სკოლის მანდატურებს ხელფასი გაეზარდათ

სკოლის მანდატურები 2019 წლის იანვრიდან გაზრდილ ხელფასებს მიიღებენ. როგორც მანდატურის სამსახურში „ბათუმელებს“ განუცხადეს, დარიცხული 500 ლარის ნაცვლად, მანდატურის დარიცხული ხელფასი იანვრიდან 750 ლარია. ეს თანხა დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით და მანდატური ხელზე 600 ლარს მიიღებს. თუ მანდატურის დაგროვებით საპენსიო სქემაშია ჩართული, ამ შემთხვევაში ხელზე 588 ლარს მიიღებს. დარიცხული ხელფასი 750 ლარი იქნება, როგორც საჯარო სკოლაში, ასევე, …

სოფელ ფერიაში ახალი ოთხსართულიანი სკოლა აშენდება

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 3 794 100 ლარი დაიხარჯება. ახალი სკოლის შენობა ოთხსართულიანი იქნება და ის 430 მოსწავლეზეა გათვლილი. აჭარის განათლების სამინისტრომ ტენდერი უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 17 თებერვალს დაიწყება და 22 თებერვალს დასრულდება. სკოლის მშენებლობა ორ წელში უნდა დამთავრდეს. ახალი სკოლის პროექტით, რომელიც 2017 წელშია მომზადებული, საპროექტო …

ბათუმის მერია 3 მუნიციპალურ ავტობუსს ოზურგეთს გადასცემს

ბათუმის მერია თავის ბალანსზე არსებულ  სამ მუნიციპალურ ავტობუსს სახელმწიფოს უსასყიდლოდ, სახელმწიფო კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტს გადასცემს. შესაბამისი თხოვნით ბათუმის მერიას სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2019 წლის 9 იანვარს მიმართა. დღეს, 31 იანვარს კი, ბათუმის მერიამ ავტობუსების გადაცემაზე თანხმობა ქალაქის საკრებულოსგან მიიღო. ბათუმის მერია სახელმწიფოს, შემდგომში ოზურგეთისთვის გადასაცემად სამ „ზონდას“ მარკის ავტობუსს გადასცემს. ამ ავტობუსებს პერიოდული ტექნიკური …

როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა ორგანიზაციამ თანამშრომლის საპენსიო შენატანი

როგორ უნდა გადაიხადოს არამომგებიანმა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ის 2%, რომელიც ამ ორგანიზაციის სახელით უნდა გადაირიცხოს დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე? ამ კითხვაზე საპენსიო სააგენტოში ზუსტი პასუხი არ აქვთ და ამბობენ, რომ „ორგანიზაციამ ეს თანხა უნდა მოიძიოს“. იურისტის შეფასებით, დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონით მომგებიანი და არამომგებიანი ორგანიზაციების [დაბეგვრის კუთხით] თანაბარ პირობებში ჩაყენება არ არის შესაბამისობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპთან. საუბარია არამომგებიან …

ყველაზე მეტი მშენებლობის ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა – 2018 წლის სტატისტიკა

2018 წელს საქართველოში გაცემული მშენებლობის ნებართვების 72,6 პროცენტი მოდის ქვეყნის სამ რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაობის 48,3 პროცენტი – ქალაქ თბილისზე, 13,6 პროცენტი – აჭარაზე და 10,7 პროცენტი – ქვემო ქართლის რეგიონზე.  გაცემულ ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს გაცემულია სულ 10204 …

პირველი თებერვლიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა დაიწყება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მოქალაქეთა 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევა განხორციელდება 2019 წლის პირველი თებერვლიდან 2019 წლის 29 ივნისამდე. მთავრობის დადგენილებით: საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1700-ით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 1309-ით; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური …

ნახევარი მილიონი ლარი აჭარაში ფერმერებისთვის 600 ცალი შესაწამლი აპარატის შესაძენად

აჭარაში ფერმერებისთვის, აგროპროექტების მართვის ცენტრი, წელს 600 ცალ შესაწამლ აპარატს შეისყიდის. ბაღის მობილური შემასხურებელი [შესაწამლი] აპარატების შესაძენად კი 510 ათასი ლარია გამოყოფილი. ცენტრის მიერ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია. აპარატების სამინისტროსთვის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად: I ეტაპზე – 250 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეში; II ეტაპზე – 350 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 …

ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობისთვის აჭარაში სამი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბათუმსა და ჩაქვში მომხდარი ავტომობილების ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტები გახსნეს. შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამი პირი: 1997 წელს დაბადებული ა.თ., 1984 წელს დაბადებული მ.ბ. და 1986 წელს დაბადებული დ.მ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ბათუმის სამმართველოს თანამშრომლებმა …

ხანძარი „ოცნების ქალაქში“

ბათუმში, ე.წ. „ოცნების ქალაქში“ რამდენიმე წუთის წინ ხანძარი იყო. სახანძრო სამსახურის ინფორმაციით ცეცხლი ერთ-ერთ საცხოვრებელ ხის სახლს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი თითქმის ჩააქრეს, თუმცა მეხანძრეები ადგილზე ამ წუთებშიც [22:30 სთ.] მუშაობენ. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაიწვა დაახლოებით 25 კვ/მ ხის ფიცრული, რომელშიც, სავარაუდოდ, არავინ ცხოვრობდა. ცეცხლი გვერდით მდგომ სახლებზე არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ …

მეზღვაურთა საწვრთნელ კურსებს საზღვაო სააგენტო ვიდეოთვალით გააკონტროლებს – ახალი პროექტი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აპირებს მეზღვაურთა საზღვაო-საწვრთნელი კურსების მიმდინარეობის მონიტორინგი დისტანციურად, ვიდეოთვალით განახორციელოს. შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც ვიდეომონიტორინგი პირდაპირ ეთერში [ონლაინრეჟიმში] განხორციელდება იმ პირობით, რომ სააგენტო არ მოახდენს ვიდეოჩანაწერების წარმოებას, შენახვას ან/და სხვა პირზე გადაცემას. საზღვაო-საწვრთნელ კურსს მეზღვაურები ხუთ წელში ერთხელ გადიან. ვიდეომონიტორინგის მიზანი კი მეზღვაურებისა და ინსტრუქტორების ამ წვრთნებზე დასწრების გაკონტროლება იქნება. „სააგენტოს ევალება …

24 მილიონი ლარი ფაროსანას საწინააღმდეგოდ და საჩივრები დავების საბჭოში

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად შესაბამისი პრეპარატების შესყიდვაზე ორი ტენდერი გამოაცხადა, საერთო ჯამში, 24 მილიონ 200 ათასი ლარით. სურსათის სააგენტოს ამ ორივე ტენდერისთვის კერძო კომპანიები დავების საბჭოში უჩივიან. [checklist] აზიური ფაროსანას მოსაზიდად 250 ათასი ცალი ფერომონიანი მისატყუარის [დამჭერი ხაფანგის გარეშე] შესაძენად ქვეყნის ბიუჯეტში 6 მილიონ 875 ათასი ლარია გათვალისწინებული. ამ თანხითაა გამოცხადებული შესაბამისი …

შინაგან საქმეთა სამინისტრო დნმ-ის ლაბორატორიას ქმნის

შინაგან საქმეთა სამინისტრო დნმ ექსპერტიზის ლაბორატორიას ქმნის. სამინისტროს ინფორმაციით, „ლაბორატორიის უმთავრესი პროფილი იქნება კრიმინალისტიკურ დნმ ექსპერტიზების განხრით მუშაობა, გამოძიება მიიღებს დროულ და ამომწურავ ექსპერტიზის პასუხებს, მოიმატებს დნმ მონაცემთა ბაზის მოცულობა და ეფექტურობა“. პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2019 წლის პირველ ნახევარში. „სპეციალური ლაბორატორიული სისტემების, დამხმარე საშუალებების, სახარჯი მასალისა და თანამშრომელთა მომზადება-გადამზადება უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2019 წლის ივნისის თვისა,“ …

შუახევში აგრომომსახურების ცენტრი აშენდება

შუახევის მუნიციპალიტეტში აგრომომსახურების ცენტრი აშენდება. აგროპროექტების მართვის ცენტრმა სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 221 685 ლარია. ცენტრი დაბა შუახევში, რუსთაველის ქუჩის N31-ში აშენდება. აგრომომსახურების ცენტრის მშენებლობა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღეში უნდა დასრულდეს. წინადადებების მიღება 2019 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება.  

ჰაერის ხარისხი ბათუმში – მყარი ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი გაუარესებულია

ბათუმში, 2019 წლის 27 იანვრის მდგომარეობით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხი აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული სპეციალური სადგურის მონაცემებით, წინა დღეებთან შედარებით გაუარესებულია მყარი ნაწილაკების [PM10 და PM2,5] შემცველობის მხრივ. ამ ნაწილაკების შემცველობა ჰაერში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით დღეს, 17 საათისთვის იყო ძალიან ცუდი და ცუდი. ბათუმში ჰაერის ხარისხის გასაკონტროლებლად განთავსებულია რამდენიმე სადგური, რომელთაგან ერთზე [აბუსერიძის ქუჩა] ჰაერის დამბინძურებლებზე …

2019 წლის პირველი მარტიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები ამოქმედდება

2019 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების – სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდასა და მისი უფლებების დაცვას ემსახურება. ახალი რეგულაციით, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. ასევე, ახალი რეგულაციის მიხედვით: [checklist] განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა [ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის …

რატომ ვერ დასრულდა სარფის საჯარო სკოლის მშენებლობა, რისთვისაც 1,7 მილიონია გადახდილი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში საჯარო სკოლის მშენებლობა, რომელიც 2017 წელს დაიწყო, სამი თვის წინ უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამშენებლო სამუშაოები დღემდე გრძელდება. სარფის საჯარო სკოლის მოსწავლეები კი მშენებლობის დაწყებიდან დღემდე გონიოს საჯარო სკოლაში, მეორე ცვლაში სწავლობენ. სკოლის მშენებლობას ზედამხედველობს შპს „აჭარკაპმშენი“, რისთვისაც სამინისტროს მასთან 7500 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული. კომპანიის დირექტორის, გია კახიანის ინფორმაციით: „უშუალოდ პროექტში …

კომპანია: ბათუმში ახალი სკვერის მოწყობა დაგეგმილზე ადრე დასრულდება

ბათუმში, ს. ზუბალაშვილის, ლ. ასათიანისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე დასრულდება, ამის შესახებ „ბათუმელებს“ მშენებელ კომპანიაში უთხრეს. ბათუმში, ხელოვნების უნივერსიტეტის უკან მდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერის მოსაწყობად ტენდერი საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 1 375 451 ლარით გამოაცხადა. ტენდერში გამარჯვებულად „მონოლითი-2005“ გამოცხადდა, რომელთანაც ხელშეკრულება 2018 წლის 31 დეკემბერს გაფორმდა, ღირებულებით …

შუახევში გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება

2019 წლის 26 თებერვალს შუახევში, გოგინაური ჰესის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. მდინარე მოდულისწყალზე 4,72 მგვტ სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური [გოგინაური ჰესი] უნდა აშენდეს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გოგინაური ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის განცხადება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე სამინისტროში შპს „ალტერ ენერჯიმ“ წარადგინა. „აღნიშნული პროექტის გარემოსდაცვით გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგინაურსა და სოფელ მაწყვალთას ადმინისტრავიული …

ღამით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

დღეს, 27 იანვარს, აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში დღისით მოსალოდნელია, ძირითადად, ცვალებადი მოღრუბლოლობა უმეტესად უნალექოდ; 27 იანვრის საღამოს 21 საათიდან 28 იანვრის 21 საათამდე კი ასევე ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით ზოგან წვიმა, მაღალ მთაში თოვა. აღნიშნულ პერიოდში იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ღამით ზოგან შედარებით ძლიერი – 17-22 მ/წმ-ში. ჰაერის ტემპერატურა: სანაპირო რაიონებში ღამით …

900 ათასი ლარი მწვანე კონცხზე, კახაბერსა და გონიო-კვარიათში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

ბათუმში, მწვანე კონცხის, კახაბრისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა დროს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ ორი ტენდერია გამოცხადებული. სამუშაოების შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 900 797 ლარია. ტენდერები საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. იმ ტენდერით, გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები და მისამართები, სადაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 584 120 ლარია, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. მეორე ტენდერში კი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 316 677 …

სად გაივლის გონიო-კვარიათი-სარფში ახალი გზა – დეპარტამენტის პასუხი

სად გაივლის კონკრეტულად ჭოროხი-სარფის ახალი საავტომობილო გზა? – ამ კითხვას პასუხს ამ დრომდე არ სცემს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ზოგიერთი მესაკუთრის თქმით კი, ბოლო რამდენიმე წელია, მათ ბათუმის მერიაში მშენებლობის ნებართვაზე უარს სწორედ დაგეგმილი გზის მშენებლობის გამო ეუბნებიან. ამ ადამიანების ნაკვეთები ბათუმში, ძირითადად, ივანე მესხის ქუჩაზე და მის მიმდებარედ [ბათუმის შემოვლითი გზის დაბოლოება მდინარე ჭოროხთან], …

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 39,7 მილიარდი ლარია – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 39,7 მილიარდი ლარია. ეროვნული ბანკის განცხადებით საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი [მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით]. 2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები [მიმდინარე ფასებში] 1,3 მილიარდი ლარით, ანუ 3,4 პროცენტით გაიზარდა …

მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია დაამტკიცა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ინფორმაციით, დოკუმენტი საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილმა უწყებათაშორისმა მუდმივმოქმედმა კომისიამ მოამზადა. ამ კომისიას სუსი თავმჯდომარეობს. „ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს ეროვნულ სტრატეგიაში წარმოდგენილია ტერორიზმისა და ექსტრემიზმის კუთხით ქვეყნის წინაშე მდგარი საფრთხეები და გამოწვევები, ასევე მათთან გამკლავების მიმართულებით სახელმწიფოს ერთიანი ხედვა, მისი მიზნები და ამოცანები. …

ვის და როდის შეუძლია დატოვოს დაგროვებითი საპენსიო სქემა

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, თუ პირი 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყო 40 და მეტი წლის, ამასთან არ იყო დასაქმებული და შემდეგ დასაქმდა, ის ავტომატურად ერთვება საპენსიო სქემაში სამი თვის განმავლობაში. ამ სამი თვის შემდეგ, მომდევნო ორ თვეში კი შეუძლია გამოვიდეს სქემიდან. მაგალითად, თუ თქვენ 2018 წლის 6 აგვისტოს იყავით 40 და მეტი წლის და დასაქმდით, ვთქვათ, …

ბათუმში ავტომანქანების ტექდათვალიერების ცენტრი შაბათ-კვირასაც იმუშავებს

ბათუმში ავტომანქანების ტექდათვალიერების ცენტრი „გივა“ შაბათ-კვირასაც იმუშავებს. როგორც პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების [პტი] ცენტრ „გივაში“ განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება მომართვიანობის გაზრდის გამო მიიღეს. „გივა“ ავტომანქანის მძღოლებს შაბათ-კვირას დილის 10 საათიდან დღის 3 საათამდე მოემსახურება. ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში კი სერვისცენტრი დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე მუშაობს. ინსპექტირების ცენტრ „გივაში“ დღეში დაახლოებით 100 ავტომანქანა მოწმდება. ცენტრის რეგისტრატურაში ამბობენ, რომ …

საგამოძიებო: ტენდერში მონაწილეობის მიზნით დოკუმენტების გაყალბებაზე მეწარმეები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაწესებული ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, გააყალბეს გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა დოკუმენტები, რომელიც შემდგომ წარუდგინეს სატენდერო კომისიას“ – აღნიშნულია საგამოძიებო …

ბათუმში რამდენიმე ქუჩაზე აბონენტებს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდებათ

„წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, 25 იანვარს 01:00 საათიდან, 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება აბონენტებს შერიფ ხიმშიაშვილის, შარტავას და ფიროსმანის ქუჩებზე“ – აცხადებს „ბათუმის წყალი“. კომპანიაში ასევე აცხადებენ, რომ აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152

 რამდენად სახიფათოა ბათუმისთვის კარბამიდის ტერმინალის აშენება გზშ-ს გარეშე 

ბათუმის პორტში კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე აშენდება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, ბათუმის პორტის ექსპლუატაციის პირობების ცვლილება გზშ-ს არ ექვემდებარება. ეს ცვლილება, ძირითადად, მე-7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე ნაყარი ტვირთების [გრანულირებული კარბამიდი] გადასატვირთი ტერმინალის მოწყობას და ექსპლუატაციას გულისხმობს. მაგრამ, იქნება თუ არა უსაფრთხო კარბამიდის ტერმინალი ბათუმში? გარემოსდაცვითი ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივაში“ აცხადებენ, …

ბულვარი წელს 460 ათასი ლარის ყვავილებს და ხე-მცენარეებს იყიდის

ბათუმის ბულვარმა სხვადასხვა სახეობის ერთწლიანი ყვავილების ჩითილებისა და მრავალწლოვანი ხე-მცენარეების შესასყიდად ორი ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 460 ათასი ლარია. 2019 წელს, ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დასარგავი გაზაფხული-ზაფხულისა და შემოდგომა-ზამთრის ერთწლიანი ჰორიზონტალური გამწვანების ყვავილების 753 500 ჩითილის შესაყიდად ბულვარს 360 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. ტენდერში წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 25 იანვარს დაიწყება და 28 იანვარს …

ქობულეთში სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ დასახლებათა ნუსხა დაამტკიცა, სადაც 2019 წელს სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ არის. ასეთ დასახლებათა ნუსხაშია ქობულეთიც. მინისტრის ბრძანებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ, ამავე ბრძანებით გათვალისწინებული ოდენობის ნოტარიუსთა დასანიშნად, უნდა უზრუნველყონ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. ბრძანების მიხედვით, ქობულეთში, 2019 წელს ერთი ნოტარიუსი უნდა დაინიშნოს.

საქართველოში არარეგისტრირებული კომპანიები 200 ათას ლარმდე სესხს უცხოური ვალუტით აიღებენ – სიახლე

საქართველოში დღეიდან, 2019 წლის 23 იანვრიდან, კომერციული ბანკები უფლებამოსილნი არიან 200 000 ლარამდე სესხები და საბანკო კრედიტები გასცენ უცხოური ვალუტით, თუ სესხის/საბანკო კრედიტის გაცემა ხორციელდება საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირზე ან/და საქართველოში არარეგისტრირებულ იურიდიულ პირზე. საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შესაბამის ბრძანებას, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, ხელი 2018 წლის 18 იანვარს მოაწერა. ახალი ბრძანებით გაუქმდა ეროვნული ბანკის ის ბრძანებები, …

ახალი პროექტის პრეზენტაცია ბათუმის №1 საჯარო სკოლაში

23 იანვარს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის №1 საჯარო სკოლაში ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა. პროექტის ერთ-ერთი მიზანია საგანმანათლებლო სივრცეში ევროინტეგრაციის გააზრება მოსწავლეებისა და მასწავლებლების უშუალო მონაწილეობით, ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი არსისა და სიკეთის შესახებ ინფორმირების გაზრდით. პროექტი ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება. ბათუმის №1 საჯარო სკოლა, რომელთანაც „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლმა“ 2018 წლის 7 ნოემბერს მემორანდუმი …

5 მილიონი ლარი სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის სარეაბილიტაციოდ – ტენდერი

ბათუმში, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩის კეთილმოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტში 5 085 398 ლარია გათვალისწინებული. ამ თანხაში შედის, როგორც ორბელიანის ქუჩის მოწესრიგება მთლიანად [გენერალ აბაშიძის ქუჩიდან მელიქიშვილის ქუჩამდე], ასევე ლერმონტოვის ქუჩის გაგრძელებაზე [გენერალ აბაშიძის ქუჩამდე, ხორც-კომბინატის მიმდებარედ] არსებული სანიაღვრე არხის მოწყობაც. აღნიშნული სამუშაოების ერთიანად შესყიდვაზე ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ელექტრონული ტენდერი აუქციონის გარეშე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 …

ბონისა და თამარის დასახლებაში მერია ახალ სერვისცენტრებს ააშენებს – ტენდერი 260 ათასი ლარით

ბათუმის მერია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სერვისცენტრების ახალი ოფისების მშენებლობას აგრძელებს. ამჯერად ახალი ოფისები ბონისა და თამარის დასახლებაში აშენდება. ორთავე ოფისის ასაშენებლად ქალაქის ბიუჯეტიდან 260 ათასი ლარია გამოყოფილი და ტენდერიც გამოცხადებულია. ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა. წინადადებების მიღება 2019 წლის 10 თებერვალს დაიწყება და 15 თებერვალს დასრულდება.             მერიის …

საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოხმაურება ევროკავშირის მიერ €3,4 მილიარდის გამოყოფაზე

„ბათუმელების“ სტატიას – „რა შეეშალა პრემიერ ბახტაძეს – ევროკავშირის მიერ €3,4 მილიარდის გამოყოფა არ დასტურდება“, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა. გამოხმაურებას უცვლელად გთავაზობთ: „2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, რომელშიც თავმოყრილია „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების ის სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც უკავშირდება ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელს (TEN-T). საგარეო საქმეთა სამინისტროს, …

როდის დადგამენ ახალ მოსაცდელებს

ბათუმში, ხუთ ქუჩაზე, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებზე არსებული მოსაცდელები აიღეს. კომპანიაში, რომელიც ქალაქის მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულებით ახალი მოსაცდელების დამონტაჟებაზეა პასუხისმგებელი, განაცხადეს, რომ სამონტაჟო სამუშაოებს დღეიდან, 22 იანვრიდან დაიწყებენ და 10-15 დღეში დაასრულებენ. „დამოკიდებული ვართ, რა თქმა უნდა, ამინდზე. ახალი მოსაცდელები იქნება ჯიხურების ანუ სავაჭრო დანიშნულების გარეშე და იმ დიზაინის, რაც ბოლო პერიოდში დავდგით ქალაქში. თუმცა იქნება …

Exit mobile version