მთავარი,სიახლეები

კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 39,7 მილიარდი ლარია – ეროვნული ბანკი

26.01.2019
კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 39,7 მილიარდი ლარია – ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2019 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით 39,7 მილიარდი ლარია.

ეროვნული ბანკის განცხადებით საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი [მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით]. 2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები [მიმდინარე ფასებში] 1,3 მილიარდი ლარით, ანუ 3,4 პროცენტით გაიზარდა [გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 3.7 პროცენტით გაიზარდა].

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები კი 5,1 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 12.9 პროცენტია.

კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა [არარეზიდენტებზე გაცემული სესხების ჩათვლით], 2018 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით 480,3 მილიონი ლარით გაიზარდა და 2019 წლის პირველი იანვრისათვის 26,6 მილიარდი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 159,3 მილიონი ლარით, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 321 მილიონით გაიზარდა.

2018 წლის დეკემბრის განმავლობაში 1,6 პროცენტით ანუ 223,5 მილიონი ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და 2019 წლის პირველი იანვრისთვის 14,2 მილიარდი ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით მთლიანი სესხების ლარიზაცია შემცირდა 0,18 პროცენტული პუნქტით [გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.29 პროცენტული პუნქტით].

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: