მთავარი,სიახლეები

ქემალფაშაში გვირაბის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა

09.02.2023 •
ქემალფაშაში გვირაბის შესასვლელთან მეწყერი ჩამოწვა

დღეს, 9 თებერვალს, თურქეთში, საქართველოს საზღვართან ახლოს, ქემალფაშა-ხოფას დამაკავშირებელ გზაზე მდებარე ერთ-ერთი გვირაბის თავზე მეწყერი ჩამოწვა.

შედეგად, გზატკეცილის ერთ მხარეს ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

შემთხვევა ნაშუადღევს მოხდა.

როგორც თურქული გამოცემები წერენ, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან იმ დროს გვირაბში არც ერთი ავტომობილი არ მოძრაობდა.

ქემალფაშა-ხოფას დამაკავშირებელი გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მეწყერი ჩამოწვა, მოძრაობა დროებით ცალმხრივი გახდა და გაწმენდის სამუშაოები დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: