სულ – 990 183 , ბოლო 24 საათში – 5 381 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 925 137 , ბოლო 24 საათში – 1 065 მათ შორის გარდაცვლილი – 14 425 , ბოლო 24 საათში – 30 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 63 516, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 33 800, …

ხულოს სოფელ ჩაოში 166 ათას ლარად გადმოსახედი – ახალი ტურისტული ადგილი მოეწყობა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოში, [კოტაჯვარზე] ახალი ტურისტული ადგილი – გადასახედი მოეწყობა. პროექტისთვის 166 320 ლარია გათვალისწინებული, რომელიც აჭარის ბიუჯეტიდან სპეციალურუ ტრანსფერის ფარგლებში გადაეცა ხულოს. მუნიციპალიტეტმა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა – წინადადებების მიღება 2022 წლის 30 იანვარს დაიწყება და ხუთ დღეში, 4 თებერვალს დასრულდება. სატენდერო განცხადებას თან ახლავს შესაბამისი პროექტი, რომლითაც კოტაჯვარის ტერიტორიაზე შესაბამისი ტურისტული …

რამდენი იქნება ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 15 იანვრიდან

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი ხვალიდან, 15 იანვრიდან, იქნება: 1 ევრო – 3.5268 ლარი [დღეს არის 3.5376] 1 აშშ დოლარი – 3.0775 ლარი [დღეს 3.0866] 1 თურქული ლირა – 0.2271 ლარი [დღეს 0.2269] აღნიშნული ოფიციალური გაცვლითი კურსი 2022 წლის 17 იანვრის ჩათვლით შენარჩუნდება. 10 იანვართან შედარებით ლარი დოლართან მიმართებით მცირედით გამყარდა, ხოლო …

მგზავრობის ფასის თვითნებური გაზრდისთვის კომპანიები წელს 36-ჯერ დავაჯარიმეთ – ინსპექცია

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ქალაქის სამარშრუტო ხაზებზე მოძრავ მიკროავტობუსებში, მგზავრობის ტარიფის თვითნებური მატებისთვის, პასუხისმგებელი შპს-ების დაჯარიმება ყოველდღიურად ხორციელდება და 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 14 იანვრამდე პერიოდში, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე, უკვე 36 სამართალდარღვევის ოქმია შედგენილი. ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსით მგზავრობა ოფიციალურად ისევ 50 თეთრი ღირს. თუმცა, ბევრი მძღოლი მგზავრებს 70 თეთრს ახდევინებს. — სამარშრუტო მიკროავტობუსებით მგზავრობის …

აჭარის სანაპიროზე ტემპერატურა ღამით -2 გრადუსამდე დაეცემა – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 იანვრის 21 საათიდან 15 იანვრის 21 საათამდე აჭარაში ღრუბლიანი ამინდი, თოვა, ელჭექი, მაღა ლმთაში ქარბუქია მოსალოდნელი; იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, რომელიც დროგამოშვებით გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით 2 გრადუსი ყინვა, 3 გრადუსი სითბო დღისით 0-5 გრადუსი სითბო. შიგამთიან რაიონებში ღამით 0-5 გრადუსი ყინვა. დღისით …

14 იანვარი – საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. არსებული სახელმწიფო დროშა [გერბთან და ჰიმნთან ერთად] შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან. [red_box]ამ თემაზე: სამფეროვნიდან ხუთჯვრიანამდე – საქართველოს დროშების ამბავი[/red_box] საქართველოს სახელმწიფო დროშის, საქართველოს სახელმწიფო გერბისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის, როგორც საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესს, აწესრიგებს კანონი „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“. ეს კანონი განსაზღვრავს …

აჭარაში კორონავირუსის 587 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 3 პაციენტი – 14 იანვარი

14 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 587 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში 3 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ დროისთვის აჭარაში: საავადმყოფოებში მკურნალობს – 596 პაციენტი, აქედან მძიმე პაციენტია – 128, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება – 45 პაციენტი. ამ დროისთვის, 539 ადამიანი მკურნალობს აჭარის კოვიდსასტუმროებში. რეგიონში ონლაინკლინიკაში, ანუ …

გარდაიცვალა 36 პაციენტი, დადასტურდა 5 567 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

14 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 36 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 567 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 984 802 , ბოლო 24 საათში – 5 567 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 924 072 , ბოლო 24 საათში – 1 661 მათ შორის გარდაცვლილი – 14 395 , ბოლო 24 საათში – 36 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 60 753, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 34 092, PCR ტესტით – 26 661 დადებითობის …

5 100 ოქროსა და ვერცხლის მედლისთვის 220 ათასი ლარი დაიხარჯება

2020-2021 სასწავლო წელს წარჩინებით კურსდამთავრებულთათვის გადასაცემი ოქროს [მოოქროვილი] და ვერცხლის [მოვერცხლილი] მედლებისა და მედლის ჩასადები ყუთების დამზადება/მოწოდებაზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი გამოაცხადა. მედლების შესაძენად 220 500 ლარია გათვალისწინებული. ტენდერის მიხედვით, დასამზადებელი მედლების სავარაუდო საერთო რაოდენობაა 5 100 ცალი. მათ შორის: 3 900 ცალი ოქროს [მოოქროვილი] და 1 200 ვერცხლის [მოვერცხლილი] მედალი. თუმცა, დასამზადებელი …

პროფსასწავლებლებს უფლება აქვთ წარმოებული პროდუქცია და მომსახურება გაყიდონ – მთავრობა

სახელმწიფო სასწავლებლებისთვის, რომლებიც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, მთავრობამ, შექმნილი პროდუქციისა და ანაზღაურებადი მომსახურების ღირებულების განსაზღვრის, ასევე, აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის განკარგვის წესი და პირობები დაამტკიცა. ახალი წესის მიხედვით, სასწავლებლებს უფლება აქვთ განახორციელონ ეკონომიკური საქმიანობა და მიიღონ შემოსავალი. ეკონომიკური საქმიანობა კი, ამ შემთხვევაში შემოიფარგლება მხოლოდ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე სასწავლო პროცესში, ან საგანმანათლებლო დაწესებულების ზოგადი საქმიანობის …

ავარია ბათუმში – დაშავდა ერთი პირი

დღეს, 13 იანვარს, ბათუმში, თავდადებულისა და ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ავარიის შედეგად ერთი პირი მსუბუქად დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

სამგზავრო ბარათს ბათუმში მარკეტებსა და ფოსტის ჯიხურებშიც შეიძენთ – კონკრეტული მისამართები

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, სამგზავრო ბარათის შეძენა Express Pay-ს გადახდის აპარატების გარდა, ბათუმში შესაძლებელია სხვა 52 ლოკაციაზეც: „სპარის“, „ნაზილბესა“ და „ვილმარტის“ მაღაზიათა ქსელებში, ასევე საქართველოს ფოსტის ჯიხურებში. სტანდარტული ბარათი BATUMI CARD-ის საფასური შეადგენს 2 ლარს,  რომელიც აისახება საბარათე ანგარიშზე. ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში BATUMI CARD -ით მგზავრობის ტარიფი შეადგენს 30 თეთრს. კონკრეტული მისამართები სადაც ბარათის შეძენა შეგიძლიათ საქართველოს …

აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, აჭარასა და გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების და წესის დარღვევით საქართველოში შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ ორი …

აჭარის დაბლობში ნალექი, უმეტესად თოვლის სახით; მთაში თოვა და ქარბუქი – ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 13 იანვრის 21 საათიდან 14 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით ნალექი, მთაში თოვა, დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება დღისით: 5 – 10 გრადუსი ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო  შიდამთიან რაიონებში: დღისით:  0 – 5 გრადუსი სითბო ღამით: 0 – 5 გრადუსი ყინვა …

„დღეს მოვედით მერთან შეხვედრაზე და გვითხრეს, რომ მერი შვებულებაშია“ – რეზო ხარაზი

ბათუმის საკრებულოს ოპოზიცია მერიასთან ერთად სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც მოამზადებს საკითხებს საკრებულოს სხდომისთვის. საკრებულოს ენმ-ს წევრები აცხადებენ, რომ ისინი მზად არიან მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად იმუშაონ ასეთ ჯგუფში და დღეს მერთან შეხვედრა მოითხოვეს, თუმცა მერი არ შეხვდათ. ოპოზიციონერი საკრებულოს წევრის, რეზო ხარაზის თქმით, მერი შვებულებაში გასულა. არჩილ ჩიქოვანის შვებულებაში გასვლას ბათუმის მერიის პრესსამსახურშიც ადასტურებენ. …

აჭარაში კოვიდის 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 13 იანვარი

13 იანვრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 563 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის აჭარაში კორონავირუსით ინფიცირებულია და მკურნალობას გადის 3 339 ადამიანი. აქედან საავადმყოფოებში მკურნალობს – 619, კოვიდსასტუმროებში -518, ონლაინ კლინიკაში [ანუ ბინაზე] – 2 202 . ბოლო 24 საათში აჭარაში კლინიკურად გაჯანმრთელდა – 141 პაციენტი. — 13 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 …

ბათუმში 6 კოვიდსასტუმრო დაამატეს – „ეპიდსიტუაციის დამძიმებას უნდა ველოდოთ“

ბათუმში, დამატებით 6 სასტუმროს მომსახურებაა შესყიდული, სადაც საკარანტინე ზონებია მოწყობილი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტს ამ სასტუმროებთან ხელშეკრულებები ჯამში 850 ათას ლარზე აქვს გაფორმებული. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე დეპარტამენტს უფლება აქვს ის ნებისმიერ დროს შეწყვიტოს. ხელშეკრულებების მიხედვით, ერთ ოთახში დეპარტამენტი სასტუმროებს 50 ლარს უხდის დღეში. აქედან 30 ლარს – კოვიდპაციენტის სამჯერადი კვებისთვის. „დღეის მდგომარებით, …

როდის გაამაგრებენ აბაშიძეზე ავარიულ კორპუსს, საიდანაც 36 ოჯახია გაყვანილი – მერიის განმარტება

„გავწამდით. ცუდ დღეში ვართ. სასტუმროში როგორ უნდა იცხოვრო. ჩვენი მდგომარეობა რომ შეაფასოთ, ერთ დეტალს გეტყვით – მაგალითად, სარეცხი მოგვაქვს მემედ აბაშიძეზე, ანუ ჩვენს კორპუსში. ვრეცხავთ, ვაშრობთ და მიგვაქვს უკან. ასე ბევრ რამეზე. ისიც კი არ ვიცით, როდის შეიძლება გაამაგრონ ჩვენი კორპუსი, არავინ არაფერს არ გვეუბნება, როდის შევძლებთ სახლში დაბრუნებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ მემედ აბაშიძის ქუჩაზე …

ბათუმის გარეგანათებისთვის 29 მილიონი ლარი დაიხარჯება – ტენდერი 6 წლით

გარე განათების წერტების მოვლა-ექსპლოატაციის მომსახურებას ბათუმის მერია ამჯერად 6 წლით, 2027 წლის ჩათვლით შეისყიდის. თუმცა, პარალელურად, მიმწოდებელმა ქალაქში არსებული გარე განათება LED სანათებით უნდა ჩაანაცვლოს. სატენდერო თანხა 29 859 061 ლარია. ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. პირობის მიხედვით, მიმწოდებელის [ტენდერში გამარჯვებულის] მიერ, სანათების მონტაჟის სამუშაოები უნდა განხორციელდეს 365 დღის განმავლობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან, …

რა გააიაფებს წამალს საქართველოში? – კონკურენციის სააგენტოს 13 რეკომენდაცია

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, მედიკამენტების თვითღირებულება ლარში წინა წლებთან შედარებით გაზრდილია 41%-ით, ხოლო ამერიკულ დოლარში 7%-ით. სააგენტოს რეკომენდაციების მიხედვით, წამლებზე ფასის შემცირებას რამდენიმე ფაქტორი შეუწყობს ხელს – ეს არის გენერიკული რეცეპტების გამოწერა, ასევე ფარმაცევტს დაევალოს, შესთავაზოს მოხმარებელს სულ მცირე 3 ყველაზე დაბალი ფასის მქონე მედიკამენტი და ევროპის ქვეყნების ტიპის მსგავსი …

აჭარაში კოვიდის 638 ახალი შემთხვევაა – 12 იანვარი

აჭარაში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 638 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 12 იანვრის დილის მდგომარეობით აჭარაში საავადმყოფოებში მკურნალობს 609 პაციენტი; აქედან 123 მძიმე პაციენტია; ხოლო 42 იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. ამ დროისთვის 466 ადამიანია მოთავსებული აჭარის კოვიდსასტუმროებში. — 12 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 47 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა …

გარდაიცვალა 47, დადასტურდა 5 596 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

12 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 47 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 596 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 973 909 , ბოლო 24 საათში – 5 596 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 919 367 , ბოლო 24 საათში – 2 946 მათ შორის გარდაცვლილი – 14 311 , ბოლო 24 საათში – 47 დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – …

2,4 მილიონი ლარი „მაკდონალდსთან“ ახალი სკვერის მოსაწყობად ბათუმში

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, „მაკდონალდსის“ მიმდებარედ, მერია ახალ სკვერს მოაწყობს. სკვერის მოსაწყობად ქალაქის 2022 წლის ბიუჯეტიდან 2 497 388 ლარამდე დაიხარჯება. აღნიშნული თანხით ელექტრონული ტენდერი სამუშაოების შესყიდვაზე მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ უკვე გამოაცხადა. სკვერის მოწყობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 5 თვეში უნდა დასრულდეს. სკვერში შადრევანი და საბავშვო ატრაქციონებიც განთავსდება. ტენდერში წინადადებების მიღება 2022 …

სარფში, 3 ცემენტმზიდში მოწყობილ სამალავებში, არადეკლარირებული სიგარეტები აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში, ქვეყნის საზღვარზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.“ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე,  თურქეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებული სამი სატვირთო ავტომობილის (ცემენტმზიდი) დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, საერთო ჯამში 30 200 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.“ – აღნიშნულია შემოსავლევის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. …

200-ლარიანი წახალისება კოვიდვაქცინაზე იანვრის ბოლომდე გრძელდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, იანვრის ბოლომდე გრძელდება 200-ლარიანი წახალისების ღონისძიება იმ პირთა მიმართ, ვინც კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება – ამის შესახებ დღეს, 11 იანვარს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადეს. მთავრობის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ ასევე იმსჯელა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად საკარანტინო ვადების შემცირებასთან დაკავშირებით და ამ თემაზე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლეს დღეებში იქნება მიღებული. კვლავ ძალაში რჩება საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია, შეძლებისდაგვარად …

ემზარ პაქსაძე აჭარის კმდს-ის დირექტორის მოადგილედ დანიშნეს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ემზარ პაქსაძე ამავე სააგენტოს დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. 2020 წლიდან დღემდე ემზარ პაქსაძე „აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსად მუშაობდა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში მორიგი საკადრო ცვლილებები გასული წლის ნოემბერში დაიწყო – სააგენტოში ზაურ ახვლედიანი დააბრუნეს, როგორც მოვალეობის შემსრულებელი. მან ოლეგ ბოლქვაძე ჩაანაცვლა, …

თოვლი და წვიმა – 13 იანვრიდან მოსალოდნელი ამინდი ბათუმსა და აჭარის მთაში

აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 11 იანვრის 21 საათიდან 12 იანვრის 21 საათამდე, აჭარაში ცვალებადი მოღრუბლულობა და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13 იანვრიდან კი, რეგიონის სანაპირო ზოლში დროგამოშვებით წვიმა და მთაში თოვაა მოსალოდნელი. 12 იანვარს აჭარაში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში; ჰაერის ტემპერატურა კი სანაპირო რაიონებში იქნება: დღისით: 10 – 15 გრადუსი ღამით: 3 …

აჭარაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 11 იანვარი

11 იანვრის დილის მონაცემებით, აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ დროისთვის აჭარაში: საავადმყოფოებში მკურნალობს – 599 მძიმე პაციენტია – 130 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა – 39 პაციენტი. აჭარის კოვიდსასტუმროებში ამ დროისთვის 426 პაციენტი მკურნალობს. — 11 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 46 პაციენტი გარდაიცვალა; …

46 გარდაცვლილი და 5 486 ახალი შემთხვევა – კორონავირუსი საქართველოში

11 იანვრის დილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 46 პაციენტი გარდაიცვალა; ამავე პერიოდში დადასტურდა ვირუსის 5 486 ახალი შემთხვევა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ამ დროისთვის: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 968 313 , ბოლო 24 საათში – 5 486 მათ შორის გამოჯანმრთელებული – 916 421 , ბოლო 24 საათში – 2 893 მათ შორის გარდაცვლილი – 14 264 , ბოლო 24 საათში – 46 ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით – 57 546, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 39 284, PCR ტესტით – 18 262 …

თვეში 100 ათასი ლარი იხარჯება ავარიული სახლებიდან გაყვანილი ოჯახების ბინის ქირაში

ბათუმში, ავარიული სახლებიდან, 2022 წლის 10 იანვრის მონაცემებით, 201 ოჯახია გაყვანილი, რომლებსაც ბინის ქირას მერია ქალაქის ბიუჯეტიდან უხდის. მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ გაყვანილი ოჯახებისა და მათთვის ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა განსხვავებულია, თუმცა, 2021 წლის დეკემბრის თვეში, ამ თანხამ ჯამში, დაახლოებით 103 ათასი ლარი შეადგინა. ოჯახები, სახლების ავარიულობის გამო [ასევე 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად] …

Exit mobile version