მთავარი,სიახლეები

2019 წლის პირველი მარტიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები ამოქმედდება

27.01.2019
2019 წლის პირველი მარტიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები ამოქმედდება

2019 წლის პირველი მარტიდან ამოქმედდება ტექნიკური რეგლამენტი „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების – სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდასა და მისი უფლებების დაცვას ემსახურება.

ახალი რეგულაციით, იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი. ასევე, ახალი რეგულაციის მიხედვით:

[checklist]

  • განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა [ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები] და ადგილი [თვალსაჩინო];
  • განისაზღვრა მოთხოვნები სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებასთან [საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების მითითება] დაკავშირებით;
  • ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, განისაზღვრა აღნიშნული ნივთიერებების ეტიკეტზე განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც სხვა ჩამონათვალისგან აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს [შრიფტით/ფონით/სტილით/ფერით];
  • სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ [გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა];
  • განისაზღვრა სურსათის ნეტოს [სუფთა წონის] ეტიკეტზე მითითების ვალდებულება;
  • განისაზღვრა მოთხოვნები დაუფასოებელ სურსათის ეტიკეტზე დასატან ინფორმაციასთან დაკავშირებით;
  • ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაცია არ უნდა იყოს გადაფარული [წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით].

[/checklist]

სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის იმპორტიორი.

ნებისმიერ სურსათს, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის ან საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის მისაწოდებლად, თან უნდა ახლდეს ინფორმაცია აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: