დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1-ელ აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამასთან, უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია გაანახლონ 2020 წლის 1 აგვისტომდე. 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები თვითდასაქმებული 215 826 პირი. მათგან 121 525-მა პირმა მიიღო 300 ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 …
Author Archives: თედო ჯორბენაძე
სამინისტრო „ოცნების ქალაქში“ მშენებარე ბინების შიდა ქსელების პროექტს შეისყიდის
ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთათვის მშენებარე მრავალბინიანი კომპლექსის საცხოვრებელი ბინების [582 ბინა] გაზმომარაგების, შიდა წყალმომარაგებისა და შიდა კანალიზაციის ქსელის მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ტენდერით შეისყიდის. სატენდერო თანხა 62 ათასი ლარია. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა მოიცავდეს: [checklist] ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების გაზმომარაგების ქსელის (მრიცხველების განთავსების ადგილიდან) პროექტს (1 ბინა 2 წერტი: გაზქურა, ცენტრალური გათბობის ქვაბი …
Continue reading “სამინისტრო „ოცნების ქალაქში“ მშენებარე ბინების შიდა ქსელების პროექტს შეისყიდის”
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი საქართველოში 2020 წელს აგვისტოს მეოთხე შაბათს (22 აგვისტოს) დაიწყება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით „ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება“. 2020-2021 წლების სეზონისთვის, სამინისტროს განცხადებით, არის გარკვეული ცვლილებები შემდეგი მიმართულებებით: [crosslist] „ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე …
Continue reading “გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება”
რა ღირს ბათუმში კორონავირუსზე ტესტირება
მოქალაქეებისთვის კორონავირუსზე ტესტირება [ფასიანი მომსახურება] აჭარის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ ბათუმში, თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრშია შესაძლებელი. რაც შეეხება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო ტესტირებას, ის ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოსა და აჭარის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ხორციელდება. თამარის დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრის დირექტორის, ხათუნა შერვაშიძის თქმით, ცენტრში ტარდება PCR ტესტირება და სწრაფი ტესტირება ანტისხეულებზე. „PCR ტესტირება ღირს …
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე, სასპორტო სკოლას დაანგრევენ, აჭარის მთავრობა მიწას ყიდის
ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე სასპორტო სკოლის [ყოფილი „ბასკოს“] შენობას და 13 540 კვ/მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის. ქონების გასაყიდი საწყისი ფასი 19 მილიონი ლარია. აუქციონის პირობის მიხედვით, სასპორტო სკოლის შენობის დემონტაჟის უფლება მომავალ მყიდველს აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით ექნება. მყიდველი ვალდებული იქნება აქ მრავალფუნქციური კომპლექსი ააშენოს [რომელიც აუცილებლად მოიცავს არანაკლებ 100-ნომრიან …
რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა
აჭარის მუნიციპალიტეტების ადგილობრივმა ბიუჯეტებმა, როგორც შესაბამის საფინანსო სამსახურებში აცხადებენ, პანდემიის გამო შემოსავლები დაკარგეს ძირითადად დღგ-ს ნაწილში, ასევე ქონებისა და სხვა გადასახადების კუთხით. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს ჯამში, რისი დაზუსტებაც „ბათუმელებმა“ შეძლო, 40 მილიონზე მეტი ლარი დააკლდა. შემოსავლების შემცირების გამო ზოგიერთი პროგრამა და ღონისძიება მიმდინარე წელს გაუქმდა ან გადაიდო; ბევრი პროექტი კი წელს ვერ დასრულდება. ყველაზე …
Continue reading “რა შემოსავლები დაკარგეს ბათუმმა და აჭარის სხვა მუნიციპალიტეტებმა”
წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს
„ფრთხილად, ფეხი არ დაგიცდეს“, – ყველაზე ხშირად ამ სიტყვებს გვეუბნებოდნენ ღრმა ხევის თავზე მოქცეული ბზუბზუელები, როდესაც სოფელს წყლის სისტემის მოსაწყობის სამუშაოების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად ვეწვიეთ. სოფელ ბზუბზუში წყლის მილების გაყვანაზე უკვე თითქმის ათი დღეა მუშაობენ. ვიწრო ბილიკზე ჯერ თხრილების მომზადება და შემდეგ მძიმე მილების შეტანა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან რთული რელიეფის გამო, კაცები ყოველგვარი ტექნიკის …
Continue reading “წყალი და გარეგანათება – როგორ ეხმარება თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი სოფლებს “
რა ელით ქართველ არალეგალებს თურქეთში – ახალი რეგულაცია 14 ივლისიდან ამოქმედდება
თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში განცხადებას ავრცელებს. საელჩოს ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის მართვის გენერალურმა დირექტორატმა მიიღო ახალი რეგულაცია, უცხოელთა ქვეყანაში ყოფნის ლეგალურ ვადებთან დაკავშირებით. „ახალი კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, აღნიშნული რეგულაცია აქამდე ძალაში არ შესულა, თუმცა, როგორც ახლახან გახდა ცნობილი, რეგულაცია ძალაში შედის ხვალიდან, 14 ივლისიდან“, – …
Continue reading “რა ელით ქართველ არალეგალებს თურქეთში – ახალი რეგულაცია 14 ივლისიდან ამოქმედდება”
200 და 300 ლარის კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა
საქართველოს მთავრობის მიერ კიდევ ერთხელ დაზუსტდა იმ პირთა წრე, რომლებიც ანტიკრიზისული გეგმით გათვალისწინებულ კომპენსაციას – 200 და 300 ლარის ოდენობით მიიღებენ. მთავრობის ახალი დადგენილებით: [checklist] კომპენსაციას – 200 ლარი – მიიღებენ ის დასაქმებულები, რომლებსაც 2020 წლის აპრილამდე ბოლო ხელფასი კერძო კომპანიისგან ჰქონდათ მიღებული, მაგრამ მანამდე, 2019 წლის ივლისიდან, უფიქსირდებათ ხელფასი საბიუჯეტო ორგანიზაციიდანაც; ხოლო კომპენსაციას – …
Continue reading “200 და 300 ლარის კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა”
თბილისიდან ფრენები პარიზის, მიუნხენისა და რიგის მიმართულებით 13 ივლისიდან აღდგება
თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის 2020 წლის 13 ივლისიდან დაშვებულია პირდაპირი საერთაშორისო რეგულარული ავიარეისები. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ, დღეს, 10 ივლისს მიიღო. საქართველოს მოქალაქეებისთვის საჰაერო საზღვარი, ჯერჯერობით, მხოლოდ ხუთ ქვეყანასთან აქვს გახსნილი – გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. ამ დადგენილებით ცვლილება შევიდა „იზოლაციისა და კარანტინის წესებში“, რომლითაც შეჩერებულია საერთაშორისო …
Continue reading “თბილისიდან ფრენები პარიზის, მიუნხენისა და რიგის მიმართულებით 13 ივლისიდან აღდგება”
რა შემთხვევაში მიიღებს პირი უჩიპო პირადობას, თუ ჩიპიანზე უარს რწმენის გამო აცხადებს
პირს, რომელიც რწმენის გამო უარს განაცხადებს პირადობის ელექტრონული [ჩიპიანი] მოწმობის მიღებაზე, შეუძლია მიიღოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე [ანუ უჩიპოდ], მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ადრე არ ჰქონია აღებული პირადობის ელექტრონული მოწმობა ან ბიომეტრიული პასპორტი. ასეთ შემთხვევაში უჩიპო მოწმობა გაიცემა არაუმეტეს ერთი თვის ვადით. იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში [„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა …
მთავრობამ ₾1,65 მილიარდის ობლიგაციები გაყიდა, ეროვნულმა ბანკმა – $229,65 მილიონი
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიმდინარე წელს 1 მილიარდ 650 მილიონი ლარის ობლიგაციები გაყიდა. ეს არის მთავრობის საშინაო ვალი, რომელიც გარკვეულ ვადაში უნდა დაიფაროს ბიუჯეტიდან. სახაზინო ობლიგაციები სხვადასხვავადიანია – 6-თვიანი, 1,2,5 და 10-წლიანი. 2020 წლის 9 ივლისის მდგომარეობით, სამინისტრომ 600 მილიონი ლარით მეტი სხვადასხვავადიანი ობლიგაცია გაყიდა, ვიდრე 2019 წლის იმავე პერიოდში. ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტში – „მთავრობის ვალის …
Continue reading “მთავრობამ ₾1,65 მილიარდის ობლიგაციები გაყიდა, ეროვნულმა ბანკმა – $229,65 მილიონი”
18 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ
საქართველოს მთავრობამ 18 ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლის ნებართვა დართო. საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმის მიხედვით, საჰაერო მიმოსვლის კუთხით, 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს. ეს შეზღუდვა, მთავრობის დადგენილებით, 9 ივლისიდან მოიხსნა შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისა …
Continue reading “18 ქვეყანა, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ”
ბათუმში კვირის ბოლომდე იწვიმებს – ამინდის პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ივლისის 21 საათიდან 9 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, ზოგან – ძლიერი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ზოგან – 17-22 მ/წმ-ში. 9 ივლისს მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა: აჭარის სანაპირო და შიდამთიან რაიონებში –დღისით 23-28 გრადუსი სითბო, ღამით – ღამით …
Continue reading “ბათუმში კვირის ბოლომდე იწვიმებს – ამინდის პროგნოზი”
რუსთაველზე, გრიბოედოვთან, გზაგამყოფი აღარ არის – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე [გრიბოედოვის ქუჩის დასაწყისში], გზაგამყოფი გაიხსნა. შესაბამისად, უნივერსიტეტის მხრიდან მოძრავ ტრანსპორტს უკვე შეუძლია რუსთაველის ქუჩიდან გრიბოედოვის ქუჩაზე გასვლა. გრიბოედოვისა და რუსთაველის ქუჩების გადაკვეთაზე შუქნიშანიც ამუშავდა. ამ ადგილიდან ახალი ბულვარის მიმართულებით კი, რუსთაველის ქუჩა ჯერ კიდევ ცალმხრივადაა გადაკეტილი, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო. რუსთაველის ქუჩის სავალი ნაწილის აღდგენა, გრიბოედოვის ქუჩიდან ყოფილი „ლუჟკოვის სახლის“ მიმდებარე წრიულამდე, როგორც …
Continue reading “რუსთაველზე, გრიბოედოვთან, გზაგამყოფი აღარ არის – როგორ იმოძრავებს ტრანსპორტი”
დისტანცია ატრაქციონებზეც უნდა დაიცვათ, არის გამონაკლისიც – სავალდებულო რეკომენდაციები
6 ივლისიდან მოიხსნა გასართობ პარკებში განთავსებულ ატრაქციონებზე აკრძალვები და მათი მუშაობა დაშვებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით. დასვენებისა და გართობის პარკებში არსებული ატრაქციონების ოპერირებისთვის რეკომენდაცია საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა 4 ივლისს დაამტკიცა და ის დღეს, 7 ივლისს, გამოქვეყნდა. ამ რეკომენდაციებით, გარდა კოლექტიური და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებისა, აუცილებელი იქნება, ვიზიტორები ატრაქციონების დასაჯდომ ადგილებზე განთავსდნენ იმგვარად, რომ დაცული იყოს …
ყალბი 100-დოლარიანების გასაღებისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე დაკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქ. თბილისში 21 (ოცდაერთი) ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა გაასაღა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული თანხის ოდენობამ ჯამში 2 100 აშშ დოლარი შეადგინა,“ – აცხადებს საგამოძიებო. უწყების ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის …
Continue reading “ყალბი 100-დოლარიანების გასაღებისთვის თურქეთის მოქალაქე დააკავეს – საგამოძიებო”
ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის შენობების გამაგრება-გაფართოებას გეგმავს
ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის ტერიტორიაზე არსებული შენობების გამაგრება-გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეისყიდის. პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შესყიდვაზე აკადემიამ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 23 ათასი ლარია. რას გეგმავს საზღვაო აკადემია – ტენდერის მიხედვით მიმწოდებელს ევალება: [checklist] კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის, ქალაქ ბათუმში, რუსთაველის ქ. N53-ში მდებარე ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ბალანსზე რიცხული ორსართულიანი შენობის [საერთო ფართობი …
Continue reading “ბათუმის საზღვაო აკადემია სასწავლებლის შენობების გამაგრება-გაფართოებას გეგმავს”
მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრისთვის 1 მილიონი დაიხარჯება
ხელვაჩაურის სოფელ აჭარისწყალში მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრი აშენდება, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 1 მილიონ 56 ათას 600 ლარია გამოყოფილი. მშენებლობაზე ტენდერი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დღეს, 6 ივლისს, გამოაცხადა. ტენდერის პირობის მიხედვით, სამუშაოები უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 12 თვეში, სამინისტროს მიერ წარდგენილი სამუშაოების შესრულების ფინანსური გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 წლის 26 …
Continue reading “მაჭახლის ეთნოსოფლის საინფორმაციო ცენტრისთვის 1 მილიონი დაიხარჯება “
სკოლის დირექტორის გათავისუფლება აჭარის განათლების მინისტრს შეუძლია – ახალი უფლებები
დღეიდან, 6 ივლისიდან, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო დამატებითი უფლებებით ისარგებლებს. სამინისტროს დებულებაში შესაბამისი ცვლილებები აჭარის მთავრობამ შეიტანა. ახალი ცვლილებით, აჭარის განათლების სამინისტრო: [checklist] გასცემს თანხმობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის №126/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-11 მუხლის მე-6 პუნქტით სამუშაო დატვირთვასთან დაკავშირებით …
თვითდასაქმებულებს არასრული დოკუმენტების განახლება 15 ივლისამდე შეუძლიათ – კომპენსაცია
საქართველოში თვითდასაქმებულებს, რომლებიც 2020 წლის 1-ელ ივლისამდე 300 ლარი კომპენსაციის მისაღებად დარეგისტრირდნენ, მაგრამ შესაბამისი დოკუმენტაცია ატვირთული აქვთ არასრულად ან არის დასაზუსტებელი, უფლება აქვთ, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა. საზღვარგარეთ თვითდასაქმებულთაგან განსხვავებით, საქართველოში თვითდასაქმებულებს ერთჯერადი კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციისას გარკვეული დოკუმენტების/ცნობების ატვირთვაც ევალებოდათ. დარეგისტრირებულ თვითდასაქმებულებს ატვირთული დოკუმენტების დაზუსტებაზე ან ახალი დოკუმენტების ატვირთვის შესახებ …
როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან – პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 ივლისის 21 საათიდან 6 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ; იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში. 6 ივლისს მოსალოდნელი ჰაერის ტემპერატურა: აჭარის სანაპირო და შიგამთიან რაიონებში – ღამით 20-25, დღისით 29-34 გრადუსი სითბო; მაღალ მთაში – ღამით 13-18, დღისით 20-25 გრადუსი სითბო; …
Continue reading “როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან – პროგნოზი”
ბათუმის ბულვარში ატრაქციონები 6 ივლისიდან ამუშავდება
ბათუმის ბულვარში მომდევნო კვირიდან ატრაქციონები ამუშავდება. ბულვარის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მიმდინარეობს ატრაქციონების მფლობელებთან შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება. „იჯარის ხელშეკრულებებს აუქციონის გარეშე, პირდაპირი წესით გავაფორმებთ და დოკუმენტაციის მოწესრიგების შემდეგ, მომდევნო კვირიდან, ბულვარის ტერიტორიაზე ყველა ატრაქციონი იმუშავებს. რაც შეეხება ბულვარის საკუთრებაში არსებულ ტრენაჟორებს და საბავშვო გასართობ ატრაქციონებს, მათით სარგებლობა უკვე დაშვებულია,“ – გვითხრეს ბულვარის პრესსამსახურში. იზოლაციისა და კარანტინის …
Continue reading “ბათუმის ბულვარში ატრაქციონები 6 ივლისიდან ამუშავდება”
გომისმთაზე მიწის რეგისტრაცია ივლისში დაიწყება და წლის ბოლოს დასრულდება – ახალი ბრძანება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 3 ივლისის ბრძანებით, გომისმთასა და კიდევ 6 დასახლებულ პუნქტში [საერთო ფართობი – 85 292 ჰა], სახელმწიფომ მიწის ნაკვეთების სისტემური რეგისტრაცია 2020 წლის ივლისში უნდა დაიწყოს და ამავე წლის ბოლოს [31 დეკემბრის ჩათვლით] დაასრულოს. სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების საკადასტრო და გრაფიკული მონაცემების მიხედვით, რომელიც მინისტრის ბრძანებას თან ერთვის, დაბა გომისმთაზე მიწის ნაკვეთების სისტემური …
კვირას ბათუმში ჰაერის ტემპერატურა +34, ზღვის წყალი კი +26 გრადუსი იქნება – პროგნოზი
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 ივლისის 21 საათიდან 5 ივლისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა სანაპირო და შიდამთიან რაიონებში იქნება: დღისით: 29 – 34 გრადუსი სითბო, ღამით: 18 – 23 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში მოსალოდნელია: დღისით: …
გადაიკეტება თუ არა ბათუმი-ხულოს მაგისტრალი ავტობანის მშენებლობის გამო მახვილაურთან
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე დასახლებებში მცხოვრებლების თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ ავტობანის მშენებლობის გამო დროებით ბათუმი-ახალციხის მაგისტრალი უნდა გადაიკეტოს. ეს მაგისტრალი ფაქტობრივად ერთადერთი გზაა, რომელიც მაღალმთიანი აჭარის მუნიციპალიტეტებს ბათუმთან აკავშირებს. მოსახლეობა ამბობს, რომ ავტომაგისტრალზე ისედაც საცობებია განსაკუთრებით დილა-საღამოს და მისი გადაკეტვის შემთხვევაში სერიოზული პრობლემა იქნება იმ მონაკვეთზე, რომელსაც დროებით ალტერნატიულ გზად განიხილავენ. „ეს „ალტერნატიული გზა“ …
მოიალაღეებს ტრანსპორტი უფასოდ შუახევშიც მოემსახურება
სამთო იალაღებზე მგზავრთა უფასოდ გადაყვანისთვის შუახევის ბიუჯეტში 33 890 ლარია გათვალისწინებული. მომსახურების შესყიდვაზე მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა, სადაც წინადადებების მიღება 8 ივლისს დაიწყება და 10 ივლისს დასრულდება. მგზავრებს ტრანსპორტი უფასოდ (გადაყვანა-გადმოყვანა) მოემსახურება შემდეგ სამთო იალაღებზე: კატრიანი, გრძელგორი, ყავრიანი, ჩირუხი, ღომა, თაგინური, ჯანჯღნარი, მერიაყელი, შედრეკილი და თეთრობი. ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საკუთრებაში ან ხელშეკრულებით მინიმუმ …
Continue reading “მოიალაღეებს ტრანსპორტი უფასოდ შუახევშიც მოემსახურება”
აგრობარათის მისაღებად ყველა თანამესაკუთრის ბანკში ერთად მისვლა საჭირო აღარაა
მიწის თანამესაკუთრეების ბანკში ყველას ერთად მისვლა აგრობარათის ასაღებად დღეიდან საჭირო აღარაა. უკვე საკმარისია ერთმა თანამესაკუთრემ ბანკში წარადგინოს ყველა თანამესაკუთრის მიერ ხელმოწერილი თანხმობის [რომ მან აიღოს ბარათი] დოკუმენტი, რომლის შინაარსისა და ხელმოწერების ნამდვილობაზეც პასუხისმგებელი იქნება თავად დოკუმენტის წარმდგენი. შესაბამისი ცვლილება პროგრამაში მთავრობამ 2 ივლისს შეიტანა. რომლის მიხედვითაც: „თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთ(ებ)ის შემთხვევაში, სუბსიდია გაიცემა ერთ-ერთ თანამესაკუთრეზე, …
Continue reading “აგრობარათის მისაღებად ყველა თანამესაკუთრის ბანკში ერთად მისვლა საჭირო აღარაა”
მთა ჩირუხში საპიკნიკე ადგილს მოაწყობენ
შუახევის მუნიციპალიტეტში, საზაფხულო იაილაზე – ჩირუხში, რომელიც ზღვის დონიდან 2148 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს „წინასწარ შერჩეულ ადგილზე (არანაკლებ 100-150 კვ.მ) უნდა მოეწყოს ეკოსტანდარტების გათვალისწინებით ავთენტური და ეკოლოგიური მასალით დამზადებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა, რომელიც შექმნის რეკრეაციულ გარემოს, სადაც იქნება როგორც კოცონის და პიკნიკის, ისე მოსასვენებელი სივრცე საქანელებით და ჰამაკებით“. აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე …
საპარტნიორო ფონდი და კერძო კომპანია სახელმწიფოს 4,6 მილიონ პირბადეს სთავაზობს
საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის პირბადეებს ყიდულობენ. ამ დროისთვის ცნობილია, რომ 4 680 000 სამედიცინო პირბადეს შპს „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსი“ სახელმწიფოს 1 146 600 ლარად სთავაზობს, ხოლო ამავე რაოდენობის არასამედიცინო პირბადეს – 950 ათას 40 ლარად. სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში არ არის მითითებული, ნიღბები სამედიცინო უნდა იყოს თუ არასამედიცინო. დოკუმენტების მიხედვით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს კონსოლიდირებული ტენდერი, ზოგადად, ნიღბების …
Continue reading “საპარტნიორო ფონდი და კერძო კომპანია სახელმწიფოს 4,6 მილიონ პირბადეს სთავაზობს”
დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 384 ათასი ლარია გამოყოფილი
ხულოს მუნიციპალიტეტმა სოფელ დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 384 232 ლარია გამოყოფილი. ახალი ადმინისტრაციული შენობა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 168 კალენდარულ დღეში უნდა ააშენოს. თუმცა არასამუშაო დღეებია: 2020 წელს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 56 დღის შემდგომი პერიოდი 2020 წლის ბოლომდე და 2021 წლის იანვარი, თებერვალი და მარტი. ტენდერში წინადადებების მიღება კი 2020 …
Continue reading “დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 384 ათასი ლარია გამოყოფილი”
როგორ მივიღო კომპენსაცია, 300 ლარი? – პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე
მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ დაადგინა, რომ უცხოეთში თვითდასაქმებულები ერთჯერადი კომპენსაციის სახით 300 ლარს მიიღებენ, ასობით მოქალაქე აცხადებს, რომ ვებგვერდზე რეგისტრაციას ვერ ახერხებს. არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა „ბათუმელებს“ – ისინი ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე დარეგისტრირებაში დახმარებას ითხოვენ და აქვთ სხვა კითხვებიც, რომლებიც კომპენსაციის მიღებას უკავშირდება. „ბათუმელებმა“ მოქალაქეებისგან ორი დღის განმავლობაში შემოსული ყველა კითხვა დაუსვა დასაქმების ხელშეწყობის …
Continue reading “როგორ მივიღო კომპენსაცია, 300 ლარი? – პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე “
1,9 მილიონი შემოსავალი უკანონოდ მოპოვებული ხრეშით – საგამოძიებომ 5 პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების, ქონების მესაკუთრის მოტყუებით დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავეს. „გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ინერტული მასალის რეალიზაცია, უკანონოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეშის წარმოშობის წყაროს დაფარვისა და მასზე საკუთრების უფლების შენიღბვის მიზნით, მათ გამგებლობაში არსებული, აჭარის …
Continue reading “1,9 მილიონი შემოსავალი უკანონოდ მოპოვებული ხრეშით – საგამოძიებომ 5 პირი დააკავა”
მაჟორიტარები: ბათუმი -1, ქობულეთი/მახინჯაური -1, ხელვაჩაური, ქედა, შუახევი და ხულო -1
საქართველოს კონსტიტუციური კანონით „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა 29 ივნისს დაამტკიცა, საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული სისტემით არჩეული 30 პარლამენტის წევრისაგან. შესაბამისად, აქამდე 75 მაჟორიტარული ოლქისა, იქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი 2020 წლის 29 ივნისისთვის მოქმედი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად. [toggle title=”ყველა ოლქის საზღვრები შეგიძლიათ იხილოთ …
საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 18.3 მილიარდი აშშ დოლარია – სები
ეროვნული ბანკის [სებ] ინფორმაციით, საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 18.3 მილიარდი აშშ დოლარი (60.1 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 103.7 პროცენტია. მთლიანი საგარეო ვალიდან: [checklist] სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 7.8 მილიარდი აშშ დოლარი (25.6 მილიარდი ლარი), რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 5.7 მილიარდი აშშ დოლარი (18.7 მლრდ ლარი), ეროვნული …
Continue reading “საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 18.3 მილიარდი აშშ დოლარია – სები”
ვინ არ ექვემდებარება იზოლაციას/კარანტინს საქართველოში შემოსვლისას
მთავრობის 29 ივნისის დადგენილებით, საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან: [checklist] საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები; საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას. [/checklist] ამასთან, საქართველოში შემოსვლისას, საზღვარგარეთის ქვეყნებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრებმა სასაზღვრო პუნქტებზე უნდა წარადგინონ ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR …
Continue reading “ვინ არ ექვემდებარება იზოლაციას/კარანტინს საქართველოში შემოსვლისას”