ხულოს სოფელ განახლებაში ახალი სკოლის მშენებლობისთვის 1,8 მილიონი ლარი დაიხარჯება

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლებაში საჯარო სკოლის შენობის მშენებლობაზე აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 801 230 ლარია. სკოლის მშენებლობა 2021 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს. მშენებლობისთვის შესაბამისი პროექტი და ხარჯთაღრიცხვა ტენდერის პირობებშია. მიმწოდებელი ვალდებული იქნება სკოლის მშენებლობასთან ერთად მოაგვაროს გარე კომუნიკაციების [საჭიროების შემთხვევაში] მიერთება/ნებართვის მოპოვება [წყალი, დენი, გაზი]. მის მიერ გადახდილი თანხები …

უსაფრთხოების მიმართულებით თორნიკე რიჟვაძის მრჩევლად გია ფედიჩკინი დანიშნეს

„ბათუმელების“ ინფორმაციით, „უსაფრთხოების საკითხებში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მრჩევლად გია ფედიჩკინი დანიშნეს. გია ფედიჩკინი მრჩევლად რამდენიმე დღის წინ დანიშნეს. მან ამ პოზიციაზე ლევან ნაცარიშვილი ჩაანაცვლა. აჭარის მთავრობის პრესსამსახურში ამბობენ, რომ „ამ ცვლილების შესახებ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ“.   მთავარი ფოტო: გია ფედიჩკინი / ფოტო ფეისბუქგვერდიდან

რისთვის გადასცეს შსს-ს მიწის ნაკვეთი „მაკდონალდსთან“ და რა სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში ზღვისპირას, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში 2 552 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადასცეს. ნაკვეთი, რომელიც „მაკდონალდსის“ მიმდებარედაა, ადრე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში იყო, 2016 წლიდან კი ის  სახელმწიფო საკუთრებაშია. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეს ნაკვეთი შს სამინისტროს, არსებობის ვადით სარგებლობაში,  გუშინ, 2019 წლის 9 იანვარს გადასცა. შსს-ში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე შინაგან საქმეთა …

ბათუმში მერიის მორიგი ახალი სერვისცენტრი გაიხსნება – რა მომსახურებას მიიღებთ სერვისცენტრში

ბათუმის მერია იანვრის ბოლომდე კიდევ ერთ სერვისცენტრს გახსნის, რომელიც ლუკა ასათიანის №36-ში მდებარეობს. ეს იქნება მეორე ახალი სერვისცენტრი. გასულ წელს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მოქალაქეთა მომსახურების ახალი სერვისცენტრი ვაჟა-ფშაველას 93-ში გაიხსნა. მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის მიმდინარეობს კიდევ ერთი ახალი სერვისცენტრის შენობის მშენებლობა. ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებში ახალი სერვისცენტრების მშენებლობა ქალაქის მერიამ 2018 წლის ნოემბერში დააანონსა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, …

როგორი ამინდი იქნება აჭარაში 14 იანვრამდე – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 იანვარს აჭარის მთელ ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. ობსერვატორიის პროგნოზით, 10 იანვრის 21 საათიდან 11 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში კი, ღამით 3-8 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 …

რა ქიმიურ ნივთიერებებს გადაზიდავენ ახალი ტერმინალიდან – ხელშეკრულების დეტალები

„ბათუმელებმა“ მოიპოვა ბათუმის ნავსადგურსა და კომპანია „ვონდერნეტს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე ასაშენებელი ახალი ტერმინალიდან შემდეგი სახის სატრანზიტო ტვირთებს გადაიტანენ: [highlight color=”green”]აზოტის მინერალური სასუქები:[/highlight] კარბამიდი; ამიაკის სელიტრა; ამონიუმის სულფატი; კიროვან-ამიაკური სელიტრა; ასეთი სასუქების განსაკუთრებული სახეობები. [highlight color=”yellow”]ფოსფატის სასუქები:[/highlight] მონოამონიუმსულფატი; ფოსფატის დიამონიუმი; ამო და ნიტრო ფოსფატების სხვადასხვა სახეობები; სამმაგი სუპერფოსფატი; ცალკეული სუპერფოსფატი. [highlight …

შუახევი-ჩირუხის გზაზე ასფალტბეტონის დასაგებად 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება

შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზაზე ასფალტბეტონის საფარის მოსაწყობად აჭარის 2019 წლის ბიუჯეტში 2 574 920 ლარია გათვალისწინებული. აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში ჩასატარებელი ძირითადი სამუშაოებია მიწის ვაკისის, ხელოვნური ნაგებობების, საგზაო სამოსის [მათ შორის შესასვლელებზე], მისაყრელი გვერდულებისა და დამცავი ზღუდარების მოწყობა. ასევე გზის მონიშვნა. სამუშაოს შესრულების …

ვინ აშენებს ბათუმში ახალ ტერმინალს – პორტში კომპანიას მიწა უკვე გადასცეს

ბათუმის პორტში ახალი ტერმინალის ასაშენებლად, ბათუმის საზღვაო ნავსადგურმა კერძო კომპანიას 15 128 კვ/მ ფართობი აღნაგობის უფლებით უკვე გადასცა. ტერმინალის მშენებლობის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი 2018 წლის 22 მარტს მოეწერა. ახალი ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის იქნება განკუთვნილი. პროექტი ითვალისწინებს სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მიღების, შენახვისა და გადატვირთვის მიზნით. ხელშეკრულებას ორი ხელმომწერი ჰყავს, ბათუმის საზღვაო …

სააგენტო: საპენსიო სქემაში ამ დროისთვის 4000-მდე ორგანიზაციაა ჩართული

დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის [8 იანვრის 13 საათისთვის] 4000-მდე ორგანიზაციაა ჩართული. ამაში შედის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კომპანიები და საჯარო სამსახურები. საპენსიო სააგენტოში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ  საპენსიო სქემაში თვითდასაქმებულებიც რეგისტრირდებიან, თუმცა დიფერენცირებული მონაცემები, თუ რამდენი კერძო, სახელმწიფო კომპანია, საჯარო უწყება თუ თვითდასაქმებულია დარეგისტრირებული ამ დროისთვის სქემაში, სააგენტოში, როგორც გვითხრეს, ჯერ დამუშავებული არ აქვთ. საპენსიო სააგენტოს …

ქართველ მუსლიმთა კავშირი უკრაინელ ხალხს ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავს

ქართველ მუსლიმთა კავშირი უკრაინელ ხალხს უკრაინის მართლამდიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავს. მილოცვის ტექსტი ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ ფეისბუქზე გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „სრულიად უკრაინელ ხალხს, საქართველოს მუსლიმების სახელით სულითა და გულით გილოცავთ უკრაინის მართლამდიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობის აღიარებას, რომელიც 7 იანვარს ტომოსის მიღებით განმტკიცდა სტამბულში. ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას ვულოცავ სრულიად უკრაინელ ხალხს, უკრაინელ მართლმადიდებელ …

უახლოესი დღეების პროგნოზი – აჭარაში 10 იანვრიდან უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

დღეს, 8 იანვარს, ასევე საღამოს 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი. დროგამოშვებით ნალექი, სანაპირო ზოლში წვიმა, მთაში თოვა, მაღალ მთაში ქარბუქი. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ზოგან უფრო ძლიერი – 17-22მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 2-7, დღისით  8-13 გრადუსი სითბო. მთიან …

ბათუმში სამგზავრო გადაყვანის ნებართვის ფასი 50-ის ნაცვლად 20 ლარი იქნება – მხოლოდ ოთხი თვით

2019 წლის იანვრიდან აპრილის თვის ჩათვლით, ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებისთვის მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მიღების ყოველთვიური ფასი 50 ლარის ნაცვლად 20 ლარი იქნება, მაისიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში კი, ისევ 50 ლარი. 2019 წლის პირველ ოთხ თვეში ნებართვის ფასის 20 ლარით განსაზღვრის შესახებ შესაბამისი ცვლილება ბათუმის საკრებულომ 2018 წლის 27 დეკემბერს დაამტკიცა. საკრებულომ ნებართვის ფასი 50-ლარამდე მანამდე ხუთი თვით …

15 იანვრიდან თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ელექტრონულ სისტემაში შეინახება

2019 წლის 15 იანვრიდან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებული ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მიმწოდებელი ყველა სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გადასცეს ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემაში. „ჯანმრთელობის შესახებ ელექტრონული ჩანაწერების სისტემის [EHR] ფუნქციონირებისა და  წარმოების წესი“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის 3 იანვარს დამტკიცდა …

რატომ შეწყვიტა ბსუ-მ ჟურნალ-გაზეთების შესაძენად გამოცხადებული ტენდერი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს [ბსუ] 2019 წელს 75 დასახელების ჟურნალ-გაზეთები უნდა შეეძინა, რაზედაც 2018 წლის 7 დეკემბერს ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 48 ათასი ლარი იყო. ტენდერში წინადადებების მიღება გასული წლის 19 დეკემბერს უნდა დაწყებულიყო, თუმცა რამდენიმე დღით ადრე უნივერსიტეტმა ეს ტენდერი შეწყვიტა. ბსუ-ს სატენდერო კომისიის 2018 წლის 11 დეკემბრის სხდომის ოქმში აღნიშნულია, რომ „ჟურნალ-გაზეთების …

2019 წლის თებერვლიდან მანდატურების გადამზადება დაიწყება – ვის ეხება გადამზადება

მანდატურის სამსახურმა მანდატურების გადამზადება 2019 წლის პირველი თებერვლიდან უნდა დაიწყოს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით გადამზადება ეხება იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურებს, რომელებმაც 2018 წლის 29 ივნისამდე გაიარეს მანდატურობის კანდიდატების მოსამზადებელი კურსები და რომელებსაც საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სერტიფიკატები გადაეცათ 2018 წლის 29 ივნისამდე. მინისტრის ბრძანების მიხედვით, მანდატურის სამსახურმა მანდატურების გადამზადება უნდა უზრუნველყოს შემდეგი ეტაპების შესაბამისად: …

ხელვაჩაურის მერიამ ეკომიგრანტებისთვის სახლის მშენებლობაზე ტენდერი მესამედ გამოაცხადა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში ეკომიგრანტი ოჯახებისთვის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე ტენდერი ხელვაჩაურის მერიამ მესამედ გამოაცხადა. სატენდერო თანხა კვლავ 3 335 145 ლარია. წინადადებების მიღება ამჯერად 23 იანვარს დაიწყება და 2019 წლის 28 იანვარს დასრულდება. მრავალბინიანი სახლის მშენებლობის დასრულებისთვის ვადა, თავდაპირველად განსაზღვრული 2019 წლის ნოემბრის ნაცვლად, 2020 წლის პირველი ოქტომბრის ჩათვლითაა განსაზღვრული. ხელვაჩაურის მერიამ ორთაბათუმში ეკომიგრანტებისთვის …

შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვა ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში ამ წუთებში საზეიმო ღვთისმსახურება მიმდინარეობს. შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. საკათედრო ტაძარში იმყოფებიან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და მთავრობის სხვა წევრები. ქრისტესშობა (შობა) – ქრისტიანული რელიგიური დღესასწაულია, რომელიც …

7 იანვარს ბათუმში ტრადიციული ალილო გაიმართება

მართლმადიდებელი ეკლესია ხვალ, 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება დღეს, ღამის 12 საათზე დაიწყება. შობის სადღესასწაულო ღამისთევის წირვას ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი აღავლენს. ხვალ კი ქალაქის ქუჩებში მრევლის ტრადიციული მსვლელობა – ალილო გაიმართება. „7 იანვარს, კვირას, დღის 12 საათზე მრევლი ბათუმის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძართან შეიკრიბება, საიდანაც …

თავად გამოთვალეთ, რამდენი გექნებათ პენსია ახალი სქემის პირობებში – საპროგნოზო მთვლელი

საპენსიო სააგენტომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა საპროგნოზო საპენსიო მთვლელი, რომლის მიხედვითაც, დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია გამოთვალოს, დაახლოებით რამდენ პენსიას მიიღებს ყოველთვიურად, როცა საპენსიო ასაკს მიაღწევს. ამ მთვლელის მიხედვით, თუ მაგალითად, დღეს, 40 წლის დასაქმებულის დარიცხული ხელფასი არის 800 ლარი, პენსაიაზე გასვლის შემდეგ ქალი [60 წლის ასაკიდან] დაგროვებითი სქემიდან თვეში მიიღებს პენსიას 189 ლარს, ხოლო კაცი …

ბათუმის მერია ადმინისტრაციული შენობების დასაცავად 315 600 ლარს დახარჯავს

ბათუმის მერიას, მიმდინარე 2019 წლის განმავლობაში, ადმინისტრაციული შენობების დაცვა 315 600 ლარი დაუჯდება. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა შემდეგი შენობები: ბათუმი – ლ. ასათიანის ქ. №25; მ. ლერმონტოვის ქ. №90ა; ს.ს. ორბელიანის 10; ასევე, დაუმთავრებელი შენობა – ყოფილი სასტუმრო „მეზღვაური“. მერიის ინფორმაციით, „დაცვა“-მ ცეცხლსასროლი იარაღით უნდა დაიცვას ქონება [ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობები და აღნიშნულ შენობებში არსებული …

გრიპის სეზონი – „ტამიფლუ“ 50-100 ლარი ღირს, პრეპარატი სააფთიაქო ქსელებში თითქმის არ აქვთ

„ტამიფლუ“, რომელიც გრიპით დაავადებული პაციენტებისთვის საჭირო ანტივირუსული პრეპარატია, ქვეყნის მსხვილ სააფთიაქო ქსელებში დეფიციტურია და, ფაქტობრივად, არ არის. გრიპის მიმდინარე სეზონზე ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით მარტო აჭარაში ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის სამი 2019 წელს. პრეპარატი, როგორც „ბათუმელებს“ გვითხრეს, საერთოდ არ არის „PSP-ს“ ქსელში, ხოლო „ავერსში“ განაცხადეს, რომ „ტამიფლუს“ შეძენა თბილისში, ისიც მხოლოდ ერთ აფთიაქშია შესაძლებელი …

მთავრობამ საქართველოს დროშით მცურავი გემებისა და ნავსადგურების უშიშროების წესი დაამტკიცა

საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და საქართველოს ნავსადგურების უშიშროების წესი საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 31 დეკემბერს დაამტკიცა და ძალაში იმავე დღეს შევიდა. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით „ამ წესის მიზანია დაიცვას და გაზარდოს საქართველოს ნავსადგურების, იქ მყოფი საქართველოსა და უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემებისა და ეკიპაჟების, ნავსადგურის პერსონალის, სტუმრების/ვიზიტორების, ტვირთის, აღჭურვილობების და სხვათა უშიშროება საკანონმდებლო დონეზე“. ახალი …

გიბრუნდება თუ არა თანხა, როცა ორმოცი/მეტი წლის ხარ და დაგროვებით საპენსიო სქემიდან გამოხვედი 

დასაქმებულს, რომელიც 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყო 40 და მეტი წლის, მაგრამ არ სურს იყოს დაგროვებითი პენსიის სქემის მონაწილე, შეუძლია, 2019 წლის პირველი აპრილიდან პირველ ივნისამდე პერიოდში, მიმართოს საპენსიო სააგენტოს და გავიდეს სქემიდან. პირველი ივნისის შემდეგ კი მას სქემიდან გასვლის უფლება აღარ ექნება და ავტომატურად დარჩება ამ სქემის მონაწილედ. დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა სქემიდან გამოსულ პირს ნებისმიერ …

რა კატეგორიის მართვის მოწმობები უნდა შეიცვალოს პირველ მარტამდე

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის პირველი მარტიდან იურიდიულ ძალას კარგავს საქართველოში 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული, C, CE, D, DE, C1, C1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები. აღნიშნული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. ცვლილება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, …

ქარმა სახურავი სახლს ძველ ბათუმშიც გადახადა – დაზიანდა 2 ავტომანქანა

ბათუმში, ჟორდანიას ქუჩაზე, ქარმა გორგაძეების საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, დაზიანებულია ორი ავტომანქანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. „შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სახლზე მთლიანადაა გადახდილი სახურავი, დაახლოებით 85 კვ/მ. ყველა სამსახური, ექსპერტიზის ჩათვლით ადგილზეა. სახლი მეპატრონის მიერ იყო გადახურული, დაზიანდა სახლის ნაწილიც, თუმცა, ოჯახი სხვაგან გადაყვანას არ საჭიროებს“, – გვითხრა ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულის მენეჯერმა ირაკლი დევაძემ. შსს-ს …

სამინისტრო: არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება და მიღება გაგრძელდება

ინფორმაციას, რომ აჭარაში არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება სახელმწიფოს მხრიდან შეწყდა, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში არ ადასტურებენ. „არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირება იმავე პირობებით, როგორც გასული წლის ბოლოს იყო, გაგრძელდება და პარალელურად მისი მიღება შეუზღუდავი რაოდენობით იქამდე გაგრძელდება, ვიდრე პროდუქტი არ ამოიწურება“, – განაცხადეს სამინისტროში. რამდენიმე ფერმერმა დღეს „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ისინი სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირების შეწყვეტაზე გააფრთხილეს და, შესაბამისად …

დღეიდან აჭარაში ამინდი გაუარესდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით 4 იანვარის 21 საათიდან 5 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, წვიმა, მთაში თოვა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით 2-7 ,დღისით 8-13 გრადუსი სითბო, მთიან რაიონებში ღამით 3-8 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო. რაც შეეხება ზღვის სანაპირო ზოლს – იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის …

ბათუმში სავალუტო ჯიხურებში ყალბი 500-ევროიანი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია 2 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქეა დაკავებული. „გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის დეკემბერში, დანაშაულში მხილებულმა პირებმა ქალაქ ბათუმში მდებარე სავალუტო ჯიხურებში 7 000 ევროს ოდენობის ყალბი 500 ევროიანი კუპიურები გაასაღეს. ბრალდებულების დაკავებისას, დამატებით ამოღებულია 6 000 ევროს ოდენობის ყალბი ფული“. საქმეზე  მიმდინარეობს გამოძიება …

ჯარიმა 50 ლარი – პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტომობილის ტექდათვალიერება სავალდებულოა

2019 წლის პირველი იანვრიდან ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა. მფლობელი ფიზიკური პირი, რომლის ავტომანქანასაც არ აქვს გავლილი ტექდათვალიერება, 50 ლარით დაჯარიმდება. ტექდათვალიერების გავლა სამგზავროსთვის ექვს თვეში ერთხელ, ყველა სხვა ტიპის ტრანსპორტისთვის კი, წელიწადში ერთხელ, სავალდებულოა. „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების  შესახებ“ საქართველოს მთავრობის N510 დადგენილებით, 2019 წლის პირველი იანვრიდან პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარა „საქართველოს …

ხულოში, შუახევსა და ქედაში გადამხდელებს მოძრავი სერვისცენტრი ადგილზე მოემსახურება

ხულოში, შუახევსა და ქედაში, შესაბამისად, 16, 17 და 18 იანვარს, გადასახადების გადამხდელებს შემოსავლების სამსახურის RS CAR [მიკროავტობუსი] ადგილზე მოემსახურება. სამსახურის ინფორმაციით, მიკროავტობუსი აღჭურვილია შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებში არსებული ტექნიკური საშუალებებით, რითაც „გადასახადების გადამხდელებს შესაძლებლობა ექნებათ, მათთვის ხელსაყრელ დროსა და სივრცეში, დასახლებული პუნქტიდან გაუსვლელად, დროულად მიიღონ სასურველი მომსახურება“. აჭარის მაღალმთიანეთში RS CAR-ის სერვისით სარგებლობა შემდეგ დღეებსა და ადგილებში იქნება შესაძლებელი: …

ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17.2 მილიარდი აშშ დოლარია

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2018 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 17.2 მილიარდი აშშ დოლარი [45.1 მლრდ ლარი] შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მთლიანი შიდა პროდუქტის [მშპ]107.4 პროცენტია. საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი, 2018 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 17,5 მილიარდი აშშ დოლარი [42,2 მილიარდი ლარი] იყო. ამ თემაზე: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 17,5 მილიარდი აშშ დოლარია …

აჭარაში აჭარის დროშები კანონდარღვევითაა აღმართული

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონით, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 16 დეკემბერს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მიერ ფიცის დადებისთანავე შევიდა ძალაში, საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს სახელმწიფო დროშასთან  ერთად აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვის შემთხვევაში საქართველოს სახელმწიფო დროშა უნდა იყოს აღნიშნულ დროშაზე დიდი ზომის და აღმართული უფრო მაღლა. აღნიშნული წესი დღეს აჭარის ტერიტორიაზე დარღვეულია. სამთავრობო …

75 დასახელების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომლებსაც ბსუ მომავალ წელს შეიძენს, 54 რუსულია

იმ 75 დასახელების ჟურნალ-გაზეთებიდან, რომელთა შეძენას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი [ბსუ] 2019 წელში გეგმავს, 18 ქართულია, 57 კი – უცხოენოვანი, რომელთაგან 54 რუსულია. ბსუ-ს ამ ჟურნალ-გაზეთებისთვის 48 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული. უნივერსიტეტისთვის პრესის მიწოდების ვადა ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს, ჟურნალ – გაზეთების გამოსვლის პერიოდულობის დაცვით, 2019 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. „როგორც …

საახალწლო გასართობი ღონისძიებები ბათუმში სხვადასხვა დიასპორის ბავშვებისთვის

ბათუმში სხვადასხვა დიასპორის ბავშვებისთვის საბავშვო-საახალწლო გასართობი ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. ღონისძიებებისთვის, რომლებიც ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება, ქალაქის ბიუჯეტიდან სულ 12 325 ლარია გამოყოფილი. ღონისძიებები ჯამში დაახლოებით 445 ბავშვზეა გათვლილი. მათთვის უნდა მომზადდეს სასაჩუქრე პაკეტები, რომლებშიც, როგორც ტენდერის პირობაშია აღნიშნული, იქნება სხვადასხვა უმაღლესი ხარისხის ტკბილეული, ასევე, საახალწლო ნაძვის ხის …

ქედაში გარე ვაჭრობისთვის აკრძალული ადგილები და ნებართვის წესები განსაზღვრეს

ქედის საკრებულომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისთვის ტერიტორიები, ასევე, ამ ტერიტორიების მოწყობისა და საზოგადოებრივ სივრცეებში გარე ვაჭრობისთვის განკუთვნილი საქონლის განთავსების წესები დაადგინა. შესაბამისი დადგენილების მიღების მიზანი, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ინფრასტრუქტურის იერსახის დაცვა; საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილების შეზღუდვის თავიდან აცილება; სურსათის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვა, ასევე, საოჯახო წარმოების …

დავა ნახევარმილიონიანი ტენდერისთვის და კორპუსის ფასადების შეცვლაზე არშემდგარი კონკურსები

ბათუმში, რუსთაველის 41-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ფასადისა და სახურავის სარეაბილიტაციოდ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ 531 346- ლარიანი ტენდერი გამოაცხადა, თუმცა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი კომპანია სამმართველოს  დავების საბჭოში უჩივის. რუსთაველისა და თამარ მეფის ქუჩებზე რამდენიმე კორპუსის ფასადის  შესაცვლელად ესკიზებისთვის გამოცხადებული კონკურსები კი, არ შედგა. საკონკურსო თანხა ჯამში 14 300 ლარი იყო. რუსთაველის ქ. N41-ში მდებარე საცხოვრებელი …

Exit mobile version