ბერძნული კატარღის მეთაური, რომელმაც ასობით დევნილის სიცოცხლე გადაარჩინა

მარია კონტი, საბერძნეთის სასაზღვრო კატარღის მეთაური, 14 იანვარს საბერძნეთის მთავრობამ ეგეოსის ზღვაზე რთულ სამუშაო პირობებში საქმიანობისთვის დააჯილდოვა. ახალგაზრდა ქალი მსახურობს კატარღა ILC 602 -ზე, რომელიც ეგეოსის ზღვაზე, საბერძნეთის საზღვარზე პატრულირებს, იმ მონაკვეთში, სადაც ხშირად ხვდებიან სირიელი დევნილები, რომლებიც ომს, სისასტიკესა და უკუდურეს სიღარიბეს გაექცნენ. მარიამ ოთხი წლის განმავლობაში ასობით დევნილის გადარჩენა შეძლო. მარია კონტიზე ბერძნულ …

ობი კედლებზე და ჭერიდან ჩამოსული წყალი მუზეუმში – რაში დაიხარჯა 182 ათასი ლარი ბიუჯეტიდან

ბათუმში ძმები ნობელების მუზეუმის ახალი ფლიგელის მშენებლობა 2019 წლის მაისში დასრულდა, თუმცა მიშენება ხელახლა გასაკეთებელია. ორსართულიან, შემინულ კონსტრუქციაში, რომლის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 182 ათასი ლარი დაიხარჯა, კედლები დაობებულია და ჭერიდან წყალი ჩამოდის. ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესასყიდად აჭარის მუზეუმმა 2018 წლის სექტემბერში გამოაცხადა, რომელშიც „მშენებელთა ჯგუფმა“ გაიმარჯვა. დოკუმენტების მიხედვით, კომპანიამ სამუშაოების შესრულება 190 264 ლარად იკისრა, თუმცა …

„რვაფეხა“ იხსნება – კაფეს „ჰილტონის“ მფლობელი კომპანია მართავს

ბათუმის ბულვარმა ზღვისპირა პარკში მდებარე 2053 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული „რვაფეხას“ [იგივე კაფე „ფანტაზია“] შენობა იჯარის წესით სასტუმრო „ჰილტონს“ გადასცა. „რვაფეხა“ კომპანია „ტურ ინვესტის” დროებით მფლობელობაში გადავა, რომელსაც  “რვაფეხას” მომიჯნავედ სასტუმრო „ჰილტონს“ ფლობს. აუქციონზე იჯარის წლიური საწყისი თანხა 150 000 ლარს შეადგენდა, ხოლო აუქციონის დასრულების შემდეგ წლიური საიჯარო თანხა 154 500 ლარით განისაზღვრა. …

„მინისტრის განცხადება ანტივაქსერული კამპანიის ხელშემწყობია“ – ასოციაცია „ბროწეული“

ასოციაცია „ბროწეული“  საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას გრიპის ვაქცინებთან დაკავშირებით, ანტივაქსერულ მოწოდებად მიიჩნევს. დღეს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ გრიპის ვირუსი ყოველ წელს ყველა ქვეყანაშია და „ჩვენც როგორმე გადავიტანთ“. ასევე, მან თქვა, რომ გრიპზე ვაქცინაცია პანაცეა არ არის და გრიპზე სავალდებულო პროფილაქტიკური ვაქცინაცია საჭირო არ არის. „ასოციაცია ბროწეული გმობს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებას და …

ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი თბილისში გადაიყვანეს

სამი წლის ბავშვი, რომელიც 23 დეკემბერს ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავდა, ბათუმის იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. „ბავშვი უკვე სტაბილური იყო და გადავიყვანეთ თბილისში. მისი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ბათუმის იაშვილის კლინიკაში. ავარია ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელ გზაზე 23 დეკემბერს მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც …

ქართველ ქალს, რომელმაც ბავშვი სანაგვეში გადააგდო, სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა

ბერძნული მედიის ცნობით, 24 წლის ქართველ ქალს, რომელმაც 18 დეკემბერს საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში, ბავშვი ნაგავში გადააგდო, საბერძნეთში სასამართლომ შინაპატიმრობა შეუფარდა. ახალგაზრდა ქალი სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მეგობრის სახლში რჩება და მას გარეთ გასვლა აკრძალული აქვს. პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა დაუდევრობით მკვლელობის მცდელობისათვის. შემთხვევა ქალაქ კალამატაში 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც ნაგავს ყრიდა. …

ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული ბავშვი კომაშია

სამი წლის ბავშვი, რომელიც გუშინ, 23 დეკემბერს ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავდა, კომატოზურ მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა მძიმეა. „იმყოფება მართვით სუნთქვაზე, მკურნალობას განაგრძობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, არის კომატოზურ მდგომარეობაში, მიმდინარეობს მონიტორინგი და მკურნალობა. გუშინ მას ჩაუტარდა ნეიროქირურგიული ჩარევა, ბავშვს ასევე აღენიშნებოდა მუცლის დახურული ტრავმა და მოტეხილობები ქვედა კიდურების არეში,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ …

ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა – ქალი თავისა და მუცლის ტრავმებით კლინიკაში გადაიყვანეს

ავტოავარია მოხდა ბათუმში დღეს, 23 დეკემბერს, დაახლოებით დილის 11 საათზე. მაიკოვსკის ქუჩაზე ფეხით მიმავალ ქალს ავტომანქანა დაეჯახა. ქალი შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა. „მდგომარეობა მძიმეა, არის თავისა და მუცლის ტრავმები, სავარაუდოდ მოტეხილია ქვედა კიდურიც. უკონტაქტოა და აპარატზე იქნა აყვანილი,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში. შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის …

ქალს, რომელმაც საბერძნეთში შვილი ნაგავში გაადააგდო, პროკურატურამ ბრალი წაუყენა

24 წლის ახალგაზრდა ქალს საქართველოდან, რომელმაც საკუთარი ჩვილი ნაგავში გადააგდო საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში, პროკურატურამ ბრალი წაუყენა დაუდევრობით მკვლელობის მცდელობისათვის. „იგი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, გამუდმებით ტირის და ნანობს, რაც ჩაიდინა,“ – განაცხადა ახალგაზრდა ქალის ადვოკატმა ჟურნალისტებთან. მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ქალი ნანობს თავის საქციელს, ამბობს, რომ ბავშვი გადააგდო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფმა, …

ლიბიის ციხეში გატარებული ორი წლის შემდეგ ქართველი მეზღვაურები სახლში დაბრუნდნენ

ორი წლის წინ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურები გენადი კომახიძე და რომან კაკალაძე საქართველოში დაბრუნდნენ.  მეზღვაურებს თბილისში ოჯახის წევრები, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დახვდნენ, მოგვიანებით კი მეზღვაურები ცერემონიების სასახლეში ადვოკატთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს, სააგენტოს დირექტორს თამარ იოსელიანს და იმ ელჩებს შეხვდნენ, ვინც მათ გათავისუფლებაში მონაწილეობდნენ. ტანზანიის …

„არავინ მყავს, ვინც დამეხმარებოდა“ – რას ამბობს დედა, რომელმაც ჩვილი ნაგავში გადააგდო

ახალგაზრდა ქალი, რომელმაც გუშინ, 18 დეკემბერს, საბერძნეთში, კალამატაში საკუთარი ჩვილი ბავშვი ნაგავში გადააგდო, ამბობს, რომ ამ მოქმედების მიზეზი მისი უკიდურესი სასოწარკვეთა იყო. „სასოწარკვეთილი ვიყავი, არავინ მყავდა, ვინც დამეხმარებოდა, მარტო ვარ“, – განაცხადა ქალმა, რომელიც, ბერძნული მედიის ცნობით, წარმოშობით საქართველოდანაა. იგი პოლიციამ იმავე დღეს, მეგობრის სახლში დააკავა. შემთხვევა ქალაქ კალამატაში 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. დაახლოებით დილის …

ბათუმში დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია ჩაუტარდა – მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა

ბათუმში 18 დეკემბერს დაჭრილ პოლიციელს ოპერაცია ჩაუტარდა. „ოპერაცია დასრულდა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ბოლო მონაცემებით პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ცივი იარაღით ჭრილობა ყელის არეში დღეს, 18 დეკემბერს, მიაყენეს. ბრალდებული დაკავებულია, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ბრალდებული დაჭრილი …

“დღეს სირცხვილია სახლში ჯდომა” – მდუმარე აქცია ევროპის მოედანზე

ბათუმში, ევროპის მოედანზე, მდუმარე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა პლაკატებით და დუმილით გააპროტესტეს 15 წლის მოზარდის დაღუპვა. “დღეს სირცხვილია სახლში ჯდომა, როცა ასეთი რამ ხდება ქვეყანაში,” – ამბობენ აქციის მონაწილეები. 15 წლის ლუკა სირაძე 17 დეკემბერს გარდაიცვალა. არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა  11 დეკემბერს სცადა, ის რამდენიმე დღე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მოზარდმა თვითმკვლელობა საგამოძიებო ორგანოს …

„არავინ იცის, ხვალ ვინ იქნება მსხვერპლი“ – სოლიდარობა და პროტესტი ბათუმში

„ეს არის სოლიდარობაც და პროტესტიც“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ სოფიო ბერიძემ, ორგანიზაცია „ალტერნატივას“ წევრმა, დღეს, 18 დეკემბერს, ბათუმის უნივერსიტეტთან გამართულ აქციაზე. აქციის წევრები უნივერსიტეტთან პლაკატებით მივიდნენ, მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც და მოსწავლეებიც. „ნიშანდობლივია, რომ ჩვენ დღეს სკოლის მოსწავლეებიც შემოგვიერთდნენ. ძალიან მძიმე დღე გაგვითენდა ქვეყანაში და არ მინდა ასეთი დღეები გვითენდებოდეს. მთავარი სათქმელი აქ მაქვს“ – გვითხრა …

საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, დედა, რომელმაც ჩვილი ნაგვის ურნაში გადააგდო

საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში, პოლიციამ დააკავა საქართველოს მოქალაქე, 25 წლის ქალი, რომელმაც, ბერძნული მედიის ცნობით, ნაგვის ურნაში რამდენიმე დღის ჩვილი, საკუთარი შვილი გადააგდო. შემთხვევა კალამატაში დღეს, 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ბერძნული მედიის ცნობით, ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც დილით ნაგავს ყრიდა. მან ნაგვის ბუნკერში, ჩანთაში ახალშობილი იპოვა და პოლიციას აცნობა. ახალშობილი ბიჭია. იგი კალამატას საავადმყოფოში …

#ბოდიშილუკა – სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების აქცია ბათუმში

დღეს, 18 დეკემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  სტუდენტები, მოსწავლეები და არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები აქციაზე შეიკრიბნენ. აქცია ერთდროულად იყო სოლიდარობის და საპროტესტო. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ დღეს ქუჩაში დადგნენ იმიტომ, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს და რომ “სისტემა უნდა დაინგრეს”. “ვის უნდა დაურეკო მაშინ, როცა პოლიცია გკლავს?”, “გუშინ შენი შვილიც მოკლეს”, “მშიშარაა, ვინც ფიქრობს რომ ცხოვრება მშვენიერია”, “სისტემა …

3 ადამიანი დაშავდა ავარიის შედეგად ქობულეთის შემოვლით გზაზე

დღეს, 17 დეკემბერს, საღამოს, ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შს სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა. ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი დათვალიერების შედეგად მათ ზედაპირული ტრავმები აღენიშნებოდათ. დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც …

ბერძნული მედია: დააკავეს ქართველი, რომელმაც ქუჩაში იარაღიდან 3 კაცს ესროლა

ბერძნული მედიის ცნობით, ორშაბათს, 16 დეკემბერს, ქალაქ თესალონიკის ცენტრში, ქუჩაში, პოლიციამ დააკავა კაცი ხელში დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით. თვითმხილველების თქმით, იგი სამ პირს მისდევდა და რამდენჯერმე გაისროლა კიდეც, თუმცა არავინ დაშავებულა, უცხო პირები კი, რომლებსაც ის მისდევდა, მიიმალნენ. თესალონიკის პოლიციის ცნობით,  სამი ადამიანის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული მამაკაცი 58 წლისაა.

ნოემბერში საქართველოში ყველაზე მეტი ადამიანი სომხეთიდან შემოვიდა

2019 წლის ნოემბერში საქართველოში ყველაზე მეტი, 177 400 პირი სომხეთიდან შემოვიდა – ასეთია შს სამინისტროს მონაცემები. ეს 19 პროცენტით მეტია გასული წლის ამავე თვის მონაცემებზე. შს სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ნოემბერში საქართველოში ყველაზე მეტი პირი შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან: სომხეთი – 177 400   აზერბაიჯანი – 149 396 თურქეთი – 98 483 რუსეთი – 92 428 [7-პროცენტიანი კლება …

ვინ მიიღო წელს იაკობ გოგებაშვილის ლიტერატურული პრემია – გამარჯვებულების სია

დღეს, 16 დეკემბერს, თბილისში, მწერალთა სახლში, ცნობილი გახდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის გამარჯვებულების ვინაობა. წელს პრემიის გამარჯვებულები არიან: საუკეთესო პოეტური წიგნი – გივი ჩიღვინაძე „მთების და ტყეების ამბები“, გამომცემლობა „ცისიერი“ საუკეთესო პროზაული წიგნი ყველაზე პატარებისთვის, 3 – 6 წელი – თეა თოფურია, სონია ელიაშვილი „წყალდიდობა ზოოპარკში“, გამომცემლობა Edition Orient პატარებისთვის, 7 …

მეკობრეების მიერ მძევლად აყვანილი ქართველი მეზღვაური თავისუფალია

ბერძნული დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Elka Aristotle-დან მძევლად აყვანილი ქართველი, ბერძენი და ფილიპინელი მეზღვაურები მეკობრეებმა გაათავისუფლეს – ინფორმაციას ამის შესახებ გემის მფლობელი კომპანია ავრცელებს. კომპანიის ცნობით, გათავისუფლებულია ეკიპაჟის მძევლად აყვანილი სამი წევრი, მათ გაიარეს სამედიცინო ექსპერტიზა და ამჟამად აძლევენ ჩვენებას ადგილობრივ ხელისუფლებას, რის შემდეგად შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას. კომპანიის ცნობით, მათი ოჯახები ინფორმირებულნი არიან მეზღვაურების გათავისუფლების …

ხვალ ბათუმში „ხმის მიცემის შაბათი“ და ფრანების შოუ გაიმართება – „შენი იდეა ბათუმს“

14 დეკემბერს, შაბათს, თანამედროვე ხელოვნების სივრცეში პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ – „ხმის მიცემის შაბათი“ გაიმართება. ღონისძიება 11 საათზე დაიწყება და 2 ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი სრულად დაეთმობა ხმის მიცემის ეტაპზე გადასულ იდეებს. იდეების ავტორები აუდიტორიის წინაშე თავად მოახდენენ იდეების პრეზენტაციას. მეორე ნაწილში კი პროექტის მონაწილებითი ბიუჯეტის განხორციელებასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტები განიხილება. მოწვეულ სპიკერებთან ერთად …

პრეპარატი, რომლის სუნის გამოც პარლამენტის სხდომა შეწყდა, ცხოველებისთვის გამოიყენება

დღეს, 12 დეკემბერს, პარლამენტის შენობაში დაღვარეს სითხე, რომელმაც ისეთი ცუდი სუნი დააყენა, რომ სხდომა შეწყდა და რამდენიმე დუპუტატი შეუძლოდ გახდა. პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფიც გამოიძახეს, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ „სავარაუდოდ, ესაა ქიმიური შეტევა პარლამენტზე“. მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ აცხადებს, რომ სითხე, რომელმაც პარლამენტში მძაფრი სუნი დააყენა, პრეპარატი -АСД-2Ф -ია. საპროტესტო ხსნარი უვნებელი და უსაფრთხოა – …

ბათუმის საბავშვო ბაღის აღსაზრდელი ვირუსული მენინგიტის ნიშნებით თბილისში გადაიყვანეს 

ბათუმის #14 საბავშვო ბაღში სავარაუდოდ ვირუსული მენინგოენცეფალიტის შემთხვევა დაფიქსირდა, 3 წლის ბავშვი მშობლებმა თბილისში გადაიყვანეს. საბავშვო ბაღში უკვე იმყოფებოდნენ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტები. ცენტრის უფროსის მოადგილე, ნონა ეფაძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, 3 წლის ბავშვის მდგომარეობა დღეს გაუმჯობესდა. „სავარაუდოდ დასმულია ვირუსული მენინგოენცეფალიტის დიაგნოზი, ანუ საუბარია ვირუსულ მენინგიტზე. დიაგნოზის დაზუსტება მიდის, რა დიაგნოზიც ბათუმში …

ეკრანთან გატარებული დრო ბავშვის განვითარებას აფერხებს – კვლევები და რეკომენდაცია

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ბავშვებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ეკრანთან, ტვინის იმ უბნებში, რომლებიც დაკაშირებული არიან ენობრივ და კოგნიტურ უნარებთან, თეთრი ნივთიერების მთლიანობა ნერვული იმპულსის სისწრაფეზე დაბალი აქვთ. კვლევა, რომლის ავტორებიც ცინცინატის [აშშ] საბავშვო ჰოსპიტალის მკვლევრები არიან, 2019 წლის ნოემბერში გამოქვეყნდა ჟურნალში JAMA Pediatrics. გამოკვლეული იქნა 3-დან 5 წლამდე 47 ჯანმრთელი ბავშვი, რომელთაც ჩაუტარდათ MRI-სკანირება …

შეიქმნა კომისია, რომელიც აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატებს შეარჩევს

აჭარის უმაღლეს საბჭოში შეიქმნა კომისია, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს კანდიდატები უნდა შეარჩიოს და წარუდგინოს უმაღლეს საბჭოს. შესარჩევ კომისიაში არიან: გიორგი მგელაძე [ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი], ნათია კუპრაშვილი [ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი], თამარ მამეიშვილი [EECMD-ეს რეგიონალური კოორდინატორი], მანანა შარაშიძე [ხელოვნების, კულტურის, სპორტისა და მასმედიის პროფესიული კავშირის აჭარის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარე], ლევან …

ქვეყანას აქვს პოლიტიკა, რომ ჩვენ ისევ მივებათ რუსეთს – რას გეგმავს მამუკა ხაზარაძე   

8 დეკემბერს „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბათუმში იმყოფებოდა მხარდამჭერებთან შესახვედრად. ის ამბობს, რომ „ლელოს“ გუნდის პრეზენტაცია აჭარაში მალე გაიმართება, თუმცა ჯერ კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს. პოლიტიკაზე საუბრისას ხშირად იშველიებს მაგალითებს საკუთარ ბიზნესგამოცდილებიდან და ხაზსს უსვამს, რომ დღეს ქვეყნის განვითარების „ხედვა“ არ არსებობს. „ბათუმელებმა“ მამუკა ხაზარაძეს რამდენიმე საკითხზე დაუსვა შეკითხვა. ბატონო მამუკა, რას უკავშირდება თქვენი ყოფნა …

მამუკა ხაზარაძე: არ შეიძლება ქვეყნის მომავალი ააწყო კაზინოებსა და აზარტულ თამაშებზე

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში კაზინოებისა და ონლაინთამაშების მიმართულებით კანონმდებლობა უნდა გამკაცრდეს. იგი ამბობს, რომ ეს ბიუჯეტში თანხის მოზიდვის იოლი გზაა, რომელიც ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას ხელს არ შეუწყობს. „მე ვფიქრობ, რომ ერთი-ერთი დიდი პრობლემა არის კაზინოების თემა. შეიძლება თვლიან, რომ ეს არის ტურიზმის მოზიდვის წყარო, მაგრამ ამავე დროს ამას აქვს ძალიან დიდი …

10 წელში შეიძლება ბინების ნახევარზე მეტი დაკეტილი იყოს – ხაზარაძე ბათუმის განაშენიანებაზე 

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ბათუმსა და თბილისში ქაოსური მშენებლობების მთავარი მიზეზი ხედვის არარსებობა და პრობლემის გადაწყვეტის მოკლე გზაა, რაც არაეფექტურია. მამუკა ხაზარაძე დღეს ბათუმში იმყოფებოდა, „ბათუმელებმა“ მას სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე დაუსვა შეკითხვა, მათ შორის, ბათუმის განაშენიანებასა და „ბათუმი რივიერას“ პროექტზეც. „ჩემთვის არგუმენტი არ არის, ისტორიულ უბანს სახე შევუცვალოთ იმიტომ, რომ აქ უნდა …

ესტონური სკოლები ევროპაში საუკეთესოა – საქართველო ბოლოდან მერვე ადგილზეა

ესტონეთმა სასკოლო განათლების რეინტინგში პირველი ადგილი დაიკავა ევროპაში და მეხუთე – მსოფლიოში – წერს „ბიბისი“ PISA-ს ახალ რეიტინგზე დაყრდნობით. PISA [მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა] კვლევას სამ წელიწადში ერთხელ ატარებს და ესტონეთი ამ რეიტინგის გამარჯვებული ევროპის მასშტაბით 2015 წლის შემდეგ მეორედ გახდა. ესტონურმა სასკოლო განათლებამ ევროპაში პირველი ადგილი დაიკავა სამივე კატეგორიაში: კითხვა, მათემატიკა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები. …

