მთავარი,სიახლეები

დიდ ბრიტანეთში დასაქმების დაპირება 36 906 ლარის სანაცვლოდ – რა გადაწყვიტა სასამართლომ

28.10.2019
დიდ ბრიტანეთში დასაქმების დაპირება 36 906 ლარის სანაცვლოდ – რა გადაწყვიტა სასამართლომ

პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილ თაღლითობაში ბრალდებული ორი პირი – თ.ა. და კ.ტ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, 2018 წლის ივლისში, თ.ა.-მ და მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა კ.ტ.-მ, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებისა და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრების მსურველი ექვსი მოქალაქე დაარწმუნეს, რომ თითქოსდა შეეძლოთ სამუშაო ვიზების მიღების უზრუნველყოფით, ისინი დიდ ბრიტანეთში წაეყვანათ და დაესაქმებინათ.

დაზარალებულების ნდობის მოპოვების შემდეგ, 2018 წლის ივლისსა და აგვისტოში, თ.ა. და კ.ტ. მოტყუებით დაეუფლნენ დაზარალებულების დიდი ოდენობით თანხას, საერთო ჯამში – 36 906 ლარს.

სამართალდამცველებმა თ.ა. და კ.ტ. 2019 წლის 17 იანვარს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

მათ ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თ.ა. და კ.ტ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე:

Rewriting 2008 07.08.2026
Rewriting 2008