ბათუმში ხანძრის შედეგად 4 ოჯახის საცხოვრებელი დაიწვა

21 აპრილს, დაახლოებით დილის ორ საათზე, ბათუმში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი დაახლოებით 300 კვ.მეტრზე იყო მოდებული ბარაკული ტიპის ერთსართულიან სახლში. ხანძრის შედეგად  4 ოჯახის საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა. შემთხვევის ადგილას 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. დაზარალებული ოჯახები ბათუმის მერიამ დააბინავა.

“თავი შეიკავეთ სეირნობისგან” – ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია მოქალაქეებს მიმართავს

“მოგმართავთ თხოვნით, უფრო მაღალი პასუხისმგებლობითა და გაგებით მოეკიდოთ ბულვარში არსებულ შეზღუდვებს და თავი შეიკავოთ სეირნობისაგან, ქვეყანაში COVID-19 ვირუსის მიზეზით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში. გთხოვთ, ამასთანავე დაემორჩილოთ ხმოვანი გაფრთხილების მითითებებს, რითიც საკუთარ ჯანმრთელობასთან ერთად დაიცავთ თქვენი თუ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობას,” -ეს განცხადება ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ დღეს, 20 აპრილს გაავრცელა. ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული კარანტინის მიუხედავად ბათუმის …

სააღდგომო ლიტურგია მრევლის გარეშე – ბათუმში ყველა ტაძარი დაკეტილია

18 აპრილის საღამოს ბათუმში ყველა ტაძარი დაკეტილია. ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსის, მეუფე დიმიტრის გადაწყვეტილებით  სააღდგომო ლიტურგია ეპარქიის  ტაძრებში არ ჩატარდა. მსახურება მხოლოდ ერთ, სამების დედათა მონასტერში ჩატარდა. სასულიერო პირები სამების მონასტერში მრევლის გარეშე წირავდნენ. სააღდგომო ღვთისმსახურება   19 აპრილს, დილის 7 საათზე დაიწყება ეპარქიაში შემავალ ტაძრებში. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერის განცხადებით მრევლიც და სასულიერო პირებიც …

თურქეთში COVID 19-ით დაღუპულთა რიცხვი 1 769-მდე გაიზარდა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ოფიციალური მონაცემებით 17 აპრილს 78 546 ადამიანია თურქეთში COVID 19-ით დაავადებული. 1 769-მდე გაიზარდა გარდაცვლილთა რიცხვი, მათგან ბოლო 24 საათში ვირუსს 126 ადამიანი ემსხვერპლა. 78 546 ინფიცირებულიდან 1 845 მძიმე პაციენტია, 1 014 კი კლინიკებში მართვით სუნთქვაზეა. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა ოდენობას – 17 აპრილის მონაცემებით, მათი ოდენობა 8 631-ია. …

ბათუმი მანქანების გარეშე [ფოტო]

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება აიკრძალა. აკრძალვა ჯერჯერობით საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ  21 აპრილის ჩათვლით მოქმედებს. საქართველოს სხვა ქალაქების მსგავსად, ავტომანქანებისგან დაცარიელდა ბათუმიც. ქუჩებში ხალხი ძირითადად ველოსიპედით და ფეხით გადაადგილდება.

„თუ არ გინდა დარჩე რეანიმაციაში, დარჩი სახლში“ – ექიმების მიმართვა ხალხს [ვიდეო]

“დარჩი სახლში, გადაარჩინე სიცოცხლე!” – ამ გზავნილის გარშემო ახალი თაობის ქართველი ექიმები გაერთიანდნენ. ვიდეომიმართვა, რომელშიც საქართველოში და უცხოეთში მომუშავე 17 ექიმი მონაწილეობს, საზოგადოებას COVID 19-ის პრევენციის მიზნით, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. იდეის ავტორები მიიჩნევენ, რომ საქართველო უკვე კრიზისულ ფაზაში შედის და ვირუსის გავრცელების ამ ეტაპზე, თითოეული მოქალაქის გადაწყვეტილება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარი, ასევე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად. …

ბათუმის საკათედრო ტაძარში მსახურებას პირბადეებით ესწრებიან

დღეს, 17 აპრილს, ბათუმის საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის რიტუალს მრევლი და ეკლესიის მსახურები პირბადეებით ესწრებიან. დაცულია დისტანციაც. მრევლის ნაწილი ეკლესიაში ესწრება მსახურებას, ნაწილი კი – ეკლესიის ეზოში. დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება 17 აპრილიდან გახდა სავალდებულო. დღესვე ამოქმედდა კიდევ ერთი შეზღუდვა, რომელიც მანქანით გადაადგილებას ეხება. ეკლესიაში ამბობენ, რომ დღეს მრევლიც და სასულიერო პირებიც ტაძარში ფეხით მივიდნენ. …

მღვდლებს, მგალობლებს და სტიქაროსნებს გადაადგილების უფლება ექნებათ – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიაქრო განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა სასულიერო პირებს და სტიქაროსნებს არ ეხებათ. „გუშინ, 16 აპრილის საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ 17 აპრილს, ანუ ვნების პარასკევს 12 სთ-დან მსუბუქ მანქანებს ეკრძალებათ გადაადგილება, რამაც მოსახლეობაში და რა თქმა უნდა სასულიერო პირთა და მორწმუნეთა შორისაც, დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. აღნიშნული აკრძალვა საქართველოს საპატრიარქოსთან შეთანხმებული არ …

ვის, როგორ და რა ტრანსპორტით შეეძლება გადაადგილება 17 აპრილიდან – მთავრობის განმარტება

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ  21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მთელი ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა დეტალური განმარტება, ახალი შეზღუდვების შესახებ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. რომელი სატრანსპორტო საშუალებით მეზღუდება გადაადგილება? იკრძალება გადაადგილება ყველა სახის მექანიკური სატრანსპორტო საშუალებით, გარდა მოტოციკლისა.  რომელი სატრანსპორტო საშუალებით …

რა იკრძალება 17 აპრილიდან – გამკაცრებული საკარანტინო ზომების დეტალები

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, 17 აპრილის 12:00 საათიდან, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით, ანუ  21 აპრილის ჩათვლით, სრულად იკრძალება მთელი ქვეყნის მასშტაბით მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და სადისტრიბუციო მანქანებზე. პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას. ასევე მუშაობას …

კავშირი სუსტია და ინტერნეტი ჭედავს – როგორ სწავლობენ ბავშვები სოფლად

ლინდა გობაძე მეექვსე კლასელია. ხულოში, სოფელ ირემაძეების სკოლაში სწავლობს. მარტის დასაწყისში, როცა საქართველოს სკოლებში კორონავირუსის გამო სწავლა შეწყდა, ლინდას სკოლა ონლაინსწავლებაზე გადაერთო. ლინდას კლასში ექვსი მოსწავლეა. მათგან ინტერნეტი მხოლოდ ლინდას არ აქვს. „მხოლოდ  კომპიუტერი მაქვს, ინტერნეტი არა. სახლშიც არავის აქვს დიდი ტელეფონი და ვერ ვახერხებდი მეცადინეობას,“ – გვიხსნის ლინდა. გოგონას თქმით, მისი თანაკლასელები მშობლების ტელეფონებით …

არის თუ არა საშიში დიდაჭარის კაშხალი? [ვიდეო]

„შუახევი ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება დაიწყო. ოფიციალური ინფორმაცია ამის შესახებ 30 მარტს გახდა ცნობილი. 10 აპრილს „ბათუმელებმა“ გადაიღო დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი. კაშხლის კედლის ნაწილი  სველია და რამდენიმე ადგილას წყალი გამოდის. ფოტო-ვიდეო მასალაზე, რომელიც „ბათუმელებმა“ გადაიღო, ჩანს კაშხლის დაზიანებული მონაკვეთი. 52 მეტრის სიმაღლის დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი ორი მდინარის – აჭარისწყლისა და მდინარე ღორჯომის შესართავის …

“ივანიშვილს შეუძლია მოთოკოს ილია მეორე” – დავით ბერძენიშვილი

„ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი ადამიანი ამ ქვეყანაში, ვისაც მისი უზარმაზარი ძალაუფლების და ფინანსური რესურსების გამო შეუძლია მოთოკოს ილია მეორე და მოთოკავს კიდეც. ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მივიღეთ, მიაღებინა მის საპარლამენტო უმრავლესობასაც და საპატრიარქოს შემოტევაც გააჩერა. მას ახლაც შეუძლია იგივე. მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას ეს კრიტიკული ვითარება აწყობს,“ –  განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით …

თურქეთის 31 ქალაქში 2 დღით მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ – მათ შორის, სტამბოლში

17 აპრილის 24 საათიდან 19 აპრილის 24 საათამდე თურქეთის 31 ქალაქში მოქალაქეებს ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ. ეს ქალაქებია: ადანა, ანკარა, ანტალია, აიდინი, ბალიქესირი, ბურსა, დენიზლი, დიარბაქირი, ერზერუმი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, ჰათაი, სტამბოლი, იზმირი, ქაჰრამანმარაში, კაისერი, ქოჯაელი, კონია, მალათია, მანისა, მარდინი, მერსინი, მუღლა, ორდუ, საქარია, სამსუნი, შანლიურფა, თექირდაღი, ტრაპიზონი, ვანი და ზონგულდაქი. დაჯარიმდება პირი, რომელიც აკრძალვას არ დაემორჩილება. …

თერმოსკრინინგი 3700 პირს ჩაუტარდა, საეჭვოა 17 შემთხვევა – ქობულეთის კლასტერი

„ბოლო ორ დღეში ქობულეთში თერმოსკრინინგი 3700-მდე ადამიანს ჩაუტარდა. გამოვლინდა  17 საეჭვო შემთხვევა. 10 პირისგან აიღეს ნიმუში და ხვალისთვის გვეცოდინება მათი პასუხი,“ – განაცხადა დღეს, 13 აპრილს, ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. 13 აპრილის საღამოს 21:00 საათის მონაცემებით, ე.წ. ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებულ 25 პირს უკვე დაუდგინდა კორონავირუსი. ინფიცირებულთაგან ორი ბავშვია – ერთი რვა თვის და …

COVID 19 აღმოაჩნდა კაცს, რომელმაც ქობულეთში კლინიკას მიმართა – ცენტრმა მუშაობა შეაჩერა

ქობულეთის სამედიცინო ცენტრმა პაციენტების მიღება შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ნიჟარაძე ადასტურებს. სამედიცინო ცენტრის მუშაობის შეჩერების მიზეზი გახდა პაციენტი, რომელსაც კლინიკამ მომსახურება გაუწია და მას დღეს, 8 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა. კაცი, რომელმაც ქობულეთის სამედიცინო ცენტრს მიმართა, 54 წლის ქალის ოჯახის წევრია, რომელსაც გუშინ, 7 აპრილს კორონავირუსი დაუდასტურდა. „პირველ ეტაპზე მოძიებულია 37 …

გვარა – ქალის ისტორია, რომელიც კორონავირუსით შესაძლოა სოფელში დაინფიცირდა

7 აპრილს ბათუმში 54 წლის ქალს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. დღეს, 20:00-ისთვის არსებული მონაცემებით, ამის გამო კარანტინშია ბათუმში მომუშავე სასწრაფო  სამედიცინო სამსახურის ორი ბრიგადა – სულ 6 ადამიანი, სამედიცინო ცენტრ „მედინას“ 10 და ბათუმის სამედიცინო ცენტრ BMC-ის 4 თანამშრომელი. სოფელ გვარაში თვითიზოლაციაშია 14 ადამიანი. ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ბათუმში ცხოვრობს. თუმცა ის რამდენიმე დღით ქობულეთის მუნიციპალიტეტის …

ბათუმში სასწრაფო დახმარების 6 თანამშრომლის ტესტის პასუხს ელოდებიან კორონავირუსზე

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ორი ჯგუფი, სულ  6 ადამიანი, კარანტინშია გადაყვანილი. მათ შეხება ჰქონდათ ქალთან, რომელსაც დღეს, 7 აპრილს, კორონავირუსი დაუდგინდა. „ამ წუთას ჩვენი ექვსი თანამშრომელია კარანტინში და უტარდებათ შესაბამისი ტესტირება კორონავირუსზე. ორჯერ იყო ბრიგადა გამოძახებაზე გასული, შესაბამისად ორ ბრიგადას ჰქონდა შეხება პაციენტთან,“ – ამბობს მინდია კახიძე, საგანგებო სიტუაციების, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენელი …

როგორ შეაგროვა ჟურნალისტმა 8600 ლარი 43 ოჯახის დასახმარებლად

მას შემდეგ, რაც  საქართველოში კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, ათასობით ადამიანი დროებით უმუშევარი დარჩა. რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ ის ადამიანები, რომლებიც დღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებული, განსაკუთრებით კი სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს გაუჭირდათ. სწორედ ასეთი ადამიანების დასახმარებლად, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა თეონა თურმანიძემ ფეისბუქზე საქველმოქმედო კამპანია წამოიწყო. „მახსოვს, ერთ-ერთი ნიუსი გავაზიარე და თან მეუხერხულა, რომ …

“მედინას” რამდენიმე თანამშრომელი კარანტინში გადაიყვანეს – კლინიკა მუშაობას აგრძელებს

კლინიკა „მედინას“ რამდენიმე თანამშრომელი საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს. მიზეზი პაციენტია, რომელსაც სამედიცინო მომსახურება კლინიკაში გაუწიეს და მას მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. „პაციენტმა მომართა ჩვენი კლინიკის ენდოსკოპისტს, შემოსვლისთანავე  შეიკრიბა ანამნეზი, სადიაგნოსტიკო საშუალებებითა და ანამნეზით მიღებული შედეგით ივარაუდეს, რომ არის კოვიდინფიცირებული. პაციენტი მაშინვე გადაყვანილი იქნა პროფილურ კლინიკაში,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ საუბრისას კლინიკის გენერალური დირექტორი ნინო ქაჯაია. მისივე თქმით, ყველა …

როგორ შეიძლება თურქეთიდან საქართველოში დაბრუნება ავტობუსით

„როგორ დავბრუნდეთ საქართველოში?“ – ეს არის შეკითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად გვწერენ თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. სტამბოლი, ანკარა, იზმირი – ეს არის სამი დიდი ქალაქი, სადაც  თავს იყრიან  თურქეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები, შემდეგ კი ავტობუსებით მათ საქართველოში აბრუნებენ. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ გიორგი ჯანჯღავამ მოაწოდა, საქართველოს ელჩმა თურქეთის რესპუბლიკაში. მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება ანკარაში – საქართველოს საელჩოს …

საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა

6 აპრილის 10:20 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევები 188-მდე გაიზარდა, აქედან გამოჯანმრთელდა 36, გარდაიცვალა – 2. ეს მაჩვენებელი ნიშნავს, რომ 150 პაციენტი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ სხვადასხვა კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. ინფორმაცია კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. 5 აპრილის საღამოს შემდეგ დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 14-ით გაიზარდა. კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 5 056 ადამიანი, …

ფოთის აგრობაზარში ფულს აუთოებენ [ვიდეო]

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო ქვეყნის მასშტაბით ერთმანეთის მიყოლებით იხურება ყველა დიდი აგრობაზარი. ფოთის ბაზრის ადმინისტრაციამ კი გამოსავალი იპოვა – გვეუბნება ბაზრის დირექტორი. მისი თქმით, სოციალურ დისტანციას იცავს ყველა, ვინც ბაზარში შედის, ხდება ფულის დეზინფექცია და სტერილიზაცია. ყველა შემსვლელს უზომავენ სიცხეს. ფოთის აგრარული ბაზრის შენობა კაპიტალურია, მასში შესვლა და გამოსვლა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი კარით ხდება. შესვლისას …

კასაბლანკადან მადეირასკენ მიმავალი გემიდან ქართველი მეზღვაური გაუჩინარდა

22 წლის ქართველი მეზღვაური ნიკოლოზ შაშიკაძე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გაუჩინარდა. ოფიციალური წყაროების ცნობით, ფაქტი 26 მარტს მოხდა. ოჯახმა მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ 29 მარტს შეიტყო. გემი მაროკოდან, კასაბლანკას პორტიდან მადეირასკენ მიცურავდა, როცა ეკიპაჟმა ქართველი მეზღვაურის გაუჩინარება აღმოაჩინა. ოფიციალური ინფორმაციით, 26-29 მარტს მიმდინარეობდა ძებნა-გადარჩენის ოპერაცია მეზღვაურის საპოვნელად, თუმცა უშედეგოდ. ნიკოლოზ შაშიკაძე პანამის დროშის ქვეშ მცურავ …

დაესწრებიან თუ არა სააღდგომო წირვას რიჟვაძე და გაბაიძე

„აპირებთ თუ არა სააღგომო ლიტურგიაზე დასწრებას?” – ჰკითხა დღეს „ბათუმელებმა“ აჭარის  მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს. „ვინაიდან ქვეყანაში მოქმედებს შეზღუდვები, სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, წელს ჩვენ ვერ მოვახერხებთ წასვლას,“ – თქვა კითხვის პასუხად თორნიკე რიჟვაძემ. „მეც ასევე,“ – თქვა დავით გაბაიძემ. დღეს, 3 აპრილს, თორნიკე რიჟვაძემ და დავით გაბაიძემ „ქართული …

როგორ დაემშვიდობა თურქეთი კორონავირუსით გარდაცვლილ ექიმს

თურქეთში კორონავირუსით გარდაიცვალა ცნობილი თურქი ექიმი ჯემილ ტაშიოღლუ. ის პირველია თურქეთში მომუშავე სამედიცინო პერსონალიდან, რომელიც Covid-19-ით გარდაიცვალა.  ექიმი სტამბოლის სამედიცინო უნივერსიტეტის  კლინიკაში 16 მარტს მოათავსეს. ჯემილ ტაშიოღლუ წლების მანძილზე სწორედ ამ კლინიკაში მუშაობდა და ერთ-ერთ წამყვან სპეციალისტად მიიჩნეოდა.  მას  კორონავირუსი 17 მარტს დაუდასტურდა. ექიმის გარდაცვალების შესახებ პირველ აპრილს მისმა შვილმა ტვიტერზე დაწერა. 2 აპრილს სტამბოლის …

როგორ უნდა მოიქცე, თუ COVID-19-ის სიმპტომები გაქვს – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტება

საქართველოში 24 ონლაინკლინიკა იქნება, სადაც მოქალაქეები კორონავირუსთან დაკავშირებული მომსახურების მიღებას შეძლებენ. კლინიკები პირველადი ჯანდაცვის ბაზაზე გაიმართა. 24 კლინიკიდან 15 თბილისში იქნება, დანარჩენი კი – რეგიონებში. მათ შორის, ბათუმსა და ქუთაისში ორ-ორი ონლაინკლინიკაა გახსნილი. „ყველა კლინიკა დაფარავს როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობას. ონლაინკლინიკაში ზარი გადამისამართდება 112-ის მიერ. როდესაც მოქალაქე მაღალი ტემპერატურის ან საეჭვო რესპირაციული სიმპტომების გამო …

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალისთვის აღადგენენ

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ფოთში ახალ ფილიალს ხსნის. თანამედროვე ტექნოლოგიური სტანდარტებით აღჭურვილი საზღვაო სასწავლებელი 1000 სტუდენტზე იქნება გათვლილი. საზღვაო აკადემიის ფილიალი ჰიდრომელიაციური ტექნიკუმის ისტორიულ შენობაში განთავსდება. შენობის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო და კონტრაქტის პირობების თანახმად, 9 თვეში უნდა დასრულდეს. სამუშაოების შესრულებაზე საზღვაო აკადემიამ ხელშეკრულება შპს „დანი ქონსთრაქშენთან“ 5 851 164 ლარზე გააფორმა. ფოთში, წმინდა გიორგის ქუჩაზე მდებარე ყოფილი …

ხანძარი ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე

ბათუმში, ინასარიძის ქუჩაზე ხანძარი იყო, ცეცხლი 12-სართულიანი ბინის პირველ სართულზე გაჩნდა. პირველადი ინფორმაციით ცეცხლი სარეცხ მანქანას გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო სამსახურის ორი მანქანა. ცეცხლი სწრაფადვე ჩააქრეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

„ენერგო-პრო ჯორჯიამ“ თებერვლის თვის გადასახადი ყველა აბონენტს გადაუვადა

„ენერგო-პრო ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მომხმარებელთა უკლებლივ ყველა განაცხადი, რომლებიც თებერვალში მოხმარებულ ელექტროენერგიას შეეხებოდა, გადასახადების განწილვადების ან გადავადების შესახებ, კომპანიამ დააკმაყოფილა. „უფრო მეტიც, მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება და მთელი მარტის განმავლობაში, არც ერთ აბონენტს, კომერციული აბონენტების ჩათვლით, ელექტროენერგიის მიწოდება არ შეწყვეტია (ყოველთვიურად, საშუალოდ, 40 ათას აბონენტს უწყდება ელმომარაგება დავალიანების გამო). ამ რთულ პერიოდში …

COVID-19 არ დაუდასტურდა ხუთ პირს ბათუმში, მათ შორის, ხულოდან გადმოყვანილ ქალს

ბათუმში COVID-19-ზე 5 პირის ანალიზის პასუხი ცნობილია. მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. მათ შორისაა ხულოდან გუშინ გადმოყვანილი ქალიც, რომელსაც მაღალი ტემპერატურა ჰქონდა.  ამ დრომდე ელოდებიან ორი პირის პასუხს, რომელიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. 2 აპრილის დილის მდგომარეობით, ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულ 8 ადამიანს მკურნალობენ. ბათუმში გუშინ COVID-19 დაუდასტურდა 10 წლის ბავშვსაც, რომელიც თბილისში გადაიყვანეს. 2 აპრილს საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ …

განახლება – საკვები და სამედიცინო პროდუქციის გარდა, ონლაინ გაყიდვები ისევ აკრძალულია

სტატიის თავდაპირველი სათაური იყო:  საქართველოში ონლაინვაჭრობა ისევ დასაშვები გახდა საქართველოს მთავრობამ 30 მარტის დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა და გააფართოვა იმ ეკონომიკური საქმიანობების ჩამონათვალი, რომლებსაც შესაბამისი პირობებით, საგანგებო მდგომარეობის დროს საქმიანობა არ ეზღუდებათ. საგანგებო მდგომარეობის პერიოდში არ იზღუდება ეკონომიკური საქმიანობა, თუ იგი ხორციელდება დისტანციურად, მხოლოდ სახლიდან. დაშვებული  ეკონომიკური საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, დისტანციური მუშაობა გულისხმობს  სახლიდან მუშაობას, ხოლო …

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ – 26

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 2 აპრილის მდგომარეობით, 26-ია.  გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 13-ით მოიმატა. ცნობისათვის, პირველ აპრილს, დილით ინფიცირებული იყო 117 პაციენტი,  დღეს კი 130-ია. გამომდინარე იქიდან, რომ 26 უკვე გამოჯანმრთელებულია, საქართველოს  კლინიკებში 104 პირი რჩება, რომელთაც კორონავირუსი აქვთ. ქვეყნის მასშტაბით კარანტინის რეჟიმში 5 550 ადამიანია, სტაციონარში …

“პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება” – ეზუგბაია პანდემიის დროს ეკლესიაში შეკრებაზე

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ამბობს, რომ მორწმუნეა და პატრიარქის კურთხევის მიხედვით იმოქმედებს. მარინა ეზუგბაია დღეს, პირველ აპრილს, ტელეკომპანია “პირველზე” ჟურნალისტ თამარ ჩიხლაძის საავტორო გადაცემა “ღამის ამბებში” იყო მიწვეული.  ჟურნალისტმა მას კითხვა საპატრიარქოსთან დაკავშირებით დაუსვა. კერძოდ, ჰკითხა, “მთავრობა ჯერჯერობით ვერ ამბობს, სამ კაცზე მეტის შეკრების აკრძალვა ეხება თუ არა ყველას. თქვენ ბრძანდებით ექიმი, მაინტერესებს …

კომენდანტის საათი – ბათუმი

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე  21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს. დროის ამ მონაკვეთში გადაადგილება აკრძალულია როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ნახეთ, როგორ გამოიყურება ბათუმი კომენდანტის საათის დროს. 9 საათის შემდეგ მუშაობს მხოლოდ აფთიაქები, რომლებითაც სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც აქვთ საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე გადაადგილების უფლება (მაგალითად, პოლიციელები, ექიმები და სხვა …

10 წლის ბავშვი, რომელსაც covid-19 დაუდასტურდა, კარანტინში იყო

ბათუმში კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა. ვირუსით ინფიცირებული ათი წლის ბავშვია. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის ინფორმაციით, ბავშვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრობდა კარანტინის პერიოდში. “გვაქვს ათი წლის ბავშვის შემთხვევა,  რომლის მოგზაურობის ისტორია  უკავშირდება ევროპას, კონკრეტულად – საფრანგეთს. ის იმყოფებოდა საკარანტინო ზონაში, ბებიასთან ერთად. მიღებული გადაწყვეტილებით, ვითვალისწინებთ რა ოჯახის თხოვნას, გადაყვანასთან დაკავშირებით, …

Exit mobile version