მთავარი,სიახლეები

მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსი და საპატრიარქოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე აღარ იქნება

28.10.2019
მეუფე იაკობი ქორეპისკოპოსი და საპატრიარქოს ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარე აღარ იქნება

28 ოქტომბერს საპატრიარქოს ვებგვერდზე ილია მეორის ბრძანება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც მთავარეპისკოპოსი იაკობ იაკობიშვილი გათავისუფლებულია საპატრიარქოს კათოლიკოს პატრიარქის ქორეპისკოპოსის და საფინანსო-ეკონომიკური საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობებიდან.

ბრძანება

დღეს, 28 ოქტომბერს, შეხვედრა იყო საპატრიარქოში. ამ  შეხვედრის შემდეგ მეუფე იაკობმა განაცხადა, რომ იგი ქორეპისკოპოსის, იმავე პატრიარქის თანაშემწის პოზიციას ტოვებს.

იაკობის გადადგომას წინ უსწრებდა მისი განცხადებები, რომელთა მიხედვითაც ხელისუფლების მაღალჩინოსნები ილია მეორის გადაყენებაში თანამონაწილეობას სთხოვდნენ.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სუს-ის უფროსი ვახტანგ გომელაური და იმდროინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია მას პატრიარქის გადაყენებაში დახმარებას სთხოვდნენ.

„კვირიკაშვილი, ვახო [გომელაური] და გიორგი გახარია მეჩალიჩებოდნენ იმაზე, რომ პატრიარქი გვინდა გადავაყენოთ და შიო [მუჯირი, პატრიარქის მოსაყდრე] დავაყენოთ პატრიარქადო. მე ვუთხარი, ბიჭო, თქვენ ვინ გეკითხებათ მაგას, ეკლესიამ თვითონ იცის და ცოცხალი პატრიარქის წინააღმდეგ როგორ მიდიხართ-თქო”, – თქვა მან.

მეტი ამ თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/401258/

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: