Batumelebi | საგამოძიებო: ტენდერში მონაწილეობის მიზნით დოკუმენტების გაყალბებაზე მეწარმეები დააკავეს საგამოძიებო: ტენდერში მონაწილეობის მიზნით დოკუმენტების გაყალბებაზე მეწარმეები დააკავეს – Batumelebi
RU | GE  

საგამოძიებო: ტენდერში მონაწილეობის მიზნით დოკუმენტების გაყალბებაზე მეწარმეები დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის პროცესში ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე ორი მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებსაც არ გააჩნდათ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დაწესებული ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისათვის სავალდებულო შესაბამისი სამუშაოების განხორციელების გამოცდილება, გააყალბეს გამოცდილების დამადასტურებელი ხელშეკრულებები, მიღება-ჩაბარების აქტები და სხვა დოკუმენტები, რომელიც შემდგომ წარუდგინეს სატენდერო კომისიას“ – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით.

სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს, ანალოგიური სახის დანაშაულის ჩადენისათვის პასუხისგებაში მიეცა 20 მეწარმე სუბიექტი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com