რუსული და უკრაინული მხარეები დღევანდელი, 21 მარტის მონაცემებით, სამხედრო დანაკარგების შესახებ აქვეყნებენ ინფორმაციას.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსული მხარის დანაკარგები ჯამში ომის დაწყებიდან 21 მარტის ჩათვლით ასეთია:
- ძირითადი შემადგენლობა – 15 000 ადამიანი
- ტანკი – 498 ერთეული
- საბრძოლო ჯავშანტექნიკა / APV – 1535 ერთეული
- საარტილერიო სისტემა – 240 ერთეული
- ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა РСЗВ / MLRS – 80 ერთეული
- საზენიტო საბრძოლო სისტემა – 45 ერთეული
- თვითმფრინავი – 97 ერთეული
- ვერტმფრენი – 121 ერთეული
- საავტომობილო მანქანა – 969 ერთეული
- გემი/ნავი – 3 ერთეული
- საწვავის ავზი – 60 ერთეული
- უპილოტო საფრენი აპარატი – 24 ერთეული
- სპეციალური ტექნიკა/აღჭურვილობა – 13 ერთეული
უკრაინული მხარის ინფორმაციით, მონაცემები განახლებადია და მუდმივად ზუსტდება, რასაც ართულებს ინტენსიური საომარი მოქმედებები უკრაინაში.
რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით კი, 21 მარტის მონაცემებით, გასულ ღამეს რუსულმა ოპერატიულ-ტაქტიკურმა და სამხედრო ავიაციამ გაანადგურა უკრაინელების:
- სამხედრო ობიექტი – 44 ერთეული, მათ შორისაა, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემის ორი პუნქტი, რომლებიც, რუსული მხარის ხაზგასმით, დასახლებულ ადგილებში, ნალივაიკოვკასა და ზოლოჩევაში იყო განთავსებული.
- Buk M-1 საზენიტო სარაკეტო სისტემა – 6 ერთეული
- საარტილერიო იარაღი Msta-B – 3 ერთეული (ვიშგოროდის რაიონში)
- საწყობი – 4 ერთეული
- სარაკეტო, სარტილერიო იარაღი და საბრძოლო მასალა
- სამხედრო ტექნიკის საწყობი – 23 ერთეული
- უპილოტო საფრენი აპარატი – 2 ერთეული
რუსეთის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, 21 მარტის ჩათვლით, რუსულმა მხარემ გაანადგურა უკრაინის:
- უპილოტო საფრენი აპარატი – 216 ერთეული
- საზენიტო-სარაკეტო სისტემა -180 ერთეული
- ტანკი – 1506 ერთეული
- მრავალჯერადი სარაკეტო სადგური – 152 ერთეული
- საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი – 592 ერთეული
- სპეციალური სამხედრო მანქანა – 284 ერთეული
რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე:
მარიუპოლი ულტიმატუმს არ დათანხმდა – ბრძოლა გრძელდება