ესტონელი მომღერალი „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსზე საქართველოზე მღერის [კლიპი]

ესტონელი მომღერალი ეგერტ მილდერი „ევროვიზიის“ შესარჩევ კონკურსზე საქართველოზე სიმღერით წარსდგება. კონკურსი ესტონეთში თებერვალში გაიმართება, ეგერტ მილდერი ამ კონკურსის ერთ-ერთი მონაწილეა 24 კონკურსანტიდან. კონკურსში გამარჯვებული უკვე ესტონეთს წარადგენს ევროვიზიაზე. Georgia (On My Mind) – ასე ეწოდება სიმღერას, რომლის კლიპიც საქართველოშია გადაღებული. მომღერალი 3 წლის განმავლობაში ცხოვრობდა საქართველოში „ეს არის ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტად შეცვალა ჩემი ცხოვრება. …

გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდი აჭარის ტელევიზიის ახალი დირექტორისგან ბოდიშს ითხოვს

3 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის გადაცემა „ჰეშთეგი“ გადაცემის ჯგუფმა განცხადებით დაიწყო. „ჰეშთეგის“ განცხადებით, 3 დეკემბერს შედგა შეხვედრა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ახალ დირექტორთან, გიორგი კოხრეიძესთან, რომელმაც „ჰეშთეგი“ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. „გიორგი კოხრეიძესთან შეხვედრის მიზნად ჩვენ წარმოგვედგინა იმ გარემოზე საუბარი, რომელიც ტელევიზიაშია შექმნილი და რომელიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდეს ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობას. შეხვედრაზე დირექტორმა გადაცემა ჰეშთეგს ბრალი …

საია: მოვუწოდებთ აჭარის ტელევიზიის დირექტორს უზრუნველყოს სარედაქციო დამოუკიდებლობა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი მოვალეობის შემსრულებლის, ამჟამად დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ აჭარის ტელევიზიის ახლმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ მას სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორება მოსთხოვა და ტელევიზიის სხვა ჟურნალისტების მიმართ აგრესია გამოიჩინა. ამავე თემაზე: ჟურნალისტი ნათია ზოიძე: თუ არ ჩამოვშორდები სარედაქციო პოლიტიკას, დირექტორი დევნით მემუქრება საია …

წელს საქართველოში აივ/შიდსის 594 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, 2019 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, გამოვლინდა აივ/შიდსის 594 ახალი შემთხვევა. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია აივ/შიდსის 8028 შემთხვევა, მათგან 6023 მამაკაცია და 2005 – ქალი. 888 აივ ინფიცირებული აჭარაში ცხოვრობს. აივ ვირუსის გადაცემის ყველაზე მეტი შემთხვევა [48 პროცენტი] ჰეტეროსექსუალური კონტაქტისას მოხდა, მეორე ადგილზეა ინექციური ნარკომანია – 38,2 პროცენტი. 0,7 …

ავარია ბათუმში – საავადმყოფოში გადაყვანილია 2 მცირეწლოვანი ბავშვი

ავტოავარია მოხდა დღეს, 29 ნოემბერს, ბათუმში, 23-ე სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, მათ შორის ორი – 10 თვის და 1 წლის ბავშვები არიან, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვებს გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნებათ, თუმცა მათზე მონიტორინგი გრძელდება. ასევე, ავარიის ადგილიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ერთი კაცი გადაიყვანა თავის …

„ზოგი მიუნხენში იმუშავებს, ზოგი – ქუთაისში“- რა თქვა ივანიშვილმა

27 ნოემბერს ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემა „სვოტ ანალიზში“ საქართველს ექსპრემიერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. „ბათუმელები“ მოკლედ გთავაზობთ ინტერვიუს მთავარ აქცენტებს. „დრამატული არაფერი მომხდარა“ ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებით არაფერი დრამატული არ მომხდარა: “რომ შევაფასოთ სიტუაცია, რა თქმა უნდა, არაფერი დრამატული არ მომხდარა. განსხვავებულად აღიქვამენ …

Exit mobile version