მთავარი,სიახლეები

სექტემბერში ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისის შემდეგ აჭარაში აღირიცხა

23.10.2019 • 1399
სექტემბერში ოჯახში ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა თბილისის შემდეგ აჭარაში აღირიცხა

სექტემბერში საქართველოში ოჯახში ძალადობის 665 შემთხვევა აღირიცხა, აქედან 135 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას.

სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი შემაკავებელი ორდერი თბილისის შემდეგ აჭარაში გამოიცა, სულ 88 შემაკავებელი ორდერი 161 ადამიანზე.

შემაკავებელი ორდერი არის პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები.

ერთი თვის განმავლობაში აჭარაში აღრიცხული ოჯახში ძალადობის 88 შემთხვევიდან 74 შემთხვევაში მსხვერპლი ქალი იყო.

აჭარაში მსხვერპლი ქალებიდან სამი 16 წლამდე ასაკისაა, 13 ქალი – 17-დან 24 წლამდე, 43 ქალი – 24-დან 44 წლამდე, ხოლო 15 ქალი – 45 წელზე მეტი ასაკისაა.

ქვეყნის მასშტაბით, ოჯახში ძალადობის შემთხვევაში შემაკავებელი ორდერის გამოწერის სექტემბრის სტატისტიკა ასეთია:

  • თბილისი – 326
  • აჭარა – 88
  • კახეთი – 71
  • იმერეთი – 46
  • ქვემო ქართლი – 43
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 30
  • შიდა ქართლი – 27
  • მცხეთა-მთიანეთი – 19
  • სამცხე-ჯავახეთი – 7
  • გურია – 6
  • რაჭა-ლეჩხუმი – 2

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: