ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირიდან მრავალწლოვანი ხე გადააქვთ, რომელიც რამდენიმე დღეა რკინიგზასთან, ბობოყვათის რეზიდენციის მოპირდაპირედ დგას. ხე სოფელ შეკვეთილში, იმ ტერიტორიაზე გადააქვთ, სადაც მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი დენდროლოგიურ პარკს აშენებს. ამ პარკისთვის ათეულობით სხვადასხვა სახეობის მრავალწლოვანი ხე გაიტანეს აჭარიდან. ხეს, რომელიც ახლა რეზიდენციასთანაა, ბობოყვათის პლაჟიდან შეკვეთილში ზღვით გადაიტანენ. პლაჟამდე მისასვლელი გზა რკინაბეტონის ფილებით უკვე მოწყობილია. მოწყობილია რკინიგზაზე გადასასვლელიც. …
Continue reading “აჭარიდან შეკვეთილში მრავალწლოვანი ხეების გატანა განახლდა”