მთავარი,სიახლეები

თუ ბავშვს სწავლა უჭირს, ეს შესაძლოა არა სიზარმაცის, არამედ ტყვიით მოწამვლის შედეგი იყოს

22.10.2019 • 4458
თუ ბავშვს სწავლა უჭირს, ეს შესაძლოა არა სიზარმაცის, არამედ ტყვიით მოწამვლის შედეგი იყოს

ტყვია ტოქსიკური მეტალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ქერქში. მის ფართოდ გამოყენებას შედეგად მოჰყვა გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება.

ყველაზე დაუცველი ტყვიით მოწავმლის დროს ბავშვები არიან, რადგან მათი ნერვული სისტემა განვითარების პროცესშია და ამიტომ 4-5-ჯერ უფრო მგრძნობიარენი არიან, ვიდრე მოზრდილები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს: გონებრივი ჩამორჩენა; სწავლის უნარის დაქვეითება და ქცევითი პრობლემები.

ოქტომბერში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება. წელს კვირეული 20-26 ოქტომბერს მიმდინარეობს სლოგანით – „აკრძალე ტყვია საღებავებში“.

ტყვია აზიანებს ტვინს, თირკმლებს, ღვიძლს, გულ–სისხლძარღვთა სისტემასა და რეპროდუქციულ სისტემას 

ზრდასრულებში ტყვიის ზემოქმედება ზრდის გულის იშემიური დაავადებისა და ინსულტის  განვითარების რისკს, ორსულებში კი ტყვიის ზემოქმედება აზიანებს სხვადასხვა ორგანოს და ასევე, გავლენას ახდენს ნაყოფის განვითარებაზე.

[gray_box]როგორ ხვდება ტყვია ადამიანის ორგანიზმში[/gray_box]

ტყვია ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს ტყვიის შემცველი საღებავების წარმოების პროცესში გამომუშავებული ნაწილაკების შესუნთქვით, ტყვიისშემცველი ისეთი ნივთების გამოყენებით, როგორიცაა: ტყვიისშემცველი საღებავებით დამუშავებული კერამიკა, კოსმეტიკა და ხალხური სამედიცინო საშუალებები.

საღებავები, რომელთაც იყენებენ საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის – სახლების ფასადის, შიდა კედლების, ავეჯის, სათამაშოების შესაღებად, სხვადასხვა დოზით შეიცავს ტყვიას.

ბავშვებში ტყვიით მოწამვლას იწვევს ტყვიის შემცველი საღებავებით შეღებილი სათამაშოების ღეჭვა, შეღებილი საწოლების მოაჯირების პირით შეხება, საღებავის მტვრის შესუნთქვა და ა.შ.

დაძველებასთან ერთად საღებავი იშლება, გამოყოფს ტყვიის შემცველ მტვერს, რომელიც აბინძურებს გარემოს და ადვილად აღწევს ბავშვის ორგანიზმში თამაშის, დაბინძურებული ხელების ან სათამაშოს პირში ჩადებისას.

ძველი სახლები, რომელთა კედლები შეღებილია ტყვიის შემცველი საღებავით, სკოლამდელი ასაკის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის მატების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად რჩება.

ტყვია ასევე აღმოჩენილია სასმელ წყალში, რომელიც მოედინება ტყვიის შემცველი ნიადაგიდან, სადაც იგი ხვდება ავტომობილების გამონაბოლქვიდან.

[gray_box]როგორ ვლინდება ტყვიით მოწამლა ბავშვებში[/gray_box]

თუ ბავშვს სწავლა უჭირს, ეს შესაძლოა არა სიზარმაცის, არამედ ტყვიით მოწამვლის შედეგი იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, სწავლის უნარის დაქვეითება ბავშვებში ტყვიით მოშხამვასთან დაკავშირებული ერთ-ერთი ძირითადი სიმპტომია სხვა, ისეთ სიმპტომებს შორის, როგორიცაა:

[checklist]

  • დაბალი მაჩვენებლები ინტელექტის შეფასების ტესტებში
  • ზრდისა და განვითარების პროცესის დარღვევა
  • ყურადღების კონცენტრაციის პრობლემები
  • მეტყველების პრობლემები
  • დაბალი აკადემიური მოსწრება სკოლაში
  • კოორდინაციის დარღვევები
  • სირთულეები კითხვაში
  • ქცევითი პრობლემები
  • ჰიპერაქტიულობა

[/checklist]

თუ მიიჩნევთ, რომ ბავშვს აღენიშნება ტყვიით მოშხამვის ნიშნები, მიმართეთ ექიმს. თუ ექიმის მიერ დანიშნულმა სისხლში ტყვიის შემცველობის ლაბორატორიულმა ანალიზმა აჩვენა სისხლში ტყვიის მომატებული შემცველობა, ექიმი გაგიწევთ რეკომენდაციას და განახორციელებს შესაბამის მეთვალყურეობას. ტყვიით დაბინძურების შესაძლო წყაროების გამოსავლენად რეკომენდებულია შემოწმდეს საცხოვრებელი ბინა.

პერიოდულად, 6 თვის ასაკიდან, ბავშვს, განსაკუთრებით ინდუსტრიულ რაიონებსა და დიდ ქალაქებში ცხოვრებისას, უნდა ჩაუტარდეს კვლევა სისხლში ტყვიის შემცველობაზე.

[gray_box]როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ტყვიით მოწამვლისგან[/gray_box]

გარკვეული წესების დაცვით შესაძლებელია ტყვიით მოშხამვისგან ბავშვის დაცვა და პრევენცია. ეს რეკომენდაციებია:

[checklist]

  • ბავშვისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი საღებავის ანათალი/ნაფხეკი ან საღეჭი ზედაპირები, რომლებიც შეღებილია ტყვიით დამზადებული საღებავით
  • რეგულარულად დაბანეთ ბავშვს ხელები და გარეცხეთ მისი სათამაშოები. ხელების დაბანა ტყვიის დონეს დაახლოებით 2-ჯერ და მეტჯერ ამცირებს
  • რეგულარულად გაწმინდეთ სველი წესით იატაკი, ფანჯრის დეტალები და ავეჯი. ფანჯრის რაფებსა და კედლებზე შეიძლება იყოს ტყვიის მაღალი შემცველობის მტვერი
  • დაუშალეთ ბავშვებს მიწის ზედაპირზე თამაში. თუ შესაძლებელია, უზრუნველყავით ბავშვები ქვიშის სათამაშო ყუთით, ხოლო მიწის ზედაპირი დაფარეთ ბალახის საფარით [ან დათესეთ ბალახი], ხმელი ფოთლებით ან ხის ნაფოტებით
  • მოერიდეთ ისეთი ტრადიციული ხალხური სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ ტყვიას
  • ტყვიაზე დამზადებულ პროდუქციასთან (მოჭიქული მინა, ტყვიების დამზადება ან სროლა) მუშაობის/შეხების შემდეგ მიიღეთ შხაპი და გარეცხეთ ტანსაცმელი
  • სახლების გარემონტებისას არ შეიძინოთ ტყვიის შემცველი სამშენებლო საღებავი
  • არ მოწიოთ ბავშვების თანდასწრებით
  • არასასურველია ბავშვისთვის მეტალის ფურცლებში შეფუთული საკვების მიცემა
  • კალციუმი აძლიერებს ბავშვის ძვლებს და ხელს უშლის ტყვიის შეღწევას ორგანიზმში. კალციუმით მდიდარი საკვებია: იოგურტი/მაწონი და ყველი; მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მათ შორის „ხუჭუჭა კომბოსტო“, თალგამი, მდოგვი და მწვანე სალათის სახეობები. ასევე, ფორთოხლის წვენი, სოიას რძე და ტოფუ (სოიას ყველი), დაკონსერვებული ორაგული და სარდინი
  • სისხლში ტყვიის შეწოვას რკინაც  უშლის ხელს. რკინით მდიდარი საკვებია: მჭლე წითელი ხორცი; რკინით გამდიდრებული ბურღულეული, პური და მაკარონის ნაწარმი, გამომშრალი ხილი/ჩირი, როგორიცაა: ქიშმიში და შავი ქლიავის ჩირი, ლობიო და ოსპი. აქვე, ვიტამინი C ორგანიზმს არამარტო ეხმარება რკინის უკეთ შეწოვაში, არამედ, შესაძლოა, აარიდოს ტყვიაც. ვიტამინი C უხვად არის ციტრუსებში და სხვა ხილ-ბოსტნეულში: კივი, ხენდრო, ნესვი, პომიდორი; კარტოფილი; წიწაკა
  • ბავშვისთვის არასასურველია ზედმეტად ცხიმიანი საკვები, რადგან ცხიმი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელ სისტემაში ტყვიის დიდი ხნით შეჩერებას.

[/checklist]

2019 წლის 23 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეული ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია – აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოფლებში ტყვიის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქებში.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: