მთავარი,სიახლეები

ქუთაისში, სამედიცინო ცენტრის ეზოში, საქვაბე აფეთქდა – დაშავდა 2 პირი

27.02.2023
ქუთაისში, სამედიცინო ცენტრის ეზოში, საქვაბე აფეთქდა – დაშავდა 2 პირი

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის ეზოში, საქვაბის შენობა აფეთქდა.

აფეთქების შედეგად მთლიანად დაინგრა შენობა, სადაც საქვაბე იყო განთავსებული. „ბათუმელების“ ინფორმაციით, მსუბუქი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა.

საქვაბეს წინ ქუთაისის პათოლოგანატომიური სამსახური მდებარეობს, რომლის შენობის ფანჯრებიც ჩაიმსხვრა აფეთქების ტალღის შედეგად.

ასე გამოიყურება საქვაბესთან ახლოს მდებარე შენობა აფეთქების შემდეგ

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: